არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის – სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 05.11.2012
ძალის დაკარგვა 09.09.2013
გამომცემი ორგანო საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
ნომერი №234/ნ
სარეგისტრაციო კოდი 040030000.22.022.016499
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 05/11/2012
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი გიორგი მარგველაშვილი | საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის – სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების შესახებ
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის
ბრძანება
№234/ნ
2012 წლის 5 ნოემბერი
ქ. თბილისი
არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის – სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების შესახებ
„უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის მე-7 მუხლის პირველი პუნქტის თ1 ქვეპუნქტისა და ,,არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის – ახალციხის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტისა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის – ახალქალაქის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების – კოლეჯის რეორგანიზაციის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 3 ოქტომბრის №416 დადგენილების საფუძველზე
ვბრძანებ:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის – სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის თანდართული წესდება.
მუხლი 2🔗
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრიგიორგი მარგველაშვილი
არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის – სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის წესდება
თავი I
ზოგადი დებულებანი
მუხლი 1🔗.
წესდების რეგულირების სფერო
ეს წესდება არეგულირებს არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის – სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის (შემდგომში − სასწავლო უნივერსიტეტი) საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის განხორციელების პროცესს, სასწავლო უნივერსიტეტის მართვისა და დაფინანსების პრინციპებსა და წესებს.
მუხლი 2🔗.
სასწავლო უნივერსიტეტის სტატუსი
1. სასწავლო უნივერსიტეტი არის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი.
2. სასწავლო უნივერსიტეტის სრული სახელწოდებაა: არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი – სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი. სასწავლო უნივერსიტეტის შემოკლებული სახელწოდებაა „სჯუ“.
3. სასწავლო უნივერსიტეტს აქვს ოფიციალური ბეჭედი, საბანკო ანგარიშები და ოფიციალური ვებგვერდი www.astu.edu.ge.
4. სასწავლო უნივერსიტეტის დამფუძნებელია სახელმწიფო, რომელსაც წარმოადგენს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო.
5. სასწავლო უნივერსიტეტის იურიდიული მისამართია: ქ. ახალციხე 0800, რუსთაველის ქ.№106.
მუხლი 3🔗.
სასწავლო უნივერსიტეტის მიზნები
1. სასწავლო უნივერსიტეტის ძირითადი მიზანია
:
ა
) უმაღლესი განათლების თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელებით მაღალკვალიფიციური სპეციალისტების მომზადება
;
ბ
) მეცნიერების განვითარება
;
გ
) ჰუმანიზმის
, დემოკრატიის
, ქართული და მსოფლიო კულტურის ღირებულებების ჩამოყალიბების ხელშეწყობა
.
2. მიზნის მისაღწევად სასწავლო უნივერსიტეტი
:
ა
) ახორციელებს აკადემიური უმაღლესი განათლების
– ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამებს
;
ბ
) ახორციელებს პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებს;
გ
) ახორციელებს პროფესიული მომზადებისა და გადამზადების მოკლევადიან საგანმანათლებლო პროგრამებს
/კურსებს
;
დ
) ღია კონკურსის საფუძველზე ახდენს მაღალი სამეცნიერო და პედაგოგიური პოტენციალის მქონე აკადემიური პერსონალის შერჩევას
;
ე
) ხარისხის უზრუნველყოფის ეფექტური მეთოდების გამოყენებით უზრუნველყოფს სწავლების მაღალ ხარისხს
;
ვ
) ახორციელებს საგამომცემლო საქმიანობას
, აქვეყნებს სახელმძღვანელოებსა და სამეცნიერო კვლევების შედეგებს
;
ზ
) უზრუნველყოფს სწავლის
, სწავლებისა და სამეცნიერო კვლევის აკადემიურ თავისუფლებას
;
თ
) უზრუნველყოფს აკადემიური პერსონალისა და სტუდენტთა მონაწილეობას გადაწყვეტილებების მიღების პროცესში
;
ი
) უზრუნველყოფს მართვის საჯაროობასა და გამჭვირვალობას
;
კ
) ზრუნავს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე სტუდენტთათვის სწავლის პირობების შექმნისათვის
;
ლ
) თანამშრომლობს საქართველოს და უცხოეთის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებთან
;
მ
) ახორციელებს დამხმარე ეკონომიკურ საქმიანობას
;
ნ
) კანონმდებლობის ფარგლებში უზრუნველყოფს სხვა ისეთი პირობების შექმნას
, რომელიც ხელს უწყობს სასწავლო უნივერსიტეტის მიზნების განხორციელებას
.
თავი II
სასწავლო უნივერსიტეტის სტრუქტურა და მართვის ორგანოები
მუხლი 4🔗.
სასწავლო უნივერსიტეტის სტრუქტურა
1. სასწავლო უნივერსიტეტი შედგება ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულებისაგან
– ფაკულტეტებისაგან
, ბიბლიოთეკისა და დამხმარე სტრუქტურული ერთეულებისაგან
.
2. სასწავლო უნივერსიტეტის ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულების
, ბიბლიოთეკისა და დამხმარე სტრუქტურული ერთეულების საქმიანობის წესი განისაზღვრება ამ წესდებითა და სასწავლო უნივერსიტეტის წარმომადგენლობითი საბჭოს მიერ დამტკიცებული შესაბამისი დებულებებით
.
მუხლი 5🔗.
სასწავლო უნივერსიტეტის ფაკულტეტების შექმნა და გაუქმება
1. გადაწყვეტილებას ფაკულტეტის შექმნის ან გაუქმების შესახებ იღებს სასწავლო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭო
.
2. ფაკულტეტების შემადგენლობაში შეიძლება შევიდეს საფაკულტეტო მნიშვნელობის საგანმანათლებლო
, საგანმანათლებლო
-სამეცნიერო
, სამეცნიერო
-კვლევითი
(კათედრა
, სამეცნიერო
-კვლევითი ლაბორატორია
, კლინიკა
, პროგრამული მიმართულება და სხვ
.) და დამხმარე
(ბიბლიოთეკა და სხვ
.) სტრუქტურული ერთეულები
.
მუხლი 6🔗.
სასწავლო უნივერსიტეტის მართვა
სასწავლო უნივერსიტეტის მართვის ორგანოებია
: აკადემიური საბჭო
, წარმომადგენლობითი საბჭო
, რექტორი
, ადმინისტრაციის ხელმძღვანელი
, ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური
. ფაკულტეტის მართვის ორგანოებია
: ფაკულტეტის საბჭო
, დეკანი
, ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური
.
მუხლი 7🔗.
სასწავლო უნივერსიტეტის მართვის პრინციპები
1. სასწავლო უნივერსიტეტი უზრუნველყოფს
:
ა
) წარმომადგენლობითი ორგანოების გადაწყვეტილებების
, რექტორისა და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ანგარიშებისა და ბრძანებების საჯაროობასა და მათ ხელმისაწვდომობას ყველა დაინტერესებული პირისათვის
;
ბ
) აკადემიური პერსონალისა და სტუდენტთა აკადემიურ თავისუფლებას
;
გ
) აკადემიური პერსონალისა და სტუდენტთა მონაწილეობას გადაწყვეტილების მიღებაში
;
დ
) თანასწორობას
, განურჩევლად პირის ეთნიკური კუთვნილებისა
, სქესისა
, სოციალური წარმოშობისა
, პოლიტიკური თუ რელიგიური შეხედულებებისა და სხვა
;
ე
)სასწავლო უნივერსიტეტში არჩევნებისა და კონკურსების სამართლიანობას
, გამჭვირვალობასა და საჯაროობას
.
2. სასწავლო უნივერსიტეტის სტრუქტურული ერთეულების დებულებებით არ შეიძლება დადგინდეს ამ პრინციპების შემზღუდავი ნორმები
.
მუხლი 8🔗.
აკადემიური საბჭო
1. აკადემიური საბჭო არის სასწავლო უნივერსიტეტის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანო. აკადემიური საბჭოს შემადგენლობაში შედიან: აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე – რექტორი და აკადემიური საბჭოს წევრები.
2. აკადემიური საბჭოს წევრები აირჩევიან ფაკულტეტების აკადემიური პერსონალის ყველა წევრისა და ფაკულტეტის საბჭოს წევრ სტუდენტთა თვითმმართველობის წარმომადგენლების მიერ პირდაპირი, თავისუფალი და თანასწორი არჩევნების საფუძველზე, ფარული კენჭისყრით.
3. აკადემიურ საბჭოში თითოეული ფაკულტეტიდან აირჩევა 2 წევრი.
4. აკადემიური საბჭოს წევრად აირჩევა სრული ან ასოცირებული პროფესორი.
5. აკადემიური საბჭო აირჩევა 4 წლის ვადით.
6. აკადემიური საბჭოს შემადგენლობა განახლებას ექვემდებარება 1/3-ით 2 წლის გასვლის შემდეგ.
7. აკადემიურ საბჭოს უწყდება უფლებამოსილება სასწავლო უნივერსიტეტის მიერ აკრედიტაციის ზედიზედ 2-ჯერ გაუვლელობის შემთხვევაში.
8. აკადემიური საბჭოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საფუძვლებია:
ა) პირადი განცხადება;
ბ) სასწავლო უნივერსიტეტის აკადემიური თანამდებობიდან გათავისუფლება;
გ) სასამართლოს მიერ ქმედუუნაროდ ან შეზღუდულქმედუნარიანად აღიარება;
დ) კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი;
ე) ამ მუხლის მე-7 პუნქტით განსაზღვრული შემთხვევა;
ვ) კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა შემთხვევა.
