აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს კომისიების შექმნის, კომისიებში წევრთა რაოდენობის განსაზღვრისა და კომისიებში პროპორციული წარმომადგენლობის კვოტების დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის
უმაღლესი საბჭოს
დადგენილება
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს კომისიების შექმნის, კომისიებში წევრთა რაოდენობის განსაზღვრისა და კომისიებში პროპორციული წარმომადგენლობის კვოტების დამტკიცების შესახებ
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო ადგენს:
მუხლი 1. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტის მე-20 მუხლის პირველი პუნქტისა და 21-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, შეიქმნას უმაღლესი საბჭოს კომისიები და განისაზღვროს კომისიებში წევრთა რაოდენობა:
ა) აგრარულ და თვითმმართველობის საკითხთა – 5 წევრი;
ბ) განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის საკითხთა – 5 წევრი;
გ) საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა – 5 წევრი;
დ) საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა – 5 წევრი;
ე) ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა – 5 წევრი.
მუხლი 2. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, დამტკიცდეს უმაღლესი საბჭოს კომისიებში ფრაქციათა პროპორციული წარმომადგენლობის კვოტები:
|
№ | კომისიის დასახელება | კომისიებში წევრთა რაოდენობა | ფრაქცია ,,ქართული ოცნება” | ფრაქცია ,,ქართული ოცნება-თავისუფალი დემოკრატები ” | ფრაქცია ,,ქართული ოცნება-აჭარა ” | ფრაქცია ,,ერთიანი ნაციონა - ლური მოძრაობა ” |
| 1 | აგრარულ და თვითმმართველობის საკითხთა | 5 | 1 | 2 | 0 | 2 |
| 2 | განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის საკითხთა | 5 | 1 | 1 | 2 | 1 |
| 3 | საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა | 5 | 2 | 1 | 1 | 1 |
| 4 | საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა | 5 | 2 | 0 | 1 | 2 |
| 5 | ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა | 5 | 2 | 1 | 0 | 2 |
მუხლი 3. ეს დადგენილება ამოქმედდეს მიღებისთანავე.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის
უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ა. ბერიძე
ჩაქვი,
2012 წლის 28 ოქტომბერი.
№4 – უ.ს.პ.ს.