საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2012 წლის 28 თებერვლის N 2 დადგენილებით დამტკიცებულ „საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დებულებაში” ცვლილების შეტანის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№20
სარეგისტრაციო კოდი
010220020.16.009.016054
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 09/11/2012
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დადგენილება (1)

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი

ეროვნული კომისიის

დადგენილება №20

2012 წლის 7 ნოემბერი

ქ. ქუთაისი

 

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2012 წლის 28 თებერვლის № 2 დადგენილებით დამტკიცებულ „საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დებულებაში” ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20  მუხლის მე-4 პუნქტისა და ,,ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ”  საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია ადგენს:

მუხლი 1
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების  მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2012 წლის 28 თებერვლის №2 დადგენილებით დამტკიცებულ „საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დებულებაში” (სსმ, ვებგვერდი, 02/03/2012, სარეგისტრაციო კოდი: 010220020.16.009.016036) შეტანილ იქნეს  შემდეგი ცვლილებები:
1. მე-7  მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. კომისიის აპარატის სტრუქტურული ერთეულებია: 

ა) ელექტროენერგეტიკის დეპარტამენტი;

ბ) ბუნებრივი გაზის დეპარტამენტი;

გ) წყალმომარაგების დეპარტამენტი;

დ) ტარიფებისა და ფასწარმოქმნის დეპარტამენტი;

ე) იურიდიული დეპარტამენტი;

ვ) მეთოდოლოგიური უზრუნველყოფისა და მომსახურების ხარისხის კონტროლის დეპარტამენტი;

ზ) საზოგადოებასთან და საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტი;

თ) ადამიანური რესურსების მართვისა და საქმისწარმოების დეპარტამენტი;

ი) საფინანსო-საბიუჯეტო დეპარტამენტი;

კ)   კომპიუტერულ-ტექნიკური და პროგრამული უზრუნველყოფის სამმართველო;

ლ) კომისიის თავმჯდომარის და წევრების აპარატი.“.

2. მე-12 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,ე1“ ქვეპუნქტი.
„ე1) მისი კომპეტენციის ფარგლებში ელექტროენერგეტიკის, ბუნებრივი გაზის და წყალმომარაგების სექტორების ლიცენზიატების, მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურების, იმპორტიორების, ექსპორტიორების, მიმწოდებლების, ასევე, ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციული ოპერატორის მიერ დადგენილი წესით წარმოდგენილი ფინანსური ანგარიშების ანალიზის საფუძველზე კომისიისათვის შესაბამისი დასკვნების მომზადება;“.
3. მე-17 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,ჟ1“ ქვეპუნქტი.

„ჟ1) მისი კომპეტენციის ფარგლებში კომისიის რეგულირების სფეროში შემავალი პირების ფინანსური მდგომარეობის ანალიზი;“.

4. ამოღებულ იქნეს  XII1 თავი.
მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

თავმჯდომარეგურამ ჩალაგაშვილი
კომისიის წევრიმაია ნადირაძე
კომისიის წევრიზურაბ გაბელაია
კომისიის წევრიგოჩა შონია