საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აფხაზეთის მოზარდ–ახალგაზრდობის შემოქმედებითი ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 12.11.2012
ძალის დაკარგვა 17.11.2017
გამომცემი ორგანო აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრი
ნომერი №304/ძ
სარეგისტრაციო კოდი 040030000.33.062.016018
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 16/11/2012
კონსოლიდირებული ვერსიები
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
- საჯარო სამართლის იურიდიული პირის - კინოცენტრ „ქართული ფილმი - აფხაზეთის“, საჯარო სამართლის იურიდიული პირის - აფხაზეთის მოზარდ-ახალგაზრდობის შემოქმედებითი ცენტრის, საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აფხაზეთის საგამომცემლო ცენტრის რეორგანიზაციისა და მათ ბაზაზე საჯარო სამართლის იურიდიული პირის - „აფხაზეთის კულტურისა და ხელოვნების ცენტრის“ შექმნის შესახებ ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დადგენილება 13.11.2017
დოკუმენტის ტექსტი
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აფხაზეთის მოზარდ–ახალგაზრდობის შემოქმედებითი ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრის ბრძანება №304/ძ
2012 წლის 12 ნოემბერი
ქ. თბილისი
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აფხაზეთის მოზარდ-ახალგაზრდობის შემოქმედებითი ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აფხაზეთის მოზარდ-ახალგაზრდობის შემოქმედებითი ცენტრის შექმნის შესახებ“ აფხაზეთის მთავრობის 2010 წლის 18 მაისის №16 დადგენილების მე-2 მუხლის „ბ“ პუნქტის და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს დებულების მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის „ნ” ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აფხაზეთის მოზარდ-ახალგაზრდობის შემოქმედებითი ცენტრის“ თანდართული დებულება.
2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრის 2010 წლის 27 მაისის №104/ძ ბრძანება.
3. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
მინისტრი თეიმურაზ მაისურაძე
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აფხაზეთის მოზარდ-ახალგაზრდობის შემოქმედებითი ცენტრის
დ ე ბ უ ლ ე ბ ა
მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი
1. საჯარო სამართლის იურიდიული პირი – აფხაზეთის მოზარდ-ახალგაზრდობის შემოქმედებითი ცენტრი (შემდგომში – ცენტრი) შექმნილია „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ” საქართველოს კანონის საფუძველზე.
2. ცენტრს აქვს ბეჭედი, დამოუკიდებელი ბალანსი, სახაზინო ანგარიში, საანგარიშსწორებო და სხვა ანგარიშები საბანკო დაწესებულებებში.
3. ცენტრი საკუთარი სახელით ახორციელებს თავის უფლებებსა და მოვალეობებს, დებს გარიგებებს და შეუძლია გამოვიდეს სასამართლოში მოსარჩელედ ან მოპასუხედ.
4. ცენტრის იურიდიული მისამართია: ქ. თბილისი, ვაჟა-ფშაველას გამზირი №76 ბ.
მუხლი 2🔗. ცენტრის მიზნები და ამოცანები
ცენტრის ძირითადი მიზნები, ამოცანები და საქმიანობის საგანია:
ა) ახალგაზრდული პოლიტიკის ძირითად მიმართულებათა შესაბამისად აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ახალგაზრდობის ინტელექტუალური, სულიერი და ფიზიკური პოტენციალის გამოვლენის, ფორმირებისა და სრულყოფისათვის შესაბამისი პირობების შექმნა;
ბ) ბავშვებში და ახალგაზრდებში პატრიოტული სულისკვეთების გაღრმავებისა და ბავშვებისა და ახალგაზრდობის პრობლემების გადაჭრისათვის გამიზნული მიზნობრივი პროგრამების შემუშავება და მათ განხორციელებაში მონაწილეობის მიღება;
გ) სხვადასხვა კატეგორიის სოციალურად დაუცველ ბავშვებზე ზრუნვის ხელშეწყობა. განსაკუთრებული ნიჭით დაჯილდოვებული ბავშვებისა და ახალგაზრდების შემოქმედებითი პოტენციალის გამოვლენისათვის ხელშეწყობა;
დ) ახალგაზრდული დღეებისა და თამაშობების ორგანიზებაში დახმარების აღმოჩენა. ცენტრის ბაზაზე მოზარდთა ინტერესების შესაბამისად კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრების, პროფილური კლუბებისა და სტუდიების შექმნის ხელშეწყობა;
ე) ბავშვებისა და ახალგაზრდებისათვის თავისუფალი დროის ორგანიზება და ცხოვრების ჯანსაღი წესის პროპაგანდის, დანერგვისა და დამკვიდრებისათვის ხელშეწყობა. ფიზიკურად და სულიერად ჯანსაღი და ჰარმონიულად განვითარებული მომავალი თაობის აღზრდისათვის ხელშეწყობა და ბავშვთა აღზრდის პრობლემების გადაჭრაში მონაწილეობა;
ზ) ბავშვთა და ახალგაზრდულ კავშირებს შორის ურთიერთობის ხელშეწყობა და ამ მიზნით ტრენინგ-სემინარების, კონფერენციების, სიმპოზიუმების, კონცერტების, ფესტივალების, გამოფენების, საქველმოქმედო აქციებისა და სხვა ღონისძიებათა მოწყობა;
თ) ბავშვებისა და ახალგაზრდების შემეცნებით-შემოქმედებითი და დასვენება-გაჯანსაღების ფართომასშტაბიანი პროგრამების განხორციელება, ბავშვთა და ახალგაზრდული ტურიზმის განვითარებისათვის ხელშეწყობა;
ი) ახალგაზრდული პოლიტიკის რეალიზაციის მიზნით, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, საქართველოსა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებებთან თანამშრომლობა.
