საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სამოქალაქო ავიაციისა და საზღვაო ტრანსპორტის სფეროებში მომხდარი სატრანსპორტო შემთხვევებისა და ინციდენტების მოკვლევის ბიუროს დებულების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 22.11.2012
გამომცემი ორგანო საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი
ნომერი №1-1/1897
სარეგისტრაციო კოდი 310000000.22.024.016246
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 29/11/2012
matsne.gov.ge 1,335 სიტყვა · ~7 წთ
დამატებითი მეტამონაცემები (1)
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სამოქალაქო ავიაციისა და საზღვაო ტრანსპორტის სფეროებში მომხდარი სატრანსპორტო შემთხვევებისა და ინციდენტების მოკვლევის ბიუროს დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ბრძანება №1-1/1897 2012 წლის 22 ნოემბერი ქ. თბილისი  საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სამოქალაქო ავიაციისა და საზღვაო ტრანსპორტის სფეროებში მომხდარი სატრანსპორტო შემთხვევებისა და ინციდენტების მოკვლევის ბიუროს დებულების დამტკიცების შესახებ „საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2004 წლის 10 სექტემბრის №77 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-8 მუხლის მე-3 პუნქტის „ნ” ქვეპუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-13 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სამოქალაქო ავიაციისა და საზღვაო ტრანსპორტის სფეროებში მომხდარი სატრანსპორტო შემთხვევებისა და ინციდენტების მოკვლევის ბიუროს თანდართული დებულება. მუხლი 2🔗 ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრიგიორგი კვირიკაშვილი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სამოქალაქო ავიაციისა და საზღვაო ტრანსპორტის სფეროებში მომხდარი სატრანსპორტო შემთხვევებისა და ინციდენტების მოკვლევის ბიუროს დებულება მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი1. ეს დებულება განსაზღვრავს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს (შემდგომში - სამინისტრო) სამოქალაქო ავიაციისა და საზღვაო ტრანსპორტის სფეროებში მომხდარი სატრანსპორტო შემთხვევებისა და ინციდენტების მოკვლევის ბიუროს (შემდგომში - მოკვლევის ბიურო) სამართლებრივ სტატუსს, სტრუქტურას, უფლებამოსილებას, ანგარიშვალდებულებას და აწესრიგებს მოკვლევის ბიუროს საქმიანობასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს.2. მოკვლევის ბიურო წარმოადგენს სამინისტროს ცენტრალური აპარატის სტრუქტურულ ქვედანაყოფს. 3. მოკვლევის ბიურო თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების, საკანონმდებლო აქტების, საქართველოს საჰაერო კოდექსის, საქართველოს საზღვაო კოდექსის,  საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს მთავრობისა, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის (შემდგომში – მინისტრი) სამართლებრივი აქტების, წინამდებარე დებულებისა და სხვა კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების შესაბამისად.4. მოკვლევის ბიურო თავისი ამოცანებისა და ფუნქციების განხორციელებისას წარმოადგენს