📋 ეს დოკუმენტი აუქმებს 1 აქტს

საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 06.12.2012
ძალის დაკარგვა 10.03.2015
გამომცემი ორგანო საქართველოს თავდაცვის მინისტრი
ნომერი №951
სარეგისტრაციო კოდი 120010000.22.026.016162
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 06/12/2012
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 2,867 სიტყვა · ~14 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
06.12.2012 მიღება
10.03.2015 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია საქართველოს თავდაცვის მინისტრი
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
📋 აუქმებს — 1 აქტი

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრის ბრძანება №951 2012 წლის 6 დეკემბერი ქ. თბილისი საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ” საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის, „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 5 აპრილის №119 ბრძანებულებით დამტკიცებული საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის „უ” ქვეპუნქტის და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის თანდართული დებულება. მუხლი 2🔗 ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2012 წლის 25 ივნისის №542 ბრძანება. მუხლი 3🔗 ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.საქართველოს თავდაცვის მინისტრიირაკლი ალასანია საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის დებულება თავი I მუხლი 1🔗 საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის სამხედრო პოლიციის დეპარტამენტი (შემდეგ – სამხედრო პოლიცია) არის საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის (შემდეგ – გაერთიანებული შტაბი)  სტრუქტურული ქვედანაყოფი, რომელიც საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს სისხლის სამართლის საქმეთა გამოძიებას, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე რეაგირებას, პრევენციულ და ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობას, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს (შემდეგ-სამინისტრო) ობიექტებისა და საქართველოს შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფების დისლოკაციის ადგილების დაცვას, გაერთიანებული შტაბის სტრუქტურულ ქვედანაყოფებში და ჯარის სახეობის ქვედანაყოფებში შიდა აუდიტის ჩატარებას, სამხედრო მოსამსახურეთა და სამოქალაქო პირთა ტრავმის მიღების ან დაღუპვის ფაქტებზე ინსპექტირებასა და სამსახურებრივი შემოწმების ჩატარებას, თავისი კომპეტენციის ფარგლებში დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლასა და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ სხვა ფუნქციებს. მუხლი 2🔗 სამხედრო პოლიცია თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით, სისხლის სამართლის კანონმდებლობით, „ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ” საქართველოს კანონით, საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტებით, საქართველოს თავდაცვის მინისტრის (შემდეგ – მინისტრი) სამართლებრივი აქტებით, საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის  უფროსის (შემდეგ – გაერთიანებული შტაბის უფროსი) ინდივიდუალური-სამართლებრივი აქტებით, დირექტივებით, განკარგულებებითა და წინამდებარე დებულებით. მუხლი 3🔗 სამხედრო პოლიცია ექვემდებარება გაერთიანებული შტაბის უფროსს და ანგარიშვალდებულია მინისტრისა და გაერთიანებული შტაბის უფროსის წინაშე. მუხლი 4🔗 სამხედრო პოლიციას აქვს ბეჭედი ქართულ-ინგლისური წარწერით „საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის სამხედრო პოლიციის დეპარტამენტი”, აგრეთვე შტამპი და ბლანკი საკუთარი სახელწოდებით. თავი II სამხედრო პოლიციის საქმიანობის ძირითადი პრინციპები მუხლი 5🔗 სამხედრო პოლიციის საქმიანობის ძირითადი პრინციპებია: ა) თავისი კომპეტენციის ფარგლებში გაერთიანებული შტაბის და საქართველოს შეიარაღებული ძალების დანაყოფების მეთაურების მხარდაჭერა მათზე დაკისრებული მისიებისა და ამოცანების შესასრულებლად; ბ) საქართველოს შეიარაღებული