მუხლი 3🔗. ცენტრის უფლება-მოვალეობები
1. ცენტრის უფლებაა:
ა) კანონმდებლობით დადგენილი წესების დაცვით განახორციელოს თავისი პროფილის შესაბამისი საქმიანობა, დამოუკიდებლად შეიმუშაოს, დაამტკიცოს თავისი საქმიანობისათვის საჭირო პროექტები და პროგრამები, მონაწილეობა მიიღოს საბავშვო პოლიტიკის პრიორიტეტების განხორციელებაში და ამ მიზნით გასწიოს საკონსულტაციო, საორგანიზაციო და სხვა სახის საქმიანობა;
ბ) მასობრივი ინფორმაციის საშულებების გამოყენებით პოპულარიზაცია გაუწიოს საკუთარ საქმიანობას როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთ, ხელი შეუწყოს აფხაზეთის მოზარდ-ახალგაზრდების დამეგობრებას უცხოელ თანატოლებთან, მათ შორის, ქართული დიასპორის წარმომადგენლებთან;
გ) განათავსოს სპეციალური ვებ-გვერდი ადგილობრივ და საერთაშორისო ქსელებში, გამოსცეს მეცნიერულ-ტექნიკური, პოპულარული, სასწავლო, ლიტერატურული და სხვა სახის პერიოდული გამოცემები, შეიმუშაოს სპეციალური საგანმანათლებლო პროგრამები ქვეყნის ბუნების, ისტორიის, ეთნოგრაფიისა და კულტურული მემკვიდრეობის შესწავლის მიზნით;
დ) მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად დაამყაროს ურთიერთობები საქართველოს და საზღვარგარეთის იურიდიულ და ფიზიკურ პირებთან, დადოს მათთან გარიგებები;
ე) მოაწყოს ტრენინგ-სემინარები, კონფერენციები, სიმპოზიუმები, ოლიმპიადები, კონცერტები, ფესტივალები, გამოფენები, საქველმოქმედო აქციები, გამაჯანსაღებელი და შემეცნებით-შემოქმედებითი სახის ღონისძიებები სოციალურად დაუცველი, აგრეთვე სწავლაში, ხელოვნებასა და სპორტში განსაკუთრებით გამორჩეული ბავშვებისა და ახალგაზრდებისათვის;
ვ) განახორციელოს საქართველოსა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონმდებლობით ნებადართული სხვა საქმიანობა.
2. ცენტრის ვალდებულებაა:
ა) წარმართოს თავისი საქმიანობა საქართველოსა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციების, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ” საქართველოს კანონის, საქართველოსა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონებისა და ამ დებულების შესაბამისად;
ბ) წარმართოს შრომითი ურთიერთობანი ხელშეკრულების საფუძველზე. საქართველოს შრომითი კანონმდებლობის შესაბამისად;
გ) შეასრულოს მოქმედი კანონმდებლობიდან და დადებული ხელშეკრულებებიდან გამომდინარე ვალდებულებები;
დ) დაიცვას მუშაკთა პროფესიული და სოციალური უფლებები;
ე) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროსთან შეთანხმებით განსაზღვროს ცენტრის საშტატო განრიგი და სახელფასო ფონდი;
ვ) საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა გათვალისწინებით შეიმუშაოს ცენტრის შინაგანაწესი, განსაზღვროს ცენტრში დასაქმებულ პირთა შრომის ანაზღაურების ნორმები და ოდენობა, სამუშაო დროისა და დასვენების ხანგრძლივობა საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, ორგანიზება გაუწიოს და განახორციელოს მუშაკთა დაცვა და სხვა პროექტები საზღვარგარეთის ქვეყნებთან (მათ შორის, ერთობლივი პროექტები).
3. ცენტრმა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს თანხმობით შეიძლება განახორციელოს შემდეგი ქმედებები:
ა) უძრავი ქონების შეძენა, გასხვისება და დატვირთვა;
ბ) სესხის აღება;
გ) თავდებობა;
დ) საშტატო განრიგისა და ხელფასის ფონდის განსაზღვრა;
ე) თანამშრომელთა მატერიალური წახალისებისათვის გამოსაყოფი სახსრების, აგრეთვე საჯარო სამართლის იურიდიული პირის მიერ შესაძენი საწვავისა და გასაწევი საკომუნიკაციო ხარჯების ლიმიტების განსაზღვრა;
ვ) სხვა გადაწყვეტილებები საჯარო სამართლის იურიდიული პირის ქონებასთან დაკავშირებით, თუ ისინი სცილდება ჩვეულებრივი საქმიანობის ფარგლებს.