სამინისტროს.5. მოკვლევის ბიურო, როგორც სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფი, უშუალოდ ექვემდებარება მინისტრს და ანგარიშვალდებულია მინისტრის წინაშე. ამასთან, მოკვლევის ჩატარებისას მოკვლევის ბიურო არის ფუნქციურად დამოუკიდებელი, არ  ხელმძღვანელობს არავის მითითებებით და მას გააჩნია შეუზღუდავი უფლებამოსილება  მოკვლევების ჩატარებასთან დაკავშირებით, კანონმდებლობის ფარგლებში.6. მოკვლევის ბიურო მასზე დაკისრებული ფუნქციების განხორციელებისას, თანამშრომლობს სამინისტროს სტრუქტურულ ქვედანაყოფებთან და სისტემაში შემავალ დაწესებულებებთან.  მუხლი 2🔗. მოკვლევის ბიუროს ხელმძღვანელობა 1. მოკვლევის ბიუროს ხელმძღვანელობს მოკვლევის ბიუროს უფროსი.2. მოკვლევის ბიუროს უფროსს თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს მინისტრი  კანონმდებლობის შესაბამისად.3. მოკვლევის ბიუროს უფროსი ანგარიშვალდებულია უშუალოდ მინისტრის წინაშე.4. მოკვლევის ბიუროს უფროსი:ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს ბიუროს საქმიანობას;ბ) იღებს გადაწყვეტილებებს მოკვლევის ჩატარების შესახებ;გ) ბიუროს საქმიანობის ფარგლებში სამინისტროს სახელით აფორმებს ხელშეკრულებებსა და შეთანხმებებს;დ) ანაწილებს მოვალეობებს ბიუროს მოსამსახურეებს შორის და აძლევს მათ შესაბამის მითითებებსა და დავალებებს;ე) ხელს აწერს ბიუროში მომზადებულ წერილებს, რეკომენდაციებს და მოკვლევის საბოლოო ანგარიშს;ვ) მინისტრს წარუდგენს ჩატარებული მოკვლევის ანგარიშს;ზ) ყოველი წლის იანვრის თვის პირველ ნახევარში მინისტრს წარუდგენს წინა წლის ანგარიშს ბიუროს მიერ ჩატარებული სამუშაოების შესახებ; თ) მინისტრთან შუამდგომლობს  იმ ფინანსური სახსრებისა და მატერიალური საშუალებების გამოყოფის თაობაზე, რომელიც საჭიროა ბიუროს ამოცანების შესასრულებლად;ი) მინისტრს წარუდგენს წინადადებებს ბიუროს სტრუქტურისა და საშტატო განრიგის ოპტიმიზაციის, ბიუროს მოსამსახურეთა მატერიალური წახალისების ან მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ;კ) მინისტრთან შუამდგომლობს  ბიუროს მოსამსახურეთა კვალიფიკაციის ამაღლების, ასევე მათი სამსახურებრივი მივლინების თაობაზე;ლ) ახორციელებს კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს. მუხლი 3🔗. მოკვლევის ბიუროს ძირითადი ამოცანები და უფლებამოსილებები1. ავიაციის დარგში მოკვლევის ბიუროს  ძირითადი ამოცანები და ფუნქციებია:ა) განახორციელოს იმ სამოქალაქო საავიაციო შემთხვევებისა და სერიოზული ინციდენტების მოკვლევა, რომელთაც ადგილი ჰქონდათ საქართველოს ტერიტორიაზე, ასევე მონაწილეობა მიიღოს, როგორც დაინტერესებული ქვეყნის წარმომადგენელმა იმ საავიაციო შემთხვევებისა და სერიოზული ინციდენტების მოკვლევაში, რომელთაც ადგილი ჰქონდათ საქართველოს სამოქალაქო საჰაერო ხომალდების სახელმწიფო რეესტრში დარეგისტრირებულ საჰაერო ხომალდებზე სხვა ქვეყანაში და საჰაერო ხომალდს ექსპლუატაციას უწევდა საქართველოში დარეგისტრირებული საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტი, ან დაზარალდა და/ან დაიღუპა საქართველოს მოქალაქე(ები);ბ) აცნობოს საავიაციო შემთხვევასა და/ან სერიოზულ ინციდენტში მონაწილე ქვეყნების საავიაციო