ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის არქიტექტურისა და ურბანული დაგეგმარების სამსახურის მიერ გამოსაყენებელი მშენებლობის ნებართვასთან დაკავშირებული დოკუმენტების ტიპიური ფორმებისა და მშენებლობის სანებართვო მოწმობის ფორმის აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება ძალადაკარგული ადგილობრივი თვითმმართველობა
მიღების თარიღი 26.11.2012
ძალის დაკარგვა 07.04.2015
ნომერი №34
სარეგისტრაციო კოდი 010250000.35.113.016109
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 28/11/2012
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (3)
| საკრებულოს თავმჯდომარე ალეკო მამეშვილი | საკრებულოს თავმჯდომარე |
| № | გაცე მის თარი ღი |
| სანებართვო მოწმობის № | რაოდენობა |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📋 აუქმებს — 1 აქტი
- ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 27.08.2014
დოკუმენტის ტექსტი
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის არქიტექტურისა და ურბანული დაგეგმარების სამსახურის მიერ გამოსაყენებელი მშენებლობის ნებართვასთან დაკავშირებული დოკუმენტების ტიპიური ფორმებისა და მშენებლობის სანებართვო მოწმობის ფორმის აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №34
2012 წლის 26 ნოემბერი
ქ. ოზურგეთი
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის არქიტექტურისა და ურბანული დაგეგმარების სამსახურის მიერ გამოსაყენებელი მშენებლობის ნებართვასთან დაკავშირებული დოკუმენტების ტიპური ფორმებისა და მშენებლობის სანებართვო მოწმობის ფორმის აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტის, 43-ე მუხლის მე-2 პუნქტის, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის VI და VII თავების, „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს კანონისა და „მკაცრი აღრიცხვის ფორმების ნუსხის, მკაცრი აღრიცხვის ფორმების რეგისტრაციის წესისა და მკაცრი აღრიცხვის ფორმების რეგისტრაციის ჟურნალის ფორმის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 2 აგვისტოს №669 ბრძანების შესაბამისად, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს მშენებლობის სანებართვო მოწმობის ფორმის გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესი (თანახმად №1 დანართისა).
მუხლი 2🔗
დამტკიცდეს მშენებლობის სანებართვო მოწმობის ტიპური ფორმა (თანახმად №2 დანართისა).
მუხლი 3🔗
დამტკიცდეს უწყებრივი სანებართვო რეესტრის ტიპური ფორმა (თანახმად №3 დანართისა).
მუხლი 4🔗
დამტკიცდეს მშენებლობის სანებართვო მოწმობის აღრიცხვის ჟურნალის ტიპიური ფორმა (თანახმად №4 დანართისა).
მუხლი 5🔗
დამტკიცდეს გამოსაყენებლად უვარგისი მშენებლობის სანებართვო მოწმობის ჩამოწერის აქტის ტიპური ფორმა (თანახმად №5 დანართისა).
მუხლი 6🔗
ამ დადგენილების ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის მიერ გამოსაყენებელი მშენებლობის ნებართვასთან დაკავშირებული დოკუმენტების ტიპური ფორმების დამტკიცების შესახებ“ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2009 წლის 25 სექტემბრის №42 დადგენილება.
მუხლი 7🔗
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.საკრებულოს თავმჯდომარეალეკო მამეშვილი
დანართი №1
მშენებლობის სანებართვო მოწმობის ფორმის გამოყენებისა და
აღრიცხვა-ანგარიშგების წესი
მუხლი 1🔗
აღნიშნული წესი შემუშავებულია „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს კანონის, „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილებისა (შემდგომში – დადგენილება) და ,,მკაცრი აღრიცხვის ფორმების ნუსხის, მკაცრი აღრიცხვის ფორმების რეგისტრაციის წესისა და მკაცრი აღრიცხვის ფორმების რეგისტრაციის ჟურნალის ფორმის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 2 აგვისტოს №669 ბრძანების (შემდგომში – ბრძანება) საფუძველზე.
მუხლი 21🔗.
პოლიგრაფიული საწარმო ოზურგეთის მუნიციპალიტეტთან დადებული ხელშეკრულების საფუძველზე ახდენს მკაცრი აღრიცხვის ფორმის – მშენებლობის სანებართვო მოწმობის ფორმის სტამბური წესით ბეჭდვას (შესაბამისი დამცავი ნიშნების გათვალისწინებით).2.
პოლიგრაფიული საწარმოს მიერ სტამბური წესით დაბეჭდილი ფორმის – მშენებლობის სანებართვო მოწმობის ფორმის ჩაბარების უფლება აქვს საამისო მინდობილობით აღჭურვილ პირს.3.
