გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის ცალკეულ დავალებათა შესრულებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესის შესახებ
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება ძალადაკარგული ადგილობრივი თვითმმართველობა
მიღების თარიღი 13.11.2012
ძალის დაკარგვა 13.01.2015
გამომცემი ორგანო გარდაბნის მუნიციპალიტეტი
ნომერი №38
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.161.016110
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 15/11/2012
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (5)
| გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ხურცილავა | გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
| № | საკრებულოს წევრის გვარი, სახელი |
| სხდომათა რაოდენობა | დასწრების რაოდენობა |
| უნდა შეესწავლა საკითხი | შეისწავლა საკითხი |
| თავმჯდომარის სამდივნოდან | კომისიიდან |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის ცალკეულ დავალებათა შესრულებასთან
დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესის შესახებ
გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №38
2012 წლის 13 ნოემბერი
ქ. გარდაბანი
გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის
ცალკეულ დავალებათა შესრულებასთან
დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების
წესის შესახებ
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 326 მუხლის მე-6 პუნქტისა და “ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის “ბ” ქვეპუნქტის შესაბამისად გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს: 1.
გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის მიერ ცალკეული დავალებების შესრულებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესი №1დანართის თანახმად;2.
გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქციის წევრის მიერ ფრაქციის სხდომებზე დასწრებისა და საკითხების შესასწავლად გაწეულ საქმიანობასთან დაკავშირებით ხარჯების ანაზღაურების ნუსხა №2 დანართის თანახმად; 3.
გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მუდმივი კომისიის წევრის მიერ კომისიის სხდომებზე დასწრებისა და საკითხების შესასწავლად გაწეულ საქმიანობასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების ნუსხა №3 დანართის თანახმად.4.
გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების საკრებულოს სხდომებზე დასწრებისა და საკითხების შესასწავლად გაწეულ საქმიანობასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების ნუსხა №4 დანართის თანახმად.5.
განხორციელებული ხარჯების ანაზღაურების ნუსხა №5 დანართის თანახმად.
მუხლი 2🔗
მოცემული დადგენილების ამოქმედების დღიდან ძალადაკარგულად ჩაითვალოს გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 24 ოქტომბრის №35 დადგენილება “გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის ცალკეულ დავალებათა შესრულებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების შესახებ”.
მუხლი 3🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
მუხლი 4🔗
დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის მე-3 ნაწილით დადგენილი წესით უშუალო ზიანის მიყენებიდან 3 თვის ვადაში.გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგიორგი ხურცილავა
დანართი №1 (13.11.2012 №38)
გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის მიერ ცალკეული დავალებების შესრულებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესი
1.
განისაზღვროს საკრებულოს თითოეული წევრის მიერ ცალკეული დავალებების შესრულებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების ზღვრული მოცულობა თვეში 500 ლარის ოდენობით.2.
ხარჯების განსაზღვრა მოხდეს ამ თანხის ზღვრული მოცულობიდან:ა)
უფლება მიეცეთ საკრებულოს ფრაქციის თავმჯდომარეებს ფრაქციის თითოეულ წევრს ფრაქციაში მუშაობისთვის მისცენ არა უმეტეს 200 ლარისა, რისთვისაც გასაცემი თანხა გადაანაწილონ საკრებულოს წევრის მიერ ცალკეული დავალებების შესრულების რაოდენობაზე, თანახმად მე-2 დანართისა;ბ)
უფლება მიეცეთ საკრებულოს მუდმივი კომისიების თავმჯდომარეებს კომისიის თითოეულ წევრს კომისიაში მუშაობისთვის მისცენ არა უმეტეს 200 ლარისა, რისთვისაც გასაცემი თანხა გადაანაწილონ საკრებულოს წევრის მიერ ცალკეული დავალებების შესრულების რაოდენობაზე, თანახმად მე-3 დანართისა;გ)
დარჩენილი 100 ლარის საკრებულოს წევრზე გაცემის უფლება მიეცეს საკრებულოს თავმჯდომარეს, საკრებულოს წევრის საკრებულოს სხდომებზე დასწრების, განსახილველ საკითხებში მონაწილეობისა და ცალკეული დავალებების შესრულებისათვის, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, საკრებულოს მუდმივი კომისიებისა და ფრაქციის თავმჯდომარეების მიერ საკრებულოს თავმჯდომარის სახელზე წარდგენილი ნუსხის საფუძველზე.3.
საკრებულოს თავმჯდომარე (თავმჯდომარის სამდივნო) ცალკეული დავალებების შესრულების (ან შეუსრულებლობის) და გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომებზე დასწრების მიხედვით ხელმოწერით ადასტურებს საკრებულოს წევრების (თანამდებობის პირთა ჩათვლით) ხარჯების ანაზღაურების ნუსხას თანახმად მე-4 დანართისა.4.
საკრებულოს თავმჯდომარე განხორციელებული ხარჯების ანაზღაურების ნუსხას ამტკიცებს თანახმად მე-5 დანართისა.5.
საკრებულო, ცვლილებებით ან უცვლელად, ამტკიცებს აღნიშნულ ნუსხებს და გადასცემს საკრებულოს აპარატის შესაბამის განყოფილებას.6.
საკრებულოს დებულების (რეგლამენტის) შესაბამისად საკრებულოს წევრს საკრებულოს დებულების (რეგლამენტის) დარღვევისათვის 3 თვით არ აუნაზღაურდება ცალკეულ დავალებათა შესრულებისათვის გაწეული ხარჯები.
დანართი №2 (13.11.2012 №38)
საკრებულოს ფრაქციის წევრის მიერ ფრაქციის სხდომებზე დასწრებისა და საკითხების შესასწავლად გაწეულ საქმიანობასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების ნუსხა
გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეს --------------------
საკრებულოს ფრაქცია --------------------------- წარმოგიდგენთ ფრაქციის წევრების ფრაქციის სხდომებზე დასწრებისა და საკითხების შესასწავლად გაწეულ საქმიანობასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების ნუსხას:
20 წლის ___________ თვე
№
ფრაქციის წევრის გვარი, სახელი
სხდომებზე დასწრება
განსახილველ საკითხებში მონაწილეობა
გასაცემი თანხა
სხდომათა რაოდენობა
დასწრების რაოდენობა
საპატიო მიზეზით გაცდენების რაოდენობა
უნდა შეესწავლა საკითხი
შეისწავლა საკითხი
1.
2.
3.
4.
5.
ფრაქციის თავმჯდომარე (სახელი, გვარი, ხელმოწერა):
-------------------------------------------------------------------------------------
შენიშვნა: ნუსხის წარდგენა ხდება შესრულებული სამუშაოს მიხედვით.
დანართი №3 (13.11.2012 №38)
საკრებულოს მუდმივი კომისიის წევრის მიერ კომისიის სხდომებზე დასწრებისა და საკითხების შესასწავლად გაწეულ საქმიანობასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების ნუსხა
გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეს --------------------
საკრებულოს ------------------------------ კომისია წარმოგიდგენთ წევრების სხდომებზე დასწრებისა და საკითხების შესასწავლად გაწეულ საქმიანობასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების ნუსხას:
20 წლის ---------------- თვე
№
კომისიის წევრის გვარი, სახელი
განსახილველ საკითხებში მონაწილეობა
გასაცემი თანხა
უნდა შეესწავლა საკითხი
შეისწავლა საკითხი
1.
2.
3.
4.
კომისიის თავმჯდომარე (სახელი, გვარი, ხელმოწერა):
---------------------------------------------------------------------------------------------
შენიშვნა: ნუსხის წარდგენა ხდება შესრულებული სამუშაოს მიხედვით.
დანართი №4 (13.11.2012 №38)
გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების საკრებულოს სხდომებზე დასწრებისა და საკითხების შესასწავლად გაწეულ საქმიანობასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების ნუსხა
გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების საკრებულოს სხდომებზე დასწრებისა და საკითხების შესასწავლად გაწეულ საქმიანობასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების ნუსხა:
20 წლის ---------------- თვე
№
საკრებულოს წევრის გვარი, სახელი
სხდომებზე დასწრება
განსახილველ საკითხებში მონაწილეობა
გასაცემი თანხა
სხდომათა რაოდენობა
დასწრების რაოდენობა
საპატიო მიზეზით გაცდენების რაოდენობა
უნდა შეესწავლა საკითხი
შეისწავლა საკითხი
1.
2.
3.
4.
5.
საკრებულოს თავმჯდომარე (სახელი, გვარი, ხელმოწერა):
--------------------------------------------------------------------------------
შენიშვნა: ნუსხის წარდგენა ხდება შესრულებული სამუშაოს მიხედვით.
დანართი №5 (13.11.2012 №38)
განხორციელებული ხარჯების ანაზღაურების ნუსხა
ვამტკიცებ
გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე (სახელი, გვარი, ხელმოწერა):
----------------------------------------------------------------------------------------
------ -------------- 20 წელი
განხორციელებული ხარჯების ანაზღაურების ნუსხა
№
საკრებულოს წევრის გვარი, სახელი
მისაღები თანხის ოდენობა
ხელმოწერა
თავმჯდომარის სამდივნოდან
კომისიიდან
ფრაქციიდან
სულ
1.
2.
3.
4.
5.
საკრებულოს თავმჯდომარე (სახელი, გვარი, ხელმოწერა):
----------------------------------------------------------------------------------------------