9. აკადემიური საბჭოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში აკადემიური საბჭოს წევრის არჩევა ხდება უფლებამოსილებაშეწყვეტილი წევრის დარჩენილი ვადით.
მუხლი 9🔗.
აკადემიური საბჭოს უფლებამოსილება
აკადემიური საბჭო:
ა) შეიმუშავებს და ამტკიცებს სასწავლო უნივერსიტეტის განვითარების სტრატეგიულ გეგმას;
ბ) ამტკიცებს საგანმანათლებლო პროგრამებს ფაკულტეტების წარდგინების საფუძველზე;
გ) განსაზღვრავს სასწავლო გეგმებისა და პროგრამების, სამეცნიერო კვლევების, სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებთან თანამშრომლობის, მობილობისა და ინტეგრირებული სწავლების ძირითად პრინციპებს;
დ) თავისუფალი და თანასწორი არჩევნების საფუძველზე, ფარული კენჭისყრით, სიითი შემადგენლობის უმრავლესობით ირჩევს აკადემიური საბჭოს თავმჯდომარეს – რექტორს;
ე) უფლებამოსილია, რექტორის მიერ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის, რექტორისათვის დაკისრებული მოვალეობების არასათანადოდ შესრულების ან/და რექტორისათვის შეუფერებელი საქმიანობის განხორციელების საფუძვლით, აკადემიური საბჭოს წევრების არანაკლებ 1/3-ის მოთხოვნით განიხილოს რექტორის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხი. გადაწყვეტილება რექტორის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის თაობაზე მიიღება ფარული კენჭისყრით, სიითი შემადგენლობის უმრავლესობით. რექტორი ამ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ კენჭისყრაში არ მონაწილეობს, ამ საკითხებზე მიღებული გადაწყვეტილებების გასაჩივრება არ იწვევს სადავო აქტის მოქმედების შეჩერებას;
ვ) მონაწილეობს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წესდებისა და სტრუქტურული ერთეულების დებულებების წარმომადგენლობით საბჭოში განხილვაში.
ზ) ადგენს სხვა საგანმანათლებლო დაწესებულებაში მიღებული კრედიტების აღიარების წესს;
თ) სასწავლო წლის დასაწყისში, ფაკულტეტის საბჭოების წარდგინებით, ადგენს მისაღებ სტუდენტთა რაოდენობას და ამტკიცებს ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის კოეფიციენტებს;
ი) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევაში, ამტკიცებს სამაგისტრო გამოცდის კოეფიციენტებს სამაგისტრო გამოცდებისთვის, აგრეთვე ფაკულტეტებზე მისაღებ სტუდენტთა რაოდენობას ფაკულტეტების საბჭოების წარდგინებით;
კ) აწესებს მინიმალური კომპეტენციის ზღვარს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დამტკიცებული საერთაშორისო გამოცდების ჩამონათვალით გათვალისწინებულ გამოცდაში ფაკულტეტების საბჭოების წარდგინებით;
ლ) ირჩევს სასწავლო უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსს;
მ) ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსის წარდგინებით ამტკიცებს სასწავლო და სამეცნიერო-კვლევითი მუშაობის შეფასების წესს;
ნ) ამტკიცებს აკადემიური პერსონალის და მოწვეულ მასწავლებელთა სამსახურში მიღების წესებს;
ო) შეიმუშავებს და ამტკიცებს პროფესორის პედაგოგიური დატვირთვის ზღვრულ ოდენობას;
პ) ირჩევს სასწავლო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის ხელმძღვანელს;
ჟ) წევრთა 2/3-ის თანხმობით იღებს გადაწყვეტილებას ფაკულტეტების და სხვა საგანმანათლებლო ერთეულების შექმნის, რეორგანიზაციის ან გაუქმების შესახებ;
რ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობითა და ამ წესდებით მასზე მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.
მუხლი 10🔗.
აკადემიური საბჭოს მუშაობის წესი
1. აკადემიური საბჭოს სხდომების მოწვევის, წარმართვის და გადაწყვეტილების მიღების წესი განისაზღვრება ამ წესდებით და აკადემიური საბჭოს რეგლამენტით.
2. აკადემიურ საბჭოს სხდომას იწვევს და თავმჯდომარეობს სასწავლო უნივერსიტეტის რექტორი.
3. აკადემიური საბჭოს სხდომები იმართება რეგლამენტით განსაზღვრულ ვადებში. რექტორი საკუთარი ინიციატივით ან წევრთა 1/3-ის მოთხოვნით იწვევს რიგგარეშე სხდომას.
4. აკადემიური საბჭო უფლებამოსილია, თუ სხდომას ესწრება წევრთა სრული შემადგენლობის ნახევარზე მეტი.
5. „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონით და ამ წესდებით განსაზღვრული შემთხვევების გარდა, აკადემიური საბჭოს გადაწყვეტილება მიღებულად ჩაითვლება, თუ მას ხმას მისცემს დამსწრე წევრთა უმრავლესობა.
6. აკადემიური საბჭოს საქმიანობის ორგანიზაციულ მხარეს უზრუნველყოფს აკადემიური საბჭოს მდივანი, რომელსაც ირჩევს აკადემიური საბჭო თავის შემადგენლობიდან.
7. აკადემიური საბჭოს მდივნის მიერ იწარმოება თითოეული სხდომის ოქმი, რომელიც მოიცავს: სხდომის წევრებისა და მოწვეულ პირთა ნუსხას, დღის წესრიგს, სიტყვაში გამომსვლელთა ტექსტსა და მიღებულ გადაწყვეტილებებს.
8. ოქმს ხელს აწერს რექტორი და აკადემიური საბჭოს მდივანი. ოქმის ბოლო გვერდზე დაისმება აკადემიური საბჭოს ბეჭედი.
მუხლი 11🔗.
რექტორი
1. რექტორი არის სასწავლო უნივერსიტეტის უმაღლესი აკადემიური თანამდებობის პირი
, აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე და წარმოადგენს სასწავლო უნივერსიტეტს ქვეყნის შიგნით და გარეთ აკადემიურ თუ სამეცნიერო სფეროებში, რისთვისაც უფლებამოსილია
, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სახელით დადოს გარიგებები და შეთანხმებები
. თუ გარიგების და შეთანხმების დადება დაკავშირებულია ფინანსურ და ეკონომიკურ საკითხებთან
, მათ ხელს აწერს აგრეთვე ადმინისტრაციის ხელმძღვანელი
.
2. რექტორს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ირჩევს სასწავლო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭო ფარული კენჭისყრით
, სიითი შემადგენლობის უმრავლესობით
4 წლის ვადით
. რექტორობის კანდიდატისათვის დაუშვებელია შეზღუდვის დაწესება რასის
, კანის ფერის
, ენის
, სქესის
, რელიგიის
, პოლიტიკური და სხვა შეხედულებების
, ეროვნული
, ეთნიკური და სოციალური კუთვნილების
, წარმოშობის
, ქონებრივი და წოდებრივი მდგომარეობის
, საცხოვრებელი ადგილის
, მოქალაქეობისა და დაკავებული აკადემიური თანამდებობის ნიშნით
.
3. რექტორად შეიძლება აირჩეს პირი
, რომელსაც
გააჩნია სათანადო კომპეტენცია უმაღლესი განათლების სფეროში
.
4. აკადემიური საბჭო რექტორის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში ნიშნავს რექტორის მოვალეობის შემსრულებელს
.
5. რექტორს აკადემიური საბჭოს წევრობა, უფლებამოსილების შეწყვეტის შემთხვევაში უწყდება
.
6. რექტორის თანამდებობაზე ერთი და იგივე პირი შეიძლება არჩეულ იქნეს ზედიზედ მხოლოდ ორჯერ
.
7. პირი
, რომელსაც ეკავა სასწავლო უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის თანამდებობა
, რექტორად შეიძლება არჩეულ იქნეს მხოლოდ მისი
, როგორც ადმინისტრაციის ხელმძღვანელის უფლებამოსილების შეწყვეტიდან
4 წლის გასვლის შემდეგ
.
8. რექტორის არჩევნებამდე კანდიდატურის შერჩევისას აკადემიური საბჭო აფასებს თითოეული კანდიდატის მიერ წარმოდგენილ სამოქმედო გეგმას
.
მუხლი 12🔗.
რექტორის უფლებამოსილება
რექტორი
:
ა
) სასწავლო უნივერსიტეტის სახელით დებს გარიგებებს და შეთანხმებებს
. თუ გარიგების და შეთანხმების დადება დაკავშირებულია ფინანსურ და ეკონომიკურ საკითხებთან
, მათ ხელს აწერს აგრეთვე სასწავლო უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი
;
ბ
) უფლებამოსილების ფარგლებში გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ
-სამართლებრივ აქტებს
;
გ
) აკადემიური
, ადმინისტრაციული და დამხმარე
(საშტატო
, შტატგარეშე
) პერსონალის სამსახურში მიღების ერთიანი წესის შესაბამისად
, სამსახურში იღებს და სამსახურიდან ათავისუფლებს სასწავლო უნივერსიტეტის აკადემიურ
, ადმინისტრაციულ და დამხმარე
(საშტატო
, შტატგარეშე
) პერსონალს
;
დ
) სათათბირო ორგანოს სახით ქმნის საკონსულტაციო საბჭოებსა და კომისიებს
;
ე
) ახორციელებს კანონმდებლობითა და ამ წესდებით მასზე მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს
.
მუხლი 13🔗.
