„საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომელთა ეთიკის კოდექსის დამტკიცების შესახებ” საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსის 2011 წლის 29 მარტის №320 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№1844
სარეგისტრაციო კოდი
140080000.42.047.016024
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 15/11/2012
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსის

ბრძანება №1844

2012 წლის 14 ნოემბერი

ქ. თბილისი

 

„საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომელთა ეთიკის კოდექსის დამტკიცების შესახებ” საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსის 2011 წლის 29 მარტის №320 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე


მუხლი 1
„საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომელთა ეთიკის კოდექსის დამტკიცების შესახებ” საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსის 2011 წლის 29 მარტის №320 ბრძანებით (სსმ, ვებგვერდი 01.04.2011, 140080000.42.047.016009) დამტკიცებულ „საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომელთა ეთიკის კოდექსში” შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. პირველი მუხლის მე-2 პუნქტის „გ” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

  „გ) თანამდებობის შესაბამისი პასუხისმგებლობისა და სამართლიანობის, ობიექტურობისა და მიუკერძოებლობის პრინციპების განმტკიცება თანამშრომელთა საქმიანობაში.”;

2. მე-3 მუხლის პირველი და მე-2  პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

  „1. თანამშრომელი ვალდებულია საზოგადოების წევრებთან და სხვა მოსამსახურეებთან ურთიერთობაში იყოს ტაქტიანი და თავაზიანი. თავისი აზრი, მოთხოვნები, შენიშვნები და წინადადებები გამოთქვას კორექტული და ზრდილობიანი ფორმით.

  2. თანამშრომელი უნდა იყოს მომთხოვნი საკუთარი თავის მიმართ, პროფესიული მოვალეობის შესრულებისას გამოიჩინოს პრინციპულობა და კეთილსინდისიერება, იმავდროულად არ დაუშვას მედიდურობის და ამპარტავნული დამოკიდებულების გამოხატვა. მოსამსახურე ვალდებულია მიღებული დავალებების მიმართ გამოიჩინოს მაქსიმალური ყურადღება და მობილიზებულობა, სპეციალური მითითებების გარეშე დაიცვას ის სამართლებრივი აქტები, რომლებიც მის სამსახურებრივ მოვალეობას უკავშირდება; დროულად და სრულფასოვნად შეასრულოს დავალებები; შესაძლო არასწორი ინტერპრეტაციის თავიდან აცილების მიზნით, ხელმძღვანელ პირებთან დააზუსტოს მიღებული დავალების შინაარსი.”;

3.  მე-4 მუხლის  მე-5 და მე-6  პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

  „5. თანამშრომელი მოწოდებული უნდა იყოს პროფესიული კვალიფიკაციის ასამაღლებლად და საქმიანი ინიციატივების გამოსავლენად.

  6. თანამშრომლები უნდა იცავდნენ კოლეგიალობის, სუბორდინაციის პირინციპებს, შეხვედრისას თავაზიანად ესალმებოდნენ ერთმანეთს, უზიარებდნენ  სამუშაო გამოცდილებას, ტაქტიანად  მიუთითებდნენ კოლეგებს შეცდომასა თუ ხარვეზზე; დაუშვებელია მათი მხრიდან კოლეგების მიმართ ცინიკური ან სხვა სახის შეურაცხმყოფელი დამოკიდებულების გამოვლენა; შესაბამისი თანამშრომლის შესახებ და მისი ნების საწინააღმდეგოდ ისეთი ინფორმაციის გახმაურება, რომელიც სამსახურის ინტერესებთან არ არის დაკავშირებული; მოსამსახურეები უნდა იცავდნენ ჯანსაღი სამუშაო გარემოს შექმნისათვის აუცილებელ სხვა ზნეობრივ პრინციპებსა და ნორმებს.”;

4. მე-6 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

  „1.  თანამშრომლის მიერ კოდექსის მოთხოვნების დარღვევა გამოიწვევს დისციპლინურ პასუხისმგებლობას. კოდექსის დარღვევით განხორციელებული ქმედება ჩაითვლება ბათილად და ვერ წარმოშობს სამართლებრივი მნიშვნელობის შედეგებს.”.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსითეიმურაზ ჯანაშია