⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (29.03.2013)
გაუქმებულია:

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 16.11.2012
ძალის დაკარგვა 29.03.2013
გამომცემი ორგანო საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
ნომერი №894
სარეგისტრაციო კოდი 010240030.22.034.016141
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 16/11/2012
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 863 სიტყვა · ~4 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
16.11.2012 მიღება
29.03.2013 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
შინაგან საქმეთა მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი შინაგან საქმეთა მინისტრი
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანება №894 2012 წლის 16 ნოემბერი ქ. თბილისი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის, „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 27 დეკემბრის №614 ბრძანებულებით დამტკიცებული დებულების მე-11 პუნქტის „ა“, „კ“ და „ნ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ: მუხლი 1🔗 თანდართული სახით დამტკიცდეს „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის დებულება“. მუხლი 2🔗 ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. შინაგან საქმეთა მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი დანართი №1 საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის დებულება თავი I ზოგადი დებულებანი მუხლი 1🔗. საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის სტატუსი და ანგარიშვალდებულება 1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის (შემდგომში – სამსახური)  წარმოადგენს სამინისტროს სტრუქტურულ ქვედანაყოფს, რომელიც ასრულებს სამინისტროს დებულებით და ამ დებულებით მასზე დაკისრებულ ამოცანებს. 2. სამსახური ანგარიშვალდებულია საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის (შემდგომში – მინისტრი) ან/და კურატორი მინისტრის მოადგილის წინაშე. მუხლი 2🔗. სამსახურის საქმიანობის სამართლებრივი და  ორგანიზაციული  საფუძვლები სამსახური თავისი საქმიანობის პროცესში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით, საქართველოს კანონებით, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებებითა და განკარგულებებით, საქართველოს მთავრობის დადგენილებებითა და განკარგულებებით, სამინისტროს დებულებით, ამ დებულებით, მინისტრის სხვა ბრძანებებით, აგრეთვე სხვა სამართლებრივი აქტებით. თავი II სამსახურის ამოცანები და კომპეტენცია მუხლი 3🔗. სამსახურის ძირითადი ამოცანები და კომპეტენცია სამსახურის ძირითადი ამოცანები და კომპეტენციაა: ა) საზოგადოებრივი აზრის შესწავლის და ჩამოყალიბების მიზნით, კვლევითი და ანალიტიკური სამუშაოების ჩატარება, თემატური მასალების დამუშავება; ბ) სამოქალაქო ურთიერთობების გაღრმავების მიზნით, შესაბამისი ღონისძიებების დაგეგმვა და განხორციელება; გ) სამინისტროს ხელმძღვანელობის ოპერატიული ინფორმირება საზოგადოებრივი აზრის შესახებ; დ) სპეციალური ინსტრუქციების შემუშავება და გამოცემა, აგრეთვე ლექცია-სემინარების ორგანიზება, რომლებიც დაეხმარება სამინისტროს მოსამსახურეებს მასობრივი ინფორმაციის საშუალებების წარმომადგენლებთან ურთიერთობაში; ე) თავისი კომპეტენციის ფარგლებში, სახელმწიფო, არასამთავრობო, საზოგადოებრივ, ჰუმანიტარულ თუ რელიგიურ ორგანიზაციებთან ურთიერთობების დამყარება; ვ) სამინისტროში მიმდინარე პროცესების (რეფორმები, სწავლებები, ოფიციალური შეხვედრები, ვიზიტები და ა.შ.) ამსახველი ინფორმაციის მომზადება და გავრცელება; ზ) საზოგადოებისა და მასმედიის წარმომადგენლებთან თემატური შეხვედრების, პრესკონფერენციებისა და ბრიფინგების მოწყობა; თ) ინფორმაციის გავრცელება საინფორმაციო არხების მეშვეობით; ი) მასმედიის წარმომადგენელთა დაშვების ორგანიზება სამინისტროს ობიექტებზე; კ) საომარი და/ან საგანგებო მდგომარეობის ან სხვა განსაკუთრებული სიტუაციების, საბრძოლო მოქმედებების დროს, მასმედიის წარმომადგენლებთან მუშაობის დაგეგმვა და კოორდინირება; ლ) საზოგადოებრივ მაუწყებელთან და კერძო სამაუწყებლო კომპანიებთან ერთად ერთობლივი სატელევიზიო პროექტების შემუშავება; მ) სამინისტროს ოფიციალური ვებგვერდის, ფოტო-და ვიდეოარქივის შექმნა და განახლება. თავი III საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელობა მუხლი 4🔗. სამსახურის უფროსი 1. სამსახურს ხელმძღვანელობს უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი. 2. სამსახურის უფროსი: ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს სამსახურის საქმიანობას და აწესრიგებს სამსახურის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებს; ბ) კურატორ მინისტრის მოადგილესთან და ადმინისტრაციის უფროსთან შეთანხმებით მინისტრს დასამტკიცებლად წარუდგენს სამსახურის სტრუქტურას, საშტატო განრიგს და სამსახურის სტრუქტურული დანაყოფების საქმიანობის წესს, აგრეთვე სამსახურის თანამშრომელთა უფლება–მოვალეოებების განაწილების წესს; გ) პასუხისმგებელია კონსტიტუციის და საქართველოს კანონმდებლობის შესრულებაზე იმ სფეროში, რომელიც სამსახურის კომპეტენციას განეკუთვნება; დ) მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე თანამდებობაზე ნიშნავს ან/და დასანიშნად წარუდგენს მინისტრს ან კურატორ მოადგილეს სამსახურის თანამშრომელთა კანდიდატურებს; ე) ამტკიცებს სამსახურის სამუშაო გეგმებს; ვ) კანონმდებლობით დადგენილი წესით მინისტრის ან/და კურატორი მინისტრის მოადგილის   წინაშე აყენებს სამსახურის თანამშრომელთა წახალისების ან მათი დისციპლინული პასუხისმგებლობის საკითხებს; ზ) ხელს აწერს ან ვიზირებას უკეთებს სამსახურში მომზადებულ დოკუმენტებს; თ) ანაწილებს ამოცანებსა და ფუნქციურ მოვალეობებს სამსახურის დანაყოფებსა და ცალკეულ თანამშრომლებს შორის, აძლევს მათ მითითებებსა და დავალებებს; ი) სამინისტროს ხელმძღვანელობის წინაშე შუამდგომლობს იმ სახსრებისა და მატერიალური ფასეულობების გამოყოფის თაობაზე, რომელიც საჭიროა სამსახურის ამოცანების შესასრულებლად; კ) მინისტრის ან/და კურატორი მინისტრის მოადგილის  მიერ სათანადო უფლებამოსილების მინიჭების შემთხვევაში აფორმებს ხელშეკრულებებს ცალკეულ მაღალკვალიფიციურ სპეციალისტებთან; ლ) სამინისტროს ხელმძღვანელობას წარუდგენს წინადადებებს საკითხებზე, რომლებიც სამსახურის კომპეტენციას განეკუთვნება; მ) ყოველწლიურად ან მოთხოვნისამებრ წარუდგენს მინისტრს ან/და კურატორი მინისტრის მოადგილეს  ანგარიშს სამსახურის მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ; ნ) საქართველოს კანონმდებლობის, მინისტრის ან/და კურატორი მინისტრის მოადგილის  დავალების შესაბამისად ახორციელებს სხვა უფლებამოსილებებს. მუხლი 5🔗. სამსახურის უფროსის მოადგილე 1. სამსახურის უფროსს ჰყავს მოადგილე ან მოადგილეები, რომელთაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი. 2. სამსახურის უფროსის არყოფნისას მის მოვალეობას მისივე დავალებით ასრულებს სამსახურის უფროსის ერთ-ერთი მოადგილე. მუხლი 6🔗. სამსახურის სტრუქტურული დანაყოფები სამსახურის სტრუქტურული დანაყოფებია: ა) მასმედიასთან ურთიერთობის სამმართველო; ბ) საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ინფორმაციული უზრუნველყოფის  სამმართველო. მუხლი 7🔗. მასმედიასთან ურთიერთობის სამმართველოს კომპეტენცია მასმედიასთან ურთიერთობის სამმართველოს კომპეტენციაა: ა) სამინისტროში მიმდინარე პროცესების (რეფორმები, სწავლებები, ოფიციალური შეხვედრები, ვიზიტები და ა.შ.) ამსახველი ინფორმაციის მომზადება და გავრცელება; ბ) საზოგადოებისა და მასმედიის წარმომადგენლებთან თემატური შეხვედრების, პრესკონფერენციებისა და ბრიფინგების მოწყობა; გ) ინფორმაციის გავრცელება საინფორმაციო არხების მეშვეობით; დ) მასმედიის წარმომადგენელთა დაშვების ორგანიზება სამინისტროს ობიექტებზე; ე) საომარი და/ან საგანგებო მდგომარეობის ან სხვა განსაკუთრებული სიტუაციების, საბრძოლო მოქმედებების დროს, მასმედიის წარმომადგენლებთან მუშაობის დაგეგმვა და კოორდინირება; ვ) საზოგადოებრივ მაუწყებელთან და კერძო სამაუწყებლო კომპანიებთან ერთად ერთობლივი სატელევიზიო პროექტების შემუშავება; ზ) მასობრივი ინფორმაციის საშუალებებთან და საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან ურთიერთობის ორგანიზება, პრესრელიზების და სხვა საცნობარო მასალის გამოქვეყნება, სამინისტროს ოფიციალური ვებგვერდის, ფოტო-და ვიდეოარქივის შექმნა და განახლება. მუხლი 8🔗. საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ინფორმაციული უზრუნველყოფის სამმართველოს კომპეტენცია საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ინფორმაციული უზრუნველყოფის სამმართველოს კომპეტენციაა: ა) საზოგადოებრივი აზრის ჩამოყალიბებისათვის, თემატური ინფორმაციების დამუშავება; ბ) საზოგადოებრივი აზრის შესწავლის მიზნით, კვლევითი და ანალიტიკური სამუშაოების ჩატარება; გ) სამოქალაქო ურთიერთობების გაღრმავების მიზნით, შესაბამისი ღონისძიებების დაგეგმვა და განხორციელება; დ) სამინისტროს ხელმძღვანელობის ოპერატიული ინფორმირება საზოგადოებრივი აზრის შესახებ; ე) სპეციალური ინსტრუქციების შემუშავება და გამოცემა, აგრეთვე ლექცია-სემინარების ორგანიზება, რომლებიც დაეხმარება სამინისტროს მოსამსახურეებს მასობრივი ინფორმაციის საშუალებების წარმომადგენლებთან ურთიერთობაში; ვ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში, სახელმწიფო, არასამთავრობო, საზოგადოებრივ, ჰუმანიტარულ თუ რელიგიურ ორგანიზაციებთან ურთიერთობების დამყარება; ზ) ერთიანი საინფორმაციო პოლიტიკის გატარების მიზნით სამინისტროს იმ მოსამსახურეებთან მჭიდრო თანამშრომლობა, რომლებიც ახორციელებენ საზოგადოებრივ ურთიერთობათა ფუნქციებს; თ) საზოგადოებრივი პროექტების მომზადება; ი) სამინისტროს მოსამსახურეებისათვის, ყოფილი და გარდაცვლილი მოსამსახურეების ოჯახებისათვის საგანმანათლებლო და კულტურული ღონისძიებების დაგეგმვა და განხორციელება; კ) კონცერტების, გამოფენების, კონკურსების და შემეცნებითი ღონისძიებების ორგანიზება; ლ) სასწავლო და კულტურული ღონისძიებების ტექნიკური უზრუნველყოფა;