„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ცენტრალური აპარატის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 14 მაისის №295 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№469
სარეგისტრაციო კოდი
010320040.22.033.016479
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 07/11/2012
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

📑 სარჩევი (7 მუხლი)
 

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №469

2012 წლის 7 ნოემბერი

ქ. თბილისი

 

„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ცენტრალური აპარატის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 14 მაისის №295 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე


მუხლი 1
„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ცენტრალური აპარატის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 14 მაისის №295 ბრძანებით (სსმ III, 20.05.2009, №62, მუხლი 694) დამტკიცებულ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ცენტრალური აპარატის საჯარო მოსამსახურეთა დამატებით საკვალიფიკაციო მოთხოვნებში შეტანილ იქნეს  ცვლილება და დაემატოს შემდეგი შინაარსის XIV თავი და 78-ე-82-ე    მუხლები:

„თავი XIV

პარლამენტთან ურთიერთობის სამსახური

 მუხლი 78. სამსახურის ხელმძღვანელობა

1. სამსახურის უფროსი:

ა) უმაღლესი  განათლება;

ბ)  მუშაობის არანაკლებ 5 წლის გამოცდილება;

გ) საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს კანონის „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“, საქართველოს კანონის „საჯარო სამსახურის შესახებ“, საქართველოს კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ“,  საქართველოს კანონის „სახელმწიფო ვალის შესახებ“, საქართველოს კანონის „საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ“, საქართველოს საგადასახადო კოდექსის, საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის ცოდნა;

დ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების (Microsoft office word, Microsoft office Exell) და Internet Explorer-ის  სამომხმარებლო დონეზე ცოდნა;

ე) უცხო ენის (ინგლისური/გერმანული/რუსული) ცოდნა.

2. სამსახურის უფროსის მოადგილე:

 ა) უმაღლესი  განათლება;

ბ)  მუშაობის არანაკლებ 4 წლის გამოცდილება;

გ) საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს კანონის „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“, საქართველოს კანონის „საჯარო სამსახურის შესახებ“, საქართველოს კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ“,  საქართველოს კანონის „სახელმწიფო ვალის შესახებ“, საქართველოს კანონის „საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ“, საქართველოს საგადასახადო კოდექსის, საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის ცოდნა;      

დ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების (Microsoft office word, Microsoft office Exell) და Internet Explorer-ის  სამომხმარებლო დონეზე ცოდნა;

ე) უცხო ენის (ინგლისური/გერმანული/რუსული) ცოდნა.

მუხლი 79. თანაშემწე

თანაშემწე:

ა) უმაღლესი განათლება;

ბ) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის III და VI თავების, საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 1 ივლისის №414 ბრძანებულების „საქმისწარმოების ერთიანი წესების“ დამტკიცებისა და ამოქმედების შესახებ“, საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ საქართველოს ფინანსთა სამინისტროში საქმისწარმოებასთან დაკავშირებით გამოცემული ბრძანებების (ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები) ცოდნა;

გ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების (Microsoft office word, Microsoft office Exell) და Internet Explorer-ის  სამომხმარებლო დონეზე ცოდნა.

მუხლი 80. მთავარი სპეციალისტი

მთავარი სპეციალისტი:

ა) უმაღლესი  განათლება;

ბ)  მუშაობის არანაკლებ 2 წლის გამოცდილება;

გ) საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს კანონის „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“, საქართველოს კანონის „საჯარო სამსახურის შესახებ“, საქართველოს კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ“,  საქართველოს კანონის „სახელმწიფო ვალის შესახებ“, საქართველოს კანონის „საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ“, საქართველოს საგადასახადო კოდექსის, საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის ცოდნა;

დ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების (Microsoft office word, Microsoft office Exell) და Internet Explorer-ის  სამომხმარებლო დონეზე ცოდნა.

მუხლი 81. უფროსი სპეციალისტი

უფროსი სპეციალისტი:

ა) უმაღლესი განათლება;

ბ)  მუშაობის არანაკლებ 1 წლის გამოცდილება;

გ) საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს კანონის „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“, საქართველოს კანონის „საჯარო სამსახურის შესახებ“, საქართველოს კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ“,  საქართველოს კანონის „სახელმწიფო ვალის შესახებ“, საქართველოს კანონის „საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ“, საქართველოს საგადასახადო კოდექსის, საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის ცოდნა;

დ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების (Microsoft office word, Microsoft office Exell) და Internet Explorer-ის სამომხმარებლო დონეზე ცოდნა.

მუხლი 82. სპეციალისტი

სპეციალისტი:

ა) უმაღლესი განათლება;

ბ) საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს კანონის „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“, საქართველოს კანონის „საჯარო სამსახურის შესახებ“, საქართველოს კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ“,  საქართველოს კანონის „სახელმწიფო ვალის შესახებ“, საქართველოს კანონის „საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ“, საქართველოს საგადასახადო კოდექსის, საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის ცოდნა;

გ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების (Microsoft office word, Microsoft office Exell) და Internet Explorer-ის  სამომხმარებლო დონეზე ცოდნა.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ფინანსთა მინისტრინოდარ ხადური

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ცენტრალური აპარატის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 14 მაისის №295 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 07.11.2012.
როდის იქნა მიღებული „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ცენტრალური აპარატის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 14 მაისის №295 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ცენტრალური აპარატის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 14 მაისის №295 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 07.11.2012. მიმღები ორგანო — საქართველოს ფინანსთა მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №469. სარეგისტრაციო კოდი — 010320040.22.033.016479.
რამდენი მუხლისგან შედგება „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ცენტრალური აპარატის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 14 მაისის №295 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
დოკუმენტი შედგება 7 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
რომელი დოკუმენტები უთითებენ „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ცენტრალური აპარატის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 14 მაისის №295 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ზე?
legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
სად არის „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ცენტრალური აპარატის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 14 მაისის №295 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 07.11.2012 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მინისტრის ბრძანება „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ცენტრალური აპარატის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 14 მაისის №295 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე, №469, 07.11.2012, სარეგისტრაციო კოდი 010320040.22.033.016479 (კონსოლიდირებული რედაქცია 07.11.2012). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1773572/