ძალების აღმშენებლობის, სამობილიზაციო მზადყოფნისთვის და ბრძოლისუნარიანობის გასამტკიცებლად სამინისტროში კანონიერებისა და დისციპლინის დაცვაზე კონტროლის უზრუნველყოფა; გ) სამხედრო პოლიციის საქმიანობა, სახელმწიფო, პროფესიული და პირადი საიდუმლოების დაცვის უზრუნველყოფით, ემყარება კანონიერების, პიროვნების პატივისა და ღირსების დაცვის, აგრეთვე სოციალური სამართლიანობის, ჰუმანიზმისა და საჯაროობის პრინციპებს; დ) სამხედრო პოლიცია კანონმდებლობით დაკისრებული ვალდებულებების შესრულებას უზრუნველყოფს საქართველოსა და უცხო ქვეყნების შესაბამის სამართალდამცავ სტრუქტურებთან კოორდინირებულად; ე) სამხედრო პოლიციის თანამშრომელი ვალდებულია პატივი სცეს, დაიცვას პიროვნების უფლებები და ძირითადი თავისუფლებები. თავი III სამხედრო პოლიციის საქმიანობის ძირითადი მიმართულებები მუხლი 6🔗 სამხედრო პოლიციის საქმიანობის მიზნები და ამოცანებია: ა) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული საგამოძიებო ქვემდებარეობის ფარგლებში დანაშაულის თავიდან აცილება, გამოვლენა, გამოძიება და დამნაშავეთა ძებნა-დაკავება, ამ დებულებით და სხვა ნორმატიული აქტებით მინიჭებული უფლებამოსილების საფუძველზე; ბ) სამინისტროს სისტემაში ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა პრევენცია და გამოვლენა; გ) საქართველოს შეიარაღებული ძალების ტერიტორიაზე და მის ფარგლებს გარეთ სამხედრო მოსამსახურეთა მიერ დისციპლინის დაცვის კონტროლის განხორციელებისას დანაყოფების მეთაურების მხარდაჭერა; დ) სამინისტროს სისტემაში არსებული ადმინისტრაციული პატიმრობის ადგილების (ჰაუპტვახტების), სამხედრო ობიექტების უსაფრთხოების უზრუნველყოფა, ხოლო საგანგებო დავალებების შემთხვევაში კანონმდებლობით დადგენილი წესით – სტრატეგიული დანიშნულების სამოქალაქო ობიექტების უსაფრთხოების ღონისძიებების განხორციელება როგორც საქართველოს ტერიტორიაზე, ასევე მის ფარგლებს გარეთ; ე) საქართველოს ტერიტორიაზე საბრძოლო დანიშნულების ტექნიკისა და სამხედრო სატრანსპორტო საშუალებების (როგორც საქართველოს, ისე უცხო ქვეყნების კუთვნილი) გადაადგილების კონტროლი; ვ) საომარი ან/და საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებისას, შესაბამის ტერიტორიაზე, საერთაშორისო შეთანხმებებით გათვალისწინებული მოთხოვნების ფარგლებში, სამშვიდობო მისიით სამხედრო დისციპლინისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვაზე კონტროლის (როგორც საქართველოს ტერიტორიაზე, ისე მის ფარგლებს გარეთ) უზრუნველყოფა; ზ) სამხედრო ოპერაციების დროს საბრძოლო შენაერთებში სამხედრო დისციპლინის უზრუნველყოფა; თ) კომპეტენციის ფარგლებში ინფორმაციის მოპოვება, გადამუშავება და ანალიზი; ი) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა მიზნები და ამოცანები. მუხლი 7🔗. სამხედრო პოლიციის უფლებამოსილებანი სამხედრო პოლიცია უფლებამოსილია, საქმიანობის მიზნებისა და ძირითადი პრინციპების უზრუნველსაყოფად, თავისი კომპეტენციის ფარგლებში: ა) განახორციელოს ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობა, კანონმდებლობით განსაზღვრული საგამოძიებო ქვემდებარეობის ფარგლებში გამოავლინოს, გახსნას, აღკვეთოს დანაშაული, დაიწყოს და აწარმოოს გამოძიება, გამოიყენოს ფიზიკური იძულება კანონით დადგენილ ფარგლებში და დადგენილი წესით; ბ) მოიპოვოს, დაამუშაოს, ანალიზი გაუკეთოს სამხედრო პოლიციის საქმიანობასთან დაკავშირებულ ინფორმაციას და განახორციელოს სტრატეგიული დაგეგმვა; გ) ჩაატაროს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული ყველა საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება კანონმდებლობით დადგენილ შემთხვევაში და დადგენილი წესით; დ) კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით, საჭიროების შემთხვევაში, მიიღოს გადაწყვეტილება რევიზიის ან ინვენტარიზაციის ჩატარებაზე, მოითხოვოს საუწყებო შემოწმების ჩატარება და გამოძიებისათვის საჭირო დოკუმენტაციის წარმოდგენა; ე) მოსთხოვოს მოქალაქეს დაიცვას მართლწესრიგი, ხოლო ამ მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში, მიიღოს კანონით გათვალისწინებული