„საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის დისციპლინური წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2003 წლის 25 აპრილის №158 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება (1)
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება №1050 |
|
2012 წლის 19 ნოემბერი ქ. თბილისი |
„ა) დაიცვას საქართველოს კონსტიტუცია და კანონები, ზუსტად შეასრულოს დადებული ფიცი, სამსახურის თანამშრომელთა ეთიკის კოდექსისა და დისციპლინური წესდების მოთხოვნები, სამსახურის უფროსის ბრძანებები და სხვა ხელმძღვანელ პირთა მითითებები;“;
„ბ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში ორგანიზებას უწევენ მოსამსახურეთა პროფესიული გადამზადების, ატესტაციის, კანონმდებლობით დადგენილი წესით მათი სოციალური უზრუნველყოფის, წახალისებისა და დისციპლინური სახდელის დაკისრების საკითხების გადაწყვეტას;“;
„3. მოსამსახურეთა სამსახურებრივი დისციპლინა კონტროლდება უშუალო ხელმძღვანელი პირების მიერ სამსახურებრივი ზედამხედველობის განხორციელებით და სამსახურის გენერალური ინსპექციის (დეპარტამენტი) მიერ ჩატარებული ინსპექტირებით.
4. გამოვლენილი დარღვევის გათვალისწინებით, თანამშრომლის დისციპლინური პასუხისმგებლობის შესახებ შუამდგომლობას სამსახურის სტრუქტურული დანაყოფების ხელმძღვანელები სამსახურის უფროსს წარუდგენენ შესაბამისი პატაკით, ხოლო სამსახურის გენერალური ინსპექცია (დეპარტამენტი) - სამსახურებრივი შემოწმების დასკვნით. დისციპლინური სახდელის დაკისრება ხორციელდება სამსახურის უფროსის ბრძანებით.“;
„7. ამ წესდების მოთხოვნები ვრცელდება „სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 111 მუხლის შესაბამისად კადრების განკარგულებაში მყოფ თანამშრომლებზე.“;
„მუხლი 5.
1. სამსახურის სანიმუშოდ შესრულებისა და ღირსეული მოქმედებისათვის, გამოჩენილი მამაცობისა და სამსახურებრივი მოვალეობებისადმი კეთილსინდისიერი დამოკიდებულებისათვის, უშუალო უფროსი თანამშრომელს წარუდგენს სამსახურის შესაბამისი სტრუქტურული დანაყოფის ხელმძღვანელს, რომელიც შუამდგომლობს სამსახურის უფროსთან თანამშრომლის წახალისების თაობაზე. ხელმძღვანელ პირებს წახალისებაზე ქვემდებარეობის წესით წარადგენენ ზემდგომი თანამდებობის პირები.
2. თანამშრომლის ქმედება, რომლის შედეგად თავიდან იქნება აცილებული შესაძლო სამართალდარღვევა ან დისციპლინური გადაცდომა, ანდა მათი შესაძლო უარყოფითი შედეგები, შეიძლება განხილულ იქნეს როგორც წახალისების საფუძველი, რის თაობაზეც შუამდგომლობის დაყენების უფლება აქვთ, როგორც სამსახურის შესაბამისი სტრუქტურული დანაყოფების უფროსებს, ასევე გენერალური ინსპექციის (დეპარტამენტი) ხელმძღვანელს.“;
„მუხლი 8.
თანამშრომელთა წახალისების თაობაზე წარდგენა ხორციელდება წერილობითი ფორმით პატაკის წარდგენით.“;
„მუხლი 11.
1. დისციპლინურ გადაცდომად ჩაითვლება:
ა) სამსახურებრივ მოვალეობათა შეუსრულებლობა ან არაჯეროვანი შესრულება;
ბ) სამსახურისათვის ქონებრივი ზიანის მიყენება ან ასეთი ზიანის წარმოშობის საშიშროების შექმნა;
გ) ზოგადზნეობრივი და ეთიკური ნორმების წინააღმდეგ, მოსამსახურის ან სამსახურის დისკრედიტაციისაკენ მიმართული უღირსი საქციელი, მისი ჩადენის ადგილის და დროის მიუხედავად;
დ) თანამდებობასთან შეუთავსებელი საქმიანობა;
ე) სამსახურის თანამშრომელთა ეთიკის კოდექსით დადგენილი მოთხოვნების შეუსრულებლობა;
ვ) სახელმწიფო საიდუმლოების დაცვის წესების დარღვევა;
ზ) სამსახურის შინაგანაწესის მოთხოვნათა დარღვევა;
თ) ფიცის გატეხა;
ი) სპეციალური ფორმის ტანსაცმლის ტარების წესის დარღვევა;
კ) იარაღის შენახვის, ტარებისა და გამოყენების წესების დარღვევა;
ლ) მხედრული მისალმების და საწესდებო ურთიერთობების მარეგულირებელი ნორმების დარღვევა.
