⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (19.07.2017)
გაუქმებულია:

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების განსაზღვრის შესახებ

მიღების თარიღი 06.11.2012
ძალის დაკარგვა 19.07.2017
გამომცემი ორგანო თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი
ნომერი №19/3
სარეგისტრაციო კოდი 270070000.35.157.016099
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 12/11/2012
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 286 სიტყვა · ~1 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
06.11.2012 მიღება
19.07.2017 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი მესტვირიშვილი თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების განსაზღვრის შესახებ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება  №19/3 2012 წლის 6 ნოემბერი ქ. თეთრიწყარო თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების განსაზღვრის შესახებ „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „ი“ ქვეპუნქტის, ,,ავტონომიური რესპუბლიკების ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საჯარო მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურების მოწესრიგების თობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 29 აგვისტოს №726  ბრძანებულებისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“  საქართველოს კანონის 24-ე მუხლის შესაბამისად, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს, მუხლი 1🔗 განისაზღვროს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოს შემდეგი განაკვეთები: ა) თეთრიწყაროს  მუნიციპალიტეტის საკრებულოს მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოს განაკვეთები: ა.ა)   საკრებულოს თავმჯდომარე – 2650 ლარი; ა.ბ)   საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე – 1700 ლარი; ა.გ)   საკრებულოს კომისიის თავმჯდომარე – 1350 ლარი; ა.დ)  საკრებულოს ფრაქციის თავმჯდომარე – 1350 ლარი; ა.ე)   საკრებულოს აპარატის უფროსი – 1000 ლარი; ა.ვ)   მთავარი სპეციალისტი–560  ლარი; ა.ზ)  წამყვანი სპეციალისტი – 540 ლარი; ბ) თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობის მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოს განაკვეთები: ბ.ა) გამგებელი – 2650 ლარი; ბ.ბ) გამგებლის მოადგილე – 1300 ლარი; ბ.გ) გამგეობის სამსახურის უფროსი – 1000 ლარი; ბ.დ) გამგეობის სამსახურის განყოფილების უფროსი – 810 ლარი; ბ.ე)  გამგეობის სამსახურის მთავარი სპეციალისტი – 560 ლარი; ბ.ვ)  გამგეობის სამსახურის წამყვანი სპეციალისტი – 540 ლარი; ბ.ზ) გამგეობის სამსახურის უფროსი სპეციალისტი – 520 ლარი. ბ.თ) გამგეობის სამსახურის სპეციალისტი – 500 ლარი. ბ.ი) თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელი -  თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის რწმუნებული – 1000 ლარი; ბ.კ) თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ორგანოს  უფროსი სპეციალისტი – 520 ლარი; ბ.ლ) თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ორგანოს   სპეციალისტი – 500 ლარი; მუხლი 2🔗 ამ დადგენილების ამოქმედებიდან ძალადაკარგულად ჩაითვალოს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 23 დეკემბრის №16/7 დადგენილება ,,თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების განსაზღვრის შესახებ“. მუხლი 3🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგიორგი მესტვირიშვილი