ზომები; ვ) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული კომპეტენციის ფარგლებში და დადგენილი წესით, განიხილოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა და დისციპლინური გადაცდომის საქმეები, შეადგინოს შესაბამისი ოქმები შემდგომი რეაგირებისათვის ან შუამდგომლობლობით მიმართოს შესაბამის ორგანოს; ზ) სისხლის სამართლის ან ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმის წარმოებასთან დაკავშირებით გამოიძახოს პირი, რომელსაც შესაძლოა საქმესთან დაკავშირებით ჰქონდეს ინფორმაცია, მოსთხოვოს ახსნა-განმარტება და საქმესთან დაკავშირებული საჭირო დოკუმენტები; თ) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული კომპეტენციის ფარგლებში და დადგენილი წესით, აწარმოოს მოქალაქის ნივთებისა და მისი პირადი გასინჯვა; ი) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, „სამხედრო პოლიციის შესახებ” საქართველოს კანონის მოთხოვნათა დაცვით, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას გამოიყენოს ფიზიკური იძულება, სპეციალური საშუალებები და ცეცხლსასროლი იარაღი; კ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესითა და ფორმით განახორციელოს ძებნილი სამხედრო მოსამსახურეების ძებნა-დაკავების ღონისძიებები; ლ) სამართლებრივი რეაგირება მოახდინოს სამხედრო მოსამსახურეთა მიერ უკანონო გამოსვლების, მიტინგების, პიკეტირებისა და სხვაგვარი უკანონო აქციების მოწყობაზე და/ან მათში მონაწილეობაზე; მ) საგამოძიებო ქვემდებარეობით მისთვის მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებით განახორციელოს ბრალდებულის ან/და ამოუცნობი გვამის რეგისტრაცია, დაქტილოსკოპირება, ფოტო-კინო-ვიდეო და აუდიოგადაღება, შედარებითი გამოკვლევისათვის ნიმუშების აღება, აგრეთვე ჩაატაროს საექსპერტო გამოკვლევები სისხლის სამართლისა და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებზე; ნ) მგზავრების პირადი დაცვის უზრუნველყოფის, ბრალდებულის დაკავების ან დაპატიმრების მიზნით, დადგენილი წესით მიმართოს შესაბამის ორგანოებს სარკინიგზო, საზღვაო და საჰაერო ტრანსპორტის გასვლის გონივრული ვადით შეყოვნების შესახებ; ო) უზრუნველყოს სამხედრო პატრულის ფუნქციონირება; პ) კანონმდებლობით დადგენილი წესით დანაყოფების დისლოკაციის ადგილებზე, სამხედრო ობიექტებსა და/ან მათ მიმდებარე ტერიტორიებზე, აგრეთვე საომარი ან/და საგანგებო მდგომარეობის და სხვა განსაკუთრებული სიტუაციების პირობებში, გზებზე საკონტროლო-გამშვები პუნქტების მოწყობა და მათი ფუნქციონირების უზრუნველყოფა; ჟ) სამხედრო წვრთნების დროს, მეთაურების მხარდასაჭერად, საწვრთნელ ტერიტორიაზე, სასროლეთსა და პოლიგონებზე სამხედრო დისციპლინისა და უსაფრთხოების წესების უზრუნველყოფაზე კონტროლის განხორციელება; რ) ქვეყნის ფარგლებს გარეთ სამშვიდობო მისიებში მონაწილე საქართველოს შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფებში მეთაურების მხარდასაჭერად,  დისციპლინაზე კონტროლის განხორციელება; ს) აუცილებლობის შემთხვევაში, კომპეტენციის ფარგლებში, (სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის უფროსის (შემდგომ – დეპარტამენტის უფროსი) გადაწყვეტილებით), დაკავებულ და დაპატიმრებულ პირთა ბადრაგირება, აგრეთვე სამხედრო პოლიციის შესაბამისი დანაყოფების მიერ საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებისას დანაშაულის ადგილებისა და მტკიცებულებების დაცვა; ტ) სამინისტროს სამხედრო ობიექტების შიდა უსაფრთხოების ღონისძიებების განხორციელება; უ) საქართველოს ტერიტორიაზე უცხო ქვეყნის საბრძოლო დანიშნულების ტექნიკის, სამხედრო სატრანსპორტო საშუალებათა და სამხედრო მოსამსახურეთა გადაადგილების კანონიერებაზე კონტროლის განხორციელება; ფ) სამინისტროს სისტემის საქმიანობის უსაფრთხოებისა და მოსამსახურეთა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების პროცესში, მათი მართლსაწინააღმდეგო ხელყოფისგან დაცვის უზრუნველყოფა; ქ) განახორციელოს საქრთველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა საქმიანობა. მუხლი 8🔗. სამხედრო პოლიციის ვალდებულებები სამხედრო პოლიცია ვალდებულია თავისი კომპეტენციის ფარგლებში: ა) დაკავებულ ან დაპატიმრებულ პირს მისცეს შესაძლებლობა კანონის შესაბამისად განახორციელოს სამართლებრივი დაცვის უფლება და შეატყობინოს დაკავების შესახებ ოჯახს, ახლო ნათესავს, სამსახურის ან სასწავლო დაწესებულების ხელმძღვანელს; ბ) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, სასამართლოსა და პროკურორის გადაწყვეტილებების შესაბამისად განახორციელოს დაზარალებულის, მოწმის და პროცესის სხვა მონაწილეების, მათი ოჯახის წევრების დაცვის ღონისძიებები, თუ მათ ჯანმრთელობას და სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება; გ) გამოძიების პროცესში დაადგინოს დანაშაულის მიზეზები და პირობები, მიიღოს ზომები მათ აღმოსაფხვრელად და თავიდან ასაცილებლად; დ) უზრუნველყოს დაკავებული ან დაპატიმრებული პირის დაცვა და საპატიმრო დაწესებულებაში გადაყვანა; ე) აღასრულოს სასამართლოს დადგენილება ადმინისტრაციული პატიმრობის შესახებ; ვ) აღასრულოს სასამართლოს გადაწყვეტილებები, მოსამართლის და პროკურორის დადგენილებები იმ პირთა წარმოდგენის შესახებ, რომლებიც თავს არიდებენ სასამართლოში, პროკურატურაში ან საგამოძიებო ორგანოში გამოცხადებას. ასევე აღასრულოს შესაბამისი ორგანოების გადაწყვეტილებები დაკავების და დაპატიმრების შესახებ; ზ) ითანამშრომლოს საქართველოს შინაგან საქმეთა, ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების, იუსტიციის და ფინანსთა სამინისტროების შესაბამის სამსახურებთან კანონიერი საქმიანობის განხორციელებაში; თ) საომარი მდგომარეობის დროს, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, საერთაშორისო შეთანხმებებითა და კონვენციებით დადგენილი წესით და ფორმით უზრუნველყოს სამხედრო ტყვეთა ბანაკების დაცვა და უსაფრთხო ფუნქციონირება. თავი IV სამხედრო პოლიციის ორგანიზება და ხელმძღვანელობა მუხლი 9🔗 სამხედრო პოლიციის საქმიანობის ორგანიზება ხორციელდება შემდეგი სახით: ა) სამხედრო პოლიცია დაკისრებულ მოვალეობას ასრულებს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, ასევე მის ფარგლებს გარეთ არსებულ საქართველოს შეიარაღებული ძალების დისლოკაციის ადგილებზე და ფუნქციონირებს ერთიანი, ცენტრალიზებული წესით; ბ) სამხედრო პოლიციის ორგანიზაციული მოწყობის სისტემასა და სტრუქტურას, განსაზღვრავს წინამდებარე დებულება; გ) საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტი სამინისტროზე საპარლამენტო კონტროლის ფარგლებში ახორციელებს სამხედრო პოლიციის საპარლამენტო კონტროლს; დ) კანონმდებლობით სამინისტროს ქვემდებარეობისთვის მიკუთვნებული დანაშაულების გამოძიებას ზედამხედველობს საქართველოს მთავარი პროკურატურა. მუხლი 10🔗. სამხედრო პოლიციის ხელმძღვანელობა 1. სამხედრო პოლიციის საქმიანობას მართავს და საერთო ხელმძღვანელობას უწევს დეპარტამენტის უფროსი, რომელსაც გაერთიანებული შტაბის უფროსის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი. 2. დეპარტამენტის უფროსი: ა) ხელმძღვანელობს სამხედრო პოლიციას და პასუხისმგებელია სამხედრო პოლიციის მიერ საქართველოს კანონმდებლობით დაკისრებული მოვალეობების შესრულებისათვის; ბ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში იღებს გადაწყვეტილებებს სამხედრო პოლიციის გამგებლობის სფეროსთვის მიკუთვნებულ საკითხებზე; გ) თვალყურს ადევნებს სამხედრო პოლიციის სტრუქტურული დანაყოფების მიერ თავიანთი მოვალეობების შესრულებას და ახორციელებს სამსახურებრივ ზედამხედველობას სამხედრო პოლიციის თანამშრომლების საქმიანობაზე; დ) ანაწილებს სამხედრო პოლიციის მოსამსახურეთა შორის ფუნქციონალურ მოვალეობებს, განსაზღვრავს მათი პერსონალური პასუხისმგებლობის საკითხებს, კომპეტენციის ფარგლებში წყვეტს მათ მიმართ წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის საკითხებს; ე) წარუდგენს მინისტრს და გაერთიანებული შტაბის უფროსს ანგარიშს სამხედრო პოლიციის მიერ განხორციელებული საქმიანობის შესახებ და ინფორმაციას სამხედრო პოლიციის საქმიანობის პრიორიტეტული მიმართულებების თაობაზე; ვ) პასუხისმგებელია სამხედრო პოლიციისათვის გამოყოფილი საბიუჯეტო სახსრების, ასევე მატერიალურ-ტექნიკური ფასეულობების (მათ შორის, შეიარაღების, საბრძოლო მასალის, სპეციალური ტექნიკის, სპეციალური საშუალებების და ა.