მშენებლობის სანებართვო მოწმობის ფორმებს მიღება-ჩაბარებაზე პასუხისმგებელი პირი ინახავს დაზიანებისა და გარეშე პირთაგან სათანადოდ დაცულ სათავსში.
მუხლი 31🔗.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის არქიტექტურისა და ურბანული დაგეგმარების სამსახურის უფროსი, დადგენილების შესაბამისად, ავსებს მშენებლობის სანებართვო მოწმობის ფორმას და დასამტკიცებლად წარუდგენს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებელს.2.
მშენებლობის სანებართვო მოწმობის ფორმა გაიცემა მათ მიღება-გაცემაზე პასუხისმგებელი პირის მიერ, მშენებლობის სანებართვო მოწმობის ფორმის შემოსავლისა და გასავლის ჟურნალში შესაბამისი აღნიშვნისა და ხელმოწერების შემდეგ.
მუხლი 41🔗.
მშენებლობის სანებართვო მოწმობის ფორმის მიღება, აღრიცხვა, შენახვა და გაცემა ხორციელდება ამ წესის შესაბამისად. მშენებლობის სანებართვო მოწმობის ფორმის მიღებისა და გაცემის რაოდენობრივი აღრიცხვა წარმოებს მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტების შემოსავლისა და გასავლის ჟურნალში.2.
მშენებლობის სანებართვო მოწმობის ფორმის შემოსავლისა და გასავლის ჟურნალი უნდა იყოს სათანადო წესით დანომრილი, აკინძული, ზონარგაყრილი და ბეჭედდასმული.3.
მშენებლობის სანებართვო მოწმობის გამოყენებული და გაფუჭებული ფორმები ბარდება მათ მიღება-ჩაბარებაზე პასუხისმგებელ პირს, რის შესახებაც ჟურნალში კეთდება სათანადო ჩანაწერი.4.
მშენებლობის სანებართვო მოწმობის ფორმის გაფუჭებისა ან/და დაზიანების შემთხვევაში შესაბამისი პირი სანებართვო მოწმობის ფორმას თან ურთავს ახსნა-განმარტებით ბარათს, რაზედაც დგება სათანადო აქტი.5.
გამოსაყენებლად უვარგისი სანებართვო მოწმობის ფორმების ჩამოწერა შეიძლება:ა)
შევსების დროს დაშვებული შეცდომის გამო;ბ)
ფორმების ფიზიკური დაზიანების გამო.6.
გამოსაყენებლად უვარგისი ფორმების უტილიზაცია ხორციელდება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
მუხლი 5🔗
„მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს კანონის, ბრძანებისა და წინამდებარე წესის დამრღვევი პასუხს აგებს კანონით დადგენილი წესით.
დანართი №2
საქართველო
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობა
მშენებლობის სანებართვო მოწმობა № ------------1.
ობიექტის ადგილმდებარეობის მისამართი: _____________________________;2.
მიწის ნაკვეთის სარეგისტრაციო მონაცემები, საკადასტრო კოდი: _____________________;3.
ნებართვის მფლობელი (საიდენტიფიკაციო მონაცემები): _____________________________;4.
მშენებლობის ნებართვის გაცემის თარიღი: _________________________________________;5.
მშენებლობის ნებართვის მოქმედების ვადა: ______________________________________;6.
მშენებლობის ნებართვის ვადის დინების დაწყების თარიღი: ________________________;7.
შენობა-ნაგებობის ფუნქციური დანიშნულება და გამოყენების მიზანი: _____________________
;8.
მშენებლობის პროცესის განხორციელების (ზედამხედველობის) ეტაპები:
_________________________________________________________________________________
_________________________________________________________________________________
_________________________________________________________________________________
_________________________________________________________________________________
_________________________________________________________________________________
_________________________________________________________________________________
_________________________________________________________________________________
_________________________________________________________________________________
_________________________________________________________________________________
9.
შენობა-ნაგებობის კლასი: _____________________________________
10.
