„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გენერალური ინსპექციის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2012 წლის 4 სექტემბრის №738 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№944
სარეგისტრაციო კოდი
120010000.22.026.016160
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 03/12/2012
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს თავდაცვის მინისტრის

ბრძანება №944

2012 წლის 3 დეკემბერი

ქ. თბილისი

 

„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გენერალური ინსპექციის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2012 წლის 4 სექტემბრის №738 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე


მუხლი 1
„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გენერალური ინსპექციის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2012 წლის 4 სექტემბრის №738 ბრძანებით (ვებგვერდი, 120010000. 06/09/2012წ.) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-4 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს ,,გ’’ ქვეპუნქტი შემდეგი რედაქციით:

,,გ) საიდუმლო რეჟიმის დაცვის სამმართველო.’’.

2. მე-4 მუხლს დაემატოს მე-4 პუნქტი შემდეგი რედაქციით:

,,4. საიდუმლო რეჟიმის დაცვის სამმართველოს ფუნქციებია:

ა) სამინისტროს სისტემაში საიდუმლოების რეჟიმის დაცვისა და საიდუმლო საქმისწარმოების კომისიური წესით შემოწმება, სათანადო მიწერილობისა და გეგმის საფუძველზე;

ბ) სამინისტროს სისტემაში საიდუმლო საქმიანობის შესრულებისას, საიდუმლო დოკუმენტებთან და ნაკეთობებთან ურთიერთობისას შემსრულებლების მიერ ,,სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ’’ საქართველოს კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებული ნორმატიული აქტების დამტკიცების თაობაზე’’ საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 21 იანვრის №42 ბრძანებულებითა და საქართველოს სხვა სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული მოთხოვნების უზრუნველყოფაზე კონტროლის განხორციელება;

გ) გენერალური ინსპექციის საიდუმლო საქმისწარმოების, დოკუმენტაციის დაცვისა და მოვლა-შენახვის ორგანიზება/განხორციელება და ამ მიზნით სააღრიცხვო ჟურნალების, საქმეთა ნომენკლატურებისა  და საიდუმლო არქივის წარმოება;

დ) საიდუმლო დოკუმენტებზე მუშაობის წესების დაცვისა და მათი შესაბამის ქვედანაყოფებში დროულად დაბრუნებისათვის სათანადო ღონისძიებების გატარება.’’.

3. მე-5 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,4. უფროსს ჰყავს ორი მოადგილე, რომლებსაც უფროსის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.’’.

4. მე-5 მუხლს დაემატოს 41 პუნქტი შემდეგი რედაქციით:

,,დეპარტამენტის უფროსის დროებით არყოფნის შემხთვევაში, მის უფლება-მოვალეობებს მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე, ახორციელებს დეპარტამენტის უფროსის ერთ-ერთი მოადგილე.’’.

5. მე-5 მუხლის მე-5 პუნქტის ,,გ’’ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.
მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს თავდაცვის მინისტრიირაკლი ალასანია

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გენერალური ინსპექციის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2012 წლის 4 სექტემბრის №738 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 03.12.2012.
როდის იქნა მიღებული „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გენერალური ინსპექციის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2012 წლის 4 სექტემბრის №738 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გენერალური ინსპექციის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2012 წლის 4 სექტემბრის №738 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 03.12.2012. მიმღები ორგანო — საქართველოს თავდაცვის მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №944. სარეგისტრაციო კოდი — 120010000.22.026.016160.
რომელი დოკუმენტები უთითებენ „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გენერალური ინსპექციის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2012 წლის 4 სექტემბრის №738 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ზე?
legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
სად არის „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გენერალური ინსპექციის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2012 წლის 4 სექტემბრის №738 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 03.12.2012 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მინისტრის ბრძანება „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გენერალური ინსპექციის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2012 წლის 4 სექტემბრის №738 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე, №944, 03.12.2012, სარეგისტრაციო კოდი 120010000.22.026.016160 (კონსოლიდირებული რედაქცია 03.12.2012). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1781216/