შ.) მიზნობრივ ხარჯვასა და გამოყენებაზე; ზ) გაერთიანებული შტაბის უფროსთან შეთანხმებით, დასამტკიცებლად წარუდგენს მინისტრს სამხედრო პოლიციის დებულების პროექტს, სტრუქტურას, ხარჯთაღრიცხვასა და საშტატო განრიგს, ასევე ნორმატიულ აქტებში ცვლილებების შეტანის შესახებ პროექტებს; თ) კომპეტენციის ფარგლებში, განსაზღვრავს დეპარტამენტის მოსამსახურეების უფლება-მოვალეობებს, აძლევს მათ შესასრულებლად სავალდებულო მითითებებსა და დავალებებს, გამოსცემს ინდივიდუალურ-სამართლებრივ აქტებს, მეთოდურ მითითებებს;  ი) გაერთიანებული შტაბის უფროსთან შეთანხმებით, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, მინისტრს წარუდგენს შუამდგომლობებს სამხედრო პოლიციის თანამშრომლების დანიშვნის, გათავისუფლების, აგრეთვე კანონმდებლობით განსაზღვრული წესითა და ფორმით, მათთვის წოდების მინიჭების თაობაზე; კ) კომპეტენციის ფარგლებში იღებს გადაწყვეტილებებს ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის განხორციელებაზე; ლ) ზედამხედველობს მისი მოადგილეების, სამხედრო პოლიციის სტრუქტურული დანაყოფების თანამდებობის პირების გადაწყვეტილებების კანონმდებლობით დადგენილი წესით შესრულებას; მ) ასრულებს მინისტრისა და გაერთიანებული შტაბის უფროსის სამხედრო პოლიციის საქმიანობასთან დაკავშირებულ ცალკეულ დავალებებს; ნ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს. 3. დეპარტამენტის უფროსს ჰყავს მოადგილეები, რომელთაც დეპარტამენტის უფროსის წარდგინებით, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი. მათი უფლებამოსილება განისაზღვრება დეპარტამენტის უფროსის ბრძანებით. 4. დეპარტამენტის უფროსის არყოფნის შემთხვევაში, მის მოვალეობას დეპარტამენტის უფროსის ბრძანებით, ასრულებს დეპარტამენტის უფროსის ერთ-ერთი მოადგილე.     5. დეპარტამენტის უფროსის მოადგილეები ანგარიშვალდებულნი არიან დეპარტამენტის უფროსის წინაშე და კომპეტენციის ფარგლებში პასუხს აგებენ დაკისრებული ფუნქციების სრულყოფილად შესრულებაზე. თავი V სამხედრო პოლიციის სტრუქტურული დანაყოფები, მათი ფუნქციები და მმართველობა მუხლი 11🔗 1. სამხედრო პოლიციის სტრუქტურული დანაყოფებია (შემდგომში – დანაყოფი): ა) ადმინისტრაციული მთავარი სამმართველო;  ბ) გამოძიების მთავარი სამმართველო; გ) ოპერატიულ-სამძებრო მთავარი სამმართველო; დ) ოპერატიულ-ტექნიკური უზრუნველყოფის მთავარი სამმართველო; ე) საპატრულო ღონისძიებათა ორგანიზების სამმართველო; ვ) სპეციალურ გამოკვლევათა სამსახური; ზ) დაცვის სამმართველო; თ) ცალკეული საკომენდანტო ასეული; ი) სპეციალური ოპერაციების სამმართველო; კ) ანალიტიკური სამმართველო; ლ) რეგიონალური სამმართველოები: ლ.ა) I რეგიონალური სამმართველო (თბილისი, მცხეთა-მთიანეთი); ლ.ბ) II რეგიონალური სამმართველო (სამეგრელო-ზემო სვანეთი); ლ.გ) III რეგიონალური სამმართველო (კახეთი, ქვემო ქართლი); ლ.დ)  IV რეგიონალური სამმართველო (შიდა ქართლი); ლ.ე) V რეგიონალური სამმართველო (აჭარა); ლ.ვ) VI რეგიონალური სამმართველო (იმერეთი, რაჭა-ლეჩხუმი, ქვემო სვანეთი და გურია); ლ.ზ) VII რეგიონალური სამმართველო (სამცხე-ჯავახეთი). 2. დანაყოფებში შემავალი სტრუქტურული ერთეულები განისაზღვრება საშტატო განრიგით. მუხლი 12🔗 1. ადმინისტრაციული მთავარი სამმართველოს ფუნქციებია: ა) სამხედრო პოლიციის პირადი შემადგენლობის დაკომპლექტებისათვის წინადადებების წარდგინება, მათი შერჩევა, განაწილება და პროფესიული დონის ამაღლება, საორგანიზაციო-საშტატო მუშაობის ორგანიზება; ბ) კომპეტენციის ფარგლებში, არასაიდუმლო და საიდუმლო საქმისწარმოება; გ) სამხედრო პოლიციაში საიდუმლო რეჟიმის, კონსპირაციის დაცვის უზრუნველყოფა და კონტროლი; დ) სამხედრო პოლიციის ადმინისტრაციულ შენობაში მოქალაქეთა დაშვების ორგანიზება და სამხედრო პოლიციის ქვემდებარე დანაშაულების,  სამართალდარღვევებისა და სამხედრო ტექნიკის (პირადი შემადგენლობის) გაცილების  შესახებ განცხადება-შეტყობინებების მიღება-რეგისტრაცია; ე) სამხედრო პოლიციაზე რიცხული ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალისა და კავშირგაბმულობის საშუალებების