განჩინება შპს ”საქართველოს ღვინოები”-ს კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№2/12601-12
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 19/11/2012
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

განჩინება

საქართველოს სახელით

კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ

  2012 წლის 14 ნოემბერი

ქ. თბილისი

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე თამარ ჭუნიაშვილი

 

განმცხადებელი (კრედიტორი) – სს „ბანკი ქართუ”

წარმომადგენლები – დავით მათიკაშვილი, ნათია ჩაჩანიძე

კრედიტორი – 1. შემოსავლების სამსახური

წარმომადგენელი – ნინო მუმლაძე-ბარავკოვი

მოვალე – შპს ”საქართველოს ღვინოები”

დირექტორი – ნუგზარ საჯაია

მეურვე – აღსრულების ეროვნული ბიურო

დავის საგანი – გადახდისუუნარობის საქმის წარმოება

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა კრედიტორთა კრების მოწვევის საკითხი და

ა:

2012 წლის 28 სექტემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას განცხადებით მომართა სს ,,ბანკი ქართუს’’ გენერალურმა დირექტორმა ნოდარ ჯავახიშვილმა, რომელმაც მოითხოვა შპს ,,საქართველოს ღვინოების’’ მიმართ გადახდისუუნარობის საქმის წარმოების გახსნა. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მიერ განცხადება მიღებულ იქნა წარმოებაში, მეურვედ დაინიშნა აღსრულების ეროვნული ბიურო, კრედიტორთა პირველი კრება მოწვეულ იქნა 2012 წლის 14 ნოემბერს 12:00 საათზე თბილისის საქალაქო სასამართლოს შენობაში.

კრედიტორთა პირველი კრება არ შედგა, ვინაიდან მეურვის აღსრულების ეროვნული ბიუროს წარმომადგენლის მინდობილობაში გაპარული იყო ტექნიკური ხარვეზი.

,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ’’ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის მეათე ნაწილის თანახმად, თუ კრედიტორთა კრება არ შედგა, ან კრება გადაწყვეტილებაუუნაროა, ან მან ვერ მიიღო გადაწყვეტილება, 7 დღის ვადაში იმავე დღის წესრიგით მოიწვევა მეორე კრება, რომელიც გადაწყვეტილებაუნარიანი იქნება მასზე წარმოდგენილ ხმათა რაოდენობის მიუხედავად. მოცემულ შემთხვევაში რადგან კრება არ შედგა, საჭიროა დაინიშნოს მეორე კრება.

სასამართლომ იხელმძღვანელა ,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-5, მე-7, მე-8, მე-9, 25-ე, 27 -ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-285-ე მუხლებით.

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. კრედიტორთა მეორე კრება მოწვეულ იქნეს 2012 წლის 20 ნოემბერს 16:00 საათზე თბილისის საქალაქო სასამართლოში (მდებარე: ქ. თბილისში, დ. აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ., №6) სხდომის დარბაზი №29.

2. განჩინება გამოქვეყნდეს „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში “ და სასამართლოს ვებგვერდზე www.tcc.gov.ge.

3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს გამოცემიდან 5 დღის ვადაში კერძო საჩივრით თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში.

 

მოსამართლე          თ. ჭუნიაშვილი