საჯარო სამართლის იურიდიული პირის - აფხაზეთის მოზარდ - მაყურებელთა სახელმწიფო თეატრის „თეთრი ტალღის“ დებულების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 12.11.2012
ძალის დაკარგვა 02.04.2014
გამომცემი ორგანო აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრი
ნომერი №306/ძ
სარეგისტრაციო კოდი 040030000.33.062.016020
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 16/11/2012
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,253 სიტყვა · ~6 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
12.11.2012 მიღება
02.04.2014 ძალის დაკარგვა
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

საჯარო სამართლის იურიდიული პირის - აფხაზეთის მოზარდ - მაყურებელთა სახელმწიფო თეატრის „თეთრი ტალღის“ დებულების დამტკიცების შესახებ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრის ბრძანება №306/ძ 2012 წლის 12 ნოემბერი     ქ. თბილისი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აფხაზეთის მოზარდ მაყურებელთა სახელმწიფო თეატრის „თეთრი ტალღა“ დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის, „აფხაზეთის მოზარდ მაყურებელთა სახელმწიფო თეატრის „თეთრი ტალღა” საჯარო სამართლის იურიდიულ პირად ჩამოყალიბების შესახებ” აფხაზეთის მთავრობის 2007 წლის 26 მარტის №12 დადგენილების მე-2 პუნქტის „ბ” ქვეპუნქტისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს დებულების მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის „ნ” ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: 1. დამტკიცდეს „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აფხაზეთის მოზარდ მაყურებელთა სახელმწიფო თეატრის „თეთრი ტალღა” დებულება. 2.  ძალადაკარგულად გამოცხადდეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრის 2007 წლის 24 ივლისის №335/ძ ბრძანება. 3. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. მინისტრი                                                                   თეიმურაზ მაისურაძე საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აფხაზეთის მოზარდ მაყურებელთა სახელმწიფო თეატრის „თეთრი ტალღა“ დებულება მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი 1. აფხაზეთის მოზარდ მაყურებელთა სახელმწიფო თეატრი „თეთრი ტალღა“ (შემდგომში – თეატრი), როგორც მხატვრულ-სანახაობითი დაწესებულება, საქართველოს და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის  სამართლებრივი აქტების და ამ დებულების საფუძველზე დამოუკიდებლად წარმართავს თავის შემოქმედებით და სამეურნეო საქმიანობას. 2. თეატრი წარმოადგენს ხანგრძლივი ტრადიციების მქონე სარეპერტუარო, მრავალპროფილიან პროფესიულ სახელმწიფო დაწესებულებას, ჰყავს მუდმივმოქმედი თეატრალური დასი, რომელთა უშუალო მონაწილეობით იდგმება თეატრალური ხელოვნების ნაწარმოებები – დრამატული, ტრაგიკული, კომედიური თუ სხვა სახის სცენური წარმოდგენები (სპექტაკლები). 3. თეატრს აქვს ბეჭედი, დამოუკიდებელი ბალანსი, სახაზინო ანგარიში, საანგარიშსწორებო და სხვა ანგარიშები საბანკო დაწესებულებებში. 4. თეატრი უფლებამოსილია გამოვიდეს მოსარჩელედ და მოპასუხედ სასამართლოში, შეიძინოს ქონებრივი და პირადი არაქონებრივი უფლებები, იკისროს ვალდებულებები, დადოს გარიგებები. 