გაცემის ორგანიზება, დღეღამური ოპერატიული ვითარების ინფორმაციის მიღება, მათი სისტემატიზაცია; ვ) სამინისტროს ბალანსზე რიცხული ავტოსატრანსპორტო საშუალებების ტექნიკურ მდგომარეობაზე კონტროლი და შესაბამისი დოკუმენტების გაცემა, აგრეთვე სანომრე ნიშნების გაცემა-რეგისტრაცია; ზ) მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, შესაბამისი ფინანსური ოპერაციების წარმოება; თ) ოპერატიული აღრიცხვის საქმეების და საიდუმლო თანამშრომელთა აპარატის აღრიცხვა, არქივისა და საქმისწარმოების ორგანიზება; ი) სამხედრო პოლიციის სრულყოფილად ფუნქციონიერებისათვის საჭირო ლოგისტიკური დაგეგმარების უზრუნველყოფა; კ) სამხედრო პოლიციის მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფა და სხვა ლოგისტიკური მომსახურება; ლ) სამხედრო პოლიციის მფლობელობაში არსებული ქონებისა და მატერიალური ფასეულობების აღრიცხვა-განაწილების უზრუნველყოფა და შესაბამისი ანგარიშგებების შედგენა. 2. გამოძიების მთავარი სამმართველოს ფუნქციებია: ა) სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობის შესაბამისად, სამხედრო პოლიციის კომპეტენციისათვის მიკუთვნებულ სისხლის სამართლის საქმეების გამოძიება; ბ) მთავარ სამმართველოში შემავალი საგამოძიებო ქვედანაყოფების წარმოებაში არსებული სისხლის სამართლის საქმეების გამოძიების უზრუნველყოფის კოორდინაცია. 3. ოპერატიულ-სამძებრო მთავარი სამმართველოს ფუნქციებია: ა) მინისტრის და დეპარტამენტის უფროსის განსაკუთრებულ დავალებათა შესრულება, მისი მონიტორინგი და ამ დავალებებიდან გამომდინარე, ვითარების ოპერატიული ანალიზის უზრუნველყოფა; ბ) შესაბამისი დანაყოფების ოპერატიული ინფორმაციით უზრუნველყოფა და ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების განხორციელება-ორგანიზება; გ) ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის განხორციელებაში დანაყოფების მეთოდური და პრაქტიკული დახმარების გაწევა; დ)  შესაბამისი ფუნქცია-მოვალეობების განხორციელება რეგიონალური სამმართველოების ოპერატიული დანაყოფების მეშვეობით; ე) სამხედრო ნაწილის ან სამსახურის სხვა ადგილის თვითნებურად მიმტოვებელი და დეზერტირობაში მყოფი სამხედრო მოსამსახურეების, აგრეთვე სისხლის სამართლის საქმეებზე ძებნილ პირთა ძებნა-დაკავება; ვ) დანაშაულთან ბრძოლის  სახეების, ხერხების და მეთოდების განსაზღვრა; ზ) სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების (მათ შორის, ჯარის სახეობის ქვედანაყოფების) სამხედრო მოსამსახურეთა და სამოქალაქო პირთა დაჭრა-დასახიჩრების, ტრავმის მიღების ან დაღუპვის ფაქტებზე ინსპექტირებისა და სამსახურებრივი შემოწმების ჩატარება, უკავშირდება თუ არა აღნიშნული ფაქტები სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებას და აღნიშნულთან დაკავშირებით შესაბამისი დასკვნის მომზადება და გაცემა; თ) გაერთიანებული შტაბის (მათ შორის, ჯარის სახეობის ქვედანაყოფებში) ქვედანაყოფებში საბრძოლო მომზადებისა და საბრძოლო მზადყოფნის ინსპექტირება და სამსახურებრივი შემოწმება. 4. ოპერატიულ-ტექნიკური უზრუნველყოფის მთავარი სამმართველოს ფუნქციებია: ა) „ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, სპეციალური საშუალებებისა და სპეციალიზებული დანაყოფების გამოყენებით ოპერატიულ-ტექნიკური და ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების განხორციელება, უსაფრთხოების წესების შემუშავება და ინფორმაციის ანალიტიკური დამუშავება; ბ) სამინისტროსა და გაერთიანებული შტაბის ადმინისტრაციული შენობისა და სამინისტროს მიმდებარე ტერიტორიის, აგრეთვე მინისტრის მიერ განსაზღვრული სამინისტროს სხვა სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირების შენობებისა და ტერიტორიის ვიდეოკონტროლი და ვიდეოკონტროლის სისტემის პროგრამული უზრუნველყოფა. 