„თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობის მუნიციპალური ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 23 დეკემბრის №16/6 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება (1)
დოკუმენტის ტექსტი
|
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №19/4 |
|
2012 წლის 6 ნოემბერი ქ. თეთრიწყარო
|
,,1. თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობის ზედამხედველობის სამსახური (შემდგომში – სამსახური) თავისი საქმიანობისას ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონით, ,,პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსით“, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით, სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის თანამდებობის პირების სამართლებრივი აქტებითა და წინამდებარე დებულებით“.
,,მუხლი 2. სამსახურის ძირითადი ამოცანები და ფუნქციები
1. სამსახურის ძირითადი ამოცანები და ფუნქციებია:
ა) განახორციელოს მშენებარე შეობა-ნაგებობის, საპროექტო, ნორმატიული და სახელმძღვანელო დოკუმენტაციასთან შესაბამისობაზე, კანონმდებლობით დადგენილი ორგანიზაციულ-სამართლებრივი წესრიგის უზრუნველყოფაზე ზედამხედველობა მშენებლობის დაწყებიდან მის დასრულებამდე, კონტროლი შენობა-ნაგებობის გაფართოებისა და რეკონსტრუქციის ნორმების დაცვაზე;
ბ) მოსთხოვოს მშენებლობაში მონაწილეებს საპროექტო, ნორმატიული და საშემსრულებლო და სამშენებლო მასალების შესაბამისი ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტაცია;
გ) მშენებლობაში მონაწილეთათვის გასცეს მიწერილობა პროექტის, სამშენებლო ნორმების შესახებ;
დ) შეაჩეროს კანონმდებლობის დარღვევით მიმდინარე მშენებლობა ან მოახდინოს უნებართვო მშენებლობის დემონტაჟი;
ე) მიიღოს დადგენილება კანონმდებლობის დარღვევით აშენებული აღდგენილი რეკონსტრუირებული ანდა დამონტაჟებული შენობა-ნაგებობების მთლიანი ან ნაწილობრივი დემონტაჟის შესახებ;
ვ) არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაში დაშვებული დარღვევების აღმოჩენის შემთხვევაში მიიღოს შესაბამისი დადგენილება დამრღვევისთვის კანონმდებლობით დადგენილი ჯარიმების დაკისრების თაობაზე, მონაწილეობა მიიღოს მშენებლობა დამთავრებული შენობა-ნაგებობის ექსპლოატაციაში მიმღები კომისიის მუშაობაში;
ზ) ქალაქის გარე იერსახეზე, გარე რეკლამის განთავსებაზე, საზოგადოებრვი ადგილებით შეზღუდვის წესებზე და ავტოტრანსპორტის პარკირებაზე ზედამხედველობა;
თ) მშენებარე, რეკონსტრუქციაში მყოფი და ლანდშაფტური, მცირე არქიტექტურული ფორმების ინსპექტირება;
ი) გარე რეკლამის განთავსების, არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობის დადგენილი წესების დარღვევის ფაქტების გამოვლენა და მათ შესრულებაზე კონტროლი:
კ) ქალაქის ტერიტორიაზე განლაგებული საწარმო-დაწესებულების ორგანიზაციების, იურიდიული და ფიზიკური პირების მიერ კეთილმოწყობის წესების დაცვაზე (შენობა-ნაგებობის ფასადების) კონტროლი;
ლ) სამშენებლო, სარემონტო და საავარიო სამუშაოების წარმოების წესების დაცვაზე (სამშენებლო და სარემონტო ტერიტორიების შემოღობვა, მიწის გრუნტისა და სამშენებლო ნარჩენების სპეციალურად გამოყოფილ ადგილებში გადატანა მიწისქვეშა კომუნიკაციათა ჩაწყობა გადაკეთებისა და მიწის გათხრასთან დაკავშირებული სხვა სამუშაოების ჩატარება, სამუშაოების დამთავრების შემდეგ ობიექტების კეთილმოწყობა-მოწესრიგება და სხვა), ქალაქის დაზიანებული ქუჩების და მაგისტრალების მოწესრიგების ღონისძიებათა დროულ და ხარისხიან შესრულებაზე კონტროლის დაწესება.
მ) უკანონო, უსახური და ამორტიზირებული ჯიხურების, სტელაჟების, სარეკლამო და საინფორმაციო სტენდების, დაფების, უკანონო განთავსების ფაქტების გამოვლენა და მათი აღკვეთის ღონისძიების განხორციელება;
ნ) არქიტექტურულ-სამშენებლო სამართალდარღვევათა პრევენციისა და აღკვეთის ღონისძიებათა ორგანიზება;
ო) არქტიტექტურულ-სამშენებლო სამართალდარღვევების საქმეების წარმოება;
პ) მოქმედი კანონმდებლობით, მუნიციპალიტეტის საკრებულოს, საკრებულოს თავმჯდომარისა და გამგებლის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელება.“
|
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობის მუნიციპალური ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 23 დეკემბრის №16/6 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 06.11.2012.
- როდის იქნა მიღებული „თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობის მუნიციპალური ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 23 დეკემბრის №16/6 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- „თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობის მუნიციპალური ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 23 დეკემბრის №16/6 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 06.11.2012. მიმღები ორგანო — თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი. დოკუმენტის ნომერი — №19/4. სარეგისტრაციო კოდი — 010250050.35.157.016098.
- რამდენი მუხლისგან შედგება „თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობის მუნიციპალური ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 23 დეკემბრის №16/6 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- რომელი დოკუმენტები უთითებენ „თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობის მუნიციპალური ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 23 დეკემბრის №16/6 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ზე?
- legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
- სად არის „თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობის მუნიციპალური ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 23 დეკემბრის №16/6 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 06.11.2012 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება „თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობის მუნიციპალური ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 23 დეკემბრის №16/6 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე, №19/4, 06.11.2012, სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.157.016098 (კონსოლიდირებული რედაქცია 06.11.2012). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1774878/