საქართველოს ორგანული კანონის პროექტი - „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მიღების თარიღი 12.11.2012
გამომცემი ორგანო პროექტის ავტორი
ნომერი №0
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.00.016185
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 12/11/2012
matsne.gov.ge 2,171 სიტყვა · ~11 წთ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს ორგანული კანონის პროექტი - „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე /* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:2 15 5 2 2 2 4 3 2 4;} @font-face {font-family:Tahoma; panose-1:2 11 6 4 3 5 4 4 2 4;} @font-face {font-family:Consolas; panose-1:2 11 6 9 2 2 4 3 2 4;} @font-face {font-family:"MS Shell Dlg 2"; panose-1:2 11 6 4 3 5 4 4 2 4;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","sans-serif";} p.MsoCommentText, li.MsoCommentText, div.MsoCommentText {mso-style-link:"Comment Text Char"; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","sans-serif";} span.MsoCommentReference {font-family:"Times New Roman","serif";} em {font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {mso-style-link:"Plain Text Char"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.5pt; font-family:Consolas;} p.MsoCommentSubject, li.MsoCommentSubject, div.MsoCommentSubject {mso-style-link:"Comment Subject Char"; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","sans-serif"; font-weight:bold;} p.MsoAcetate, li.MsoAcetate, div.MsoAcetate {mso-style-link:"Balloon Text Char"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:8.0pt; font-family:"Tahoma","sans-serif";} p.MsoRMPane, li.MsoRMPane, div.MsoRMPane {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","sans-serif";} p.MsoListParagraph, li.MsoListParagraph, div.MsoListParagraph {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:.5in; line-height:115%; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","sans-serif";} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tavisataurixml, li.tavisataurixml, div.tavisataurixml {mso-style-name:tavisataurixml; margin-right:0in; margin-left:0in; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxlixml; margin-right:0in; margin-left:0in; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzacixml; margin-right:0in; margin-left:0in; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} span.CommentTextChar {mso-style-name:"Comment Text Char"; mso-style-link:"Comment Text"; font-family:"Times New Roman","serif";} span.CommentSubjectChar {mso-style-name:"Comment Subject Char"; mso-style-link:"Comment Subject"; font-family:"Times New Roman","serif"; font-weight:bold;} span.BalloonTextChar {mso-style-name:"Balloon Text Char"; mso-style-link:"Balloon Text"; font-family:"Tahoma","sans-serif";} p.abzacixml0, li.abzacixml0, div.abzacixml0 {mso-style-name:abzaci_xml; mso-style-link:"abzaci_xml Char"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} span.abzacixmlChar {mso-style-name:"abzaci_xml Char"; mso-style-link:abzaci_xml; font-family:"Sylfaen","serif";} span.PlainTextChar {mso-style-name:"Plain Text Char"; mso-style-link:"Plain Text"; font-family:Consolas;} p.muxlixml0, li.muxlixml0, div.muxlixml0 {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tavixml, li.tavixml, div.tavixml {mso-style-name:tavi_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:44.95pt 1.0in 1.0in 1.0in;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} პროექტი საქართველოს ორგანული კანონი „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მუხლი 1🔗. „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №41, 08.12.2009, მუხ. 300) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: 1. მე-13 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. სასამართლოში, ასევე სასამართლო სხდომის დარბაზში საქმის განხილვის ფოტო-, კინო-, ვიდეო გადაღება და ტრანსლაცია ხორციელდება ამ კანონით დადგენილი წესით.”. 