წარმომადგენლობითი საბჭო
1. წარმომადგენლობითი საბჭო არის სასწავლო უნივერსიტეტის წარმომადგენლობითი ორგანო
, რომელიც
4 წლის ვადით აირჩევა სასწავლო უნივერსიტეტის ფაკულტეტებიდან
, წარმომადგენლობის საფუძველზე სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალის მიერ ცალ
-ცალკე
, ფაკულტეტებზე მათი რაოდენობის პროპორციულად
.
2. წარმომადგენლობითი საბჭოს წევრთა რაოდენობა განისაზღვრება აკადემიური საბჭოს წევრთა ორმაგი ოდენობით
. სტუდენტთა რაოდენობა წარმომადგენლობით საბჭოში განისაზღვრება წარმომადგენლობით საბჭოს სრული შემადგენლობის
1/3-ზე არანაკლები უმცირესი მთელი რიცხვით
. წარმომადგენლობითი საბჭოს შემადგენლობაში შედის სასწავლო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის ხელმძღვანელი
.
3. წარმომადგენლობითი საბჭოს არჩევა ხდება საყოველთაო
, პირდაპირი
, თანასწორი არჩევნების საფუძველზე ფარული კენჭისყრით
.
4
. წარმომადგენლობითი საბჭოს წევრის უფლებამოსილების შეწყვეტის საფუძვლებია
:
ა
) პირადი განცხადება
;
ბ
) სასწავლო უნივერსიტეტთან შესაბამისი აკადემიური ან
/და შრომითი ურთიერთობის შეწყვეტა
, ხოლო სტუდენტთათვის სტუდეტის სტატუსის შეწყეტა
.
გ
) სასამართლოს მიერ ქმედუუნაროდ ან შეზღუდულქმედუნარიანად აღიარება
;
დ
) კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი
;
ე
) კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა შემთხვევა
.
5
. წარმომადგენლობითი საბჭოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში წარმომადგენლობითი საბჭოს უფლებამოსილების დარჩენილი ვადით მისი წევრი ხდება კანდიდატი
, რომელმაც შესაბამის არჩევნებში უფლებამოსილებაშეწყვეტილი წევრის შემდეგ ხმების უმეტესი რაოდენობა მოაგროვა
. ასეთის არარსებობის შემთხვევაში არჩევნები ტარდება შესაბამისი წარმომადგენლის ასარჩევად ამავე ვადით
.
მუხლი 14🔗.
წარმომადგენლობითი საბჭოს უფლებამოსილება
წარმომადგენლობითი საბჭო:
ა) შეიმუშავებს სასწავლო უნივერსიტეტის წესდებას აკადემიური საბჭოს მონაწილეობით და დასამტკიცებლად წარუდგენს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს;
ბ) ირჩევს წარმომადგენლობითი საბჭოს სპიკერს;
გ) სიითი შემადგენლობის უმრავლესობით ამტკიცებს ადმინისტრაციის ხელმძღვანელის კანდიდატურას რეგენტთა საბჭოს წარმდგინებით;
დ)ამტკიცებს სასწავლო უნივერსიტეტის ადმინისტრაციის სტრუქტურას ადმინისტრაციის ხელმძღვანელის წარდგინების საფუძველზე;
ე) ამტკიცებს უნივერსიტეტის ბიუჯეტის შედგენის წესს და სტრუქტურული ერთეულების დებულებებს;
ვ) რეგენტთა საბჭოსათვის დასამატკიცებლად წარდგენამდე ითანხმებს მომდევნო წლის ბიუჯეტის პროექტს ადმინისტრაციის ხელმძღვანელის წარდგინებით;
ზ) სასწავლო უნივერსიტეტის დამტკიცებულ ბიუჯეტში შეაქვს მუხლობრივი განწერის 15 პროცენტამდე ცვლილებები ადმინისტრაციის ხელმძღვანელის წარდგინების საფუძველზე;
თ) სასწავლო უნივერსიტეტის დამტკიცებულ ბიუჯეტში შეაქვს მუხლობრივი განწერის 15 პროცენტზე მეტი ცვლილება რეგენტთა საბჭოს თანხმობით, ადმინისტრაციის ხელმძღვანელის წარდგინების საფუძველზე;
ი) ამტკიცებს აკადემიური პერსონალის, მასწავლებელთა შრომის ანაზღაურების ოდენობასა და პირობებს აკადემიური საბჭოს წარდგინებით;
კ) ამტკიცებს დამხმარე პერსონალის სამსახურში მიღების წესს, შრომის ანაზღაურების ოდენობასა და პირობებს ადმინისტრციის ხელმძღვანელის წარდგინებით;
ლ) განსაზღვრავს შტატგარეშე დამხმარე პერსონალის სამსახურში მიღების წესს და შრომის ანაზღაურების პირობებს ადმინისტრაციის ხელმძღვანელის წარდგინებით.
მ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობითა და ამ წესდებითა მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.
მუხლი 15🔗.
წარმომადგენლობითი საბჭოს სპიკერი
1. წარმომადგენლობითი საბჭოს სხდომების ჩატარებას ორგანიზებას უწევს და თავმჯდომარეობს სპიკერი
, რომელსაც ირჩევს წარმომადგენლობითი საბჭო მის შემადგენლობაში შემავალი აკადემიური პერსონალიდან
4 წლის ვადით
.
2.სპიკერის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საფუძვლებია
:
ა
) პირადი განცხადება
;
ბ
) სასწავლო უნივერსიტეტის აკადემიური თანამდებობიდან გათავისუფლება
;
გ
) სასამართლოს მიერ ქმედუუნაროდ ან შეზღუდულქმედუნარიანად აღიარება
;
დ
) კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი
;
ე
) სასწავლო უნივერსიტეტის მიერ აკრედიტაციის ზედიზედ
2-ჯერ გაუვლელობა
;
ვ
) კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა შემთხვევა
.
მუხლი 16🔗.
წარმომადგენლობითი საბჭოს მუშაობის წესი
1. წარმომადგენლობითი საბჭოს სხდომების მოწვევის
, წარმართვის და გადაწყვეტილების მიღების წესი განისაზღვრება ამ წესდებით და წარმომადგენლობითი საბჭოს რეგლამენტით
.
2. წარმომადგენლობითი საბჭოს სხდომები იმართება რეგლამენტით განსაზღვრულ ვადებში
. რიგგარეშე სხდომის მოწვევის უფლება აქვს წარმომადგენლობითი საბჭოს სპიკერს წარმომადგენლობითი საბჭოს წევრთა
1/3-ის
, აკადემიური საბჭოს წევრთა
1/3-ის
, რექტორის ან ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოთხოვნით
.
3. წარმომადგენლობითი საბჭო უფლებამოსილია თუ სხდომას ესწრება წევრთა სრული შემადგენლობის ნახევარზე მეტი
.
4. „უმაღლესი განათლების შესახებ
“ საქართველოს კანონითა და ამ წესდებით განსაზღვრული შემთხვევების გარდა
, წარმომადგენლობითი საბჭოს გადაწყვეტილება მიღებულად ჩაითვლება
, თუ მას ხმას მისცემს დამსწრე წევრთა უმრავლესობა
.
5. წარმომადგენლობითი საბჭოს საქმიანობის ორგანიზაციულ მხარეს უზრუნველყოფს წარმომადგენლობითი საბჭოს მდივანი
.
6. წარმომადგენლობითი საბჭოს მდივნის მიერ იწარმოება თითოეული სხდომის ოქმი
, რომელიც მოიცავს
: სხდომის წევრებისა და მოწვეულ პირთა ნუსხას
, დღის წესრიგს
, სიტყვაში გამომსვლელთა ტექსტსა და მიღებულ გადაწყვეტილებებს
.
7. ოქმს ხელს აწერენ წარმომადგენლობითი საბჭოს სპიკერი და მდივანი
. ოქმის ბოლო გვერდზე დაისმება წარმომადგენლობითი საბჭოს ბეჭედი
.
მუხლი 17🔗.
ადმინისტრაციის ხელმძღვანელი
1. ადმინისტრაციის ხელმძღვანელი წარმოადგენს სასწავლო უნივერსიტეტს საფინანსო
-ეკონომიკურ ურთიერთობებში
.
2. ადმინისტრაციის ხელმძღვანელის უფლებამოსილების ვადაა
4 წელი
.
3. ადმინისტრაციის ხელმძღვანელს რეგენტთა საბჭოს წარდგინებით
, ფარული კენჭისყრით ამტკიცებს წარმომადგენლობითი საბჭო
.
4. წარმომადგენლობითი საბჭო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის დამტკიცების შესახებ გადაწყვეტილებას ღებულობს სიითი შემადგენლობის უმრავლესობით
.
5. წარმომდგენლობითი საბჭოს მიერ ადმინისტრაციის ხელმძღვანელის კანდიდატურის ზედიზედ ორჯერ დაუმტკიცებლობის შემთხვევაში ადმინისტრაციის ხელმძღვანელს ნიშნავს რეგენტთა საბჭო
.
6. ერთი და იგივე პირი ადმინისტრაციის ხელმძღვანელად შეიძლება აირჩეს ზედიზედ მხოლოდ ორჯერ
.
7. პირი
, რომელსაც ეკავა სასწავლო უნივერსიტეტის რექტორის თანამდებობა
, ადმინისტრაციის ხელმძღვანელად შეიძლება არჩეულ იქნეს მხოლოდ მისი
, როგორც რექტორის
, უფლებამოსილების შეწყვეტიდან
4 წლის გასვლის შემდეგ
.
