შპს ბათუმი გეითის გაკოტრების წარმოების დასრულების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
გაკოტრების საქმის წარმოების დასრულების შესახებ
2012 წლი ს 23 ოქტომბერი
ქ. ქუთაისი
ქუთაისის საქალაქო სასამართლო
მოსამართლე - გენადი მ ა კარიძე
სხდომის მდივანი - ანა გაბრიჭიძე
სასამართლომ კრედიტორთა კრებაზე შპს ,,ბათუმი გეიტის“ გაკოტრების მმართველის –სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს წარმომადგენლის თამაზ კიკიანის, კრედიტორების: სს ,,საქართველოს რკინიგზის“ წარმომადგენლის მაკა მეტრეველის, შსს სსიპ –დაცვის პოლიციის დეპარტამენტის წარმომადგენლის გულო ღვაჩლიანის მონაწილეობით განიხილა გაკოტრების მმართველის სსიპ –აღსრულების ეროვნული ბიუროს წარმომადგენლის თამაზ კიკიანის საბოლოო ანგარიში (მოხსენება) შპს ,,ბათუმი გეიტის’’ მიმართ გაკოტრების საქმის წარმოების დასრულებისა და სამეწარმეო რეესტრში მოვალე საწარმოს რეგისტრაციის გაუქმების შესახებ და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 17 აგვისტოს განჩინებით გაიხსნა შპს ,,ბათუმი გეიტის“ მიმართ გაკოტრების საქმის წარმოება. კრედიტორთა კრებებზე განხილულ იქნა კრედიტორთა მიერ წარმოდგენილი მოთხოვნები და დამტკიცდა კრედიტორთა რეესტრი.
2012 წლის 12 ოქტომბერს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს განცხადებით მომართა შპს ,,ბათუმი გეიტის’’ გაკოტრების მმართველმა სსიპ – აღსრულების ეროვნული ბიუროს სახელით თამაზ კიკიანმა, წარმოადგინა საბოლოო ანგარიში და შპს ,,ბათუმი გეიტის’’ გაკოტრების საქმის დასრულების და საწარმოს სამეწარმეო რეესტრში რეგისტრაციის გაუქმება ითხოვა;
საბოლოო ანგარიშის თანახმად, სსიპ – აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ განხორციელებულ იქნა შპს ,,ბათუმი გეიტის კუთვნილი ქონების შეფასება, სულ შპს ,,ბათუმი გეიტის’’ ქონების საბაზრო ღირებულებამ ექსპერტის დასკვნის საფუძველზე შეადგინა 24130 ლარი. შპს ,,ბათუმი გეიტის’’ ქონების რეალიზაციის მიზნით სსიპ – აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ ჩატარებულ იქნა სამი აუქციონი. პირველი აუქციონი შპს ,,ბათუმი გეიტის’’ ქონებაზე დაიწყო 2012 წლის 03 ივლისს და დასრულდა 2012 წლის 11 ივლისს. აუქციონზე ქონება გამოტანილ იქნა ერთიანი კომპლექსის სახით, ერთ ლოტად და მისი საწყისი ღირებულება აუქციონზე განისაზღვრა საბაზრო ღირებულების 50%-ით, რაც შეადგენს 12065 ლარს. ვინაიდან ქონების შეძენის სურვილი არავინ გამოთქვა, აღნიშნული აუქციონი დასრულდა უშედეგოდ. მეორე აუქციონი შპს ,,ბათუმი გეიტის’’ ქონებაზე დაიწყო 2011 წლის 27 ივლისს და დასრულდა 2012 წლის 06 აგვისტოს. ვინაიდან პირველი აუქციონის დასრულებიდან 7 დღის ვადაში კრედიტორებმა არ განსაზღვრეს აუქციონზე ქონების რეალიზაციის ფორმა და საწყისი ფასი, მეორე აუქციონზე შპს ,,ბათუმი გეიტის’’ კუთვნილი ქონება გამოტანილ იქნა ერთიანი კომპლექსის სახით, ერთ ლოტად და მისი საწყისი ღირებულება განისაზღვრა ქონების საბაზრო ღირებულების 25%-ით, რაც შეადგენს 6032,50 ლარს. მეორე აუქციონზე ქონების შეძენის სურვილი არავის გამოუთქვამს, შესაბამისად მეორე აუქციონი დასრულდ
,,გადახდისუუნარობის საქმისწარმოების შესახებ’’ საქართველოს კანონის 38-ე მუხლის 111 პუნქტის მითითებული დათქმის შესაბამისად შპს ,,ბათუმი გეიტის ქონება გატანილ იქნა მესამე აუქციონზე. მესამე აუქციონი დაიწყო 2012 წლის 15 აგვისტოს და დასრულდა 2012 წლის 23 აგვისტოს. აუქციონზე ქონება გატანილ იქნა 16 ლოტად. თითოეული ლოტის საწყისი ღირებულება განისაზღვრა 0 ლარით. აუქციონზე გატანილი 16 ლოტიდან, მესამე (ნულოვან) აუქციონზე განხორციელდა 12 ლოტის რეალიზაცია. რეალიზაციის შედეგად მიღებული თანხების ჯამმა შეადგინა 3908,55 ლარი.
