საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კადრების მთავარი სამმართველოს დებულების დამტკიცების თაობაზე
მიღების თარიღი 16.11.2012
ძალის დაკარგვა 01.10.2015
გამომცემი ორგანო საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
ნომერი №891
სარეგისტრაციო კოდი 140130000.22.034.016138
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 16/11/2012
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| შინაგან საქმეთა მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი | შინაგან საქმეთა მინისტრი |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 2 აქტით
- საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე საქართველოს მინისტრის ბრძანება 30.09.2015
- “საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო კადრებისა და პირად შემადგენლობასთან მუშაობის მთავარი სამმართველოს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს მინისტრის ბრძანება 08.07.2002
📋 აუქმებს — 1 აქტი
- საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საკადრო და ორგანიზაციული უზრუნველყოფის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 23.03.2005
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კადრების მთავარი სამმართველოს დებულების დამტკიცების თაობაზე
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის
ბრძანება
№891
2012 წლის 16 ნოემბერი
ქ. თბილისი
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კადრების მთავარი სამმართველოს დებულების დამტკიცების თაობაზე
„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისა და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 27 დეკემბრის №614 ბრძანებულებით დამტკიცებული დებულების მე-11 პუნქტის „ა“, „კ“ და „ნ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კადრების მთავარი სამმართველოს თანდართული დებულება.
მუხლი 2🔗
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საკადრო და ორგანიზაციული უზრუნველყოფის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2012 წლის 8 ოქტომბრის №820 ბრძანება.
მუხლი 3🔗
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.შინაგან საქმეთა მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი
დანართი №1
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კადრების მთავარი სამმართველოს დებულება
თავი I
ზოგადი დებულებანი
მუხლი 1🔗.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კადრების მთავარი სამმართველოს სტატუსი და ანგარიშვალდებულება
1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) კადრების მთავარი სამმართველო (შემდგომში – მთავარი სამმართველო) წარმოადგენს სამინისტროს სტრუქტურულ ქვედანაყოფს, რომელიც ასრულებს სამინისტროს დებულებით და ამ დებულებით მასზე დაკისრებულ ამოცანებს.
2. კადრების მთავარი სამმართველო ანგარიშვალდებულია საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის (შემდგომში – მინისტრი) და კურატორი მინისტრის მოადგილის წინაშე.
მუხლი 2🔗.
კადრების მთავარი სამმართველოს საქმიანობის სამართლებრივი და ორგანიზაციული საფუძვლები
თავისი საქმიანობის პროცესში კადრების მთავარი სამმართველო ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით, საქართველოს კანონებით, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებებითა და განკარგულებებით, საქართველოს მთავრობის დადგენილებებითა და განკარგულებებით, სამინისტროს დებულებით, ამ დებულებით, მინისტრის სხვა ბრძანებებით, აგრეთვე სხვა სამართლებრივი აქტებით.
თავი II
კადრების მთავარი სამმართველო
მუხლი 3🔗.
კადრების მთავარი სამმართველოს ძირითადი ამოცანები და კომპეტენცია
1. კადრების მთავარი სამმართველოს ძირითადი ამოცანებია:
ა) სამინისტროში საკადრო საქმიანობის განხორციელება, ორგანიზება და კონტროლი;
ბ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის, მინისტრის და მინისტრის მოადგილის დავალების შესაბამისად, სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.
