,,აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის 2012 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 28 დეკემბრის №33 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№11
სარეგისტრაციო კოდი
190020020.35.102.016055
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 08/11/2012
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

 

 აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №11

2012 წლის 2 ნოემბერი

ქ.თბილისი

 

,,აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის 2012 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 28 დეკემბრის №33 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
 „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
,,აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის 2012 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 28 დეკემბრის №33 დადგენილებაში (სსმ, 30/12/2011; 190.020.020.35.102.016.044) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება :
1.  დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით :

,,ა) ომში დაღუპული პირის ოჯახის სრულწლოვანი წევრის განცხადება მუნიციპალიტეტის გამგებლის სახელზე“.

2. დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-12  და მე-15  მუხლები ამოღებულ იქნეს.
3. დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-17  მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 171 მუხლი :

    ,, მუხლი  171.   დედ-მამით ობოლი ბავშვების დახმარება

1. დედ-მამით ობოლ 0-დან 18 წლამდე იძულებით გადაადგილებული ბავშვებს, რომლებიც რეგისტრირებულნი არიან აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტში დახმარება გაეწევა ერთჯერადად 1000  ლარის ოდენობით.

2. დედ-მამით ობოლი ბავშვის მეურვემ/მზრუნველმა აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს:

ა) განცხადება მუნიციპალიტეტის გამგებლის სახელზე;

ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;

გ) ცნობა სსიპ - სოციალური მომსახურების სააგენტოდან  ბავშვის მეურვის ან მზრუნველის ვინაობის შესახებ;

დ) ბავშვის ან/და ბავშვების დაბადების მოწმობების ასლები;

ე) განმცხადებლის საბანკო ანგარიში.

3. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით ბანკში გახსნილ პირად ანგარიშზე.”.

4. დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-17  მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 172 მუხლი :

    ,,მუხლი 172.  კომპაქტურ დასახლებებში მცხოვრებ დევნილთა ოჯახებისათვის გაზის  გამათბობლით დახმარებ

1. ერთჯერად დაფინანსებას მიიღებენ კომპაქტურ დასახლებებში მცხოვრები იძულებით გადაადგილებული ოჯახები, რომლებიც რეგისტრირებულნი არიან აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტში და აქვთ ბუნებრივი აირი.

2. დევნილი ოჯახებისათვის მოხდება (ოჯახზე ერთი) გაზის გამათბობლის შეძენა თითოეულის  საცხოვრებელი ბინის ფართობის გათვალისწინებით კომისიის მიერ მოძიებული მონაცემების შესაბამისად.

3. დახმარების გადაცემა მოხდება მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებით.“.

მუხლი 2
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარესპარტაკ გურჩიანი