5. თეატრის იურიდიული მისამართია: ქ. თბილისი, ქ. წამებულის  გამზირი №94. მუხლი 2🔗. თეატრის ძირითადი მიზნები, ფუნქციები და საქმიანობის საგანი თეატრის ძირითად მიზნებსა და საქმიანობის საგანს წარმოადგენს მსოფლიო და ეროვნულ ღირებულებათა განვითარების მიზნით მაღალხარისხოვანი სპექტაკლების დადგმა, მათი მეშვეობით თეატრალური ხელოვნების პროპოგანდა და მოზარდი ახალგაზრდობის მხატვრული აღზრდა, ეროვნული თეატრალური ხელოვნების განვითარება, სასცენო ხელოვნების მეშვეობით სალიტერატურო ენის ნორმების დაცვა, ეროვნული თვითშეგნების განმტკიცება, ტრადიციების აღორძინება და განვითარება, ზოგადსაკაცობრიო იდეალების პროპაგანდა, საქართველოს თეატრალური ხელოვნების მსოფლიო კულტურულ სივრცეში გაერთიანება. მუხლი 3🔗. თეატრის უფლება-მოვალეობანი 1. თეატრის  უფლებაა: ა) მიიღოს დამოუკიდებელი გადაწყვეტილება, რომელიც უზრუნველყოფს შემოქმედებითი მოღვაწეობის თავისუფლებას, შემოქმედებითი მიმართულებების განსაზღვრას, რეპერტუარის არჩევასა და ნებისმიერი სარეკლამო მასალის პუბლიკაციას; ბ) ისარგებლოს მის მიერ შექმნილი მხატვრული პროდუქციით „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად და აირჩიოს მის მიერ შექმნილი სპექტაკლის საჯარო შესრულებისათვის გამოსაყენებელი ნებისმიერი ფორმა, გადასცეს სპექტაკლის უფლება სხვა თეატრებს, აგრეთვე იურიდიულ და ფიზიკურ პირებს, გასცეს თანხმობა (რეჟისორის ან სპექტაკლის ავტორის თანხმობის საფუძველზე) საკუთარი პროდუქციის ტელევიზიითა და რადიოთი გადაცემის, სპექტაკლების ჩანაწერის, ტირაჟირების, რეალიზაციისა და გავრცელებისათვის როგორც საქართველოში, ასევე საზღვარგარეთ; გ) აწარმოოს მოლაპარაკებანი და დადოს გარიგებანი, აგრეთვე განახორციელოს სხვა იურიდიული ქმედებანი როგორც სახელმწიფო, ასევე კერძო ორგანიზაციებთან; დ) წარმართოს სამეურნო-ეკონომიკური საქმიანობა საქართელოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. ამ საქმიანობიდან მიღებული შემოსავალი ხმარდება თეატრის მატერიალურ-ტექნიკური ბაზის განმტკიცებას, მის მუშაკთა სოციალურ დაცვას, შრომის ეკონომიკურ სტიმულირებას, აგრეთვე თეატრის დებულებით გათვალისწინებულ სხვა მოთხოვნათა განხორციელებას; ე) დამოუკიდებლად წარმართოს თავისი ეკონომიკური პროგრამა, განსაზღვროს ბილეთების, სხვა პროდუქციისა და კულტურული მომსახურების რეალიზაციის წესი, დაადგინოს მათი ღირებულება; ვ) განახორციელოს საერთაშორისო თანამშრომლობა საქართველოს კანონმდებლობის, საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების, აგრეთვე ამ დებულების შესაბამისად. 2. თეატრი ვალდებულია: ა) წარმართოს თავისი საქმიანობა საქართველოსა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის  კონსტიტუციების, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების, „საქართველოს თეატრების შესახებ”, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ” საქართველოს კანონების, საქართველოსა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონებისა და ამ დებულების შესაბამისად; ბ) წარმართოს შრომითი ურთიერთობანი ხელშეკრულების საფუძველზე, საქართველოს შრომითი კანონმდებლობის შესაბამისად; გ) შეასრულოს მოქმედი კანონმდებლობიდან და დადებული ხელშეკრულებებიდან გამომდინარე ვალდებულებები; დ) დაიცვას თეატრის მუშაკთა პროფესიული და სოციალური უფლებები; ე) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროსთან შეთანხმებით განსაზღვროს თეატრის საშტატო განრიგი და თეატრის სახელფასო ფონდი; ვ) საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა, გათვალისწინებით შეიმუშაოს თეატრის შინაგანაწესი, განსაზღვროს თეატრში დასაქმებულ პირთა შრომის ანაზღაურების ნორმები და ოდენობა, სამუშაო დროისა და დასვენების ხანგრძლივობა საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. 