2. კადრების მთავარი სამმართველო:
ა) მინისტრის მიერ გამოცემული ნორმატიული აქტების საფუძველზე უზრუნველყოფს სამინისტროს დანაყოფებისათვის კვალიფიციური კადრების შერჩევას;
ბ) სამსახურში მიღებისას კანონმდებლობის შესაბამისად ახორციელებს კანდიდატთა შერჩევას, შესწავლას და სპეციალურ შემოწმებას;
გ) სამინისტროს მოსამსახურეთა კვალიფიკაციის ამაღლების თავალსაზრისით მონაწილეობს სხვადასხვა სასწავლო პროგრამების განხორციელების ორგანიზებაში;
დ) უზრუნველყოფს პირად შემადგენლობასთან მუშაობის და სამსახურის გავლასთან დაკავშირებული ნორმატიული აქტების სამინისტროს თანამშრომელთათვის გაცნობას;
ე) ახორციელებს კონტროლს სამინისტროს თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლებაზე და მომზადება-გადამზადებაზე;
ვ) შეისწავლის და ამზადებს მასალებს თანამშრომელთა თანამდებობრივი გადაადგილებების, სამხედრო და სპეციალური წოდებების მინიჭების, წახალისების შესახებ, აგრეთვე მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე;
ზ) ამზადებს წინადადებებს სამინისტროს სისტემაში შემავალი დანაყოფების (სტრუქტურული ქვედანაყოფების და ტერიტორიული ორგანოების) სტრუქტურების სრულყოფისა და რეორგანიზაციის, საშტატო ერთეულების რაოდენობის ოპტიმიზაციისა და მათი რაციონალური გამოყენების შესახებ;
თ) აწარმოებს სამინისტროს მოსამსახურეთა პირადი საქმეების აღრიცხვასა და დამუშავებას, ასევე საარქივო პირადი საქმეების აღრიცხვას და ქმნის მათზე შესაბამის საცნობარო ბაზას;
ი) ამზადებს დოკუმენტაციას სამინისტროდან დათხოვნილ მოსამსახურეთა საპენსიო უზრუნველყოფის მიზნით;
კ) განიხილავს ყოფილი თანამშრომლების სამსახურში ხელახალ მიღებაზე შემოსულ განცხადებებს და მასალებს;
ლ) უზრუნველყოფს სამინისტროს ხელმძღვანელი პირების, სამინისტროს სტრუქტურული დანაყოფებისა და ტერიტორიული ორგანოების თანამშრომელთა სახელმწიფო საიდუმლოებაზე დაშვების მასალების მომზადებას. კომპეტენციის ფარგლებში ამზადებს და ითანხმებს განსაკუთრებით მნიშვნელოვან, სრულიად საიდუმლო და საიდუმლო მონაცემებზე დასაშვებ მუშაკთა თანამდებობების ნომენკლატურების მიხედვით;
მ) ახორციელებს კონტროლს სამინისტროს თანამშრომელთა, მისაღებ კანდიდატთა და წვევამდელთა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, სამინისტროს ჯანმრთელობის დაცვის სამსახურის მიერ მოწოდებული სამხედრო–სამედიცინო ცნობის შესაბამისად;
ნ) ახორციელებს სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების, ტერიტორიული ორგანოების, სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების და საჯარო სამართლის იურიდიული პირების საკადრო საქმიანობის შემოწმებას მოქმედი კანონმდებლობისა და შიდა ნორმატიული აქტების მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის მიზნით;
ო) კომპეტენციის ფარგლებში აკონტროლებს მინისტრის ბრძანებებისა და მითითებების შესრულებას;
პ) საკადრო საქმიანობის კონტროლის განხორციელებისას აწარმოებს სამსახურებრივ შემოწმებას;
ჟ) ახორციელებს საკადრო საქმიანობასთან დაკავშირებით მოქალაქეთა საჩივრებისა და განცხადებების განხილვას;
რ) ამზადებს და ხელმძღვანელობას დასამტკიცებლად წარუდგენს სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების, ტერიტორიული ორგანოების, აგრეთვე სამინისტროს მმართველობის სფეროში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების სტრუქტურებს და საშტატო განრიგებს (ნუსხებს), უზრუნველყოფს სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირების საშტატო განრიგების (ნუსხების) მინისტრთან შეთანხმებას;
ს) ორგანზებას უწევს სამინისტროს მოსამსახურეთა სახელმწიფო ჯილდოზე და უმაღლეს წოდებაზე წარდგენას;
ტ) ორგანიზებას და კონტროლს უწევს სამინისტროს თანამდებობის პირთა ქონებრივი დეკლარაციების საჯარო სამსახურის ბიუროში წარდგენას;
უ) უზრუნველყოფს პირადობის მოწმობების და დროებითი საშვების გამოწერას დამზადება-გაცემას, აღრიცხვასა და ჩამოწერას, შესაბამისი კარტოთეკის წარმოებას და ამ მიმართულებით საინფორმაციო ბაზის ფუნქციონირებას;
ფ) ორგანიზებას უწევს სამინისტროში სასწავლო პრაქტიკის და სტაჟირების გავლას;
ქ) უზრუნველყოფს სამინისტროში განხორციელებული საკადრო საქმიანობის ინსპექტირებას.
