⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (07.04.2014)
გაუქმებულია:

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის აპარატის დებულების დამტკიცების თაობაზე

მიღების თარიღი 16.11.2012
ძალის დაკარგვა 07.04.2014
გამომცემი ორგანო საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
ნომერი №892
სარეგისტრაციო კოდი 010240030.22.034.016139
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 16/11/2012
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 457 სიტყვა · ~2 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
16.11.2012 მიღება
07.04.2014 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
შინაგან საქმეთა მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი შინაგან საქმეთა მინისტრი
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის აპარატის დებულების დამტკიცების თაობაზე საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანება №892 2012 წლის 16 ნოემბერი ქ. თბილისი საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის აპარატის დებულების დამტკიცების თაობაზე „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტისა და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დატკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 27 დეკემბრის №614 ბრძანებულებით დამტკიცებული დებულების მე-11 პუნქტის „ა“, „კ“ და „ნ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის აპარატის თანდართული დებულება. მუხლი 2🔗 ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. შინაგან საქმეთა მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი დანართი №1 საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მინისტრის აპარატის დებულება თავი I ზოგადი დებულებანი მუხლი 1🔗. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის აპარატის სტატუსი და ანგარიშვალდებულება 1. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის აპარატი (შემდგომში – აპარატი) წარმოადგენს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრუქტურულ ქვედანაყოფს, რომელიც ასრულებს სამინისტროს დებულებით და ამ დებულებით მასზე დაკისრებულ ამოცანებს. 2. აპარატი ანგარიშვალდებულია საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის (შემდგომში – მინისტრი) წინაშე. მუხლი 2🔗. აპარატის საქმიანობის სამართლებრივი და ორგანიზაციული საფუძვლები თავისი საქმიანობის პროცესში აპარატი ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით, საქართველოს კანონებით, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებებითა და განკარგულებებით, საქართველოს მთავრობის დადგენილებებითა და განკარგულებებით, სამინისტროს დებულებით, ამ დებულებით, მინისტრის სხვა ბრძანებებით, აგრეთვე სხვა სამართლებრივი აქტებით. თავი II აპარატის ამოცანები და კომპეტენცია მუხლი 3🔗. აპარატის ამოცანები და კომპეტენცია 1. აპარატის  ამოცანები და კომპეტენციაა: ა) მინისტრის, მინისტრის პირველი მოადგილისა და მოადგილეების  მიერ კორესპონდენციის განხილვისა და შესაბამისი დავალებების განსაზღვრის შემდეგ მისი  აღრიცხვა შესაბამისი რეზოლუციების აღნიშვნით და შემსრულებლებამდე დაყვანა სამინისტროს საქმისწარმოების სამსახურის მეშვეობით; ბ) მინისტრის, მინისტრის პირველი მოადგილისა და მოადგილეების  დავალებათა შესრულების კონტროლის განხორციელება და აღნიშნულის თაობაზე  მათთვის  ინფორმაციის მიწოდება; გ) მინისტრის, მინისტრის პირველი მოადგილისა და მოადგილეების  მიერ კონტროლზე აყვანილ დოკუმენტებსა და სამსახურებრივ დავალებებზე წერილების მომზადება და შემსრულებელთათვის გადაცემა, აღნიშნულ დოკუმენტაციასა და სამსახურებრივი დავალებების შესრულებასთან დაკავშირებულ საკითხებზე მეთოდური და პრაქტიკული დახმარების გაწევა; დ) მინისტრის, მინისტრის პირველი მოადგილისა და მოადგილეებისათვის საქმიანობის ხელშეწყობა და სამუშაო  პირობების უზრუნველყოფა; ე) მინისტრთან, მინისტრის პირველ მოადგილესა და მოადგილეებთან ჩატარებულ თათბირებზე მიღებული დავალებების შესრულების კონტროლი; ვ) მინისტრის, მინისტრის პირველი მოადგილისა და მოადგილეების  შეხვედრების ორგანიზაციულ-ინფორმაციული უზრუნველყოფა. მუხლი 4🔗. აპარატის კომპეტენცია აპარატის კომპეტენციაა: ა) განახორციელოს მინისტრის, მინისტრის პირველი მოადგილისა და მოადგილეების   მიერ ხელმოსაწერი დოკუმენტების ვიზირების ორგანიზება; ბ) სამინისტროს სტრუქტურული დანაყოფებიდან, საჯარო სამართლის იურიდიული პირის, ტერიტორიული ორგანოსა და სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებიდან განსაზღვრულ ვადაში მიიღოს მინისტრის აპარატის საქმიანობისა და დავალებების შესრულებისათვის აუცილებელი ნებისმიერი ინფორმაცია; გ) მინისტრის, მინისტრის პირველი მოადგილისა და მოადგილეების  დავალებების შესაბამისად, ცალკეული საკითხის მომზადებისას იმუშაოს დამოუკიდებლად ან სამინისტროს სტრუქტურულ ქვედანაყოფებთან ერთად; დ) მოითხოვოს დანაყოფების ხელმძღვანელი პირებისაგან, როგორც კონტროლზე აყვანილი დოკუმენტი, ასევე ინფორმაცია მათი შესრულების მდგომარეობის შესახებ; ე) განახორციელოს მინისტრის, მინისტრის პირველი მოადგილისა და მოადგილეების დავალებით სხვა უფლებამოსილებანი. თავი III აპარატის ხელმძღვანელობა მუხლი 5🔗. აპარატის ხელმძღვანელობა 1. აპარატს ხელმძღვანელობს აპარატის უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი. 2. აპარატის უფროსი: ა) საერთო ხელმძღვანელობას უწევს აპარატის საქმიანობას და კოორდინაციას უწევს აპარატის კომპეტენციას მიკუთვნებული საკითხების შესრულებას; ბ) კანონმდებლობით დადგენილი წესით უზრუნველყოფს აპარატში დასანიშნი პირების კანდიდატურების განხილვას.