3. თეატრმა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს თანხმობით, შეიძლება განახორციელოს შემდეგი ქმედებები: ა) უძრავი ქონების შეძენა, გასხვისება და დატვირთვა; ბ) სესხის აღება; გ) თავდებობა; დ) საშტატო განრიგისა და ხელფასის ფონდის განსაზღვრა; ე) თანამშრომელთა მატერიალური წახალისებისათვის გამოსაყოფი სახსრების, აგრეთვე საჯარო სამართლის იურიდიული პირის მიერ შესაძენი საწვავისა და გასაწევი საკომუნიკაციო ხარჯების ლიმიტების განსაზღვრა; ვ)   სხვა გადაწყვეტილებები საჯარო სამართლის იურიდიული პირის ქონებასთან დაკავშირებით, თუ ისინი სცილდება ჩვეულებრივი საქმიანობის ფარგლებს. 4. მე-3 პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ ქმედებათა განსახორციელებლად აუცილებელია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა სამინისტროს თანხმობა. 5. სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს უარი მე-3 პუნქტით განსაზღვრული ქმედებების განხორციელებაზე უნდა იყოს დასაბუთებული. უარი შეიძლება გასაჩივრდეს ზემდგომ სახელმწიფო ორგანოში ან/და სასამართლოში. მუხლი 4🔗. თეატრის მართვა 1. თეატრის მართვა ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობის და ამ დებულების  შესაბამისად. 2. თეატრი შედგება თეატრის ხელმძღვანელობის, თეატრალური დასისა და ადმინისტრაციულ-ტექნიკური პერსონალისაგან. 3. თეატრის მმართველსა და სამხატვრო ხელმძღვანელს  თანამდებობაზე ნიშნავს და  თანამდებობიდან ათავისუფლებს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი. 4. თეატრის მმართველი: ა) წარმოადგენს თეატრს და პერსონალურად აგებს პასუხს თეატრის საქმიანობაზე; ბ) წარმართავს თეატრის ადმინისტრაციულ, ორგანიზაციულ და ფინანსურ საქმიანობას; გ) თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელთან შეთანხმებით დებს შრომით ხელშეკრულებებს თეატრალური დასის წევრებთან, საქართველოს შრომის კანონმდებლობით დადგენილი წესით; დ) საქართველოს შრომის კანონმდებლობის შესაბამისად, წყვეტს თეატრის ადმინისტრაციულ-ტექნიკური პერსონალის მოწვევა-გათავისუფლების საკითხს; ე) მინდობილობის გარეშე წარმოადგენს თეატრს და თეატრის სახელით, კანონით დადგენილი წესით,  ბანკში ხსნის და აუქმებს საანგარიშსწორებო და სხვა ანგარიშებს, დებს ხელშეკრულებებს, გამოსცემს ბრძანებებს, საკონტრაქტო და სხვა სახის შრომითი ურითიერთობების თაობაზე საქართველოს შრომითი კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით, უფლებამოსილია დანიშნოს რწმუნებულები, გასცეს მინდობილობები თეატრის ინტერესებიდან გამომდინარე; ვ) სამხატვრო ხელმძღვანელთან შეთანხმებით ადგენს ბიუჯეტის პროექტს, ადგენს წლიურ ბალანსს და შესათანხმებლად  წარუდგენს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს; ზ) იმ შემთხვევაში, თუ თეატრს არ ჰყავს სამხატვრო ხელმძღვანელი მის უფლება-მოვალეობებს ახორციელებს თეატრის მმართველი; თ) ახორციელებს  კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა საქმიანობას. 5. „სახელმწიფო თეატრების შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად, თეატრს შეიძლება ჰყავდეს სამხატვრო ხელმძღვანელი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრის გადაწყვეტილებით. 6. თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი: ა) წარმართავს თეატრის შემოქმედებით საქმიანობას და პასუხისმგებელია ამ საქმიანობაზე ; ბ) თეატრის მმართველს წარუდგენს წინადადებებს დასის წევრთა მოწვევა-გათავისუფლებისა და მათი შრომის ანაზღაურების ოდენობის თაობაზე; გ) ბიუჯეტის პროექტთან დაკავშირებით წინადადებებს წარუდგენს თეატრის მმართველს; დ) ახორციელებს  კანონმდებლობით დაკისრებულ სხვა საქმიანობას. 7. თეატრს შეიძლება ჰყავდეს: ა) მთავარი რეჟისორი, იმ  შემთხვევაში, თუ თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი ან თეატრის მმართველი არ არის რეჟისორი; ბ) მთავარი ბალეტმაისტერი და მთავარი ქორმაისტერი. 8. თეატრში მთავარ რეჟისორს, მთავარ ბალეტმაისტერსა და ქორმაისტერს სამხატვრო ხელმძღვანელთან შეთანხმებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს და მათთან შრომით ხელშეკრულებებს დებს თეატრის მმართველი. 9. თეატრის მთავარი რეჟისორი: ა) თეატრის მმართველთან და სამხატვრო ხელმძღვანელთან ერთად  ახორციელებს სარეპერტუარო პოლიტიკას და შეარჩევს დასადგმელ პიესას; ბ) დგამს სპექტაკლებს: გ) ატარებს რეპეტიციებს; დ) საჭიროების შემთხვევაში, აღადგენს ძველ სპექტაკლს.     მუხლი 5🔗. თეატრის ქონება და სამეურნეო საქმიანობა 1. თეატრის ქონებას წარმოადგენს მის ბალანსზე რიცხული ინვენტარი, დანადგარ-მოწყობილობები, სატრანსპორტო საშუალებები და სხვა ქონება, რომელიც მას გადაცემული აქვს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად. 2. თეატრს უფლება აქვს პროფესიული საქმიანობის გასაუმჯობესებლად, კანონმდებლობით დადგენილი წესით, განკარგოს კანონით ნებადართული სამეურნეო (კომერციული) საქმიანობის განხორციელების შედეგად დარჩენილი შემოსავლები, რომლებიც საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილი გადასახადების გადახდის შემდეგ, მთლიანად ხმარდება თეატრს. 3. თეატრის ქონებად ითვლება აგრეთვე ინტელექტუალური საკუთრება და არამატერიალური აქტივი, რომელიც მის სტრუქტურაშია თავმოყრილი.  მუხლი 6🔗. თეატრის დაფინანსების წყაროები 1. თეატრის დაფინანსების წყაროებია: ა) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტიდან მიღებული დაფინანსება; ბ) სხვა შემოსავლები, რომლებიც არ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას. მუხლი 7🔗. თეატრის საქმიანობის ბუღალტრული ანგარიშგება და კონტროლი 1. თეატრის სამეურნეო-საფინანსო წელი ემთხვევა კალენდარულ წელს. 2. თეატრი აწარმოებს საბუღალტრო და სტატისტიკურ აღრიცხვას და წარადგენს ანგარიშგებებს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. 3. მიმდინარე წლის დასასრულამდე უფლებამოსილ ორგანოს დასამტკიცებლად წარუდგენს მომდევნო წლის ბიუჯეტის პროექტს. მუხლი 8🔗. თეატრის სახელმწიფო კონტროლი 1. თეატრის საქმიანობა ექვემდებარება სახელმწიფო კონტროლს, რაც გულისხმობს მის მიერ განხორციელებული საქმიანობის კანონიერების, მიზანშეწონილობის, ეფექტურობისა და საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის ზედამხედველობას. 2. თეატრის სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტრო, რომელსაც უფლება აქვს მოითხოვოს კონტროლის განსახორციელებლად საჭირო მასალებისა და ინფორმაციის წარმოდგენა. 3. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტრო უფლებამოსილია შეაჩეროს ან გააუქმოს თეატრის არამართლზომიერი გადაწყვეტილება. მუხლი 9🔗. თეატრის ლიკვიდაცია-რეორგანიზაცია 1. თეატრის, როგორც საჯარო სამართლის იურიდიული პირის ლიკვიდაცია ან რეორგანიზაცია ხორციელდება საქართველოსა და აფხაზეთის კანონმდებლობით დადგენილი წესით. 2. ლიკვიდაციის შედეგად დარჩენილი ქონება გადადის სახელმწიფოს საკუთრებაში. მუხლი 10🔗. გარდამავალი დებულებანი წინამდებარე დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.