2. კანონს დაემატოს 13​1 მუხლი შემდეგი რედაქციით:     „მუხლი 13🔗​1. სასამართლო სხდომების მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით გაშუქება 1. სასამართლო ვალდებულია უზრუნველყოს სასამართლო პროცესის აუდიო/ვიდეო ჩაწერა. სასამართლომ მოთხოვნისთანავე უნდა უზრუნველყოს აუდიო/ვიდეო ჩანაწერის ხელმისაწვდომობა მხარეებისთვის ან/და სხვა პირთათვის, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც სასამართლოს მიერ გამოტანილია განჩინება სხდომის ნაწილობრივ ან სრულად დახურვის თაობაზე. თუ სასამართლოს მიერ გამოტანილია განჩინება სხდომის ნაწილობრივ ან სრულად დახურვის თაობაზე, აუდიო/ვიდეო ჩანაწერის ასლი შეიძლება გადაეცეს მხოლოდ მხარეებს, რომლებიც ვალდებულნი არიან ხელი მოაწერონ ხელწერილს აუდიო/ვიდეო ჩანაწერის გაუმჟღავნებლობაზე. 2. საზოგადოებრივი მაუწყებელი უფლებამოსილია შეუზღუდველად განახორციელოს სასამართლო პროცესის ფოტო გადაღება , კინო-, ვიდეო -, აუდიო ჩაწერა და ტრანსლაცია , გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც სასამართლოს მიერ გამოტანილია განჩინება სხდომის ნაწილობრივ ან სრულად დახურვის თაობაზე. საზოგადოებრივი მაუწყებელი ვალდებულია უზრუნველყოს ჩანაწერის გადაცემა მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებებისათვის მათი მოთხოვნისთანავე. 3. სასამართლოს თანხმობით, სასამართლო სხდომის ფოტო გადაღება , კინო-, ვიდეო -, აუდიო ჩაწერის უფლებამოსილება ასევე გააჩნიათ მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებებს, მხარეებს ან/და სხვა პირებს დასაბუთებული მოთხოვნის საფუძველზე. ე ს უფლება შეიძლება შეიზღუდოს სასამართლოს (მოსამართლის) მოტივირებული გა ნჩინებით . “. 3. 21-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს. 4. 47-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:     „მუხლი 47🔗. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო 1. სასამართლოს (მოსამართლის) დამოუკიდებლობის, მართლმსაჯულების ხარისხისა და ეფექტიანობის უზრუნველყოფის, მოსამართლეთა თანამდებობაზე დანიშვნის, მოსამართლეთა თანამდებობიდან განთავისუფლების, მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდების ორგანიზების, სასამართლო რეფორმის გასატარებლად წინადადებების შემუშავებისა და კანონით დადგენილი სხვა ამოცანების შესრულების მიზნით იქმნება საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო. 2. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო შედგება საქართველოს სასამართლო ხელისუფლების, საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს მთავრობის მიერ გამწესებული 15 წევრისაგან. საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს თავმჯდომარეობს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე. 3. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს შემადგენლობის ნახევარზე მეტს შეადგენენ საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა თვითმმართველობის ორგანოს მიერ ამ კანონით დადგენილი წესით არჩეული წევრები. 4. საქართველოს საერთო სასამართლოებს საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში წარმოადგენენ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე და საქართველოს მოსამართლეთა კონფერენციის მიერ არჩეული 8 წევრი, მათ შორის, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი. საქართველოს მოსამართლეთა კონფერენციის მიერ არჩეული წევრი შეიძლება იყოს მხოლოდ საერთო სასამართლოს მოსამართლე. საქართველოს მოსამართლეთა კონფერენციის წინაშე იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მოსამართლე წევრის კანდიდატურის დასახელება შეუძლია მოსამართლეთა კონფერენციაზე დამსწრე ნებისმიერ მოსამართლეს. საქართველოს მოსამართლეთა კონფერენციის მიერ არჩეული წევრი არ შეიძლება იყოს სასამართლოს თავმჯდომარე, თავმჯდომარის პირველი მოადგილე, მოადგილე, კოლეგიის ან პალატის თავმჯდომარე, ან პირი, რომელიც რომელიმე ასეთ თანამდებობაზე იმყოფებოდა უკანასკნელი 1 წლის განმავლობაში. 5. საქართველოს პარლამენტს საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში წარმოადგენენ საქართველოს პარლამენტის მიერ ა რჩეული პარლამენტის 3 წევრი . კანდიდატურის წარდგენის უფლება აქვთ პარლამენტის თავმჯდომარეს, უმრავლესობას, უმცირესობას, საპარლამენტო ფრაქციას, აგრეთვე, საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტს. 6. საქართველოს მთავრობას საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში წარმოადგენს საქართველოს მთავრობის მიერ დანიშნული 3 წევრი, რომლებიც შეირჩევიან საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში მოღვაწე სამეცნიერო სფეროს წარმომადგენლებისგან, იურიდიული პროფილის მქონე არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების ან/და საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრებისგან, ზემოთ ჩამოთვლილი ორგანიზაციების რეკომენდაციების საფუძველზე . საქართველოს მთავრობის მიერ საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში გამწესებული წევრი შეიძლება იყოს საქართველოს მოქალაქე 30 წლის ასაკიდან, თუ მას აქვს უმაღლესი იურიდიული განათლება , სარგებლობს მაღალი რეპუტაციი თ და წარმოადგენს სამართლის დარგის აღიარებულ სპეციალისტს. 7. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის დანიშვნისას/არჩევისას საქართველოს მთავრობა/საქართველოს პარლამენტი ითვალისწინებს კანდიდატის პროფესიულ გამოცდილებას, მის მორალურ რეპუტაციას და ეთიკურ სტანდარტებს. 8 . საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად გამწესებისას საჭიროა წევრობის კანდიდატის წინასწარი წერილობითი თანხმობა , გარდა იმ პირ ი სა, რო მელ იც თანამდებობრივად შედი ს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს შემადგენლობაში. 9. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის, გარდა იმ წევრისა, რო მელ იც თანამდებობრივად შედი ს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს შემადგენლობაში , უფლებამოსილების ვადაა 4 წელი. ერთი და იგივე პირი საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად არ შეიძლება გამწესდეს ზედიზედ ორჯერ, გარდა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარისა. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრმა არ შეიძლება შეასრულოს თავისი მოვალეობა უფლებამოსილების ვადის ამოწურვის შემდეგ. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ახალი წევრი უნდა დაინიშნოს (აირჩეს) საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს შესაბამისი წევრის უფლებამოსილების ვადის ამოწურვამდე არა უადრეს 30 დღისა და ამ ვადის ამოწურვიდან არა უგვიანეს 7 დღისა. ამ კანონის 48-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ახალი წევრი უნდა დაინიშნოს (აირჩეს) საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს შესაბამისი წევრის თანამდებობიდან გათავისუფლების დღიდან არაუგვიანეს ერთი თვისა, ხოლო თუ ამ ვადაში საქართველოს პარლამენტის სხდომები არ ტარდება, მაშინ – პარლამენტის უახლოეს სხდომაზე. 10. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრს, თუ იგი არ არის საქართველოს პარლამენტის წევრი ან მოსამართლე, არ შეიძლება ეკავოს რაიმე სხვა თანამდებობა სახელმწიფო სამსახურში ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოში, ან ეწეოდეს სხვა ანაზღაურებად საქმიანობას, გარდა სამეცნიერო, პედაგოგიური და შემოქმედებითი საქმიანობისა. იგი არ შეიძლება იყოს პოლიტიკური გაერთიანების წევრი, მონაწილეობდეს პოლიტიკურ საქმიანობაში. 11. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრ მოსამართლეს და საქართველო ს პარლამენტის წევრს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის უფლებამოსილების ეფექტიანად განხორციელებისათვის საქართველოს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ შესაძლებელია დაუწესოს დანამატები , ხოლო საქართველოს მთავრობის მიერ გამწესებულ წევრს ეძლევა ხელფასი. დანამატები და ხელფასი გაიცემა საქართველოს საერთო სასამართლოებისათვის გამოყოფილი საბიუჯეტო ასიგნებების ფარგლებში. 12. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომებს საჭიროებისამებრ, მაგრამ არანაკლებ სამ თვეში ერთხელ, იწვევს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ან მისი დავალებით – საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი. უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მიერ თავისი მოვალეობის შესრულების შეუძლებლობის შემთხვევაში, ან რომელიმე სხვა შემთხვევაში, თუ არსებობს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომის მოწვევის კანონით დადგენილი აუცილებლობა, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომას იწვევს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი. 13. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ს ხდომებს თავმჯდომარეობს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე, ხოლო ამ მუხლის მე-12 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში – მდივანი. 14. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებებს ხელს აწერს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი, გარდა ამ მუხლის მე-15 პუნქტით დადგენილი შემთხვევებისა. 