საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სოხუმის კონსტანტინე გამსახურდიას სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის დებულების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 12.11.2012
გამომცემი ორგანო აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრი
ნომერი №302/ძ
სარეგისტრაციო კოდი 040030000.33.062.016016
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 16/11/2012
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,265 სიტყვა · ~6 წთ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

დოკუმენტის ტექსტი

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სოხუმის კონსტანტინე გამსახურდიას სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის დებულების დამტკიცების შესახებ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრის ბრძანება №302/ძ 2012 წლის 12 ნოემბერი ქ. თბილისი საჯარო სამართლის იურიდიული პირის  –  სოხუმის კონსტანტინე გამსახურდიას სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის, „სოხუმის კონსტანტინე გამსახურდიას სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის“ საჯარო სამართლის იურიდიულ პირად ჩამოყალიბების შესახებ“ აფხაზეთის მთავრობის 2005 წლის 01 ივლისის №36 დადგენილების მე-2 პუნქტის „ბ” ქვეპუნქტისა და „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს” დებულების მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის „ნ” ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: 1. დამტკიცდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სოხუმის კონსტანტინე გამსახურდიას სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის დებულება. 2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრის 2005 წლის 19 აგვისტოს №91 ბრძანება. 3. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.    მინისტრი                                                                                            თეიმურაზ მაისურაძე საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სოხუმის კონსტანტინე გამსახურდიას სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის დ ე ბ უ ლ ე ბ ა მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი 1. სოხუმის კონსტანტინე გამსახურდიას სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრი (შემდგომში – თეატრი), როგორც მხატვრულ-სანახაობითი დაწესებულება, საქართველოსა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის  სამართლებრივი აქტების და ამ დებულების საფუძველზე, დამოუკიდებლად წარმართავს თავის შემოქმედებით და სამეურნეო საქმიანობას. 2. თეატრი წარმოადგენს ხანგრძლივი ტრადიციების მქონე სარეპერტუარო, მრავალპროფილიან პროფესიულ სახელმწიფო დაწესებულებას, რომელსაც  ჰყავს მუდმივმოქმედი თეატრალური დასი, რომელთა უშუალო მონაწილეობით იდგმება თეატრალური ხელოვნების ნაწარმოებები – დრამატული, ტრაგიკული, კომედიური თუ სხვა სახის სცენური წარმოდგენები (სპექტაკლები). 3. თეატრს აქვს ბეჭედი, დამოუკიდებელი ბალანსი, სახაზინო ანგარიში, საანგარიშსწორებო და სხვა ანგარიშები საბანკო დაწესებულებებში. 4. თეატრი უფლებამოსილია გამოვიდეს მოსარჩელედ და მოპასუხედ სასამართლოში, შეიძინოს ქონებრივი და პირადი არაქონებრივი უფლებები, იკისროს ვალდებულებები, დადოს გარიგებები. 