„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 31 ოქტომბრის №824 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მინისტრის ბრძანება (1)
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანება №468 |
|
2012 წლის 7 ნოემბერი ქ. თბილისი |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 31 ოქტომბრის №824 ბრძანებით (სსმ III, 04.11.2008, №159, მუხლი 1595) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: |
1.
მე-7 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 7. დავების განხილვის სამსახურის, საერთაშორისო და სავაჭრო ურთიერთობათა სამსახურის, სექტორული რეფორმებისა და მმართველობის კოორდინაციის სამსახურის, პარლამენტთან ურთიერთობის სამსახურის, ფისკალური პროგნოზირების დეპარტამენტის, სტრუქტურული ერთეულების საჯარო მოსამსახურეები და ის საჯარო მოსამსახურეები, რომლებიც არ შედიან არც ერთი სტრუქტურული ერთეულის შემადგენლობაში. 1. დავების განხილვის სამსახურის, საერთაშორისო და სავაჭრო ურთიერთობათა სამსახურის, სექტორული რეფორმებისა და მმართველობის კოორდინაციის სამსახურის, პარლამენტთან ურთიერთობის სამსახურის, ფისკალური პროგნოზირების დეპარტამენტისა და სტრუქტურული ერთეულების საჯარო მოსამსახურეებს, აგრეთვე იმ საჯარო მოსამსახურეებს, რომლებიც არ შედიან არც ერთი სტრუქტურული ერთეულის შემადგენლობაში (კონსულტანტი, თანაშემწე და სხვა) თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი. 2. დავების განხილვის სამსახურის, საერთაშორისო და სავაჭრო ურთიერთობათა სამსახურის, სექტორული რეფორმებისა და მმართველობის კოორდინაციის სამსახურის, პარლამენტთან ურთიერთობის სამსახურის, ფისკალური პროგნოზირების დეპარტამენტისა და სტრუქტურული ერთეულების საჯარო მოსამსახურეები ანგარიშვალდებულნი არიან, შესაბამისად, დავების განხილვის სამსახურის უფროსის, საერთაშორისო და სავაჭრო ურთიერთობათა სამსახურის უფროსის, სექტორული რეფორმებისა და მმართველობის კოორდინაციის სამსახურის უფროსის, პარლამენტთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის, ფისკალური პროგნოზირების დეპარტამენტის უფროსისა და სტრუქტურული ერთეულის უფროსის წინაშე. 3. ის საჯარო მოსამსახურეები, რომლებიც არ შედიან არც ერთი სტრუქტურული ერთეულის შემადგენლობაში, ანგარიშვალდებულნი არიან შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფის უფროსის წინაშე და ასრულებენ მათ მითითებებსა და დავალებებს და კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა ფუნქციებს. 4. დავების განხილვის სამსახურის, საერთაშორისო და სავაჭრო ურთიერთობათა სამსახურის, სექტორული რეფორმებისა და მმართველობის კოორდინაციის სამსახურის, პარლამენტთან ურთიერთობის სამსახურის, ფისკალური პროგნოზირების დეპარტამენტის და სტრუქტურული ერთეულის საჯარო მოსამსახურეები ასრულებენ, შესაბამისად, დავების განხილვის სამსახურის უფროსის, საერთაშორისო და სავაჭრო ურთიერთობათა სამსახურის უფროსის, სექტორული რეფორმებისა და მმართველობის კოორდინაციის სამსახურის უფროსის, პარლამენტთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის, ფისკალური პროგნოზირების დეპარტამენტის უფროსის, სტრუქტურული ერთეულის უფროსის და/ან კურატორი სტრუქტურული ქვედანაყოფის უფროსის მოადგილის და/ან სტრუქტურული ქვედანაყოფის უფროსის მითითებებსა და დავალებებს და კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა ფუნქციებს.“. |
2.
მე-9 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „რ“ ქვეპუნქტი:
„რ) პარლამენტთან ურთიერთობის სამსახური.“. |
3.
მე-16 მუხლის „თ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს. |
4.
დაემატოს შემდეგი შინაარის XX თავი და 66-ე-67-ე მუხლები:
„თავი XX პარლამენტთან ურთიერთობის სამსახური მუხლი 66. პარლამენტთან ურთიერთობის სამსახურის ამოცანებისა და ფუნქციების განხორციელების უფლებამოსილება პარლამენტთან ურთიერთობის სამსახურის ძირითად ამოცანებსა და ფუნქციებს პარლამენტთან ურთიერთობის სამსახურის უფროსთან ერთად ახორციელებენ პარლამენტთან ურთიერთობის სამსახურის საჯარო მოსამსახურეები. მუხლი 67. პარლამენტთან ურთიერთობის სამსახური პარლამენტთან ურთიერთობის სამსახურის ამოცანები და ფუნქციებია: ა) მინისტრის მოადგილისათვის – საპარლამენტო მდივნისათვის კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილებების განხორციელების ხელშეწყობა; ბ) საქართველოს პარლამენტთან ურთიერთობის კოორდინაცია.“. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 31 ოქტომბრის №824 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 07.11.2012.
- როდის იქნა მიღებული „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 31 ოქტომბრის №824 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 31 ოქტომბრის №824 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 07.11.2012. მიმღები ორგანო — საქართველოს ფინანსთა მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №468. სარეგისტრაციო კოდი — 010240030.22.033.016478.
- რამდენი მუხლისგან შედგება „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 31 ოქტომბრის №824 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- რომელი დოკუმენტები უთითებენ „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 31 ოქტომბრის №824 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ზე?
- legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
- სად არის „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 31 ოქტომბრის №824 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 07.11.2012 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 31 ოქტომბრის №824 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე, №468, 07.11.2012, სარეგისტრაციო კოდი 010240030.22.033.016478 (კონსოლიდირებული რედაქცია 07.11.2012). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1773547/