საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს რეფორმებისა და განვითარების სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 16.11.2012
ძალის დაკარგვა 01.04.2016
გამომცემი ორგანო საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
ნომერი №893
სარეგისტრაციო კოდი 010240030.22.034.016140
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 16/11/2012
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| შინაგან საქმეთა მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი | შინაგან საქმეთა მინისტრი |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
- საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კვლევისა და განვითარების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 01.04.2016
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს რეფორმებისა და განვითარების სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის
ბრძანება №893
2012 წლის 16 ნოემბერი
ქ. თბილისი
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს რეფორმებისა და განვითარების სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ
„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის, „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 27 დეკემბრის №614 ბრძანებულებით დამტკიცებული დებულების მე-11 პუნქტის „ა“, „კ“ და „ნ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:
მუხლი 1🔗
თანდართული სახით დამტკიცდეს „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს რეფორმებისა და განვითარების სააგენტოს დებულება“.
მუხლი 2🔗
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. შინაგან საქმეთა მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი
დანართი №1
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს რეფორმებისა და განვითარების სააგენტოს (დეპარტამენტი) დებულება
თავი I
ზოგადი დებულებანი
მუხლი 1🔗.
რეფორმებისა და განვითარების სააგენტოს (დეპარტამენტი) სტატუსი და ანგარიშვალდებულება
1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) რეფორმებისა და განვითარების სააგენტო (შემდგომში – სააგენტო) წარმოადგენს სამინისტროს სტრუქტურულ ქვედანაყოფს, რომელიც ასრულებს სამინისტროს დებულებით და ამ დებულებით მასზე დაკისრებულ ამოცანებს.
2. სააგენტო ანგარიშვალდებულია საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის (შემდგომში – მინისტრი) ან/და კურატორი მინისტრის მოადგილის წინაშე.
მუხლი 2🔗.
სააგენტოს საქმიანობის სამართლებრივი და ორგანიზაციული საფუძვლები
სააგენტო თავისი საქმიანობის პროცესში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით, საქართველოს კანონებით, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებებითა და განკარგულებებით, საქართველოს მთავრობის დადგენილებებითა და განკარგულებებით, სამინისტროს დებულებით, ამ დებულებით, მინისტრის სხვა ბრძანებებით, აგრეთვე სხვა სამართლებრივი აქტებით.
თავი II
სააგენტოს ამოცანები და კომპეტენცია
მუხლი 3🔗.
სააგენტოს ამოცანები
1.სააგენტოს ამოცანებია:
ა) სამინისტროს განვითარების პოლიტიკის შემუშავება;
ბ) სამინისტროს რეფორმებისა და განვითარების მხარდასაჭერად მოკლე, საშუალო და გრძელვადიანი გეგმების შემუშავება;
გ) სტრატეგიული და უწყებრივი დონის დოკუმენტების შემუშავება და/ან მომზადებაში მონაწილეობის მიღება;
დ) კომპეტენციის ფარგლებში უწყებათშორის საკოორდინაციო ფორმატებში თანამშრომლობა;
ე) სამინისტროს განვითარების გეგმების ანალიზი;
ვ) კომპეტენციის ფარგლებში საქართველოს სტრატეგიული და უსაფრთხოების გარემოს შეფასება. საფრთხეთა შეფასების დოკუმენტის პერიოდულ განახლებაში მონაწილეობა;
ზ) სამინისტროს სტრატეგიული და უწყებრივი დონის დოკუმენტების შემუშავება და იმპლემენტაციის მონიტორინგი კომპეტენციის ფარგლებში;
თ) სამინისტროს გამჭვირვალობის, ანგარიშვალდებულებისა და საზოგადოებრივი ჩართულობის უზრუნველსაყოფად კომპეტენციის ფარგლებში პოლიტიკისა და პრიორიტეტული მიმართულებების შემუშავება;
ი) სამინისტროს ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატებში მონაწილეობის პოლიტიკის შემუშავება და კომპეტენციის ფარგლებში თანამშრომლობა;
კ) სამინისტროს რეფორმის პროცესის დაგეგმვა და კოორდინაცია.
2. სააგენტო ახორციელებს შინაგან საქმეთა მინისტრის მიერ განსაზღვრულ სხვა ამოცანებს.
მუხლი 4🔗.
სააგენტოს კომპეტენცია
სააგენტოს კომპეტენციაა:
ა) სამინისტროს განვითარების პოლიტიკისა და გეგმების შემუშავება და მათი განხორციელების მონიტორინგი;
ბ) სამინისტროს რეფორმირების პროცესის მონიტორინგი და ანალიზი;
გ) კომპეტენციის ფარგლებში უსაფრთხოების პოლიტიკის ანალიზი და შესაბამისი ამოცანების განსაზღვრა;
დ) სამინისტროს გამჭვირვალობის, ანგარიშვალდებულებისა და საზოგადოებრივი ჩართულობის უზრუნველსაყოფად კომპეტენციის ფარგლებში პოლიტიკისა და პრიორიტეტული მიმართულებების შემუშავება;
ე) შესაბამისი კანონმდებლობის ევროატლანტიკურ სტანდარტებთან ჰარმონიზაციის უზრუნველყოფაში მონაწილეობა;
ვ) სამინისტროს სისტემის და საქმიანობის პერიოდული ანალიზი;
ზ) სამინისტროს რეფორმის პროცესის დაგეგმვა და კოორდინაცია.
2. სააგენტო ახორციელებს შინაგან საქმეთა მინისტრის მიერ განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.
თავი III
სააგენტოს ხელმძღვანელობა
მუხლი 5🔗.
სააგენტოს დირექტორი
1. სააგენტოს ხელმძღვანელობს სააგენტოს დირექტორი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.
2. სააგენტოს დირექტორი:
ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს სააგენტოს საქმიანობას და აწესრიგებს სააგენტოს კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებს;
ბ) მინისტრს ან/და კურატორ მინისტრის მოადგილეს წარუდგენს წინადადებებს სააგენტოს სტრუქტურის, საშტატო განრიგისა და საქმიანობის ორგანიზაციის შესახებ;
გ) პასუხისმგებელია კონსტიტუციის და საქართველოს კანონმდებლობის შესრულებაზე იმ სფეროში, რომელიც სააგენტოს კომპეტენციას განეკუთვნება;
დ) მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე, თანამდებობაზე დასანიშნად წარუდგენს მინისტრს ან/და კურატორ მინისტრის მოადგილეს სააგენტოს თანამშრომელთა კანდიდატურებს;
ე) ამტკიცებს სააგენტოს სამუშაო გეგმებს;
ვ) კანონმდებლობით დადგენილი წესით მინისტრის წინაშე აყენებს სააგენტოს თანამშრომელთა წახალისების ან მათი დისციპლინული პასუხისმგებლობის საკითხებს;
ზ) ხელს აწერს ან ვიზირებას უკეთებს სააგენტოში მომზადებულ დოკუმენტებს;
თ) ანაწილებს ამოცანებსა და ფუნქციურ მოვალეობებს სააგენტოს დანაყოფებსა და ცალკეულ თანამშრომლებს შორის, აძლევს მათ მითითებებსა და დავალებებს;
ი) სამინისტროს ხელმძღვანელობის წინაშე შუამდგომლობს იმ სახსრებისა და მატერიალური ფასეულობების გამოყოფის თაობაზე, რომელიც საჭიროა სააგენტოს ამოცანების შესასრულებლად;
კ) მინისტრის მიერ სათანადო უფლებამოსილების მინიჭების შემთხვევაში აფორმებს ხელშეკრულებებს ცალკეულ მაღალკვალიფიციურ სპეციალისტებთან;
ლ) სამინისტროს ხელმძღვანელობას წარუდგენს წინადადებს საკითხებზე, რომლებიც სააგენტოს კომპეტენციას განეკუთვნება;
მ) ყოველწლიურად ან მოთხოვნისამებრ წარუდგენს მინისტრს ანგარიშს სააგენტოს მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ;
ნ) საქართველოს კანონმდებლობისა და მინისტრის დავალების შესაბამისად ახორციელებს სხვა უფლებამოსილებებს.
მუხლი 6🔗.
სააგენტოს დირექტორის მოადგილე
1. სააგენტოს დირექტორს ჰყავს მოადგილე ან მოადგილეები, რომელთაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.
2. სააგენტოს დირექტორის არყოფნისას მის მოვალეობას მისივე დავალებით ასრულებს სააგენტოს დირექტორის ერთ-ერთი მოადგილე.
თავი IV
სააგენტოს სტრუქტურა
მუხლი 7🔗.
სააგენტოს სტრუქტურული დანაყოფები
სააგენტოს სტრუქტურული დანაყოფებია:
1.დაგეგმვისა და პოლიტიკის სამმართველო;
2. რეფორმების კოორდინაციის სამმართველო:
ა) რეფორმების განხორციელებისა და მონიტორინგის განყოფილება;
ბ) კანონმდებლობის ანალიზისა და ჰარმონიზაციის განყოფილება.
მუხლი 8🔗.
სააგენტოს სტრუქტურული დანაყოფების კომპეტენცია
დაგეგმვისა და პოლიტიკის სამმართველოს ძირითადი ფუნქციებია:
ა) კონკრეტული მიმართულებების მიხედვით სამინისტროს პოლიტიკის შემუშავება;
ბ) სტრატეგიული და უწყებრივი დონის დოკუმენტების შემუშავება და/ან მომზადებაში მონაწილეობის მიღება;
გ) სხვა ქვეყნების საპოლიციო და უსაფრთხოების სისტემების, საერთაშორისო ორგანიზაციების განვითარების ძირითადი მიმართულებებისა და სტრატეგიული დოკუმენტების ანალიზი და შესაბამის სფეროში ინფორმაციის გაცვლის კოორდინაცია;
დ) სხვა ქვეყნების საპოლიციო და უსაფრთხოების სისტემებთან, საერთაშორისო ორგანიზაციებთან, აკადემიურ წრეებთან და ცალკეულ ექსპერტებთან თანამშრომლობა გამოცდილების გაზიარების მიზნით;
ე) განვითარების გეგმების შემუშავება შესაბამის კომპეტენტურ უწყებებთან კოორდინაციის გზით;
ვ) შესაბამისი ანალიზის საფუძველზე სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყაოფების განვითარების ან/და შექმნის შესახებ რეკომენდაციების შემუშავება, ცალკეული პროექტებისა და პროცესების ინიციირება;
ზ) სამინისტროს რეფორმის პროცესის დაგეგმვა.
2. რეფორმების კოორდინაციის სამმართველოს რეფორმების განხორციელებისა და მონიტორინგის განყოფილების ძირითადი ფუნქციებია:
ა) სტრატეგიული და უწყებრივი დოკუმენტების განსახორციელებლად სამოქმედო გეგმების შემუშავება და მათი იმპლემენტაციის მონიტორინგი;
ბ) კომპეტენციის ფარგლებში სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების საქმიანობის შეფასება და შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავება;
გ) სამინისტროს სისტემაში გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების დანერგვისა და საზოგადოების ჩართულობის გაუმჯობესების მიზნით, კომპეტენციის ფარგლებში შესაბამისი პროექტებისა და სამოქმედო გეგმების შემუშავება და მათი განხორციელების მონიტორინგი;
დ) რეფორმების განხორციელების მიზნით, სამინისტროს სტრუქტურულ ქვედანაყოფებთან კოორდინაციით შესაბამისი პროექტების შემუშავება, განხორციელება და მათი იმპლემენტაციის მონიტორინგი;
ე) კომპეტენციის ფარგლებში ორმხრივ და მრავალმხრივ თანამშრომლობის ფორმატებში მონაწილეობა;
ვ) სამინისტროს რეფორმების პროცესის კოორდინაცია.
3. რეფორმების კოორდინაციის სამმართველოს კანონმდებლობის ანალიზისა და ჰარმონიზაციის განყოფილების ძირითადი ფუნქციებია:
ა) სხვა ქვეყნების შესაბამისი კანონმდებლობისა და ევროკავშირის შესაბამისი დირექტივების ანალიზი;
ბ) ანალიზის საფუძველზე შესაბამისი ნორმატიული აქტების შემუშავება და/ან მომზადებაში მონაწილეობის მიღება;
გ) სამინისტროს კომპეტენტურ ქვედანაყოფებთან თანამშრომლობით, სამინისტროს ხელმძღვანელობისთვის შესაბამისი ნორმატიული აქტების წარდგენა მათი შემდგომი ინიციირების მიზნით.