უფლებამოსილ ორგანოებს და  სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციებს იმ შემთხვევებისა და სერიოზული ინციდენტების შესახებ, რომელთაც ადგილი ჰქონდათ საქართველოს ტერიტორიაზე და ასევე მათთან დაკავშირებული მოკვლევის დაწყების შესახებ. ასევე მოკვლევაში მონაწილეობის უფლების მქონე ქვეყნების თხოვნის შემთხვევაში უზრუნველყოს მათი წარმომადგენლების მოკვლევაში მონაწილეობა;გ) უზრუნველყოს მუდმივი 24 საათიანი მზადყოფნა საავიაციო შემთხვევებისა და სერიოზული ინციდენტების ადგილზე დაუყოვნებლივ გასამგზავრებლად;დ) მოამზადოს საავიაციო შემთხვევებისა და სერიოზული ინციდენტების მოკვლევის საბოლოო ანგარიში (დასკვნა), ასევე მონაწილეობა მიიღოს წინადადებების და უსაფრთხოების რეკომენდაციების მომზადებაში, მსგავსი საავიაციო შემთხვევებისა და სერიოზული ინციდენტების მომავალში თავიდან აცილების მიზნით;ე) წერილობით მიაწოდოს სამოქალაქო ავიაციის სფეროში საავიაციო შემთხვევებისა და სერიოზული ინციდენტების პრევენციის მიზნით შემუშავებული უსაფრთხოების რეკომენდაციები სსიპ - სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს და საქართველოში დარეგისტრირებულ საჰაერო ხომალდების ექსპლუატანტებს და ავიასაწარმოებს და აღრიცხოს ბიუროს მიერ გამოცემული უსაფრთხოების რეკომენდაციებზე მიღებული პასუხები;ვ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში ითანამშრომლოს როგორც საქართველოს, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციებთან და/ან სხვა ქვეყნების ორგანიზაციებთან, რომლებიც ახორციელებენ საავიაციო შემთხვევებისა და სერიოზული ინციდენტების მოკვლევას და/ან საჰაერო ხომალდის ბორტზე განთავსებულ ან სხვა  ობიექტური კონტროლის თვითჩამწერი მოწყობილობის გაშიფვრას;ზ) აწარმოოს აღრიცხვა, ინფორმაციის შენახვა და სტატისტიკა, როგორც საქართველოს ტერიტორიაზე მომხდარი საავიაციო შემთხვევებისა და სერიოზული ინციდენტებისა, ასევე საქართველოს სამოქალაქო საჰაერო ხომალდების სახელმწიფო რეესტრში დარეგისტრირებულ საჰაერო ხომალდებზე სხვა სახელმწიფოში მომხდარ საავიაციო შემთხვევებსა და სერიოზულ ინციდენტებზე;თ) განსაზღვრული ამოცანების შესასრულებლად საავიაციო შემთხვევებისა და სერიოზული ინციდენტების მოკვლევაში ჩართოს სხვა ექსპერტები ასევე, მოკვლევის  ინტერესებიდან გამომდინარე მოითხოვოს და მიიღოს საჯარო და ფიზიკური პირებისაგან საჭირო ინფორმაცია და დოკუმენტაცია;ი) თავისი კომპეტენციის ფარგლებში მონაწილეობა მიიღოს საკანონმდებლო, ასევე კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების ბაზის შემუშავებაში და მიაწოდოს საკუთარი მოსაზრებები სხვა უწყებების მიერ მომზადებულ საკანონმდებლო და კანონქვემდებარე  ნორმატიულ აქტებთან დაკავშირებით;კ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში, საერთაშორისო სტანდარტებისა და რეკომენდირებული პრაქტიკის შესაბამისად შეიმუშაოს მოკვლევის სახელმძღვანელო და პროცედურები;ლ) თანამდებობრივი ვალდებულებების შესრულებისას ისარგებლოს საქართველოს ტერიტორიაზე განლაგებული ავიასაწარმოების ობიექტებზე თავისუფალი დაშვებით;მ) საავიაციო შემთხვევისას ისარგებლოს დაუბრკოლებელი დაშვებით  საქართველოს ნებისმიერ ტერიტორიაზე,  სადაც ის მოხდა ან განთავსებულია საჰაერო ხომალდის ნამსხვრევები და განახორციელოს მოკვლევისათვის საჭირო ნებისმიერი ქმედება;ნ) მიმართოს შესაბამის ორგანოებს საავიაციო შემთხვევის ან სერიოზული ინციდენტის მოკვლევასთან  დაკავშირებული ნებისმიერი სახის მასალის გამოთხოვაზე.