4. მე-3 პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ ქმედებათა განსახორციელებლად აუცილებელია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა სამინისტროს თანხმობა.
5. სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს უარი მე-3 პუნქტით განსაზღვრული ქმედებების განხორციელებაზე უნდა იყოს დასაბუთებული. უარი შეიძლება გასაჩივრდეს ზემდგომ სახელმწიფო ორგანოში ან/და სასამართლოში.
მუხლი 4🔗. ცენტრის მართვა
1. ცენტრის მართვას ახორციელებს დირექტორი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი.
2. ცენტრის დირექტორი:
ა) ხელმძღვანელობს ცენტრის საქმიანობას, მასვე ეკისრება პასუხისმგებლობა ცენტრის საკუთრებაში არსებული ქონებისა და ფულადი სახსრების მიზნობრივად და სწორად ხარჯვაზე;
ბ) თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს ცენტრის დირექტორის მოადგილე(ებ)ს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრთან შეთანხმებით;
გ) საქართველოს შრომის კანონმდებლობით დადგენილი წესით აფორმებს შრომით ხელშეკრულებებს ცენტრის თანამშრომლებსა და საჭიროებისამებრ დროებით მოწვეულ სპეციალისტებთან;
დ) ანაწილებს თანამშრომლებს შორის ფუნქციებსა და საქმიანობის სფეროებს;
ე) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროსთან შეთანხმებით ამტკიცებს ცენტრის საშტატო განრიგს და ხელფასის ფონდს;
ვ) დადგენილი წესის შესაბამისად წყვეტს ცენტრის თანამშრომელთა პრემიებისა და მატერიალური დახმარების, ცენტრის თანამშრომელთა მიმართ წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის გამოყენების საკითხებს;
ზ) ამტკიცებს ცენტრის შინაგანაწესს, ინსტრუქციებსა და საკონტრაქტო პირობებს;
თ) მინდობილობის გარეშე მოქმედებს ცენტრის სახელით და წარმოადგენს მის ინტერესებს ადმინისტრაციულ ორგანოებში;
ი) დებს ხელშეკრულებებს, გასცემს მინდობილობებს;
კ) კომპეტენციის ფარგლებში გამოსცემს სამართლებრივ აქტებს;
ლ) აკონტროლებს ცენტრის თანამშრომელთა მიერ მათზე დაკისრებული სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას;
მ) დებულებით განსაზღვრული მიზნებისა და ამოცანების მისაღწევად უფლებამოსილია განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა მოქმედებები.
მუხლი 5🔗. ცენტრის ქონება
ცენტრის ქონებას წარმოადგენს მის ბალანსზე რიცხული ძირითადი აქტივები.
მუხლი 6🔗. ცენტრის დაფინანსების წყაროები
1. ცენტრის დაფინანსების წყაროებია:
ა) სახელმწიფო შეკვეთის შესრულებიდან მიღებული შემოსავალი;
ბ) ხელშეკრულების საფუძველზე შესრულებული სამუშაოებიდან მიღებული შემოსავალი;
გ) საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავლები.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული სახსრები და შემოსავლები მთლიანად ხმარდება ცენტრის მიზნებისა და ფუნქციების განხორციელებას და მათი რაიმე სხვა მიზნით გამოყენება აკრძალულია.
მუხლი 7🔗. ცენტრის საბუღალტრო აღრიცხვა-ანგარიშგება
1. ცენტრი ვალდებულია კანონმდებლობით დადგენილი წესით აწარმოოს საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის საბუღალტრო აღრიცხვა-ანგარიშგება, შეადგინოს ბალანსი და დადგენილ ვადაში წარუდგინოს შესაბამის ორგანოებს.
მუხლი 8🔗. სახელმწიფო კონტროლი
1. ცენტრის საქმიანობა ექვემდებარება სახელმწიფო კონტროლს, რაც გულისხმობს მის მიერ განხორციელებული საქმიანობის კანონიერების, მიზანშეწონილობის, ეფექტიანობის და საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის ზედამხედველობას.
2. ცენტრის საქმიანობის სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტრო, რომელსაც უფლება აქვს მოითხოვოს კონტროლის განსახორციელებლად საჭირო მასალებისა და ინფორმაციის წარმოდგენა.
3. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტრო უფლებამოსილია შეაჩეროს ან გააუქმოს თეატრის არამართლზომიერი გადაწყვეტილება.
მუხლი 9🔗. ცენტრის ლიკვიდაცია-რეორგანიზაცია
1. საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ცენტრ ლიკვიდაცია ან რეორგანიზაცია ხორციელდება საქართველოსა და აფხაზეთის კანონმდებლობით დადგენილი წესით.
2. ლიკვიდაციის შემდეგ დარჩენილი ქონება გადადის სახელმწიფოს საკუთრებაში.
მუხლი 10🔗. გარდამავალი დებულებანი
დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.