5. საპატრულო ღონისძიებათა ორგანიზების სამმართველოს ფუნქციებია: ა) სამხედრო პოლიციის რეგიონალური სამმართველოების საპატრულო დანაყოფების მიერ საქართველოს საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულების მონიტორინგის განხორციელება; ბ) რეგიონალური სამმართველოების საპატრულო დანაყოფების მიერ პატრულირების განხორციელების და სამხედრო ობიექტებზე საკონტროლო-გამშვები პუნქტების ფუნქციონირების ხარისხის შემოწმება, შედეგების დასკვნის სახით ჩამოყალიბება  და ხელმძღვანელობისათვის წარდგენა; გ) რეგიონალური სამმართველოების საპატრულო დანაყოფების თანამშრომელთა მიერ ჩადენილი დისციპლინური გადაცდომების ფაქტების შეჯამება და სათანადო ინფორმაციის მომზადება; დ) რეგიონალური სამმართველოების საპატრულო დანაყოფების მიერ განსახორციელებელი საპატრულო ღონისძიებების კოორდინაცია, აგრეთვე მათთვის მეთოდური და პრაქტიკული დახმარებების გაწევა; ე) საპატრულო ღონისძიებების  სრულყოფილად  განხორციელების ხელისშემშლელი გარემოებების  გამოვლენა  და მათ აღმოსაფხვრელად შესაბამისი რეკომენდაციების მომზადება; ვ) რეგიონალური სამმართველოების საპატრულო დანაყოფების მიერ გამოვლენილ დისციპლინარულ და ადმინისტრაციულ სამართლადარღვევათა შესახებ მონაცემების მიღება, მათზე შესაბამისი სამართლებრივი რეაგირების მონიტორინგი. 6. სპეციალურ გამოკვლევათა სამსახურის ფუნქციებია: ა) კანონმდებლობის შესაბამისად, უფლებამოსილი პირის დადგენილებით ან დავალებით, შემოწმების ჩატარება და გამოკვლევის შედეგების წარდგენა; ბ) „სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად გაერთიანებული შტაბის სტრუქტურულ ქვედანაყოფებში და ჯარის სახეობის ქვედანაყოფებში შიდა აუდიტის ჩატარება; გ) სხვა საქმიანობა, რომელიც არ ეწინააღმედეგება საქართველოს კანონმდებლობას, ამ დებულების მიზნებს და შიდა აუდიტის პრინციპებს. 7. დაცვის სამმართველოს ფუნქციებია:  ა) მინისტრისა და მინისტრის მიერ განსაზღვრულ პირთა დაცვისა და პირადი უსაფრთხოების ღონისძიებების უზრუნველყოფა; ბ) სამინისტროში ოფიციალური ვიზიტით მყოფი უცხო ქვეყნის თავდაცვის სისტემის (სამოქალაქო და სამხედრო) თანამდებობის პირთა დაცვითი ღონისძიებების უზრუნველყოფა; გ) დაცვის და უსაფრთხოების ღონისძიებების წარმატებით განსახორციელებლად, დასაცავ პირთა გადაადგილების მარშრუტებზე, მონახულების ობიექტებსა და გასამგზავრებელ რეგიონებში არსებული ვითარების შესახებ ინფორმაციის მოძიება, შეკრება და შესწავლა. 8. ცალკეული საკომენდანტო ასეულის ფუნქციებია – სამინისტროსა და გაერთიანებული შტაბის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ საკონტროლო-გამშვებ პუნქტებზე დაცვის ღონისძიებების განხორციელება და საყარაულო წესდების შესრულება. 9. სპეციალური ოპერაციების სამმართველოს ფუნქციებია: ა) დეპარტამენტის უფროსის დავალებების შესაბამისად, სამხედრო პოლიციის კომპეტენციის ფარგლებში ჩასატარებელი სპეციალური ღონისძიებების განხორციელება; ბ) დამნაშავე პირთა დაკავება და ბადრაგირება, აგრეთვე დანაშაულის ადგილებისა და მტკიცებულებების დაცვა; გ) მინისტრის ან/და გაერთიანებული შტაბის უფროსის მიერ განსაზღვრული ცალკეული ობიექტების დაცვა; დ) იარაღისა და საბრძოლო მასალების ესკორტირება საგანგებო მდგომარეობის დროს. ე) კომპეტენციის ფარგლებში არასაიდუმლო და საიდუმლო საქმისწარმოება. 10. ანალიტიკური სამმართველოს ფუნქციებია: ა) სამხედრო პოლიციის საინფორმაციო-ანალიტიკური უზრუნველყოფა, დეპარტამენტის უფროსის დავალებების შესრულება და მის საფუძველზე დასკვნების, წინადადებების და რეკომენდაციების შემუშავება; ბ) სამხედრო პოლიციის ქვემდებარე დანაშაულებათა (მათში მონაწილე პირთა) და სამართალდარღვევათა აღრიცხვა-სისტემატიზაცია; გ) სამხედრო პოლიციის დანაყოფებიდან გაწეული მუშაობის შედეგების სტატისტიკური ანალიზი; დ) სამხედრო პოლიციის დანაყოფების მუშაობის შემაჯამებელი ანგარიშების მომზადება. 11.  