15. მოსამართლის თანამდებობაზე დანიშვნის და თანამდებობიდან გათავისუფლების, უფლებამოსილების სხვა მოსამართლისათვის, სასამართლოს (სასამართლო კოლეგიის ან პალატის) თავმჯდომარის უფლებამოსილების, აგრეთვე სასამართლოს ლიკვიდაციის და მოსამართლის თანამდებობის შემცირების დროს მოსამართლის უფლებამოსილების დაკისრების ან დაკისრებული უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხებზე საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებებს ხელს აწერს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე, ხოლო მისი არყოფნისას – საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი. “. 5. 48-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის, გარდა იმ წევრისა, რომელიც თანამდებობრივად შედის საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს შემადგენლობაში, თანამდებობიდან გათავისუფლების საფუძვლებია: ა) პირადი სურვილი; ბ) მისი თანხმობით სხვა თანამდებობაზე გადაყვანა ან არჩევა; გ) წელიწადში 4 თვეზე მეტი ხნის განმავლობაში თავისი უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობა; დ) მოვალეობის სისტემატური შეუსრულებლობა ან არაჯეროვნად შესრულება; ე) შეუთავსებელი თანამდებობის დაკავება ან შეუთავსებელი საქმიანობა; ვ) სასამართლოს მიერ ქმედუუნაროდ ან შეზღუდული ქმედუნარიანობის მქონედ აღიარება; ზ) მის მიმართ საბოლოოდ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლა; თ) საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტა; ი) ამ კანონით განსაზღვრული უფლებამოსილების ვადის ამოწურვა; კ) გარდაცვალება. 2. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრს თანამდებობიდან ათავისუფლებს, შესაბამისად, საქართველოს მთავრობა , საქართველოს პარლამენტი ან საქართველოს მოსამართლეთა კონფერენცია. საქართველოს მოსამართლეთა კონფერენცია საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრს თანამდებობიდან ათავისუფლებს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის ან მდივნის ინფორმაციის საფუძველზე. ”. 6. 49-ე მუხლის: ა) პირველი პუნქტის „დ​1“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „დ​1) ადგენს საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში საქართველოს მთავრობის წარმომადგენლისათვის სამსახურებრივი მივლინების ხარჯების ანაზღაურების წესს, სახელმწიფო ხელისუფლების შტოთა დადგენილი ანალოგიურ თანამდებობის პირთა რანგირების მიხედვით;“; ბ) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საქმიანობის წესი განისაზღვრება რეგლამენტით, რომელსაც ამტკიცებს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო სრული შემადგენლობის ორი მესამედით.“. 7. 50-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:     „მუხლი 50🔗. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ საკითხის გადაწყვეტის წესი 1. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო უფლებამოსილია განიხილოს საკითხი და მიიღოს გადაწყვეტილება, თუ სხდომას ესწრება წევრთა ნახევარზე მეტი . 2. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილება მიღებულად ითვლება, თუ მას მხარი დაუჭირა სხდომაზე დამსწრე წევრთა უმრავლესობამ, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა.   3. სადისციპლინო საკითხის შესახებ გადაწყვეტილება მიღებულად ითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს არანაკლებ საბჭოს სრული შემადგენლობის ორი მესამედისა. 4. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო პირს მოსამართლედ დანიშნავს, თუ მის კანდიდატურას მხარს დაუჭერს არანაკლებ საბჭოს სრული შემადგენლობის ორი მესამედისა. 5 . საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო გადაწყვეტილებას იღებს კენჭისყრით. “. 8. 51-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ 1. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანს , საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრებისგან, 4 წლის ვადით , ირჩევს საქართველოს მოსამართლეთა კონფერენცია.“. 9. 64-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. საქართველოს მოსამართლეთა კონფერენციის ადმინისტრაციული კომიტეტი შედგება 9 წევრისაგან. ადმინისტრაციული კომიტეტი უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილებები და შეიმუშაოს აქტები საერთო სასამართლოების ადმინისტრირების საკითხებზე და დასამტკიცებლად წარუდგინოს საქართველოს მოსამართლეთა კონფერენციას. 3. ადმინისტრაციული კომიტეტის შემადგენლობას და კომიტეტის თავმჯდომარეს ირჩევს საქართველოს მოსამართლეთა კონფერენცია 3 წლის ვადით. ადმინისტრაციული კომიტეტის წევრი არ შეიძლება იყოს სასამართლოს თავმჯდომარე, თავმჯდომარის პირველი მოადგილე, მოადგილე, კოლეგიის ან პალატის თავმჯდომარე.“. 10. 65-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით;     „მუხლი 65🔗. საქართველოს მოსამართლეთა კონფერენციის უფლებამოსილება საქართველოს მოსამართლეთა კონფერენცია : ა) მოსამართლეთა სრული შემადგენლობის უმრავლესობით ირჩევს : ა .ა ) ადმინისტრაციული კომიტეტის თავმჯდომარესა და წევრებს ; ა.ბ ) საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანსა და საბჭოს სხვა წევრებს; ა.გ ) საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგიის მოსამართლე წევრებს; ბ ) ამტკიცებს საქართველოს მოსამართლეთა კონფერენციის ქარტიასა და რეგლამენტს; გ ) ისმენს საქართველოს მოსამართლეთა კონფერენციის ხელმძღვანელისა და საერთო სასამართლოების დეპარტამენტის თავმჯდომარის ყოველწლიურ ანგარიშებს ამ ორგანოთა მუშაობის შესახებ; დ ) ახორციელებს კანონით, საქართველოს მოსამართლეთა კონფერენციის ქარტიითა და რეგლამენტით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს; ე ) საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წარდგინებით იღებს სამოსამართლო ეთიკის წესებს. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული არჩევნების ჩატარების დროს კანდიდატის დასახელების უფლება აქვს მოსამართლეთა კონფერენციის დამსწრე ნებისმიერ მოსამართლეს.“. 11. 66-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. საქართველოს მოსამართლეთა კონფერენცია მოიწვევა წელიწადში ერთხელ მაინც. რიგგარეშე კონფერენცია მოიწვევა ადმინისტრაციული კომიტეტის ინიციატივით ან საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა ერთი მეხუთედის წერილობითი მოთხოვნით. რიგგარეშე კონფერენციის მოწვევა სავალდებულოა, როდესაც კანონის შესაბამისად უნდა იქნეს (იქნენ) არჩეული საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრი (წევრები), საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგიის მოსამართლე წევრი (წევრები), ადმინისტრაციული კომიტეტის წევრი (წევრები). საქართველოს მოსამართლეთა კონფერენციის რიგგარეშე სხდომა ტარდება მხოლოდ განსაზღვრული დღის წესრიგით და იხურება მისი ამოწურვისთანავე. 2. საქართველოს მოსამართლეთა კონფერენციის სხდომა ღიაა. მოსამართლეთა კონფერენციის გადაწყვეტილება მიიღება ფარული კენჭისყრის წესით, სხდომაზე დამსწრეთა ხმების უმრავლესობით, თუ ამ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი.“.     მუხლი 2🔗 საქართველოს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უზრუნველყოს საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში საქართველოს მთავრობის წარმომადგენლისათვის სამსახურებრივი მივლინების ხარჯების ანაზღაურების წესის დადგენა ამ კანონის 49-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ​1“ ქვეპუნქტის მოთხოვნათა შესაბამისად.     მუხლი 3🔗 1. ამ კანონის ამოქმედებისთანავე საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოქმედ შემადგენლობას უწყდება უფლებამოსილება. 2. ამ კანონის ამოქმედებიდან 3 კვირის ვადაში უფლებამოსილმა სუბიექტებმა უზრუნველყონ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების გამწესება ამ კანონით დადგენილი პროცედურების დაცვით. ამ ვადის განმავლობაში იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრთა იმ რაოდენობის გამწესებისას, რომელიც საჭიროა ამ კანონის პირველი მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული 50-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების შესაბამისად გადაწყვეტილების მისაღებად, იუსტიციის უმაღლესი საბჭო ვალდებულია შეუდგეს მუშაობას და მიიღოს გადაწყვეტილება კანონმდებლობით დადგენილი წესით. 3. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წარმოებაში არსებული საქმეების განხილვისა და გადაწყვეტისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ვადების დენა შეჩერდება ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული პროცედურების დასრულებამდე. 4. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ახალმა შემადგენლობამ უზრუნველყოს წარმოებაში არსებული საქმეების დასრულება კანონმდებლობით დადგენილი წესით .  5. ამ კანონის ამოქმედებიდან 3 კვირის ვადაში არჩეულ იქნეს ადმინისტრაციული კომიტეტის თავმჯდომარე ამ კანონით დადგენილი პროცედურების დაცვით. უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს შეუწყდეს ადმინისტრაციული კომიტეტის თავმჯდომარეობის უფლებამოსილება ადმინისტრაციული კომიტეტის ახალი თავმჯდომარის არჩევისთანავე.     მუხლი 4🔗. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს პრეზიდენტი                      მ. სააკაშვილი