„ტყით სარგებლობის გეგმის შემუშავებისა და დამტკიცების წესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2012 წლის 27 აგვისტოს №277 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მინისტრის ბრძანება (1)
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის ბრძანება №375 |
|
2012 წლის 17 დეკემბერი ქ. თბილისი |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„ტყით სარგებლობის გეგმის შემუშავებისა და დამტკიცების წესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2012 წლის 27 აგვისტოს №277 ბრძანებით (სსმ, ვებგვერდი, 29/08/2012, 390050000.22.025.016089) დამტკიცებული ტყით სარგებლობის გეგმის შემუშავებისა და დამტკიცების წესში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: |
1.
მე-2 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„5. სააგენტოს მიერ გეგმასთან დაკავშირებით გამოთქმული შენიშვნების ლიცენზიანტის მიერ გათვალისწინების შემთხვევაში, სააგენტო გეგმის წარმოდგენიდან 35 კალენდარული დღის ვადაში ამტკიცებს გეგმას, გარდა ამ მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა. ხოლო ლიცენზიანტის მიერ გეგმის წარმოდგენიდან 30 კალენდარული დღის ვადაში შენიშვნების გაუთვალისწინებლობის შემთხვევაში შენიშვნებით უბრუნებს ლიცენზიის მფლობელს, რომელიც ვალდებულია სამი თვის ვადაში სააგენტოს დასამტკიცებლად წარუდგინოს გეგმა შენიშვნების გათვალისწინებით (აღნიშნულ შემთხვევაში გეგმის დამტკიცება გადის ამ მუხლით გათვალისწინებულ ყველა პროცედურას).“ |
2.
მე-2 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-8 პუნქტი:
8. იმ შემთხვევაში თუ ხე-ტყის დამზადების სპეციალურ ლიცენზიაში ცვლილება დადგენილი წესით შეტანილ იქნა სააგენტოში წარმოდგენილი გეგმის ან დამტკიცებულ გეგმაში ცვლილების შეტანის პროექტის საფუძველზე, გეგმის ან გეგმაში ცვლილების დამტკიცება უნდა განხორციელდეს ლიცენზიაში შესაბამისი ცვლილების შეტანიდან 30 სამუშაო დღეში.“ |
მუხლი 2.
გარდამავალი დებულება |
იმ შემთხვევაში თუ „ტყით სარგებლობის გეგმის შემუშავებისა და დამტკიცების წესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2012 წლის 27 აგვისტოს №277 ბრძანების ამოქმედებამდე ლიცენზიის მფლობელის მიერ წარმოდგენილ ტყითსარგებლობის გეგმასა და ლიცენზიას შორის არსებობს შეუსაბამობა და აღნიშნულის საფუძველზე ლიცენზიაში კანონმდებლობით დადგენილი წესით შეტანილ იქნა შესაბამისი ცვლილება, სააგენტო უფლებამოსილია დაამტკიცოს ტყით სარგებლობის გეგმა წარმოდგენილი ფორმითა და შინაარსით, აღნიშნულ შემთხვევაში არ გამოიყენება ტყით სარგებლობის გეგმის პროექტის წარმოდგენის დროისთვის ტყითსარგებლობის გეგმის დამტკიცებისათვის კანონმდებლობით სააგენტოსათვის დადგენილი ვადები. |
| მუხლი 3 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „ტყით სარგებლობის გეგმის შემუშავებისა და დამტკიცების წესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2012 წლის 27 აგვისტოს №277 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ?
- არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 17.12.2012.
- როდის იქნა მიღებული „ტყით სარგებლობის გეგმის შემუშავებისა და დამტკიცების წესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2012 წლის 27 აგვისტოს №277 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ?
- „ტყით სარგებლობის გეგმის შემუშავებისა და დამტკიცების წესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2012 წლის 27 აგვისტოს №277 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ მიღებულია 17.12.2012. მიმღები ორგანო — საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №375. სარეგისტრაციო კოდი — 390050000.22.025.016093.
- რამდენი მუხლისგან შედგება „ტყით სარგებლობის გეგმის შემუშავებისა და დამტკიცების წესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2012 წლის 27 აგვისტოს №277 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ?
- დოკუმენტი შედგება 3 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- რომელი დოკუმენტები უთითებენ „ტყით სარგებლობის გეგმის შემუშავებისა და დამტკიცების წესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2012 წლის 27 აგვისტოს №277 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ-ზე?
- legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
- სად არის „ტყით სარგებლობის გეგმის შემუშავებისა და დამტკიცების წესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2012 წლის 27 აგვისტოს №277 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 17.12.2012 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „ტყით სარგებლობის გეგმის შემუშავებისა და დამტკიცების წესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2012 წლის 27 აგვისტოს №277 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ, №375, 17.12.2012, სარეგისტრაციო კოდი 390050000.22.025.016093 (კონსოლიდირებული რედაქცია 17.12.2012). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1780602/