5. თეატრის იურიდიული მისამართია: საქართველო, ქ. თბილისი. ვაჟა ფშაველას №16 . მუხლი 2🔗. თეატრის ძირითადი მიზნები, ფუნქციები და საქმიანობის   საგანი 1. თეატრის ძირითად  მიზნებსა და საქმიანობის საგანს წარმოადგენს მსოფლიო და ეროვნულ ღირებულებათა განვითარების მიზნით მაღალხარისხოვანი სპექტაკლების დადგმა. 2. თეატრალური ხელოვნების პროპოგანდა და მოსახლეობის ფართო ფენების მხატვრული აღზრდა, ეროვნული თეატრალური ხელოვნების განვითარება, სასცენო ხელოვნების მეშვეობით სალიტერატურო ენის ნორმების დაცვა, ეროვნული თვითშეგნების განმტკიცება, ტრადიციების აღორძინება და განვითარება, ზოგადსაკაცობრიო იდეალების პროპაგანდა, საქართველოს თეატრალური ხელოვნების მსოფლიო კულტურულ სივრცეში გაერთიანება. მუხლი 3🔗. თეატრის უფლება-მოვალეობანი 1. თეატრის უფლებაა: ა) შემოქმედებითი საქმიანობის დამოუკიდებლობა და თავისუფლება; ბ) თავის მიერ შექმნილი მხატვრული პროდუქციით სარგებლობა „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად და აირჩიოს მის მიერ შექმნილი სპექტაკლის საჯარო შესრულებისათვის გამოსაყენებელი ნებისმიერი ფორმა, გადასცეს სპექტაკლის უფლება სხვა თეატრებს, აგრეთვე იურიდიულ და ფიზიკურ პირებს, გასცეს თანხმობა (რეჟისორის ან სპექტაკლის ავტორის თანხმობის საფუძველზე) საკუთარი პროდუქციის ტელევიზიითა და რადიოთი გადაცემის, სპექტაკლების ჩანაწერის, ტირაჟირების, რეალიზაციისა და გავრცელებისათვის როგორც საქართველოში, ასევე საზღვარგარეთ; გ) აწარმოოს მოლაპარაკებები და დადოს გარიგებები, აგრეთვე განახორციელოს სხვა სამართლებრივი ქმედებანი როგორც სახელმწიფო, ასევე კერძო სტრუქტურებთან; დ) წარმართოს შემოქმედებითი და სამეურნეო საქმიანობა საქართელოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. ამ საქმიანობიდან მიღებული შემოსავალი ხმარდება თეატრის მატერიალურ-ტექნიკური ბაზის განმტკიცებას, მის მუშაკთა სოციალურ დაცვას, შრომის ეკონომიკურ სტიმულირებას, აგრეთვე თეატრის დებულებით გათვალისწინებულ სხვა მოთხოვნათა განხორციელებას; ე) დამოუკიდებლად წარმართოს თავისი ეკონომიკური პროგრამა, განსაზღვროს  ბილეთების, სხვა პროდუქციისა და კულტურული მომსახურების რეალიზაციის წესი, დაადგინოს მათი ღირებულება; ვ) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროსთან შეთანხმებით გახსნას და დააფინანსოს ფილიალები ან წარმომადგენლობები; ზ) განახორციელოს საერთაშორისო თანამშრომლობა საქართველოს კანონმდებლობის, საერთაშორისო ხელშეკრულებების და შეთანხმებების, „სახელმწიფო თეატრების შაესახებ“ საქართველოს კანონისა და ამ დებულების შესაბამისად. 2. თეატრი ვალდებულია: ა) წარმართოს თავისი საქმიანობა საქართველოსა  და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციების, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების,  „საქართველოს თეატრების შესახებ”, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ” საქართველოს კანონების, საქართველოსა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონებისა და ამ დებულების შესაბამისად; ბ) წარმართოს შრომითი ურთიერთობანი ხელშეკრულების საფუძველზე, საქართველოს შრომითი კანონმდებლობის შესაბამისად; გ) შეასრულოს მოქმედი კანონმდებლობიდან და დადებული ხელშეკრულებებიდან გამომდინარე ვალდებულებები; დ) დაიცვას თეატრის მუშაკთა პროფესიული და სოციალური უფლებები; ე) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროსთან შეთანხმებით განსაზღვროს თეატრის საშტატო განრიგი და თეატრის სახელფასო ფონდი; ვ) საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა გათვალისწინებით შეიმუშაოს თეატრის შინაგანაწესი, განსაზღვროს თეატრში დასაქმებულ პირთა შრომის ანაზღაურების ნორმები და ოდენობა, სამუშაო დროისა და დასვენების ხანგრძლივობა საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. 3. თეატრმა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს თანხმობით შეიძლება განახორციელოს შემდეგი ქმედებები: ა) უძრავი ქონების შეძენა, გასხვისება და დატვირთვა; ბ) სესხის აღება; გ) თავდებობა; დ) საშტატო განრიგისა და ხელფასის ფონდის განსაზღვრა; ე) თანამშრომელთა მატერიალური წახალისებისათვის გამოსაყოფი სახსრების, აგრეთვე საჯარო სამართლის იურიდიული პირის მიერ შესაძენი საწვავისა და გასაწევი საკომუნიკაციო ხარჯების ლიმიტების განსაზღვრა; ვ)   სხვა გადაწყვეტილებები საჯარო სამართლის იურიდიული პირის ქონებასთან დაკავშირებით, თუ ისინი სცილდება ჩვეულებრივი საქმიანობის ფარგლებს. 4. მე-3 პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ ქმედებათა განსახორციელებლად აუცილებელია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა სამინისტროს თანხმობა. 5. სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს უარი მე-3 პუნქტით განსაზღვრული ქმედებების განხორციელებაზე უნდა იყოს დასაბუთებული. უარი შეიძლება გასაჩივრდეს ზემდგომ სახელმწიფო ორგანოში ან/და სასამართლოში. მუხლი 4🔗. თეატრის მართვა 1. თეატრის მართვა ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობისა და ამ დებულების შესაბამისად. 2. თეატრი შედგება თეატრის ხელმძღვანელობის, თეატრალური დასისა და ადმინისტრაციულ-ტექნიკური პერსონალისაგან. 3. თეატრის მმართველსა და სამხატვრო ხელმძღვანელს  თანამდებობაზე ნიშნავს და  თანამდებობიდან ათავისუფლებს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი. 4. თეატრის მმართველი: ა) წარმოადგენს თეატრს და პერსონალურად აგებს პასუხს თეატრის საქმიანობაზე; ბ) წარმართვას თეატრის ადმინისტრაციულ, ორგანიზაციულ და ფინანსურ საქმიანობას; გ) წყვეტს თეატრის დასის და ადმინისტრაციულ-ტექნიკური პერსონალის მოწვევა-გათავისუფლების საკითხს; დ) თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელთან შეთანხმებით დებს შრომით ხელშეკრულებებს თეატრალური დასის წევრებთან საქართველოს შრომის კანონმდებლობით დადგენილი წესით; ე) მინდობილობის გარეშე წარმოადგენს თეატრს და მისი სახელით, კანონით დადგენილი წესით, ხელს აწერს დოკუმენტებს, საბანკო დაწესებულებებში ხსნის და აუქმებს საანგარიშსწორებო და სხვა ანგარიშებს, საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული წესით დებს ხელშეკრულებებს, გამოსცემს ბრძანებებს, გასცემს რწმუნებულებებს; ვ) თეატრისა და მასზე დაკისრებული მოვალეობის განსახორციელებლად შეუძლია შექმნას სათათბირო ორგანო (სამხატვრო საბჭო ან სხვა); ზ) სამხატვრო ხელმძღვანელთან შეთანხმებით ადგენს ბიუჯეტის პროექტს და წარუდგენს აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტროს; თ) ახორციელებს  კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა საქმიანობას. 5. თეატრის სამხატვრო საბჭო: ა) ხელმძღვანელობს თეატრის საქმიანობას საქართველოსა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონმდებლობის შესაბამისად; ბ) ადგენს თეატრის რეპერტუარს და განსაზღვრავს სარეპერტუარო პოლიტიკას; გ) კომპეტენციის ფარგლებში გამოსცემს სამართლებრივ აქტებს; დ) ახორციელებს კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებას. 6. თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი: ა) წარმართავს თეატრის შემოქმედებით საქმიანობას და პასუხისმგებელია ამ საქმიანობაზე; ბ) თეატრის მმართველს წარუდგენს წინადადებებს დასის წევრთა მოწვევა-გათავისუფლებისა და მათი შრომის ანაზღაურების ოდენობის განსაზღვრის თაობაზე; გ) უფლებამოსილია უხელმძღვანელოს სამხატვრო საბჭოს ან სხვა სათათბირო ორგანოს; დ) ბიუჯეტის პროექტთან დაკავშირებით წინადადებებს წარუდგენს თეატრის მმართველს; ე) ახორციელებს  კანონმდებლობით დაკისრებულ სხვა საქმიანობას. 