მესამე აუქციონის შემდგომ გაუყიდავი დარჩა 4 ლოტი, კერძოდ 1. სასწორის ციფერბლატი – საბაზრო ღირებულებით 2150 ლარი; 2. სასწორის ციფერბლატი – საბაზრო ღირებულებით – 2350 ლარი; 3. საოფისე ხის ტუმბო (2 ცალი) –საბაზრო ღირებულებით 24 ლარი. 4. საოფისე კარადა – საბაზრო ღირებულებით – 36 ლარი.
,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ’’ საქართველოს კანონის 38-ე მუხლის 112 პუნქტის შესაბამისად სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ 2012 წლის 30 აგვისტოს, საკანონმდებლო მაცნეში გამოქვეყნებულ იქნა შეტყობინება შპს ,,ბათუმი გეიტის’’ კრედიტორთა მიმართ და შეთავაზებულ იქნა დარჩენილი ქონების საკუთრებაში გადაცემა.
აღნიშნულ შეტყობინებას გამოეხმაურა კრედიტორი სს ,,საქართველოს რკინიგზა’’ და მოითხოვა ქონების საკუთრებაში გადაცემა. აღნიშნული მოთხოვნის საფუძველზე სსიპ –აღსრულების ეროვნულმა ბიურომ გამოსცა განკარგულება დარჩენილი ქონების სს ,,საქართველოს რკინიგზისათვის’’ გადაცემის შესახებ, გადაცემული ქონების ღირებულება კი ექსპერტის დასკვნის თანახმად განისაზღვრა 4560 ლარით.
ზემოთქმულიდან გამომდინარე შპს ,,ბათუმი გეიტის’’ ქონების რეალიზაციის შედეგად მიღებული თანხა შეადგენს 3908,55 ლარს. აღნიშნული თანხიდან პირველ რიგში გასასტუმრებელ თანხას წარმოადგენს დამატებული ღირებულების გადასახადი, რომელიც შეადგენს 596,21 ლარს.
გაკოტრების მმართველი აღნიშნავს, რომ რაც შეეხება დარჩენილ თანხას, 3312,34 ლარს, იგი სრულად უნდა მიექცეს აღსრულების ეროვნული ბიუროს საკუთრებაში, ვინაიდან სსიპ– აღსრულების ეროვნული ბიუროს მოთხოვნა ჯამში განისაზღვრა 10000 ლარით და უნდა დაკმაყოფილდეს კრედიტორთა რეესტრში ასახული ყველა სხვა კრედიტორის მოთხოვნაზე ადრე (უპირატესად).
ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, ვინაიდან რეალიზებულია შპს ,,ბათუმი გეიტის’’ სამეურვეო ქონება და ამონაგები თანხა განაწილებულია წინამდებარე ანგარიშის შესაბამისად, გაკოტრების მმართველი ითხოვს შპს ,,ბათუმი გეიტის’’ რეგისტრაციის გაუქმებას სამეწარმეო რეესტრში და გაკოტრების საქმის წარმოება დასრულებულად გამოცხადებას.
