საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ზოგიერთი ბრძანების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ

მიღების თარიღი 08.11.2012
გამომცემი ორგანო საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
ნომერი №239/ნ
სარეგისტრაციო კოდი 430210000.22.022.016505
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 09/11/2012
matsne.gov.ge 143 სიტყვა · ~1 წთ
დამატებითი მეტამონაცემები (1)
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი გიორგი მარგველაშვილი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ზოგიერთი ბრძანების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანება №239/ნ 2012 წლის 8 ნოემბერი ქ. თბილისი  საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ზოგიერთი ბრძანების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის პირველი და  მე-3 ნაწილებისა და ,,არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის – ახალციხის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტისა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის – ახალქალაქის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების – კოლეჯის რეორგანიზაციის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 3 ოქტომბრის №416 დადგენილების მე-3 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ: მუხლი 1🔗 ძალადაკარგულად გამოცხადდეს: ა) ,,არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის  –  ახალციხის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 28 დეკემბრის №210/ნ ბრძანება; ბ) ,,არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის – ახალქალაქის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება  –  კოლეჯის წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 28 დეკემბრის №214/ნ ბრძანება. მუხლი 2🔗 ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრიგიორგი მარგველაშვილი