2. დისციპლინური გადაცდომის შემთხვევაში, ხელმძღვანელი პირები და/ან სამსახურის გენერალური ინსპექციის (დეპარტამენტი) უფლებამოსილი თანამშრომლები მოსამსახურეს მიუთითებენ არსებულ დარღვევაზე და იღებენ ზომებს არამართლზომიერი ქმედების დაუყოვნებლივ აღსაკვეთად. აღნიშნულის შესახებ უნდა მოხსენდეს სამსახურის შესაბამისი სტრუქტურული დანაყოფების უფროსებს. თანამშრომლის დისციპლინური პასუხისმგებლობის საკითხი უნდა გადაწყდეს გამოვლენილი დარღვევის ხასიათისა და სიმძიმის გათვალისწინებით, ფაქტობრივი გარემოებების ობიექტური შეფასების საფუძველზე.“;
„მუხლი 19.
დისციპლინური დარღვევის გამოვლენისას, მოსამსახურე სამუშაო დღის დამთავრებისთანავე, ხოლო სამსახურიდან ჩამოშორების შემთხვევაში - დაუყოვნებლივ, უნდა გამოცხადდეს სამსახურის შესაბამისი სტრუქტურული დანაყოფის ხელმძღვანელთან, რომელიც უზრუნველყოფს მომხდართან დაკავშირებით თანამშრომლისათვის წერილობითი ახსნა-განმარტების ჩამორთმევას ან მის წარდგენას სამსახურის გენერალურ ინსპექციაში (დეპარტამენტი).“;
„მუხლი 21.
1. დისციპლინურ დარღვევებთან დაკავშირებით თანამშრომლისათვის ახსნა-განმარტების ჩამორთმევა, აგრეთვე საქმის გარემოებების დადგენისათვის საჭირო სხვა მოქმედებები, უნდა განხორციელდეს სამსახურის თანამშრომელთა ეთიკის კოდექსით განსაზღვრული პრინციპების დაცვით. დისციპლინური დარღვევის ფაქტთან დაკავშირებული ყველა დოკუმენტი უნდა დაერთოს შესაბამის პატაკს ან სამსახურებრივი შემოწმების დასკვნას.
2. სამსახურებრივ შემოწმებას გენერალური ინსპექცია (დეპარტამენტი) ატარებს სამსახურის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დადგენილი წესით. სამსახურის უფროსის გადაწყვეტილებით, საკითხის შესწავლისა და შესაბამისი დასკვნის მომზადების მიზნით შეიძლება შეიქმნას კომისია.
3. დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს და დისციპლინური სახდელის სახეს განსაზღვრავს სამსახურის უფროსი.“;
„მუხლი 27.
1. დაკისრებულ დისციპლინურ სახდელს მოსამსახურეს უცხადებს უშუალო უფროსი.
2. დაუშვებელია მოსამსახურისათვის დისციპლინური სახდელის დაკისრების შესახებ ბრძანების გამოცხადება მის დაქვემდებარებაში მყოფი თანამშრომლების თანდასწრებით.“;
„მუხლი 30.
დისციპლინური დარღვევის გამო თანამშრომლის სამსახურიდან გათავისუფლების შემთხვევაში, მისი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით წერილობით ეცნობება ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს შესაბამის სამსახურს.“;
„მუხლი 32.
სამსახურში არ მიიღება დისციპლინური სახდელის - სამსახურიდან დათხოვნის საფუძველზე გათავისუფლებული პირი, გარდა უსაფუძვლოდ ან უკანონოდ დათხოვნის გარემოებების გამოვლენის საფუძველზე მისი სამსახურში აღდგენისა და გამონაკლის შემთხვევაში სამსახურის უფროსის მიერ შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებისა.“;
„მუხლი 38.
ოჯახური პირობების ან სხვა საპატიო მიზეზის გამო, თანამშრომელი უფლებამოსილია მიმართოს შესაბამისი სტრუქტურული დანაყოფის ხელმძღვანელს სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებისაგან ხანმოკლე ვადით გათავისუფლების თაობაზე, სამსახურის შინაგანაწესით დადგენილი წესით.
მუხლი 39.
ზემდგომი თანამდებობის პირები ვალდებული არიან გულისხმიერად მოეკიდონ თანამშრომელთა მდგომარეობას და ხელი შეუწყონ კანონმდებლობით დადგენილი სოციალური შეღავათებით სარგებლობაში, ხელმძღვანელ პირებს წარუდგინონ მოსამსახურეთა წინადადებები, შუამდგომლობები და ინიციატივები.
მუხლი 40.
კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული შრომისუუნარობის ფურცლის საფუძველზე, მოსამსახურეს ეძლევა შვებულება ავადმყოფობის გამო, რომელიც გაფორმდება სამსახურის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დადგენილი წესით.“.
|