საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და უნგრეთის სოფლის განვითარების სამინისტროს შორის სოფლის მეურნეობისა და კვების მრეწველობის სფეროში თანამშრომლობის შესახებურთიერთგაგების მემორანდუმი

მიღების თარიღი 27.09.2012
ძალაში შესვლა 27.09.2012
გამომცემი ორგანო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
ნომერი №29/6
სარეგისტრაციო კოდი 480610000.03.030.016158
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 09/11/2012
matsne.gov.ge 604 სიტყვა · ~3 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
27.09.2012 მიღება
27.09.2012 ძალაში შესვლა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
საქართველოს სოფლის მეურნეობის  სამინისტროს სახელით   (ხელმოწერილია) __________________________ უნგრეთის სოფლის განვითარების სამინისტროს  სახელით                             (ხელმოწერილია) _________________________

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და უნგრეთის სოფლის განვითარების სამინისტროს შორის სოფლის მეურნეობისა და კვების მრეწველობის სფეროში თანამშრომლობის შესახებურთიერთგაგების მემორანდუმი ურთიერთგაგების მემორანდუმი საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და უნგრეთის სოფლის განვითარების სამინისტროს შორის სოფლის მეურნეობისა და კვების მრეწველობის სფეროში თანამშრომლობის შესახებ საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო და უნგრეთის სოფლის განვითარების სამინისტრო (შემდგომში „მხარეებად" წოდებულნი): ევროკავშირში უნგრეთის წევრობის გათვალისწინებით, მოქმედებენ რა იმ საერთაშორისო შეთანხმებებისა და ეროვნული კანონმდებლობის ფარგლებში, რომლებიც სავალდებულოა მხარეებისათვის, გამოთქვამენ რა, ორ ქვეყანას შორის მჭიდრო კავშირის დამყარების სურვილს, აღიარებენ რა, მხარეებისთვის სამეცნიერო განვითარების პროგრესის სარგებლიანობას ითვალისწინებენ რა, ურთიერთსარგებლინობის პრინციპს, მხარეები ხელს შეუწყობენ სამეცნიერო კვლევას, მდგრად განვითარებასა და სასოფლო-სამეურნეო  ტექნოლოგიების გადაცემას, თანხმდებიან შემდეგზე: მუხლი I ურთიერთგაგების მემორანდუმის მიზანია ტექნიკური და სამეცნიერო თანამშრომლობის პროექტებისა და პროგრამების შემუშავება და განხორციელება სოფლის მეურნეობის, კვების მრეწველობის და კერძოდ შემდეგ სფეროებში: სასურსათო და არასასურსათო კულტურების წარმოება; კულტურების მოყვანა; თესლის წარმოება; ბოსტნეულის წარმოება, მევენახეობა, მეღვინეობა; ორმხრივი გარანტიები სოფლის მეურნეობის პროდუქტების წარმოშობის დაცვასთან დაკავშირებით; სასოფლო-სამეურნეო მანქანა-დანადგარების წარმოება; ბიოტექნოლოგიები; მეცხოველეობა და მტკნარი წყლის თევზის მოშენება; ფურაჟის წარმოება; კვების მრეწველობა და სურსათის უვნებლობა; კულტურების დაცვა და კულტურების გაჯანსაღება; ცხოველთა ჯანდაცვა; ბიოსაწვავი, ბიო ენერგეტიკა; აგრობიზნესის კვლევა, მათ შორის, ბაზრის კვლევა; სასოფლო-სამეურნეო განვითარება; სოფლის მეურნეობის სფეროში პროფესიულ-ტექნიკური მომზადება. მუხლი II წინამდებარე ურთიერთგაგების მემორანდუმის შინაარსთან, ფარგლებთან და ორმხრივი ურთიერთობის ფორმასთან დაკავშირებული საკითხები შესაძლოა გახდეს ცალკე განხილვის საგანი. მხარეებს შეუძლიათ ხელი მოაწერონ დამატებით მემორანდუმებს, რომელშიც განსაზღვრული იქნება სხვადასხვა მიზანი და სამუშაოთა შესრულების გრაფიკები, ასევე ის ორგანოები ან პირები, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან სამუშაოს შესრულების ვადების დაცვასა და გარკვეული ვალდებულებების განხორციელებაზე, დაფინანსების საკითხები, მხარეთა მიერ ნაკისრი პროექტები და სამოქმედო გეგმები. მუხლი III თანამშრომლობის პროექტები შესაძლებელია განხორციელდეს შემდეგი ფორმით:    ა) ერთობლივი და კოორდინირებული ძალისხმევა განათლების, პროფესიული მომზადებისა და კვლევის სფეროში, რომლის მიზანია სასოფლო-სამეურნეო სექტორში ეკონომიკური და სოციალური განვითარების ხელშეწყობა;    ბ) სემინარებისა და კონფერენციების ორგანიზება და ინფორმაციის გაცვლა წინამდებარე ურთიერთგაგების მემორანდუმის I მუხლში მითითებულ სფეროებში ;   გ) ტექნიკური თანამშრომლობის ნებისმიერი სხვა ფორმა, რომელიც მიზნად ისახავს მხარეთა სასოფლო-სამეურნეო სექტორების განვითარებას. მუხლი IV აგრომრეწველობის პროექტების ფარგლებში, მხარეები ტექნიკურ თანამშრომლობას განახორციელებენ შემდეგი ფორმით:          ა) სპეციალიზაცია, შემდგომი პროფესიული სწავლება და ტექნიკურ-პრაქტიკული მეცადინეობები. ექსპერტთა, სპეციალისტთა და მეცნიერთა მიერ გაწეული ტექნიკური კონსულტაციები და საკონსულტაციო მომსახურება; ბ) პროექტის შესრულებისთვის აუცილებელი საშუალებებისა და მასალების გაცვლა; გ) ინფორმაციისა და გამოცდილების გაცვლა. მუხლი V იმ პროექტების განხორციელების მიზნით, რომლებიც განსაზღვრულია ურთიერთგაგების მემორანდუმის 1-ლ, მე-3 და მე-4 მუხლებში, მხარეები თანამშრომლობენ თავიანთი შესაბამისი ეროვნული კანონმდებლობისა და საერთაშორისო სამართლებრივი სტანდარტების შესაბამისად. მუხლი VI წინამდებარე ურთიერთგაგების მემორანდუმის განხორციელებასთან დაკავშირებით წარმოშობილ ნებისმიერ სამგზავრო და საბინაო ხარჯებს აანაზღაურებს წარმდგენი მხარე, ხოლო ქვეყნის შიგნით მგზავრობის ხარჯებს – ადგილსამყოფელი მხარე. მუხლი VII წინამდებარე ურთიერთგაგების მემორანდუმის განმარტებასთან ან განხორციელებასთან დაკავშირებით წარმოშობილი ნებისმიერი დავა გადაწყდება მხარეთა მიერ მოლაპარაკების გზით.  მუხლი VIII წინამდებარე ურთიერთგაგების მემორანდუმის დებულებები არ ზღუდავს საქართველოსა და უნგრეთის ეროვნული კანონმდებლობიდან გამომდინარე უფლებებს და ვალდებულებებს, ან მათ მიერ ხელმოწერილ ხელშეკრულებებს, ან ევროკავშირში უნგრეთის წევრობას. მუხლი IX წინამდებარე ურთიერთგაგების მემორანდუმში ნებისმიერი შესწორება ან დამატება შევა მხარეთა საერთო თანხმობით. ცვლილებები უნდა შედგეს წერილობითი სახით, ორივე მხარის მიერ ხელმოწერით დადასტურებული, სადაც მითითებული იქნება ცვლილებების ძალაში შესვლის თარიღი. ცვლილებები წარმოადგენს წინამდებარე ურთიერთგაგების მემორანდუმის განუყოფელ ნაწილის. მუხლი X წინამდებარე ურთიერთგაგების მემორანდუმი ძალაში შედის მხარეთა მიერ ხელმოწერის დღიდან და ფორმდება 5 წლის ვადით, რის შემდეგაც ის ავტომატურად გაგრძელდება მომდევნო 5 (ხუთი) წლით, თუ ერთი მხარე მემორანდუმის ვადის გასვლამდე არანაკლებ ექვსი თვით ადრე, წერილობითი შეტყობინების გზით, არ აცნობებს მეორე მხარეს თავისი განზრახვის შესახებ მოქმედება შეუწყვიტოს მემორანდუმს. წინამდებარე ურთიერთგაგების მემორანდუმის მოქმედების შეწყვეტა გავლენას არ იქონიებს მხარეთა მიერ ნებისმიერი იმ პროექტის ან პროგრამის განხორციელებაზე, რომელიც მხარეთა შორის იქნა შეთანხმებული, მაგრამ არ დასრულებულა წინამდებარე ურთიერთგაგების მემორანდუმის მოქმედების შეწყვეტამდე, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც მხარეებს შორის არსებობს სხვაგვარი შეთანხმება, რომელიც გაფორმებულია ცალკეული ოქმის სახით. შესრულებულია ქ. ქუთაისში 2012 წლის 27 სექტემბერს, ორ დედნად, ქართულ, უნგრულ და ინგლისურ ენებზე. ამასთან, ყველა ტექსტი თანაბრად  ავთენტიკურია. განმარტებისას, განსხვავების შემთხვევაში,  უპირატესობა ენიჭება ტექსტს ინგლისურ ენაზე. საქართველოს სოფლის მეურნეობის  სამინისტროს სახელით (ხელმოწერილია) __________________________ უნგრეთის სოფლის განვითარების სამინისტროს  სახელით                           (ხელმოწერილია) _________________________