ო) მიიღოს მონაწილეობა ფრენის უსაფრთხოების საკითხებზე გამართულ საერთაშორისო თათბირებში, სწავლებებსა და კონფერენციების მუშაობაში;პ) თანამდებობრივი ვალდებულებების შესრულებისას ისარგებლოს სამინისტროს ტრანსპორტითა  და კომუნიკაციის საშუალებებით მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით.2. საზღვაო ტრანსპორტის დარგში მოკვლევის ბიუროს  ძირითადი ამოცანები და ფუნქციებია:ა) განახორციელოს იმ სამოქალაქო საზღვაო შემთხვევებისა და სერიოზული ინციდენტების მოკვლევა, რომელთაც ადგილი ჰქონდათ საქართველოს ტერიტორიაზე და მონაწილეობა მიიღოს, როგორც დაინტერესებული ქვეყნის წარმომადგენელმა  იმ საზღვაო შემთხვევებისა და სერიოზული ინციდენტების მოკვლევაში, რომელთაც ადგილი ჰქონდათ საქართველოს გემების სახელმწიფო რეესტრში რეგისტრირებულ გემებზე სხვა ქვეყანაში და დაზარალდა და/ან დაიღუპა საქართველოს მოქალაქე(ები);ბ) საზღვაო ინციდენტისა და შემთხვევის მოკვლევისას ყოველმხრივ შეისწავლოს მისი თა­ნამდე­ვი გარემოებები, დაადგინოს გამომწვევი მიზეზე­ბი და შე­დეგები, შეაფასოს მასში მონაწილე პირთა ქმედებები, შეიმუშაოს პრევენ­ციული ღონისძიებები საერთაშორისო საზღვაო ორ­განიზა­ციისა და ევროკავშირის შესაბამისი რეზოლუციებისა და დი­რექ­ტივების შესაბამისად;გ) აცნობოს საზღვაო შემთხვევასა და/ან სერიოზულ ინციდენტში მონაწილე ქვეყნების საზღვაო  უფლებამოსილ ორგანოებს და  საზღვაო საერთაშორისო ორგანიზაციებს იმ შემთხვევებისა და სერიოზული ინციდენტების შესახებ, რომელთაც ადგილი ჰქონდათ საქართველოს ტერიტორიაზე და ასევე მათთან დაკავშირებული მოკვლევის დაწყების შესახებ. ასევე მოკვლევაში მონაწილეობის უფლების მქონე ქვეყნების თხოვნის შემთხვევაში უზრუნველყოს მათი წარმომადგენლების მოკვლევაში მონაწილეობა;დ) უზრუნველყოს  მუდმივი 24 საათიანი მზადყოფნა საზღვაო შემთხვევებისა და სერიოზული ინციდენტების ადგილზე დაუყოვნებლივ გასამგზავრებლად;ე) მოამზადოს საზღვაო შემთხვევებისა და სერიოზული ინციდენტების მოკვლევის საბოლოო ანგარიში (დასკვნა), ასევე მონაწილეობა მიიღოს წინადადებების და უსაფრთხოების რეკომენდაციების მომზადებაში, მსგავსი საზღვაო შემთხვევებისა და სერიოზული ინციდენტების მომავალში თავიდან აცილების მიზნით;ვ) წერილობით მიაწოდოს საზღვაო  სფეროში საზღვაო შემთხვევებისა და სერიოზული ინციდენტების პრევენციის მიზნით შემუშავებული უსაფრთხოების რეკომენდაციები სსიპ - საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს, საქართველოს გემების სახელმწიფო რეესტრში რეგისტრირებული გემების ექსპლუატანტებს, მფლობელებს და აღრიცხოს ბიუროს მიერ გამოცემულ უსაფრთხოების რეკომენდაციებზე მიღებული პასუხები;ზ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში აწარმოოს ყო­ველ­­წლიური ანგარიშგება, ითანამშრომლოს საერთაშორისო საზღვაო