7. იმ შემთხვევაში, თუ თეატრს არ ჰყავს სამხატვრო ხელმძღვანელი, მისთვის ამ დებულებით განსაზღვრულ უფლება-მოვალეობებს ახორციელებს თეატრის მმართველი. 8. თეატრს შეიძლება ჰყავდეს: ა) მთავარი რეჟისორი (რეჟისორები), იმ  შემთხვევაში, თუ თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი ან თეატრის მმართველი არ არის რეჟისორი; ბ) მთავარი ბალეტმაისტერი და მთავარი ქორმაისტერი. 9. თეატრში მთავარ რეჟისორს, მთავარ ბალეტმაისტერსა და ქორმაისტერს სამხატვრო ხელმძღვანელთან შეთანხმებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს და მათთან შრომით ხელშეკრულებებს დებს თეატრის მმართველი. მუხლი  5🔗. თეატრის ქონება და სამეურნეო საქმიანობა 1. თეატრის ქონებას წარმოადგენს მის ბალანსზე რიცხული ინვენტარი დანადგარ-მოწყობილობებით, სატრანსპორტო საშუალებები და სხვა ქონება, რომელიც მას გადაცემული აქვს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად. 2. თეატრის ქონებაა ინტელექტუალური საკუთრება და ძირითადი აქტივები, რომლებიც მის სტრუქტურაშია თავმოყრილი. 3. თეატრს უფლება აქვს პროფესიული საქმიანობის გასაუმჯობესებლად, კანონმდებლობით დადგენილი წესით, განკარგოს კანონით ნებადართული კომერციული საქმიანობის განხორციელების შედეგად დარჩენილი შემოსავლები, რომლებიც საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილი გადასახადების გადახდის შემდეგ მთლიანად ხმარდება თეატრს. მუხლი 6🔗. თეატრის დაფინანსების წყაროები 1. თეატრის დაფინანსების წყაროებია: ა) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტიდან მიღებული დაფინანსება; ბ) სხვა შემოსავლები, რომელიც არ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას. მუხლი 7🔗. თეატრის საქმიანობის ბუღალტრული ანგარიშგება და კონტროლი 1. თეატრის სამეურნეო-საფინანსო წელი ემთხვევა კალენდარულ წელს. 2. თეატრი აწარმოებს საბუღალტრო და სტატისტიკურ აღრიცხვას და წარადგენს ანგარიშგებებს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. 3. მიმდინარე წლის დასრულებამდე უფლებამოსილ ორგანოს დასამტკიცებლად წარუდგენს მომდევნო წლის ბიუჯეტის პროექტს. მუხლი 8🔗. თეატრის სახელმწიფო კონტროლი 1. თეატრის საქმიანობა ექვემდებარება სახელმწიფო კონტროლს, რაც გულისხმობს მის მიერ განხორციელებული საქმიანობის კანონიერების, მიზანშეწონილობის, ეფექტურობისა და საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის ზედამხედველობას. 2. თეატრის სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტრო, რომელსაც უფლება აქვს მოითხოვოს კონტროლის განსახორციელებლად საჭირო მასალებისა და ინფორმაციის წარმოდგენა. 3. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტრო უფლებამოსილია შეაჩეროს ან გააუქმოს თეატრის არამართლზომიერი გადაწყვეტილება. მუხლი 9🔗. თეატრის ლიკვიდაცია-რეორგანიზაცია 1. თეატრის, როგორც საჯარო სამართლის იურიდიული პირის, ლიკვიდაცია ან რეორგანიზაცია ხორციელდება საქართველოსა და აფხაზეთის კანონმდებლობით დადგენილი წესით. 2. ლიკვიდაციის შედეგად დარჩენილი ქონება გადადის სახელმწიფოს საკუთრებაში. მუხლი 10🔗. გარდამავალი დებულებანი წინამდებარე დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.