მუხლი 18🔗.
ადმინისტრაციის ხელმძღვანელის უფლებამოსილება
ადმინისტრაციის ხელმძღვანელი:
ა) ხელმძღვანელობს სასწავლო უნივერსიტეტის ადმინისტრაციას;
ბ) უფლებამოსილია სასწავლო უნივერსიტეტის სახელით სასწავლო უნივერსიტეტის ბიუჯეტის შესაბამისად, დადოს ფინანსური და ეკონომიკური გარიგებები;
გ) ადგენს სასწავლო უნივერსიტეტის ადმინისტრაციის სტუქტურას და დასამტკიცებლად წარუდგენს წარმომადგენლობით საბჭოს;
დ) ადგენს დამხმარე პერსონალის სამსახურში მიღების წესს, შრომის ანაზღაურების ოდენობასა და პირობებს და დასამტკიცებლად წარუდგენს წარმომადგენლობით საბჭოს;
ე) ამზადებს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მომდევნო წლის ბიუჯეტის პროექტს, რომელსაც ათანხმებს წარმომადგენლობით საბჭოსთან და დასამტკიცებლად წარუდგენს რეგენტთა საბჭოს;
ვ) ამზადებს შესრულებული სამუშაოს ყოველწლიურ ანგარიშს და დასამტკიცებლად წარუდგენს რეგენტთა საბჭოს;
ზ) გამოსცემს ინდივიდუალურ აქტებს თავისი კომპეტენციის ფარგლებში;
თ) პასუხისმგებელია სასწავლო უნივერსიტეტის ფინანსური და ეკონომიკური საქმიანობის კანონიერებასა და ეფექტიანობაზე;
ი) განსაზღვრავს შტატგარეშე დამხმარე პერსონალის სამსახურში მიღების წესს, შრომის ანაზღაურების პირობებს და დასამატკიცებლად წარუდგენს წარმომადგენლობით საბჭოს;
კ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობითა და ამ წესდებითა მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.
მუხლი 19🔗.
ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ვადამდე გათავისუფლება
გარდა ადმინისტრაციული თანამდებობის პირის ვადამდე გათავისუფლების ზოგადი საფუძვლებისა
, ადმინისტრაციის ხელმძღვანელის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საფუძვლებია
:
ა
) რეგენტთა საბჭოს ან წარმომადგენლობითი საბჭოს განმეორებითი უარი წლიური ანგარიშისა და ბიუჯეტის დამტკიცებაზე
;
ბ
) სასწავლო უნივერსიტეტის წარმომადგენლობითი საბჭოს წარდგინებით რეგენტთა საბჭოს მოტივირებული გადაწყვეტილება
.
მუხლი 20🔗.
ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური
1. სასწავლო უნივერსიტეტში სასწავლო და სამეცნიერო
-კვლევითი მუშაობის
, აგრეთვე პერსონალის კვალიფიკაციის ამაღლების ხარისხის სისტემატური შეფასების მიზნით იქმნება ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური
, რომელიც მოქმედებს ,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის
, ამ წესდებისა და ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის დებულების შესაბამისად
.
2.ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური
:
ა
) რეგულარულად აფასებს სასწავლო უნივერსიტეტში მიმდინარე სასწავლო პროცესს და შეიმუშავებს შესაბამის რეკომენდაციებს
;
ბ
) ატარებს აკადემიური პერსონალის კვალიფიკაციის ამაღლებისათვის საჭირო ღონისძიებებს
;
გ
) თანამშრომლობს საქართველოს და უცხოეთის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების შესაბამის სამსახურებთან ხარისხის მონიტორინგის და უზრუნველყოფის სრულყოფილი მეთოდოლოგიის ჩამოსაყალიბებლად
;
დ
) ამზადებს სასწავლო უნივერსიტეტს აკრედიტაციისთვის
;
ე
)ასრულებს კანონმდებლობით
, ამ წესდებითა და სამსახურის დებულებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს
.
3. ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური ანგარიშვალდებულია აკადემიური საბჭოს წინაშე
.
4. ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურს ხელმძღვანელობს სამსახურის უფროსი
, რომელსაც კონკურსის წესით ირჩევს აკადემიური საბჭო
.
5. ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსის კანდიდატისადმი წაყენებულ შესარჩევ კრიტერიუმებს და კონკურსში წარსადგენ დოკუმენტაციის ნუსხას შეიმუშავებს და ამტკიცებს აკადემიური საბჭო
.
6. ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსის უფლებამოსილების ვადაა
4 წელი
.
7. ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი ზედიზედ არჩეული შეიძლება იქნეს მხოლოდ ორჯერ
.
თავი III
ფაკულტეტის სტრუქტურა და მართვის ორგანოები
მუხლი 21🔗.
ფაკულტეტის სტრუქტურა
1. ფაკულტეტების შემადგენლობაში შეიძლება შევიდეს სასწავლო და დამხმარე
(ბიბლიოთეკა და სხვა
) სტრუქტურული ერთეულები
.
2. ფაკულტეტის სტრუქტურას შეიმუშავებს ფაკულტეტის საბჭო და დასამტკიცებლად წარუდგენს წარმომადგენლობით საბჭოს
.
მუხლი 22🔗.
ფაკულტეტის საბჭო
1. ფაკულტეტის წარმომადგენლობითი ორგანოა ფაკულტეტის საბჭო, რომლის შემადგენლობაში შედის ფაკულტეტის აკადემიური პერსონალის ყველა წარმომადგენელი და სტუდენტთა თვითმმართველობის არჩეული წარმომადგენლები.
2. ფაკულტეტის საბჭოში სტუდენტთა თვითმმართველობის წარმომადგენელთა რაოდენობა განისაზღვრება ფაკულტეტის დებულებით, მაგრამ არ შეიძლება იყოს საბჭოს შემადგენლობის 1/4-ზე ნაკლები.
3. ფაკულტეტის საბჭოს არჩევა ხდება პირდაპირი, თავისუფალი და თანასწორი არჩევნების საფუძველზე ფარული კენჭისყრით, ფაკულტეტის დებულებით განსაზღვრული წესით.
მუხლი 23🔗.
ფაკულტეტის საბჭოს უფლებამოსილება
ფაკულტეტის საბჭო
:
ა
) თავისუფალი და თანასწორი არჩევნების საფუძველზე
, ფარული კენჭისყრით
, სიითი შემადგენლობის უმრავლესობით ირჩევს ფაკულტეტის დეკანს
;
ბ
) უფლებამოსილია
, დეკანის მიერ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის
, დეკანისათვის დაკისრებული მოვალეობების არასათანადოდ შესრულების ან
/და დეკანისათვის შეუფერებელი საქმიანობის განხორციელების საფუძვლით
, ფაკულტეტის საბჭოს წევრების არანაკლებ
1/3-ის მოთხოვნით განიხილოს დეკანის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხი
. გადაწყვეტილება დეკანის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის თაობაზე მიიღება ფარული კენჭისყრით
, სიითი შემადგენლობის უმრავლესობით
, დეკანი ამ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ კენჭისყრებში არ მონაწილეობს ამ საკითხებზე მიღებული გადაწყვეტილებების გასაჩივრება არ იწვევს სადავო აქტის მოქმედების შეჩერებას
;
გ
) შეიმუშავებს და აკადემიურ საბჭოს დასამტკიცებლად წარუდგენს ფაკულტეტის განვითარების სტრატეგიულ გეგმას და საგანმანათლებლო პროგრამებს
;
დ
) შეიმუშავებს ფაკულტეტის სტრუქტურასა და დებულებას და დასამტკიცებლად წარუდგენს წარმომადგენლობით საბჭოს
;
ე
) ირჩევს ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელს ან
/და სპეციალისტს სასწავლო უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსის წარდგინებით
;
ვ
) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობითა და ამ წესდებითა მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს
.
მუხლი 24🔗.
ფაკულტეტის საბჭოს მუშაობის წესი
1. ფაკულტეტის საბჭოს სხდომების მოწვევის, წარმართვის და გადაწყვეტილების მიღების წესი განისაზღვრება ამ წესდებით, ფაკულტეტის საბჭოს დებულებითა და საბჭოს რეგლამენტით.
2. ფაკულტეტის საბჭოს სხდომების ჩატარებას ორგანიზებას უწევს და თავმჯდომარეობს დეკანი.
3. ფაკულტეტის საბჭოს რიგგარეშე სხდომას იწვევს დეკანი საკუთარი ან ფაკულტეტის საბჭოს წევრთა 1/3-ის მოთხოვნით.
4. ფაკულტეტის საბჭო უფლებამოსილია თუ სხდომას ესწრება წევრთა სრული შემადგენლობის ნახევარზე მეტი.
5. „უმაღლესი განათლების შესახებ“ კანონით და ამ წესდებით განსაზღვრული შემთხვევების გარდა, ფაკულტეტის საბჭოს გადაწყვეტილება მიღებულად ჩაითვლება, თუ მას ხმას მისცემს დამსწრე წევრთა უმრავლესობა.
6. ფაკულტეტის საბჭოს საქმიანობის ორგანიზაციულ მხარეს უზრუნველყოფს ფაკულტეტის საბჭოს მდივანი.
7. ფაკულტეტის საბჭოს მდივნის მიერ იწარმოება თითოეული სხდომის ოქმი, რომელიც მოიცავს: სხდომის წევრებისა და მოწვეულ პირთა ნუსხას, დღის წესრიგს, სიტყვაში გამომსვლელთა ტექსტსა და მიღებულ გადაწყვეტილებებს.