რეგიონალური სამმართველოების ფუნქციებია – ამ დებულებით სამხედრო პოლიციისათვის განსაზღვრული და ქვემოთ ჩამოთვლილი ფუნქციების განხორციელება შესაბამის სამოქმედო ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ფარგლებში: ა) საქართველოს შეიარაღებული ძალების ტერიტორიაზე, სამხედრო ქვედანაყოფებში, ქუჩებში, საზოგადოებრივ ადგილებში, რკინიგზის სადგურებში, პორტებში, აეროპორტებში, სამხედრო ნაწილების მიმდებარე ტერიტორიის დასახლებულ პუნქტებში სამხედრო მოსამსახურეთა მიერ დისციპლინისა და სამხედრო წესრიგის დაცვის ღონისძიებების უზრუნველყოფა; ბ) კანონმდებლობით დადგენილი წესით დანაყოფების დისლოკაციის ადგილებზე, სამხედრო ობიექტებსა და/ან მათ მიმდებარე ტერიტორიებზე, აგრეთვე საომარი ან/და საგანგებო მდგომარეობის და სხვა განსაკუთრებული სიტუაციების პირობებში, გზებზე საკონტროლო-გამშვები პუნქტების მოწყობა და მათი ფუნქციონირების უზრუნველყოფა; გ) სამინისტროში ოფიციალური ვიზიტით მყოფი უცხო ქვეყნის თავდაცვის სისტემის თანამდებობის პირთა (სამოქალაქო და სამხედრო) ავტოტრანსპორტით გადაადგილებისას, მინისტრის ან გაერთიანებული შტაბის უფროსის ბრძანების საფუძველზე, ვიზიტორების ესკორტით უზრუნველყოფა; დ) პატრულირების განხორციელება და კომპეტენციის ფარგლებში სამინისტროს ბალანსზე არსებული ავტოსატრანსპორტო საშუალებების მძღოლების მიერ საგზაო მოძრაობის წესების დაცვაზე კონტროლის განხორციელება; ე) ადმინისტრაციულ/დისციპლინურ სამართალდარღვევათა (გადაცდომათა) პრევენცია, გამოვლენა და შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება; ვ) დანაშაულთან ბრძოლის სახეების, ხერხების და მეთოდების განსაზღვრა; ზ) შესაბამისი დანაყოფების ოპერატიული ინფორმაციით უზრუნველყოფა და ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების განხორციელება-ორგანიზება; თ) კომპეტენციის ფარგლებში ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის განხორციელება; ი) სამხედრო პოლიციის ქვემდებარეობის სფეროში, დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის მდგომარეობის ანალიზი; კ) სამმართველოს მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფა და სხვა ლოგისტიკური მომსახურება; ლ) სამმართველოს მფლობელობაში არსებული ქონებისა და მატერიალური ფასეულობების აღრიცხვა-განაწილების უზრუნველყოფა და შესაბამისი ანგარიშგებების შედგენა; მ) კომპეტენციის ფარგლებში არასაიდუმლო და საიდუმლო საქმისწარმოება; ნ) სამმართველოზე რიცხული ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალისა და კავშირგაბმულობის საშუალებების გაცემის ორგანიზება, დღე-ღამური ოპერატიული ვითარების შესახებ ინფორმაციის მიღება და მათი სისტემატიზაცია; ო) სამხედრო პოლიციის კომპეტენციისათვის მიკუთვნებული დანაშაულების,  სამართალდარღვევებისა და სამხედრო ტექნიკის (პირადი შემადგენლობის) გაცილების საჭიროების შესახებ განცხადება-შეტყობინებების მიღება-რეგისტრაცია. მუხლი 13🔗 1. დანაყოფის უფროსი: ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს დანაყოფის საქმიანობას, პასუხს აგებს დანაყოფზე დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებაზე; ბ) წარმოადგენს დანაყოფს დაკისრებული უფლება-მოვალეობის განხორციელებისას; გ) ანაწილებს მოვალეობებს დანაყოფის მოსამსახურეებს შორის, აძლევს მათ მითითებებსა და დავალებებს, ახორციელებს კონტროლს თანამშრომელთა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებაზე; დ) ხელს აწერს დანაყოფში მომზადებულ დოკუმენტებს; ე) შეიმუშავებს წინადადებებს დანაყოფების შიდა სტრუქტურის, შტატების, მუშაობის ორგანიზაციის, დანაყოფის მოსამსახურეთა წახალისების ან მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ; ვ) შუამდგომლობს დანაყოფის მოსამსახურეთა კვალიფიკაციის ამაღლებისა და გადამზადების თაობაზე; ზ) ანგარიშს აბარებს დეპარტამენტის უფროსს დანაყოფის საქმიანობის მიმდინარეობის შესახებ; თ) უფლებამოსილია კომპეტენციის ფარგლებში, დეპარტამენტის უფროსის მიერ განსაზღვრულ შემთხვევებში, გამოსცეს მითითებები და ბრძანებები; ი) ახორციელებს ამ დებულებითა და კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა ფუნქციებს. 2. დანაყოფების უფროსებს ჰყავთ მოადგილეები, რომლებიც უფროსის არყოფნის შემთხვევაში ასრულებენ მის მოვალეობას. თავი VI სამხედრო პოლიციაში სამსახურის გავლის წესი და სამხედრო პოლიციის თანამშრომელთა სოციალური დაცვის გარანტიები მუხლი 14🔗 სამხედრო პოლიციის თანამშრომელთა სამსახურში მიღებისა და სამსახურის გავლის წესი, ასევე მათი სოციალური დაცვის გარანტიები რეგულირდება „სამხედრო პოლიციის შესახებ” საქართველოს კანონით და ამ კანონის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით.