„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოსათვის განსაკარგავად გადაცემული ქონების აღრიცხვის, შენახვის, შეფასებისა და განკარგვის წესის და პირობების დამტკიცების შესახებ" საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 2 აგვისტოს №310 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№492
სარეგისტრაციო კოდი
040030000.22.033.016485
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 22/11/2012
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №492

2012 წლის 21 ნოემბერი

ქ. თბილისი

 

,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოსათვის განსაკარგავად გადაცემული ქონების აღრიცხვის, შენახვის, შეფასებისა და განკარგვის წესის და პირობების დამტკიცების შესახებ’’ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 2 აგვისტოს №310 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ


მუხლი 1
,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოსათვის განსაკარგავად გადაცემული ქონების აღრიცხვის, შენახვის, შეფასებისა და განკარგვის წესის და პირობების დამტკიცების შესახებ’’ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 2 აგვისტოს №310  ბრძანებაში (ვებგვერდი, 02/08/2012; სარეგისტრაციო კოდი  040030000.22.033.016432)  შეტანილ იქნეს  ცვლილება და ბრძანებით დამტკიცებული  ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოსათვის განსაკარგავად გადაცემული ქონების აღრიცხვის, შენახვის, შეფასებისა და განკარგვის წესისა და პირობების’’:
1. მე-2 მუხლის  მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,4. ქონების განკარგვის თაობაზე გადაწყვეტილების მიმღები ორგანო მიმართავს სააგენტოს და წარუდგენს ინფორმაციას ქონების განკარგვის თაობაზე მიღებული გადაწყვეტილების შესახებ, ასევე ქონების ჩამონათვალის, ნარჩენი საბალანსო ღირებულების შესახებ და საჭიროების შემთხვევაში, სხვა სახის ინფორმაციას (მატერიალური ან ელექტრონული სახით).“.

2. მე-4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:  

,,მუხლი 4. ქონების შეფასება და საწყისი საპრივატიზებო და საპრივატიზებო  საფასურის დადგენა

1. ქონების შეფასებას აწარმოებს სააგენტოს ქონების შეფასების სამსახური (გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა).

2. ქონების სპეციფიკის გათვალისწინებით, ქონების შეფასება შესაძლებელია აგრეთვე სააგენტოს მიერ შერჩეული საექსპერტო დაწესებულების (ექსპერტის) ან/და აუდიტური ფირმის (აუდიტორის) მიერ, კანონმდებლობით დადგენილი წესით.

3. სააგენტოს  ქონების შეფასების სამსახურის შეფასების, ან ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში, სააგენტოს მიერ შერჩეული საექსპერტო დაწესებულების (ექსპერტის) და/ან აუდიტური ფირმის (აუდიტორის) დასკვნის საფუძველზე, სააგენტო განსაზღვრავს ქონების საწყის საპრივატიზებო  და საპრივატიზებო  საფასურს.

4. ქონების საწყისი საპრივატიზებო და საპრივატიზებო საფასურის განსაზღვრისას სააგენტომ უნდა გაითვალისწინოს საპრივატიზებო ქონების რაოდენობა და პრივატიზების  ფორმა.

5. სააგენტო უფლებამოსილია, ქონების  საწყისი საპრივატიზებო და საპრივატიზებო   საფასურის განსაზღვრისას, დაეყრდნოს ქონების სააგენტოსათვის გადაცემამდე ჩატარებულ ექსპერტიზასა და შეფასებას (არსებობის  შემთხვევაში).

6. იმ შემთხვევაში, თუ სააგენტოს ქონება გადაეცემა ნულოვანი ღირებულებით, სააგენტო უფლებამოსილია, ქონების საწყისი საპრივატიზებო საფასური განსაზღვროს ნული ლარით.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ფინანსთა მინისტრინოდარ ხადური

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოსათვის განსაკარგავად გადაცემული ქონების აღრიცხვის, შენახვის, შეფასებისა და განკარგვის წესის და პირობების დამტკიცების შესახებ" საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 2 აგვისტოს №310 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ?
არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 21.11.2012.
როდის იქნა მიღებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოსათვის განსაკარგავად გადაცემული ქონების აღრიცხვის, შენახვის, შეფასებისა და განკარგვის წესის და პირობების დამტკიცების შესახებ" საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 2 აგვისტოს №310 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ?
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოსათვის განსაკარგავად გადაცემული ქონების აღრიცხვის, შენახვის, შეფასებისა და განკარგვის წესის და პირობების დამტკიცების შესახებ" საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 2 აგვისტოს №310 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ მიღებულია 21.11.2012. მიმღები ორგანო — საქართველოს ფინანსთა მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №492. სარეგისტრაციო კოდი — 040030000.22.033.016485.
რომელი დოკუმენტები უთითებენ „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოსათვის განსაკარგავად გადაცემული ქონების აღრიცხვის, შენახვის, შეფასებისა და განკარგვის წესის და პირობების დამტკიცების შესახებ" საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 2 აგვისტოს №310 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ-ზე?
legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
სად არის „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოსათვის განსაკარგავად გადაცემული ქონების აღრიცხვის, შენახვის, შეფასებისა და განკარგვის წესის და პირობების დამტკიცების შესახებ" საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 2 აგვისტოს №310 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 21.11.2012 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მინისტრის ბრძანება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოსათვის განსაკარგავად გადაცემული ქონების აღრიცხვის, შენახვის, შეფასებისა და განკარგვის წესის და პირობების დამტკიცების შესახებ" საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 2 აგვისტოს №310 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ, №492, 21.11.2012, სარეგისტრაციო კოდი 040030000.22.033.016485 (კონსოლიდირებული რედაქცია 21.11.2012). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1780893/