ორგა­ნიზა­­ცი­ასთან, სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებსა და უცხო სახელმ­წიფოთა შესაბამის დაწესებულებებთან,  მონაწილეობა მიიღოს სხვა სახელმწი­ფოთა სა­ზ­ღვაო დაწესებულებებთან შეთანხმებების დადებაში;თ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში ითანამშრომლოს როგორც საქართველოს, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციებთან და/ან სხვა ქვეყნების ორგანიზაციებთან, რომლებიც ახორციელებენ საზღვაო შემთხვევებისა და სერიოზული ინციდენტების მოკვლევას და/ან საზღვაო ხომალდის ბორტზე განთავსებულ ან სხვა  ობიექტური კონტროლის თვითჩამწერი მოწყობილობის გაშიფვრას;ი) აწარმოოს აღრიცხვა, ინფორმაციის შენახვა და სტატისტიკა, როგორც საქართველოს ტერიტორიაზე მომხდარი საზღვაო შემთხვევებისა და სერიოზული ინციდენტებისა, ასევე საქართველოს გემების სახელმწიფო რეესტრში რეგისტრირებული გემებზე სხვა სახელმწიფოში მომხდარ საზღვაო შემთხვევებსა და სერიოზულ ინციდენტებზე;კ) განსაზღვრული ამოცანების შესასრულებლად საზღვაო შემთხვევებისა და სერიოზული ინციდენტების მოკვლევაში ჩართოს სხვა ექსპერტები ასევე, მოკვლევის  ინტერესებიდან გამომდინარე მოითხოვოს და მიიღოს საჯარო და ფიზიკური პირებისაგან საჭირო ინფორმაცია და დოკუმენტაცია;ლ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში მონაწილეობა მიიღოს საკანონმდებლო, ასევე კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების ბაზის შემუშავებაში და მიაწოდოს საკუთარი მოსაზრებები სხვა უწყებების მიერ მომზადებულ საკანონმდებლო და კანონქვემდებარე  ნორმატიულ აქტებთან დაკავშირებით;მ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში, საერთაშორისო სტანდარტებისა და რეკომენდირებული პრაქტიკის შესაბამისად შეიმუშაოს მოკვლევის სახელმძღვანელო და პროცედურები;ნ) თანამდებობრივი ვალდებულებების შესრულებისას ისარგებლოს საქართველოს ტერიტორიაზე განლაგებული საზღვაო საწარმოების ობიექტებზე თავისუფალი დაშვებით;ო) საზღვაო შემთხვევისას ისარგებლოს დაუბრკოლებელი დაშვებით საქართველოს ნებისმიერ ტერიტორიაზე,  სადაც ის მოხდა ან განთავსებულია საზღვაო ხომალდის ნამსხვრევები და განახორციელოს მოკვლევისათვის საჭირო ნებისმიერი ქმედება;პ) მიმართოს შესაბამის ორგანოებს საზღვაო შემთხვევის ან სერიოზული ინციდენტის მოკვლევასთან  დაკავშირებული ნებისმიერი სახის მასალის გამოთხოვაზე;ჟ) მიიღოს მონაწილეობა საზღვაო ნაოსნობის უსაფრთხოების საკითხებზე გამართულ საერთაშორისო თათბირებში, სწავლებებსა და კონფერენციების მუშაობაში;რ) თანამდებობრივი ვალდებულებების შესრულებისას ისარგებლოს სამინისტროს ტრანსპორტითა  და კომუნიკაციის საშუალებებით მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით. მუხლი 4🔗. მოკვლევის ბიუროს მოსამსახურეები1. მოკვლევის ბიუროს მოსამსახურეებს, კანონმდებლობით დადგენილი წესით, თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს მინისტრი.2. მოკვლევის ბიუროს მოსამსახურეებს შორის ფუნქციებს ანაწილებს მოკვლევის ბიუროს უფროსი.3. მოკვლევის ბიუროს მოსამსახურეები მათზე დაკისრებული სამსახურებრივი ამოცანების შესრულებაზე ანგარიშვალდებულნი არიან მოკვლევის ბიუროს უფროსის წინაშე.