„მასწავლებლის პროფესიული განვითარების საგანმანათლებლო პროგრამის აკრედიტაციის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2009 წლის 4 დეკემბრის №1102 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№241/ნ
სარეგისტრაციო კოდი
430210000.22.022.016507
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 21/11/2012
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის

ბრძანება №241/ნ

2012 წლის 19 ნოემბერი

ქ. თბილისი

 

„მასწავლებლის პროფესიული განვითარების საგანმანათლებლო პროგრამის აკრედიტაციის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2009 წლის 4 დეკემბრის №1102 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე


მუხლი 1
„მასწავლებლის პროფესიული განვითარების საგანმანათლებლო პროგრამის აკრედიტაციის დებულების დამტკიცების შესახებ“   საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2009 წლის 4 დეკემბრის №1102 ბრძანებით (სსმ, №149, 04.12.2009წ., სარეგისტრაციო კოდი 430.210.000.22.022.013.879) დამტკიცებულ მასწავლებლის პროფესიული განვითარების საგანმანათლებლო პროგრამის აკრედიტაციის დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი  ცვლილება:

ა) პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 1. რეგულირების სფერო

ეს დებულება ადგენს მასწავლებელის პროფესიული განვითარების საგანმანათლებლო პროგრამის (შემდგომში – პროგრამა) აკრედიტაციის სტანდარტებს (შემდგომში – სტანდარტები), აკრედიტაციის წესსა და პირობებს; საჯარო სამართლის იურიდიული პირის – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის (შემდგომში – ცენტრი) მიერ სტანდარტების შემოწმების პირობებს; საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის საბჭოს მიერ პროგრამისათვის აკრედიტაციის მინიჭების, აკრედიტაციის მინიჭებაზე უარის თქმისა და აკრედიტაციის გაუქმების წესს.“;

ბ) მე-7 მუხლის

 ბ.ა) მე-4 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „თ“ ქვეპუნქტი:

„თ) მწვრთნელებთან გაფორმებული ხელშეკრულებები.“;

ბ.ბ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. ამ მუხლის მე-4 პუნქტის „ბ“„გ“ და „თ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დოკუმენტები წარდგენილი უნდა იქნეს ასევე ელექტრონული ფორმით.“;

გ) მე-12 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. აკრედიტაციის ექსპერტები დამოუკიდებლად აფასებენ პროგრამას და შედეგებს ასახავენ დასკვნაში. ექსპერტთა დასკვნის ფორმა განისაზღვრება ცენტრის მიერ.“;

დ) მე-14 მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. ზეპირი მოსმენისა და აკრედიტაციის ექსპერტთა დასკვნის საფუძველზე საბჭო იღებს ერთ-ერთ შემდეგ გადაწყვეტილებას:

ა) პროგრამისათვის აკრედიტაციის მინიჭების შესახებ;

ბ) პროგრამისათვის აკრედიტაციის მინიჭებაზე უარის თქმის შესახებ;

გ) პროგრამის აკრედიტაციის გაუქმების შესახებ.“;

ე) მე-15 მუხლის მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. გადაწყვეტილება მიღებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში ქვეყნდება ცენტრის ვებგვერდზე.“;

ვ) მე-16 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. აკრედიტებული პროგრამის განმახორციელებელი პირი ვალდებულია ცენტრს ყოველწლიურად პირველი მაისიდან 31 მაისის ჩათვლით, წარუდგინოს თვითშეფასების ანგარიში ელექტრონული ფორმით.

3. თვითშეფასების ანგარიშის ფორმას ადგენს ცენტრი.“.

მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრიგიორგი მარგველაშვილი

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „მასწავლებლის პროფესიული განვითარების საგანმანათლებლო პროგრამის აკრედიტაციის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2009 წლის 4 დეკემბრის №1102 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 19.11.2012.
როდის იქნა მიღებული „მასწავლებლის პროფესიული განვითარების საგანმანათლებლო პროგრამის აკრედიტაციის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2009 წლის 4 დეკემბრის №1102 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
„მასწავლებლის პროფესიული განვითარების საგანმანათლებლო პროგრამის აკრედიტაციის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2009 წლის 4 დეკემბრის №1102 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 19.11.2012. მიმღები ორგანო — საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №241/ნ. სარეგისტრაციო კოდი — 430210000.22.022.016507.
რომელი დოკუმენტები უთითებენ „მასწავლებლის პროფესიული განვითარების საგანმანათლებლო პროგრამის აკრედიტაციის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2009 წლის 4 დეკემბრის №1102 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ზე?
legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
სად არის „მასწავლებლის პროფესიული განვითარების საგანმანათლებლო პროგრამის აკრედიტაციის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2009 წლის 4 დეკემბრის №1102 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 19.11.2012 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მინისტრის ბრძანება „მასწავლებლის პროფესიული განვითარების საგანმანათლებლო პროგრამის აკრედიტაციის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2009 წლის 4 დეკემბრის №1102 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე, №241/ნ, 19.11.2012, სარეგისტრაციო კოდი 430210000.22.022.016507 (კონსოლიდირებული რედაქცია 19.11.2012). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1778142/