თავი III
კადრების მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელობა
მუხლი 4🔗.
კადრების მთავარი სამმართველოს უფროსი
1. კადრების მთავარ სამმართველოს ხელმძღვანელობს უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.
2. კადრების მთავარი სამმართველოს უფროსი:
ა) საერთო ხელმძღვანელობას უწევს კადრების მთავარი სამმართველოს საქმიანობას და კოორდინაციას უწევს (მოადგილეების მეშვეობით) მთავარი სამმართველოს სტრუქტურული დანაყოფების კომპეტენციას მიკუთვნებული საკითხების შესრულებას;
ბ) კანონმდებლობით დადგენილი წესით უზრუნველყოფს მთავარ სამმართველოში დასანიშნი პირების კანდიდატურების განხილვა-დამტკიცებას;
გ) კანონმდებლობით დადგენილი წესით მინისტრს ან/და კურატორ მინისტრის მოადგილეს წარუდგენს წინადადებებს მთავარი სამმართველოს თანამშრომელთა წახალისების ან მათი დისციპლინური პასუხისმგებლობის თაობაზე;
დ) ხელს აწერს ან/და ვიზირებას უკეთებს მთავარ სამმართველოში მომზადებულ დოკუმენტებს (მათ შორის, ბრძანებებს);
ე) კურატორ მინისტრის მოადგილესთან შეთანხმებით მინისტრს დასამტკიცებლად წარუდგენს მთავარი სამმართველოს სტრუქტურას, საშტატო განრიგს და მთავარი სამმართველოს თანამშრომელთა უფლება-მოვალეობების განაწილების წესს;
ვ) მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილის წინადადებების და წარდგინებების საფუძველზე სამინისტროს ხელმძღვანელობის წინაშე შუამდგომლობს იმ ფინანსური სახსრებისა და მატერიალური ფასეულობების გამოყოფის თაობაზე, რომელიც საჭიროა მთავარი სამმართველოს ამოცანების შესასრულებლად;
ზ) შუამდგომლობს მინისტრთან ან/და კურატორ მინისტრის მოადგილესთან მთავარი სამმართველოს მოსამსახურეთა კვალიფიკაციის ამაღლების შესახებ;
თ) სამინისტროს ხელმძღვანელობას წარუდგენს წინადადებებს იმ საკითხებზე, რომლებიც მთავარი სამმართველოს კომპეტენციას განეკუთვნება;
ი) ხელმძღვანელობს და პასუხისმგებელია სამინისტროში საკადრო პოლიტიკის რეგულირებაზე, სამინისტროს დანაყოფებისათვის კვალიფიციური კადრების შერჩევის ორგანიზებაზე, სამსახურებრივი მოთხოვნებიდან გამომდინარე, სამინისტროსა და მისი დანაყოფების (სტრუქტურული ქვედანაყოფების და ტერიტორიული ორგანოების) სტრუქტურებისა და საშტატო განრიგების სრულყოფაზე. ხელმძღვანელობს სამინისტროში საკადრო საქმიანობის ინსპექტირების განხორციელებას და ინსპექტირებისას სამსახურებრივ შემოწმებას;
კ) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ახორციელებს სხვა უფლებამოსილებებს.
მუხლი 5🔗.
მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილე
1. მთავარი სამმართველოს უფროსს ჰყავს მოადგილე ან მოადგილეები, რომელთაც მთავარი სამმართველოს უფროსის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.
2. მთავარი სამმართველოს უფროსის არყოფნისას უფროსის მოვალეობას მინისტრის ან კურატორი მინისტრის მოადგილის დავალებით ასრულებს მთავარი სამმართველოს უფროსის ერთ-ერთი მოადგილე.
3. მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილე:
ა) კოორდინაციას უწევს მთავარი სამმართველოს სტრუქტურული დანაყოფების საქმიანობას, მათზე დაკისრებული ფუნქცია-მოვალეობების შესრულებას;
ბ) კომპეტენციის ფარგლებში წარმართავს მთავარი სამმართველოს თანამშრომელთა მიერ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებას;
გ) კომპეტენციის ფარგლებში ხელს აწერს და ვიზირებას უკეთებს მთავარ სამმართველოში მომზადებულ დოკუმენტებს;
დ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის, მინისტრის, კურატორი მინისტრის მოადგილის ან/და მთავარი სამმართველოს უფროსის დავალების შესაბამისად ახორციელებს სხვა უფლებამოსილებებს;
ე) მინისტრის, კურატორი მინისტრის მოადგილისა და მთავარი სამმართველოს უფროსის დავალებების შესაბამისად ახორციელებს სხვა მოვალეობებს.