შენობა–ნაგებობის კლასის შესაბამისი სანებართვო პირობები
მშენებლობის ნებართვის მფლობელი ვალდებულია:ა)
აწარმოოს მშენებლობა მშენებლობის ნებართვით განსაზღვრულ ვადებში;ბ)
აწარმოოს მშენებლობა მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების ან/და განაშენიანების რეგულირების გეგმის მოთხოვნების დაცვით;გ)
აწარმოოს მშენებლობა სამშენებლო დოკუმენტის დარღვევის გარეშე;დ)
აწარმოოს მშენებლობა სამშენებლო რეგლამენტის მოთხოვნათა დაცვით;ე)
სამშენებლო დოკუმენტით გათვალისწინებული მშენებლობის ყოველი ეტაპის დასრულების შემდეგ, განსაზღვრული წესით, შეადგინოს მშენებლობის ეტაპის დასრულების ოქმი (გარდა განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტის საანგარიშო ფართობით 1500კვ.მ-ამდე და მიწის ზედაპირიდან 14 მ-ამდე სიმაღლის ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლებისა);ვ)
უზრუნველყოს ძირითადი კონსტრუქციული სისტემის, ინტერიერის საერთო ან/და საზოგადოებრივი სარგებლობის ნაწილების, ლოკალური საერთო სარგებლობის საინჟინრო-კომუნალური ქსელების, ექსტერიერისა და მიწის ნაკვეთის ტერიტორიის მოწყობის სამშენებლო სამუშაოების დასრულება;ზ)
ახალი მშენებლობისა და შენობა-ნაგებობის რეკონსტრუქციის შემთხვევაში, მშენებლობის ნებართვის ვადის გასვლიდან ––––––––––––––– ვადაში შენობა-ნაგებობა წარადგინოს უფლებამოსილ ორგანოში ვარგისად აღიარებისათვის.
ზემოაღნიშნული მოთხოვნების დარღვევისას ნებართვის მფლობელს დაეკისრება „ტექნიკური საფრთხის კონტროლის შესახებ" საქართველოს კანონით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
11.
მშენებლობის ნებართვის გაცემის სამართლებრივი საფუძველი: __________________
_______________________________________________________________________;12.
საექსპერტო ორგანოს დასკვნა (კანონმდებლობით განსაზღვრულ შემთხვევებში):
___________________________________________________________________________
___________________________________________________________________________
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებელი _________________________ _________________________________________
ბ. ა. ხელმოწერა სახელი, გვარი
დამკვეთი:
დამამზადებელი:
სფს–ის რეგისტრაციის №.
დანართი №3
უწყებრივი სანებართვო რეესტრი
№
სანებართვო მოწმობის №
ნებარ
თვის გაცე
მის თარი
ღი
ნებარ
თვის ცვლი
ლებების თარიღი
ნებარ
თვის გაუქ
მების თარიღი
ნებარ
თვის გამცე
მის იური
დიული მისამართი
მონაცემები ნებართვის მფლობელის შესახებ:
სამეწარმეო რეესტრში რეგისტრაციის თაობაზე - ინდივი
დუალური მეწარმი
სათვის ან იურიდიული პირისათვის (სხვა ორგანიზაციული წარმო
ნაქმნისათვის);
მონაცემები ნებართვის მფლობელის შესახებ: სახელის, გვარის, საცხოვრებელი და სამუშაო ადგილების თაობაზე - ფიზიკური პირისათვის
ნებართვის მფლობელის საფირმო სახელწო
დება (სახელი, გვარი) ორგანიზა
ციულ-სამართ
ლებრივი ფორმა
ინფორ
მაცია ნებარ
თვის მფლო
ბელის მისა
მართის შეცვ
ლის ან რეორგანი
ზაციის შესახებ
დანართი №4
მშენებლობის სანებართვო მოწმობის აღრიცხვის ჟურნალი
სანებართვო მოწმობის გაცემაზე პასუხისმგებელი პირი
სანებართვო მოწმობის მიმღები პირი
სანებართვო მოწმობის შემდგენელი პირი
№
გაცე
მის თარი
ღი
სანებარ
თვო მოწ
მობის №
გვარი
სახელი
თანამ
დებობა
ხელმო
წერა
გვარი
სახელი
თანამ
დებობა
ხელმო
წერა
შედგე
ნილი სანებარ
თვო მოწმო
ბის N
გვარი
სახელი
თანამ
დებობა
ხელმოწერა
დანართი №5
გამოსაყენებლად უვარგისი მშენებლობის სანებართვო მოწმობის ჩამოწერის აქტი №
ქ. ოზურგეთი ____ ___________ 20__ წელი
სანებართვო მოწმობის №
რაოდენობა
თარიღი
ჩამოწერის საფუძველი
შენიშვნა
აქტის მიხედვით წარმოდგენილი გამოსაყენებლად უვარგისი სანებართვო მოწმობის ჩამოწერას ვადასტურებთ ხელმოწერით:
მშენებლობის სანებართვო მოწმობის
შემდგენელი პირი - --------------------------------------
მშენებლობის სანებართვო მოწმობის გაცემაზე
პასუხისმგებელი პირი -----------------------------