„სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო ქვემდებარეობის განსაზღვრის თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 29 სექტემბრის N178 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№175
სარეგისტრაციო კოდი
080240000.22.027.016383
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 21/11/2012
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს იუსტიციის მინისტრი ს

ბრძანება №175

2012 წლის 21 ნოემბერი

ქ. თბილისი

 

„სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო ქვემდებარეობის განსაზღვრის თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 29 სექტემბრის №178 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

   

     „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:


მუხლი 1
„სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო ქვემდებარეობის განსაზღვრის თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 29 სექტემბრის №178 ბრძანებით (სსმ, 125, 30/09/2010) დამტკიცებული დანართის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

   „2. პროკურატურის გამომძიებლის საგამოძიებო ქვემდებარეობას განეკუთვნება საქმეები: საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს პარლამენტის წევრის, საქართველოს მთავრობის წევრის, საქართველოს მოსამართლის, სახალხო დამცველის, გენერალური აუდიტორის, ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩისა და დესპანის, პროკურორის, გამომძიებლის, პროკურატურის მრჩევლის, პოლიციელის, თანამდებობაზე მყოფი უმაღლესი სამხედრო ან უმაღლესი სპეციალური წოდების მქონე ოფიცრის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ ჩადენილ, აგრეთვე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულთა თაობაზე, გარდა ამ დანართის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

მინისტრის მოვალეობის შემსრულებელიდავით ჯანდიერი