"აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს კომისიების შექმნის, კომისიებში წევრთა რაოდენობის განსაზღვრისა და კომისიებში პროპორციული წარმომადგენლობის კვოტების დამტკიცების შესახებ" აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის
უმაღლესი საბჭოს
დადგენილება
„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს კომისიების შექმნის, კომისიებში წევრთა რაოდენობის განსაზღვრისა და კომისიებში პროპორციული წარმომადგენლობის კვოტების დამტკიცების შესახებ” აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტის 21-ე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო ადგენს:
მუხლი 1. „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს კომისიების შექმნის, კომისიებში წევრთა რაოდენობის განსაზღვრისა და კომისიებში პროპორციული წარმომადგენლობის კვოტების დამტკიცების შესახებ” აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს 2012 წლის 28 ოქტომბრის №4 დადგენილების (საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს ვებგვერდი (www. matsne.gov.ge),07.11.2012.) მე-2 მუხლის ცხრილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
|
№ | კომისიის დასახელება | კომისიე-ბში წევრთა რაოდე-ნობა | ფრაქცია ,,ქართული ოცნება” | ფრაქცია ,,ქართული ოცნება – თავისუფალი დემოკრატები” | ფრაქცია ,,ქართუ-ლი ოცნება – აჭარა” | ფრაქცია ,,ერთიანი ნაციონა-ლური მოძრაობა” |
| 1 | აგრარულ და თვითმმართველობის საკითხთა | 5 | 2 | 1 | 0 | 2 |
| 2 | განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის საკითხთა | 5 | 1 | 1 | 2 | 1 |
| 3 | საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა | 5 | 2 | 1 | 1 | 1 |
| 4 | საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა | 5 | 2 | 0 | 1 | 2 |
| 5 | ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა | 5 | 2 | 1 | 0 | 2 |
მუხლი 2. ეს დადგენილება ამოქმედდეს მიღებისთანავე.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის
უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ა. ბერიძე
ჩაქვი,
2012 წლის 15 ნოემბერი
№13-უ.ს.შ.ს.