8. ოქმს ხელს აწერენ დეკანი და ფაკულტეტის საბჭოს მდივანი. ოქმის ბოლო გვერდზე დაისმება ფაკულტეტის საბჭოს ბეჭედი.
მუხლი 25🔗.
დეკანი
1. ფაკულტეტის საბჭო ფაკულტეტის დეკანს ირჩევს
4 წლის ვადით
, დეკანობის კანდიდატისათვის დაუშვებელია შეზღუდვის დაწესება რასის
, კანის ფერის
, ენის
, სქესის
, რელიგიის
, პოლიტიკური და სხვა შეხედულებების
, ეროვნული
, ეთნიკური და სოციალური კუთვნილების
, წარმოშობის
, ქონებრივი და წოდებრივი მდგომარეობის
, საცხოვრებელი ადგილის
, მოქალაქეობისა და დაკავებული აკადემიური თანამდებობის ნიშნით
.
2. დეკანის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში ფაკულტეტის საბჭო ნიშნავს დეკანის მოვალეობის შემსრულებელს
.
3. დეკანის თანამდებობაზე ერთი და იგივე პირი შეიძლება არჩეულ იქნეს ზედიზედ მხოლოდ ორჯერ
.
4. დეკანს ჰყავს მოადგილე
, რომლის თანამდებობრივი უფლებამოსილება განისაზღვრება ფაკულტეტის დებულებით
.
5. დეკანი
/დეკანის მოადგილე შეიძლება იყოს უმაღლესი განათლების მქონე პირი
, რომელსაც აქვს უმაღლეს საგანმანათლებლო სფეროში მუშობის გამოცდილება და გააჩნია სათანადო კომპეტენცია დეკანის
/დეკანის მოადგილის უფლებამოსილების განსახორციელებლად
.
6. დეკანის მოადგილის კანდიდატურას დეკანი დასამტკიცებლად წარუდგენს ფაკულტეტის საბჭოს
.
7. დეკანის მოადგილე ასრულებს დეკანის მოვალეობას მისი დროებით არყოფნის ან ვადამდე გათავისუფლების შემთხვევაში
.
მუხლი 26🔗.
დეკანის უფლებამოსილება
დეკანი
:
ა
) უზრუნველყოფს ფაკულტეტზე სასწავლო პროცესის ეფექტიანად მიმდინარეობას
;
ბ
) თავისი კომპეტენციის ფარგლებში პასუხისმგებელია წარმომადგენლობითი საბჭოს
, აკადემიური საბჭოსა და ფაკულტეტის საბჭოს გადაწყვეტილებების შესრულებაზე
;
გ
) თავისი კომპეტენციის ფარგლებში გამოსცემს ინდივიდუალურ სამართლებრივ აქტებს
;
დ
) თავმჯდომარეობს ფაკულტეტის საბჭოს სხდომებს
;
ე
) პასუხისმგებელია ფაკულტეტის ბიუჯეტის მიზნობრივ გამოყენებაზე
;
ვ
) ახორციელებს კანონმდებლობით
, ამ წესდებითა და ფაკულტეტის დებულებით მისთვის მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს
.
მუხლი 27🔗.
ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური
1. ფაკულტეტზე სასწავლო პროცესის, აკადემიური პერსონალის კვალიფიკაციის ამაღლებისა და ხარისხის სისტემატური შეფასების მიზნით იქმნება ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური
, რომელიც მოქმედებს ფაკულტეტის დებულების შესაბამისად
.
2.ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური
:
ა
) რეგულარულად აფასებს ფაკულტეტზე მიმდინარე სასწავლო პროცესს და შეიმუშავებს შესაბამის რეკომენდაციებს
;
ბ
) ატარებს ფაკულტეტის აკადემიური პერსონალის კვალიფიკაციის ამაღლებისათვის საჭირო ღონისძიებებს
;
გ
) თანამშრომლობს საქართველოს და უცხოეთის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების შესაბამის სამსახურებთან ხარისხის მონიტორინგის და უზრუნველყოფის სრულყოფილი მეთოდოლოგიის ჩამოსაყალიბებლად
;
დ
) ფაკულტეტის ფარგლებში ახორციელებს ღონისძიებებს აკრედიტაციისთვის
;
ე
) ასრულებს კანონმდებლობითა და ფაკულტეტის დებულებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს
.
3.ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის წევრი შეიძლება იყოს ფაკულტეტის საბჭოს წევრი ასოცირებული ან სრული პროფესორი
.
4.ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური ანგარიშვალდებულია ფაკულტეტის საბჭოსა და სასწავლო უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის წინაშე
.
5.ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურს ხელმძღვანელობს სამსახურის უფროსი
, რომელსაც სასწავლო უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელის წარდგინებით ირჩევს ფაკულტეტის საბჭო
. ფაკულტეტის საბჭოს შეიძლება წარედგინოს ერთი ან ერთზე მეტი კანდიდატურა
.
6.ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი შეიძლება იყოს სასწავლო უნივერსიტეტის სრული ან ასოცირებული პროფესორი
.
7. ფაკულტეტზე ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის შექმნის გარეშე
, სასწავლო უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსის წარდგინებით
, ფაკულტეტის საბჭომ შეიძლება აირჩიოს ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სპეციალისტი
, რომელიც შეიძლება იყოს სასწავლო უნივერსიტეტის სრული ან ასოცირებული პროფესორი
. ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სპეციალისტის არჩევამდე
, რექტორის სამართლებრივი აქტით შეიძლება დაინიშნოს ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სპეციალისტის მოვალეობის შემსრულებელი
.
თავი IV
მართვის ორგანოების არჩევნები
მუხლი 28🔗.
სასწავლო უნივერსიტეტში არჩევნების რეგულირება
სასწავლო უნივერსიტეტის მართვის ორგანოების
(აკადემიური საბჭო
, წარმომადგენლობითი საბჭო
, რექტორი
, ადმინისტრაციის ხელმძღვანელი
, ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური
), ფაკულტეტის მართვის ორგანოების
(ფაკულტეტის საბჭო
, ფაკულტეტის დეკანი
, ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური
) და ბიბლიოთეკის ხელმძღვანელის არჩევნები რეგულირდება ამ წესდებითა და
„სასწავლო უნივერსიტეტის საარჩევნო დებულებით
', რომელსაც ამტკიცებს წარმომადგენლობითი საბჭო
.
მუხლი 29🔗.
სასწავლო უნივერსიტეტის მართვის ორგანოების არჩევნების გამოცხადება
აკადემიური და წარმომადგენლობითი საბჭოს არჩევნებს ნიშნავს რექტორი, ხოლო რექტორის და ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსის არჩევნებს ნიშნავს აკადემიური საბჭო.
მუხლი 30🔗.
სასწავლო უნივერსიტეტის საარჩევნო კომისია
1. არჩევნების ჩატარების მიზნით იქმნება სასწავლო უნივერსიტეტის საარჩევნო კომისია და ფაკულტეტების საარჩევნო კომისიები
.
2. სასწავლო უნივერსიტეტის საარჩევნო კომისიის წევრების შემადგენლობას განსაზღვრავს აკადემიური საბჭო სიითი შემადგენლობის უმრავლესობის გადაწყვეტილებით
. კომისიის შემადგენლობაში უნდა შედიოდეს სტუდენტური თვითმმართველობის წარმომადგენელი
.
3. სასწავლო უნივერსიტეტის საარჩევნო კომისიის საქმიანობა რეგულირდება სასწავლო უნივერსიტეტის საარჩევნო დებულებით
.
მუხლი 31🔗.
ფაკულტეტის საარჩევნო კომისია
1. ფაკულტეტის საარჩევნო კომისია იქმნება სასწავლო უნივერსიტეტის საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილებით. ფაკულტეტის საარჩევნო კომისიაში შეიყვანება სტუდენტური თვითმმართველობის წარმომადგენელი.
2. ფაკულტეტის საარჩევნო კომისიის საქმიანობა რეგულირდება ფაკულტეტის საარჩევნო კომისიის დებულებით, რომელსაც ამტკიცებს ფაკულტეტის საბჭო.
მუხლი 32🔗.
ინტერესთა შეუთავსებლობა
სასწავლო უნივერსიტეტისა და ფაკულტეტის საარჩევნო კომისიების წევრი არ შეიძლება იყოს სასწავლო უნივერსიტეტის ადმინისტრაციული ან დამხმარე პერსონალის წარმომადგენელი
, მართვის ორგანოს წევრობის კანდიდატი ან/და არჩევნებში კანდიდატად მონაწილე პირი
.
მუხლი 33🔗.
ფაკულტეტის საბჭოს უფლებამოსილების ცნობა
ფაკულტეტის საბჭო პირველი შეკრებისთანავე ცნობს თავის უფლებამოსილებას. ფაკულტეტის საბჭო უფლებამოსილია, თუ მას ესწრება საბჭოს წევრთა სრული შემადგენლობის ნახევარზე მეტი. გადაწყვეტილება მიიღება დამსწრეთა უმრავლესობით.
მუხლი 34🔗.
აკადემიური საბჭოს უფლებამოსილების ცნობა
აკადემიური საბჭოს პირველ სხდომაზე იმართება აკადემიური საბჭოს არჩევნების საბოლოო შედეგების გამოქვეყნებიდან
3 დღის ვადაში. აკადემიური საბჭო უფლებამოსილია
, თუ მას ესწრება საბჭოს წევრთა სრული შემადგენლობის ნახევარზე მეტი
.
მუხლი 35🔗.