2012 წლის 23 ოქტომბერს ქუთაისის საქალაქო სასამართლოში ჩატარებულ კრედიტორთა კრებაზე გამოცხადებულმა კრედიტორების: სს ,,საქართველოს რკინიგზის“ წარმომადგენელმა მაკა მეტრეველმა, შსს სსიპ –დაცვის პოლიციის დეპარტამენტის წარმომადგენელმა გულო ღვაჩლიანმა წარმოდგენილ ანგარიშს მხარი დაუჭირეს და ითხოვეს მისი დაკმაყოფილება;
სასამართლომ შეამოწმა შპს ,,ბათუმი გეიტის’’ გაკოტრების საქმის მასალები, გაეცნო წარმოდგენილ საბოლოო ანგარიშს, მოუსმინა კრედიტორებს და მიაჩნია, რომ შპს ,,ბათუმი გეიტის’’ მიმართ დაწყებული გაკოტრების საქმის წარმოება უნდა გამოცხადდეს დასრულებულად შემდეგ გარემოებათა გამო:
სასამართლო აღნიშნავს, რომ „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის 42-ე მუხლის 1-ლი პუნქტის მიხედვით გაკოტრების საქმის წარმოება დასრულდება გაკოტრების მმართველის მიერ სამეურვეო ქონების რეალიზაციისა და რეალიზაციით მიღებული თანხების ამ კანონის შესაბამისად განაწილებისთანავე. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, სამეურვეო ქონების რეალიზაციის შემდეგ გაკოტრების მმართველი ადგენს მოვალის გაკოტრების ანგარიშს, რომელსაც წარუდგენს კრედიტორებსა და სასამართლოს, ხოლო მე-3 პუნქტის მიხედვით გაკოტრების მმართველისა და კრედიტორთა ინფორმაციის შესაბამისად, სასამართლოს გამოაქვს განჩინება გაკოტრების საქმის წარმოების დასრულების შესახებ.
აღნიშნული ნორმის თანახმად, გაკოტრების საქმის წარმოების დასრულების საფუძველს წარმოადგენს მოვალე საწარმოს ქონების რეალიზება, რაც ემსახურება რეალიზაციის შედეგად ამონაგები თანხებით კრედიტორთა მოთხოვნების დაკმაყოფილებას.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან შპს ,,ბათუმი გეიტის’’ სამეურვეო ქონება რეალიზებულია, ქონების რეალიზაციით შემოსული თანხა განაწილებულია, მოვალის სხვა რაიმე ქონება ვერ იქნა მოძიებული და გაკოტრების მმართველის მიერ წარმოდგენილი იქნა მოვალის გაკოტრების ანგარიში, „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის 42-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად შპს ,,ბათუმი გეიტის’’ გაკოტრების საქმის წარმოება უნდა დასრულდეს და უნდა გაუქმდეს საზოგადოების რეგისტრაცია სამეწარმეო რეესტრში.
სასამართლომ იხელმძღვანელა „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5, მე-7, მე-8, 38-42-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-285-ე მუხლებით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. შპს ,,ბათუმი გეიტის’’ გაკოტრების მმართველის სსიპ –აღსრულების ეროვნული ბიუროს წარმომადგენლის თამაზ კიკიანის მიერ წარმოდგენილი საბოლოო ანგარიშის საფუძველზე შპს ,,ბათუმი გეიტის’’ (ს/ნ 245426098), იურიდიული მისამართი: ქ. ბათუმი, კალიაევი ქ. №12 (ბერიძის ქ. №11) გაკოტრების საქმის წარმოება გამოცხადდეს დასრულებულად.
2. შპს ,,ბათუმი გეიტის ” (ს/ნ 245426098) სამეწარმეო რეესტრში რეგისტრაციის გაუქმების (სამეწარმეო რეესტრიდან ამოშლა) მიზნით განჩინება გაეგზავნოს სსიპ –საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს (მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირთა რეესტრს).
3. განჩინების შესახებ ეცნობოთ მხარეებს; განჩინება გამოქვეყნდეს სასამართლოს დაფაზე და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ ვებგვერდზე.
4. განჩინებაზე შეიძლება კერძო საჩივრის შეტანა მისი ასლის კრედიტორებზე, აგრეთვე იმ პირებზე გადაცემიდან, რომელთაც უშუალოდ ეხებათ ეს განჩინება, ხუთი დღის ვადაში ქუთაისის საქალაქო სასამართლოში (მის. ქ. ქუთაისი, კუპრაძის ქუჩა №11).
მოსამართლე გ . მაკარიძე