მუხლი 6🔗.
კადრების მთავარი სამმართველოს სტრუქტურა
მთავარი სამმართველოს დანაყოფებია:
ა) I სამმართველო;
ბ) II სამმართველო;
გ) საქმისწარმოების ორგანიზების განყოფილება (კანცელარია).
მუხლი 7🔗.
I სამმართველოს კომპეტენცია
I სამმართველოს კომპეტენციაა: თავისი კომპეტენციის ფარგლებში ხელმძღვანელობს, კოორდინაციას და კონტროლს უწევს და წარმართავს სამმართველოს მუშაობას. ხელმძღვანელობას წარუდგენს წინადადებებს სამმართველოს თანამშრომელთა წახალისების და მათი დისციპლინური პასუხისმგებლობის შესახებ; პერსონალურად აგებს პასუხს სამმართველოზე დაკისრებული ფუნქციების შესრულებაზე; პასუხისმგებელია თანამშრომელთა მიერ სამსახურებრივი და საშემსრულებლო დისციპლინის შესრულებაზე; კადრების მთავარი სამმართველოს უფროსის კურატორ მოადგილესთან შეთანხმებით, ორგანიზაციას უწევს სამმართველოში დასანიშნი კანდიდატების შერჩევას; სამსახურებრივი აუცილებლობიდან გამომდინარე კადრების მთავარი სამმართველოს უფროსის კურატორ მოადგილესთან შეთანხმებით გადაანაწილებს ფუნქციონალურ უფლება-მოვალეობას სამმართველოში შემავალი ყველა სტრუქტურული დანაყოფის მოსამსახურეთა შორის; ხელს აწერს სამმართველოს კომპეტენციის ფარგლებში შექმნილ და უწყებათაშორის ურთიერთობების განმსაზღვრელ დოკუმენტაციებს და წარუდგენს სამინისტროს ხელმძღვანელობას სუბორდინაციის დაცვით; მოადგილესთან ერთად ადგენს სამმართველოს მუშაობის წლიურ და განვითარების პერსპექტიულ გეგმებს; მოადგილის მიერ მიწოდებული მასალების საფუძველზე წარუდგენს ხელმძღვანელობას სამმართველოს მუშაობის ანალიზს და წლიურ ანგარიშს; განსაზღვრავს სამმართველოს მატერიალურად პასუხისმგებელ პირს. თავისი კომპეტენციის ფარგლებში ხელმძღვანელობს, კოორდინაციას და კონტროლს უწევს და წარმართავს სამმართველოს მუშაობას. ხელმძღვანელობას წარუდგენს წინადადებებს სამმართველოს თანამშრომელთა წახალისების და მათი დისციპლინური პასუხისმგებლობის შესახებ; პერსონალურად აგებს პასუხს სამმართველოზე დაკისრებული ფუნქციების შესრულებაზე; პასუხისმგებელია თანამშრომელთა მიერ სამსახურებრივი და საშემსრულებლო დისციპლინის შესრულებაზე; კადრების მთავარი სამმართველოს უფროსის კურატორ მოადგილესთან შეთანხმებით, ორგანიზაციას უწევს სამმართველოში დასანიშნი კანდიდატების შერჩევას; სამსახურეობრივი აუცილებლობიდან გამომდინარე კადრების მთავარი სამმართველოს უფროსის კურატორ მოადგილესთან შეთანხმებით გადაანაწილებს ფუნქციონალურ უფლებამოვალეობას სამმართველოში შემავალი ყველა სტრუქტურული დანაყოფის მოსამსახურეთა შორის; ხელს აწერს სამმართველოს კომპეტენციის ფარგლებში შექმნილ და უწყებათაშორის ურთიერთობების განმსაზღვრელ დოკუმენტაციებს და წარუდგენს სამინისტროს ხელმძღვანელობას სუბორდინაციის დაცვით; მოადგილესთან ერთად ადგენს სამმართველოს მუშაობის წლიურ და განვითარების პერსპექტიულ გეგმებს; მოადგილის მიერ მიწოდებული მასალების საფუძველზე წარუდგენს ხელმძღვანელობას სამმართველოს მუშაობის ანალიზს და წლიურ ანგარიშს; განსაზღვრავს სამმართველოს მატერიალურად პასუხისმგებელ პირს.
ა) შეისწავლოს და მოამზადოს მასალები სამინისტროს სისტემაში თანამდებობებზე კადრების განაწილების, გადაადგილებისა და დათხოვნის თაობაზე;
ბ) მოამზადოს დოკუმენტაცია სამინისტროდან დათხოვნილ მოსამსახურეთა საპენსიო უზრუნველყოფის მიზნით;
გ) სამინისტროს თანამშრომლებისათვის პირველადი, მორიგი და ვადამდელი სამხედრო/სპეციალური წოდებების მინიჭებასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის მომზადება;
დ) ამზადებს მასალებს:
დ.ა) სამინისტროს მოსამსახურეთა წახალისების, დისციპლინური სასჯელის დადების და მისი ვადაზე ადრე მოხსნის შესახებ;
დ.ბ) სამინისტროს მოსამსახურეთა სახელმწიფო ჯილდოსა და უმაღლეს წოდებაზე წარსადგენად;
დ.გ) სამინისტროს მოსამსახურეთა მივლინების შესახებ;
დ.დ) დაჭრილ და დაღუპულ მოსამსახურეთა ერთდროული კომპენსაციის გაცემის შესახებ;
დ.ე) სამინისტროს სამხედრო სამსახურში ჩარიცხვისათვის და სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვეულ სამხედრო მოსამსახურეთა სამხედრო ძალების რეზერვში დათხოვნისათვის;
ე) ახორციელებს კანდიდატების აღრიცხვას, შერჩევას, შემოწმებას, შესწავლასა და ადგენს მათ პირად საქმეებს, აგრეთვე ამოწმებს წარმოდგენილი ანკეტური მონაცემების სისწორეს;
სამინისტროს თანამდებობის პირთა ქონებრივი მდგომარეობის და საფინანსო დეკლარაციების შესავსებად თანამშრომლობს ქონებრივი და საფინანსო მდგომარეობის საინფორმაციო ბიუროსთან;
ვ) სამინისტროს თანამდებობის პირთა ქონებრივი დეკლარაციების საჯარო სამსახურის ბიუროში წარდგენის ორგანიზებას და კონტროლს;
ზ) კონტროლს უწევს სამინისტროს ვადიანი სამხედრო მოსამსახურეების დაკომპლექტებას და სამინისტროში სამხედრო სამსახურის გავლის ორგანიზებას;
თ) ახორციელებს კონტროლს სამინისტროს თანამშრომელთა, მისაღებ კანდიდატთა და წვევამდელთა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, სამინისტროს ჯანმრთელობის დაცვის სამსახურის მიერ მოწოდებული სამხედრო–სამედიცინო ცნობის შესაბამისად;
ი) განახორციელოს სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების, ტერიტორიული ორგანოების, სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების და საჯარო სამართლის იურიდიული პირების საკადრო საქმიანობის შემოწმება მოქმედი კანონმდებლობისა და შიდა ნორმატიული აქტების მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის მიზნით.
თავისი კომპეტენციის ფარგლებში ხელმძღვანელობს, კოორდინაციას და კონტროლს უწევს და წარმართავს სამმართველოს მუშაობას. ხელმძღვანელობას წარუდგენს წინადადებებს სამმართველოს თანამშრომელთა წახალისების და მათი დისციპლინური პასუხისმგებლობის შესახებ; პერსონალურად აგებს პასუხს სამმართველოზე დაკისრებული ფუნქციების შესრულებაზე; პასუხისმგებელია თანამშრომელთა მიერ სამსახურებრივი და საშემსრულებლო დისციპლინის შესრულებაზე; კადრების მთავარი სამმართველოს უფროსის კურატორ მოადგილესთან შეთანხმებით, ორგანიზაციას უწევს სამმართველოში დასანიშნი კანდიდატების შერჩევას; სამსახურებრივი აუცილებლობიდან გამომდინარე კადრების მთავარი სამმართველოს უფროსის კურატორ მოადგილესთან შეთანხმებით გადაანაწილებს ფუნქციონალურ უფლებამოვალეობას სამმართველოში შემავალი ყველა სტრუქტურული დანაყოფის მოსამსახურეთა შორის; ხელს აწერს სამმართველოს კომპეტენციის ფარგლებში შექმნილ და უწყებათაშორის ურთიერთობების განმსაზღვრელ დოკუმენტაციებს და წარუდგენს სამინისტროს ხელმძღვანელობას სუბორდინაციის დაცვით; მოადგილესთან ერთად ადგენს სამმართველოს მუშაობის წლიურ და განვითარების პერსპექტიულ გეგმებს; მოადგილის მიერ მიწოდებული მასალების საფუძველზე წარუდგენს ხელმძღვანელობას სამმართველოს მუშაობის ანალიზს და წლიურ ანგარიშს; განსაზღვრავს სამმართველოს მატერიალურად პასუხისმგებელ პირს.
მუხლი 8🔗.
II სამმართველოს კომპეტენცია:
II სამმართველოს კომპეტენციაა:
ა) მოამზადოს სამინისტროს სისტემაში შემავალი დანაყოფების სტრუქტურები და საშტატო-საორგანიზაციო ბრძანებები;
ბ) აწარმოოს საშტატო რიცხოვნობის აღრიცხვა და განახორციელოს კონტროლი საშტატო ერთეულების ცვლილებებზე;
გ) თანამშრომელთა სპეცაღრიცხვაზე დაყენება და სპეცაღიცხვიდან მოხსნა;
დ) აღრიცხოს და კონტროლი გაუწიოს სამინისტროს თანამშრომელთა შვებულებებს;
ე) დადგენილი წესით უზრუნველყოს პირადობის მოწმობების და დროებითი საშვების გამოწერა, დამზადება-გაცემა, აღრიცხვა და ჩამოწერა; აწარმოოს შესაბამისი კარტოთეკა და უზრუნველყოს ამ მიმართულებით საინფორმაციო ბაზის ფუნქციონირება;
ვ) უზრუნველყოს სამინისტროს თანამშრომელთა აკადემიაში სასწავლო კურსებზე გაგზავნა;
ზ) ორგანიზება და კონტროლი გაუწიოს სამინისტროში სამუშაოდ მისაღები კანდიდატებისგან და თანამშრომლებისგან ფიზიკური ნორმატივების ჩაბარებას;
თ) უზრუნველყოფს სამინისტროს ხელმძღვანელი პირების, სამინისტროს სტრუქტურული დანაყოფებისა და ტერიტორიული ორგანოების თანამშრომელთა სახელმწიფო საიდუმლოებაზე დაშვების მასალების მომზადებას. კომპეტენციის ფარგლებში ამზადებს და ითანხმებს განსაკუთრებით მნიშვნელოვან, სრულიად საიდუმლო და საიდუმლო მონაცემებზე დასაშვებ მუშაკთა თანამდებობების ნომენკლატურების მიხედვით;
ი) სამინისტროში სასწავლო პრაქტიკის და სტაჟირების გავლის ორგანიზება;
კ) განახორციელოს სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების, ტერიტორიული ორგანოების, სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების და საჯარო სამართლის იურიდიული პირების საკადრო საქმიანობის შემოწმება მოქმედი კანონმდებლობისა და შიდა ნორმატიული აქტების მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის მიზნით.
მუხლი 9🔗.
კადრების მთავარი სამმართველოს საქმისწარმოების ორგანიზების განყოფილების (კანცელარია) კომპეტენცია
1. მთავარი სამმართველოს საქმისწარმოების ორგანიზების განყოფილების (კანცელარია) კომპეტენციაა:
ა) უზრუნველყოს მთავარ სამმართველოში განსახილველად შემოსული, კონტროლზე აყვანილი დოკუმენტების აღრიცხვა, მათი შესრულების კონტროლი და ანალიზი (ვადების მიხედვით);
ბ) უზრუნველყოს მთავარი სამმართველოს კორესპონდენციების მიღება-დაგზავნა, სამმართველოს მიერ მომზადებული, შემოსული და გასული დოკუმენტების რეგისტრაცია.
2. მთავარი სამმართველოს კანცელარიის საქმიანობაზე პასუხისმგებელია კანცელარიის უფროსი.