წარმომადგენლობითი საბჭოს უფლებამოსილების ცნობა და სპიკერის არჩევა
1. წარმომადგენლობითი საბჭოს პირველ სხდომას იწვევს რექტორი არჩევნების საბოლოო შედეგების გამოქვეყნებიდან არა უგვიანეს
5 დღისა
.
2. პირველ სხდომას თავმჯდომარეობს წარმომადგენლობითი საბჭოს უხუცესი წევრი
.
3. წარმომადგენლობითი საბჭო უფლებამოსილია
, თუ მას ესწრება საბჭოს წევრთა სრული შემადგენლობის ნახევარზე მეტი
.
4. წარმომადგენლობითი საბჭო ფარული კენჭისყრით
, საბჭოს სიითი შემადგენლობის უმრავლესობით ირჩევს სპიკერს
.
მუხლი 36🔗.
რექტორის არჩევნების გამოცხადება
1. რექტორის არჩევნებს აცხადებს აკადემიური საბჭო და აქვეყნებს განცხადებას რექტორის თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატების რეგისტრაციის შესახებ
.
2. განცხადებაში აღინიშნება კანდიდატების რეგისტრაციის დაწყების თარიღი
, კანდიდატთა განცხადებების მიღების ბოლო ვადა და რექტორის არჩევნების ჩატარების თარიღი
.
მუხლი 37🔗.
რექტორობის კანდიდატის რეგისტრაციაში გატარება
1. რექტორის თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატების რეგისტრაციის დაწყების შესახებ განცხადებას სასწავლო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭო აქვეყნებს კანდიდატების რეგისტრაციის დაწყებამდე არანაკლებ 1 თვით ადრე, საქართველოს კანონმდებლობით და ამ წესდებით დადგენილი წესით, გამჭვირვალობის, თანასწორობისა და სამართლიანი კონკურენციის პრინციპების დაცვით.
2. რეგისტრაცია გრძელდება არანაკლებ 2 და არა უმეტეს 3 კვირისა.
მუხლი 38🔗.
რექტორის არჩევა
1. რექტორის არჩევნები ტარდება კანდიდატების რეგისტრაციის დასრულებიდან არა უადრეს
1 და არა უგვიანეს
2 თვის ვადაში
.
2. რექტორის არჩევნებამდე კანდიდატურის შერჩევისას აკადემიური საბჭო აფასებს თითოეული კანდიდატის მიერ წარმოდგენილ სამოქმედო გეგმას
.
3. რექტორად შეიძლება აირჩეს პირი
, რომელიც უნდა აკმაყოფილებდეს აკადემიური საბჭოს მიერ რექტორის კანდიდატისადმი წაყენებულ მოთხოვნებს
, რომელსაც ამტკიცებს სასწავლო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭო
.
4. კანდიდატი აკადემიურ საბჭოს სამოქმედო გეგმას წარუდგენს საჯაროდ
.
5. რექტორი აირჩევა დაწესებულების აკადემიური საბჭოს მიერ ფარული კენჭისყრით სიითი შემადგენლობის უმრავლესობით
. თუ რექტორობის ვერცერთმა კანდიდატმა ვერ დააგროვა ხმების ეს რაოდენობა
, გაიმართება მეორე ტური
, რომელშიც მონაწილეობს პირველ ტურში საუკეთესო შედეგის მქონე ორი კანდიდატი
. თუ არჩევნების მეორე ტურშიც ვერ გამოვლინდა გამარჯვებული
, არა უგვიანეს
5 დღის განმავლობაში ინიშნება ახალი არჩევნების თარიღი და ტარდება იმავე წესით
.
მუხლი 39🔗.
სასწავლო უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელის არჩევა
1. აკადემიური საბჭო აცხადებს კონკურსს სასწავლო უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელის შესარჩევად.
2. განცხადება სასწავლო უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელის შესარჩევად კონკურსის გამოცხადების შესახებ უნდა შეიცავდეს იმ კრიტერიუმებსა და წარსადგენ დოკუმენტთა ნუსხას, რასაც უნდა აკმაყოფილებდეს კანდიდატი. კრიტერიუმებსა და წარსადგენ დოკუმენტთა ნუსხას ამტკიცებს აკადემიური საბჭო შესაბამისი აქტით. განცხადების გამოქვეყნებიდან 15 დღის განმავლობაში მიმდინარეობს კანდიდატების რეგისტრაცია.
3. განცხადებების მიღების ვადის დასრულებიდან 10 დღის ვადაში აკადემიური საბჭო აირჩევს კანდიდატურას.
4. ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი შეიძლება იყოს უმაღლესი განათლების მქონე პირი, რომელსაც აქვს უმაღლეს საგანმანათლებლო სფეროში მუშაობის გამოცდილება და გააჩნია საკმარისი კომპეტენცია ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსის უფლებამოსილების განსახორციელებლად.
5. სასწავლო უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსის კანდიდატურის არარჩევის შემთხვევაში, აკადემიური საბჭო აცხადებს ხელახალ კონკურსს.
6. კანდიდატურის შერჩევის განმეორებითი კონკურსის გამოცხადებისას გამოიყენება ამ თავით დადგენილი წესები.
მუხლი 40🔗.
ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელის არჩევა
1. სასწავლო უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელი აკადემიური საბჭოს მიერ არჩევიდან
10 დღის ვადაში ფაკულტეტის საბჭოებს წარუდგენს ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელის ან სპეციალისტების კანდიდატურებს
.
2. ფაკულტეტის საბჭო სასწავლო უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსის მიერ ფაკულტეტის საბჭოს ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსის ან სპეციალისტების კანდიდატურის
/კანდიდატურების წარდგენიდან
5 დღის ვადაში სიითი შემადგენლობის უმრავლესობით ირჩევს ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელს ან სპეციალისტს
.
3. ფაკულტეტის საბჭოს მიერ კანდიდატურის აურჩევლობის შემთხვევაში
, სასწავლო უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელი ახალ კანდიდატურას წარადგენს
3 დღის ვადაში
.
მუხლი 41🔗.
ფაკულტეტის დეკანის არჩევნების გამოცხადება
1. დეკანის თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატების რეგისტრაციის დაწყების შესახებ განცხადებას აქვეყნებს ფაკულტეტის საბჭო კანდიდატების რეგისტრაციის დაწყებამდე არანაკლებ
1 თვით ადრე
, საქართველოს კანონმდებლობითა და ამ წესდებით დადგენილი წესით
, გამჭვირვალობის
, თანასწორობისა და სამართლიანი კონკურენციის პრინციპების დაცვით
.
2. განცხადებაში აღინიშნება კანდიდატების რეგისტრაციის დაწყების თარიღი
, კანდიდატთა განცხადებების მიღების ბოლო ვადა და დეკანის არჩევნების ჩატარების თარიღი
.
მუხლი 42🔗.
დეკანობის კანდიდატის რეგისტრაციაში გატარება
დეკანობის კანდიდატების რეგისტრაცია გრძელდება არანაკლებ 2 და არა უმეტეს 3 კვირისა.
მუხლი 43🔗.
დეკანის არჩევა
1. ფაკულტეტის დეკანის არჩევნები ტარდება კანდიდატების რეგისტრაციის დასრულებიდან არა უადრეს 3 კვირის და არა უგვიანეს 1 თვის ვადაში.
2. დეკანის არჩევნებამდე კანდიდატურის შერჩევისას ფაკულტეტის საბჭო აფასებს თითოეული კანდიდატის მიერ წარმოდგენილ სამოქმედო გეგმას.
3. დეკანი აირჩევა ფაკულტეტის საბჭოს მიერ ფარული კენჭისყრით სიითი შემადგენლობის უმრავლესობით. თუ დეკანობის ვერცერთმა კანდიდატმა ვერ დააგროვა ხმების სათანადო რაოდენობა, გაიმართება მეორე ტური, რომელშიც მონაწილეობს პირველ ტურში საუკეთესო შედეგის მქონე ორი კანდიდატი. თუ არჩევნების მეორე ტურშიც ვერ გამოვლინდა გამარჯვებული, არაუგვიანეს 5 დღის განმავლობაში ინიშნება ახალი არჩევნების თარიღი და ტარდება იმავე წესით.
თავი V
სასწავლო უნივერსიტეტის პერსონალი
მუხლი 44🔗.
პერსონალის სახეები
სასწავლო უნივერსიტეტში არსებობს აკადემიური, ადმინისტრაციული და დამხმარე თანამდებობები. ასევე შტატგარეშე დამხმარე პერსონალი და მოწვეული მასწავლებლები.
მუხლი 45🔗.
აკადემიური პერსონალი
1. აკადემიური პერსონალი შედგება პროფესორებისაგან.
2. პროფესორთა შემადეგენლობას მიეკუთვნება სრული პროფესორი, ასოცირებული პროფესორი და ასისტენტ-პროფესორი.
3. პროფესორები მონაწილეობენ ან/და წარმართავენ სასწავლო პროცესს და ახორციელებენ სამეცნიერო კვლევას.
4. პროფესორის პედაგოგიური დატვირთვის ზღვრულ ოდენობას შეიმუშავებს და ამტკიცებს აკადემიური საბჭო.
5. აკადემიური პერსონალის უფლებები და ვალდებულებები განისაზღვრება უმაღლესი განათლების შესახებ საქართველოს კანონითა და მათთან გაფორმებული ხელშეკრულებით.
მუხლი 46🔗.
აკადემიური თანამდებობის დაკავების წესი
1. აკადემიური თანამდებობის დაკავება შეიძლება მხოლოდ ღია კონკურსის წესით, რომელიც უნდა შეესაბამებოდეს გამჭვირვალობის, თანასწორობისა და სამართლიანი კონკურენციის პრინციპებს.
