საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში დამატების შეტანის შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№721
სარეგისტრაციო კოდი
090.000.000.05.001.000.875
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 4, 28/02/2001

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს კანონი

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში დამატების შეტანის შესახებ

საქართველოს პარლამენტი ადგენს:

I. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (პარლამენტის უწყებანი, №13-14, 8.04.1998) 680-ე მუხლს დემატოს შემდეგი შინაარსის მე-12 ნაწილი:

„12. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ ამ კოდექსის 548-549-ე, 552-555-ე, 557-558 და 560-573-ე მუხლებით დადგენილი წესით განიხილოს 2001 წლის 15 მარტამდე მიღებული საჩივრები იმ სისხლის სამართლის საქმეებთან დაკავშირებით, რომლებზედაც არსებობს კანონიერ ძალაში შესული სასამართლო განაჩენი და „1991-1992 წლებში დაწყებული სამოქალაქო დაპირისპირების შედეგების აღმოფხვრისა და ეროვნული თანხმობის მიღწევის შესახებ” საქართველოს პარლამენტის 2000 წლის 20 აპრილის დადგენილების მე-3 პუნქტის საფუძველზე შექმნილი დროებითი საპარლამენტო კომისიის შუამდგომლობები. საჩივარი, რომელსაც თან დაერთვის საქართველოს პარლამენტის ეროვნული თანხმობის დროებითი კომისიის შუამდგომლობა, შეიტანება 546-ე მუხლით გათვალისწინებული გასაჩივრების სუბიექტების მიერ უშუალოდ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში.”.

II. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე.

თბილისი,

2001 წლის 13 თებერვალი.

№721–IIს

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში დამატების შეტანის შესახებ“?
არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 13.02.2001.
როდის იქნა მიღებული „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში დამატების შეტანის შესახებ“?
„საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში დამატების შეტანის შესახებ“ მიღებულია 13.02.2001. მიმღები ორგანო — საქართველოს პარლამენტი. დოკუმენტის ნომერი — №721. სარეგისტრაციო კოდი — 090.000.000.05.001.000.875.
სად არის „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში დამატების შეტანის შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 13.02.2001 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს კანონი „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში დამატების შეტანის შესახებ“, №721, 13.02.2001, სარეგისტრაციო კოდი 090.000.000.05.001.000.875 (კონსოლიდირებული რედაქცია 13.02.2001). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1780/