2. კონკურსის ჩატარების თარიღი და პირობები ქვეყნდება საბუთების მიღებამდე არა უგვიანეს 1 და კონკურსის ჩატარებამდე არაუგვიანეს 2 თვით ადრე. განცხადება კონკურსის გამოცხადების შესახებ უნდა გამოქვეყნდეს პრესაში (საუნივერსიტეტო და სხვ.), გამოიკრას სასწავლო უნივერსიტეტში თვალსაჩინო ადგილას და განთავსდეს სასწავლო უნივერსიტეტის ვებგვერდზე.
3. კონკურსის ჩატარების წესს განსაზღვრავს სასწავლო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭო.
4. აკადემიურ თანამდებობებზე კონკურსის გამოცხადების შესახებ წინადადებას აკადემიურ საბჭოს წარუდგენს შესაბამისი ფაკულტეტის დეკანი.
მუხლი 47🔗.
აკადემიურ თანამდებობაზე არჩევის პირობები
1. სრულ პროფესორად შეიძლება არჩეულ იქნეს დოქტორის აკადემიური ხარისხის მქონე პირი, რომელსაც აქვს სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 6 წლის გამოცდილება.
2. ასოცირებული პროფესორის თანამდებობაზე შეიძლება არჩეულ იქნეს დოქტორის აკადემიური ხარისხის მქონე პირი, რომელსაც აქვს სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 3 წლის გამოცდილება.
3.ა სისტენტ-პროფესორად შეიძლება არჩეულ იქნეს დოქტორი ან დოქტორანტი.
4. აკადემიურ თანამდებობაზე არჩევის დამატებითი პირობები შეიძლება შეიმუშაოს და დაამტკიცოს სასწავლო უნივერსიტეტის აკადემიურმა საბჭომ.
მუხლი 48🔗.
სასწავლო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის შრომითი ურთიერთობები
1. სასწავლო უნივერსიტეტის აკადემიურ პერსონალთან შრომითი ხელშეკრულება იდება საქართველოს შრომის კანონმდებლობით განსაზღვრული წესით.
2. სასწავლო უნივერსიტეტის აკადემიურ თანამდებობაზე არ შეიძლება არჩეულ იქნეს 65 წელს მიღწეული პირი, ხოლო აკადემიურ თანამდებობაზე მყოფი პირი, რომელმაც მიაღწია 65 წელს, აკადემიური თანამდებობიდან გათავისუფლდება აკადემიურ თანამდებობაზე არჩევის ვადის გასვლის შემდეგ.
3. გამონაკლისის სახით უნივერსიტეტის აკადემიურ თანამდებობაზე შეიძლება არჩეულ იქნეს 65 წლის ასაკს გადაცილებული პირი, თუ იგი აკმაყოფილებს აკადემიურ კონკურსში მონაწილე კანდიდატისადმი დადგენილ მოთხოვნებს.
მუხლი 49🔗.
აკადემიური პერსონალის თანამდებობიდან გათავისუფლების საფუძვლები
აკადემიური პერსონალის თანამდებობიდან გათავისუფლების საფუძვლებია:
ა) პირადი განცხადება;
ბ) ვადიანი შრომითი ხელშეკრულების ვადის გასვლა;
გ) ეთიკის კოდექსისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის ნორმების უხეში ან სისტემატური დარღვევა;
დ) შრომითი ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების დარღვევა;
ე) კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა შემთხვევები.
მუხლი 50🔗.
ადმინისტრაციული თანამდებობები და სხვა პერსონალი
1. ადმინისტრაციულ თანამდებობებს მიეკუთვნება: რექტორი, ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ფაკულტეტის დეკანი და მათი მოადგილეები, სასწავლო უნივერსიტეტისა და ფაკულტეტების ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსები.
2. ადმინისტრაციულ და დამხმარე თანამდებობებზე არ შეიძლება არჩეულ/დანიშნულ იქნეს 65 წელს მიღწეული პირი. იმ შემთხვევაში, თუ განსაზღვრული ვადით დასაქმებული პირი თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში მიაღწევს 65 წლის ასაკს, მასთან შრომითი ურთიერთობა შენარჩუნდება შრომითი ხელშეკრულების ვადით, ხოლო განუსაზღვრელი ვადით დასაქმებულ პირთან შრომითი ურთიერთობა შეწყდება 65 წლის ასაკის მიღწევისთანავე.
3. დამხმარე პერსონალს მიეკუთვნება საშტატო ნუსხით გათვალისწინებული სასწავლო უნივერსიტეტის საქმიანობისთვის აუცილებელი სხვა პირები.
4. სასწავლო უნივერსიტეტში შეიძლება არსებობდეს სასწავლო უნივერსიტეტის საქმიანობისათვის აუცილებელი შტატგარეშე დამხმარე პერსონალი.
5. სასწავლო უნივერსიტეტი უფლებამოსილია აკადემიური ან მასწავლებლის თანამდებობის დაკავების გარეშე მოიწვიოს შესაბამისი კვალიფიკაციის/აკადემიური ხარისხის მქონე სპეციალისტი სასწავლო პროცესში მონაწილეობის ან/და ამ პროცესის წარმართვის მიზნით
მუხლი 51🔗.
ადმინისტრაციული/დამხმარე თანამდებობიდან გათავისუფლება
1. ადმინისტრაციული/დამხმარე თანამდებობიდან პირის ვადამდე გათავისუფლების საფუძვლებია:
ა) პირადი განცხადება;
ბ) მის მიმართ სასამართლოს მიერ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენის კანონიერ ძალაშე შესვლა;
გ) სასამართლოს მიერ ქმედუუნაროდ ან შეზღუდულქმედუნარიანად აღიარება;
დ) 65 წლის ასაკის მიღწევა;
ე) სასწავლო უნივერსიტეტის აკადემიური თანამდებობიდან გათავისუფლება (იმ შემთხვევაში, თუ ადმინისტრაციული თანამდებობის დაკავების წინაპირობაა აკადემიური თანამდებობა);
ვ) კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა შემთხვევა.
2. ადმინისტრაციული/დამხმარე თანამდებობის პირის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში შესაბამისი თანამდებობის დაკავება ხდება უფლებამოსილებაშეწყვეტილი პირის დარჩენილი ვადით.
მუხლი 52🔗.
თანამდებობრივი შეუთავსებლობა
1. ადმინისტრაციული თანამდებობის პირს არ შეიძლება სასწავლო უნივერსიტეტში იმავდროულად ეკავოს სხვა ადმინისტრაციული თანამდებობა, იყოს სხვა სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი.
2. აკადემიური საბჭოს წევრს არ შეიძლება სასწავლო უნივერსიტეტში იმავდროულად ეკავოს ადმინისტრაციული თანამდებობა, გარდა რექტორისა, ან იყოს წარმომადგენლობითი საბჭოს წევრი.
3. წარმომადგენლობითი საბჭოს სპიკერს არ შეიძლება სასწავლო უნივერსიტეტში იმავდროულად ეკავოს ადმინისტრაციული თანამდებობა.
თავი VI
სტუდენტი
მუხლი 53🔗.
სტუდენტის უფლება-მოვალეობები და სტატუსი
1. სტუდენტი არის პირი, რომელიც საქართველოს კანონმდებლობითა და სასწავლო უნივერსიტეტის მიერ განსაზღვრული წესით ჩაირიცხა და სწავლობს სასწავლო უნივერსიტეტში ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამის გასავლელად.
2. სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტს უფლება აქვს:
ა) მიიღოს ხარისხიანი განათლება და მონაწილეობა მიიღოს სამეცნიერო კვლევაში;
ბ) ისარგებლოს მატერიალურ-ტექნიკური ბაზით, საბიბლიოთეკო, საინფორმაციო და სხვა საშუალებებით;
გ) მიიღოს ამომწურავი ინფორმაცია სასწავლო უნივერსიტეტში არსებული საგანმანათლებლო პროგრამების თაობაზე და მოითხოვოს სასწავლო კურსების სილაბუსები;
დ) მოითხოვოს ცოდნის სამართლიანი შეფასება და დადგენილი წესით გაასაჩივროს არასასურველი საგამოცდო შედეგები;
ე) მიიღოს კვალიფიციური კონსულტაცია უფლებამოსილი პირისაგან საგანმანათლებლო პროგრამების, სასწავლო დისციპლინების და გამოცდების ჩატარების ვადებისა და ფორმატის თაობაზე;
ვ) პერიოდულად მოახდინოს აკადემიური პერსონალის მუშაობის/სტუდენტთა მომსახურების შეფასება.
ზ) ისარგებლოს კანონმდებლობით მინიჭებული სხვა უფლებებით.
3. სტუდენტის სტატუსის შეჩერების საფუძველია:
ა) ადმინისტრაციული რეგისტრაციის გაუვლელობა;
ბ) უცხო ქვეყანაში, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლა;
გ) სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვევა;
დ) აკადემიური შვებულება.
4. სტუდენტის სტატუსის შეჩერების მაქსიმალური ვადაა 5 წელი.
5. სტატუსის შეჩერების შემთხვევაში სტუდენტი სწავლას აგრძელებს იმ სემესტრიდან, რომლიდანაც შეუჩერდა სტუდენტის სტატუსი;
6. სტუდენტის სტატუსის შეწყვეტის საფუძველია:
ა) სასწავლო უნივერსიტეტში სწავლის პერიოდში 5 წელზე მეტი ვადით სტატუსის შეჩერება;
ბ) საგანმანათლებლო პროგრამის დასრულება მოცემულ საფეხურზე;
გ) პირადი განცხადება;
დ)შესაბამისი საგანმანათლებლო პროგრამის მოთხოვნების შეუსრულებლობა აკადემიური ხარისხის მოსაპოვებლად დადგენილ ვადებში;
ე) სასწავლო უნივერსიტეტის ეთიკის კოდექსით, სასწავლო უნივერსიტეტის შინაგანაწესითა და დისციპლინური პასუხისმგებლობის ნორმებით გათვალისწინებული, სტუდენტის სტატუსთან შეუთავსებელი ქმედების განხორციელება, ფაკულტეტის საბჭოს გადაწყვეტილების საფუძველზე.
ვ) გარდაცვალება;
7. სტუდენტის სტატუსის შეწყვეტის შესახებ სამართლებრივი აქტით გათვალისწინებული სამართლებრივი შედეგები დგება ბრძანების გამოცემიდან თორმეტი თვის შემდეგ. დროის ამ მონაკვეთში სტუდენტის სტატუსი ითვლება შეჩერებულად და სტუდენტი უფლებამოსილია, ისარგებლოს მობილობის უფლებით.
8. სტუდენტის სტატუსის შეწყვეტის შემთხვევაში, მისი ხელახლა მოპოვება დასაშვებია კანონმდებლობით დადგენილი წესით.
9. სტუდენტის სტატუსის შეწყვეტის ან შეჩერების შესახებ ინდივიდუალურ სამართლებრივ აქტს დეკანის წარდგინებით გამოსცემს სასწავლო უნივერსიტეტის რექტორი.
10. სტუდენტის დისციპლინური პასუხისმგებლობის ნორმები განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით, სასწავლო უნივერსიტეტის შინაგანაწესითა და დისციპლინური პასუხისმგებლობის ნორმებით, სასწავლო უნივერსიტეტის ეთიკის კოდექსითა და მასთან გაფორმებული სტუდენტური ხელშეკრულებით.
11. სასწავლო უნივერსიტეტი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე სტუდენტებისთვის აწესებს შეღავათებს მათი სრულფასოვანი განათლებისათვის აუცილებელი პირობების შესაქმნელად, რაც შეიძლება გამოიხატოს მათთვის სპეციალური მატერიალურ-ტექნიკური ბაზის შექმნით, სასწავლო პროცესში გარკვეული ხელშეწყობით და სხვა.
12. სტუდენტი ვალდებულია:
ა) დაიცვას სასწავლო უნივერსიტეტის შინაგანაწესი და დისციპლინური პასუხისმგებლობის ნორმები;
ბ) დაიცვას და შეასრულოს სტუდენტური ხელშეკრულების პირობები;
გ) დაიცვას სასწავლო უნივერსიტეტის მიერ სასწავლო პროცესთან დაკავშირებით დადგენილი ვადები;
დ) გადაიხადოს სწავლის სემესტრული საფასური ადმინისტრაციული რეგისტრაციისათვის დადგენილ ვადებში და გაიაროს აკადემიური რეგისტრაცია;
ე) დაიცვას ეთიკისა და ქცევის საყოველთაოდ მიღებული ნორმები;
ვ) გაუფრთხილდეს სასწავლო უნივერსიტეტის კუთვნილ ქონებას;
13. სტუდენტისათვის შეუფერებელ და არაეთიკურ ქცევად ჩაითვლება:
ა) პლაგიატი- ნაშრომში სხვისი აზრისა თუ ნაშრომის ციტირება ავტორის მითითების გარეშე;
ბ) თამბაქოს მოწევა, გარდა სპეციალურად გამოყოფილი ადგილებისა, რაც დადასტურდება უფლებამოსილი პირის მიერ შედგენილი დოკუმენტით;
გ) უხეში და არაეთიკური დამოკიდებულება, ძალადობა და შეურაცხყოფა სტუდენტების,აკადემიური, ადმინისტრაციული და დამხმარე პერსონალის მიმართ;
დ) შეფასების მიღების მცდელობა გამომცდელზე მუქარით, ფიზიკური ან ფსიქოლოგიური ზემოქმედებით, მოტყუებით, თაღლითობითა თუ სხვა დაუშვებელი ხერხებითა და ქმედებით.
მუხლი 54🔗.
სტუდენტთა თვითმმართველობა
1. სასწავლო უნივერსიტეტის ფაკულტეტებზე ფარული კენჭისყრით, საყოველთაო, თანასწორი, პირდაპირი არჩევნების საფუძველზე იქმნება სტუდენტთა თვითმმართველობა.
2. ფაკულტეტებზე არჩეული სტუდენტთა თვითმმართველობების ერთობლიობა წარმოადგენს სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტთა თვითმმართველობას, რომელიც შეიმუშავებს თვითმმართველობის დებულებას.
3. სტუდენტთა თვითმმართველობა თავისი დებულების შესაბამისად:
ა) უზრუნველყოფს სტუდენტთა მონაწილეობას სასწავლო უნივერსიტეტის მართვაში;
ბ) ხელს უწყობს სტუდენტთა უფლებების დაცვას;
გ) ირჩევს წარმომადგენლებს ფაკულტეტისა და წარმომადგენლობით საბჭოში;
დ) უფლებამოსილია შეიმუშავოს წინადადებები ფაკულტეტის ან სასწავლო უნივერსიტეტის მართვის სისტემისა და სწავლების ხარისხის გასაუმჯობესებლად, რომელთაც წარუდგენს ფაკულტეტის საბჭოს, წარმომადგენლობით საბჭოსა და აკადემიურ საბჭოს;
ე) განახორციელებს დებულებით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.
4. სასწავლო უნივერსიტეტის ადმინისტრაციას უფლება არა აქვს ჩაერიოს სტუდენტთა თვითმმართველობის საქმიანობაში.
5. სტუდენტთა თვითმმართველობა იღებს დაფინანსებას სასწავლო უნივერსიტეტის ბიუჯეტიდან.
თავი VII
სასწავლო უნივერსიტეტის ქონება და საფინანსო-საბიუჯეტო საქმიანობა
მუხლი 55🔗.
სასწავლო უნივერსიტეტის ქონება და სახელმწიფო კონტროლი
1. სასწავლო უნივერსიტეტის ქონებას შეადგენს მისთვის სახელმწიფოს, იურიდიული და კერძო პირების მიერ გადაცემული, ასევე მის მიერ საკუთარი სახსრებით შეძენილი ქონებისაგან.
2. სასწავლო უნივერსიტეტის უძრავი ქონების ან მისი ნაწილის გასხვისება და დატვირთვა საჭიროებს რეგენტთა საბჭოს თანხმობას.
მუხლი 56🔗.
სასწავლო უნივერსიტეტის შემოსავლები და ბიუჯეტი
1. სასწავლო უნივერსიტეტის დაფინანსების წყაროებია:
ა) სწავლის საფასური, რომელიც იფარება სახელმწიფო სასწავლო გრანტით და სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტით;
ბ) სწავლის საფასური, რომელიც იფარება სტუდენტის მიერ, ასევე სხვა ფასიანი სწავლებიდან მიღებული შემოსავლები;
გ) დარგობრივი სამინისტროების მიერ გამოყოფილი პროგრამული დაფინანსება;
დ) კერძო გრანტის, შემოწირულობის ან ანდერძით მიღებული შემოსავლები;
ე) შესაბამისი ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი სახსრები;
ვ) საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა, მათ შორის, ეკონომიკური საქმიანობით მიღებული შემოსავლები.
2. სასწავლო უნივერსიტეტის ბიუჯეტი ყალიბდება დაფინანსების ყველა წყაროს გათვალისწინებით და მოიცავს საშემოსავლო და ხარჯვით ნაწილებს.
3. სასწავლო უნივერსიტეტის ბიუჯეტის შედგენის წესს ადმინისტრაციის ხელმძღვანელის წარდგინებით ამტკიცებს სასწავლო უნივერსიტეტის წარმომადგენლობითი საბჭო.
4. სასწავლო უნივერსიტეტის ბიუჯეტს ადმინისტრაციის ხელმძღვანელის წარდგინებით ამტკიცებს რეგენტთა საბჭო.
მუხლი 57🔗.
უნივერსიტეტის ფინანსური ანგარიშგება
უნივერსიტეტის ფინანსური ანგარიშგება ხორციელდება კანონმდებლობით განსაზღვრული წესით.
თავი VIII
სასწავლო უნივერსიტეტის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია
მუხლი 58🔗.
სასწავლო უნივერსიტეტის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია
სასწავლო უნივერსიტეტის რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია ხორციელდება „უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონისა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული წესით.
თავი IX
წესდებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა
მუხლი 59🔗.
წესდებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის წესი
წესდებაში ცვლილებების ან დამატებების პროექტს შესაბამისი დასაბუთებით შეიმუშავებს და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დასამტკიცებლად წარუდგენს წარმომადგენლობითი საბჭო.
თავი X
გარდამავალი დებულებანი
მუხლი 60🔗.
გარდამავალი დებულებები
ამ წესდების ძალაში შესვლიდან 1 თვის ვადაში ,,არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის – სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებლის დანიშვნის თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 20 ოქტომბრის №1904 განკარგულების შესაბამისად დანიშნულმა რექტორის მოვალეობის შემსრულებელმა უზრუნველყოს სასწავლო უნივერსიტეტის მართვის ორგანოების არჩევნების გამოცხადება, გარდა რექტორის არჩევნებისა, ამ წესდებითა და კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით.