ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ტერიტორიული ორგანოების ტიპიური დებულების დამტკიცების შესახებ
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება ძალადაკარგული ადგილობრივი თვითმმართველობა
მიღების თარიღი 27.11.2012
ძალის დაკარგვა 10.09.2014
გამომცემი ორგანო ქობულეთის მუნიციპალიტეტი
ნომერი №29
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.131.016098
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 30/11/2012
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ელგუჯა ბაგრატიონი | ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ტერიტორიული ორგანოების ტიპიური დებულების დამტკიცების შესახებ
ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო
დადგენილება №29
2012 წლის 27 ნოემბერი
ქ. ქობულეთი
ქობულეთისმუნიციპალიტეტის გამგეობის ტერიტორიული ორგანოების ტიპური დებულების დამტკიცებისშესახებ
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 38-ე მუხლის მე-7 პუნქტისა და ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის შესაბამისად, ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს,
მუხლი 1🔗
1.
დამტკიცდეს ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ტერიტორიული ორგანოების ტიპური დებულება, თანახმად დანართისა.
2.
ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ტერიტორიული ორგანოების ტიპური დებულების დამტკიცების შესახებ“ ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2008 წლის 12 თებერვლის №3-5 დადგენილება (გაზეთი ,,აჭარა“ 21.02.08; №20; გვ. 10).
მუხლი 2🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეელგუჯა ბაგრატიონი
დანართი
ქობულეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ორგანოების ტიპური
დებულება
თავი I
ზოგადი დებულებანი
მუხლი 1🔗
1. ქობულეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ორგანო (შემდგომში _ ტერიტორიული ორგანო) არის ქობულეთის მუნიციპალიტეტში შემავალ ადმინისტრაციულ ერთეულებში მართვის ოპტიმიზაციისა და მოსახლეობის საზოგადოებრივი მომსახურებით უზრუნველყოფის მიზნით, ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ შექმნილი, გამგეობის სისტემაში შემავალი ორგანო.
2. ტერიტორიული ორგანო შექმნილია „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის საფუძველზე „ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2007 წლის 15 ივნისის № 63 დადგენილებით.
3. ტერიტორიული ორგანოს საქმიანობა ეფუძნება საქართველოს კონსტიტუციას, „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონს, საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონმქვემდებარე ნორმატიულ აქტებს, ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დამტკიცებულ „ მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულებას“ და ამ დებულებას.
4. ტერიტორიული ორგანოს დაფინანსება ხორციელდება ქობულეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან.
5. ტერიტორიულ ორგანოს აქვს ბეჭედი საკუთარი დასახელების აღნიშვნით.
6. ტერიტორიულ ორგანოს გააჩნია იურიდიული მისამართი.
თავი II
ტერიტორიული ორგანოს კომპეტენციები
მუხლი 2🔗
ტერიტორიული ორგანო უფლებამოსილია თავისი კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოს:
ა) ადგილობრივი მნიშვნელობის საკითხთა განხილვა-გადაწყვეტაში მოქალაქეთა მონაწილეობა;
ბ) სოციალურ-ეკონომიკურ, კულტურის, სპორტის, ტურიზმის საკითხებთან დაკავშირებით წინადადებებისა და რეკომენდაციების მომზადება;
გ) სამოქმედო ტერიტორიაზე მიმდინარე (დაგეგმილი) საკომუნიკაციო წყალგაყვანილობის, საკანალიზაციო გაყვანილობის, ელექტროგაყვანილობის და სხვა სამუშაოებთან დაკავშირებით შესაბამისი წინადადებებისა და რეკომენდაციების მომზადება;
ე) ცალკეული ობიექტების მოშლა-აღების, განთავსებისა და სხვა ანალოგიურ საქმიანობაში შესაბამისი სამსახურების საქმიანობისათვის ხელშეწყობა;
ვ) მოქალაქეთა სამხედრო აღრიცხვაზე აყვანისა და სამხედრო სავალდებულო გაწვევის, სამხედრო-სასწავლო შეკრებებისა და სამხედრო მომზადების ორგანიზებაში შესაბამისი სამსახურების საქმიანობისათვის ხელშეწყობა;
ზ) საქართველოს საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებითა და ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და გამგებლის სამართლებრივი აქტებით დაკისრებული სხვა უფლებამოსილების განხორციელება; ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის, გამგებლის მოადგილეების ცალკეული დავალებების შესრულება.
თავი III
ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელობა და პერსონალი
მუხლი 3🔗
1. მუნიციპალიტეტის ტერიტორიულ ორგანოს ხელმძღვანელობს ტერიტორიულ ორგანოს რწმუნებული (შემდგომში _ რწმუნებული).
2. რწმუნებული არის ადგილობრივი თვითმმართველობის საჯარო მოხელე, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს გამგებელი.
3.რწმუნებული ამ დებულების შესაბამისად თავის უფლებამოსილებას ახორციელებს ქობულეთის მუნიციპალიტეტში შემავალ დასახლებაში, დასახლებათა ჯგუფში ან დასახლების ნაწილში.
4.თვითმმართველი ერთეულის კომპეტენციის ფარგლებში რწმუნებული საქართველოს კანონმდებლობითა და ამ დებულებით დადგენილი წესით:
ა) წარმართავს ტერიტორიული ორგანოს საქმიანობას;
ბ) უზრუნველყოფს ადმინისტრაციული ერთეულის მოსახლეობის კავშირს საკრებულოსთან, გამგეობასთან და ადგილობრივი თვითმმართველობის თანამდებობის პირებთან;
გ) ორგანიზებას უწევს, აკონტროლებს და გამგებელს წარუდგენს ინფორმაციას შესაბამის ტერიტორიაზე საკრებულოს და გამგებლის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებათა შესრულების მიმდინარეობის შესახებ;
დ) გამგებელს წარუდგენს წინადადებებს შესაბამის ტერიტორიაზე არსებული პრობლემებისა და მათი შესაძლო გადაწყვეტის გზების შესახებ;
ე) უზრუნველყოფს სტატისტიკურ და სხვა მონაცემთა შეგროვებას, ადგილობრივი თვითმმართველობის სამართლებრივი აქტების მოსახლეობისათვის გაცნობას;
ვ) ორგანიზებას უწევს ადმინისტრაციული ერთეულის მოსახლეობის გამოკითხვის და სახალხო განხილვების ჩატარებას;
ზ) მოქალაქეებზე გასცემს საქონლის ადგილწარმოშობის და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ცნობებს;
თ) მონაწილეობს თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის პროექტის შედგენაში, ამზადებს წინადადებებს ადმინისტრაციულ ერთეულში ადგილობრივი ბიუჯეტიდან დასაფინანსებელი ღონისძიებების შესახებ; ორგანიზებას უწევს ადმინისტრაციული ერთეულის მოსახლეობისათვის ბიუჯეტის პროექტის გაცნობას და საჯარო განხილვებს; ახორციელებს ბიუჯეტის პროექტთან დაკავშირებით მოსახლეობის შენიშვნებისა და წინადადებების სისტემატიზაციას და გამგებლისთვის მათ მიწოდებას;
ი) აკონტროლებს ადმინისტრაციულ ერთეულში ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსებული პროგრამებისა და ღონისძიებების განხორციელების მიმდინარეობას და შესაბამის ინფორმაციას პერიოდულად წარუდგენს გამგებელს და საკრებულოს.
კ) ამზადებს წინადადებებს ადმინისტრაციულ ერთეულში ინვესტირების მიმართულებების და მიზნობრივი პროგრამების შესახებ, უზრუნველყოფს მათი განხორციელების კოორდინაციას;
ლ) მონაწილეობს სოციალურ-ეკონომიკური განვითარების პროგნოზების, საფინანსო ბალანსების, მოთხოვნისა და მიწოდების თანაფარდობებისა და ადმინისტრაციული ერთეულის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების მიზნით სხვა დოკუმენტების მომზადებაში;
მ) შეიმუშავებს წინადადებებს ადმინისტრაციულ ერთეულში არსებული თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული ქონებით სარგებლობისა და მისი განკარვის საკითხებზე;
ნ) კოორდინაციას უწევს ადმინისტრაციულ ერთეულში თვითმმართველი ერთეულის ქონების აღრიცხვას, აკონტროლებს ამ ქონების დაცვასა და მიზნობრივ გამოყენებას.
ო) შეიმუშავებს წინადადებებს ადმინისტრაციული ერთეულის ტერიტორიის ზონებად დაყოფას, მათი საზღვრების დადგენისა და შეცვლის, დასახლებების, ქუჩების, მოედნების სახელდებისა და ნუმერაციის შესახებ;
პ) მონაწილეობს ადმინისტრაციული ერთეულის სივრცით-ტერიტორიულ დაგეგმვაში, ადმინისტრაციული ერთეულის სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვის ნორმებiსა და წესების, მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის, განაშენიანების რეგულირების გეგმის, დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების, ტერიტორიის კეთილმოწყობისა და საინჟინრო ინფრასტრუქტურის განვითარების პროგრამათა პროექტების მომზადებაში და მათი განხორციელებისა და დაცვის უზრუნველყოფის ღონისძიებებში;
ჟ) თვალყურს ადევნებს ადმინისტრაციული ერთეულის ტერიტორიაზე ბუნების, კულტურის და ისტორიული ძეგლების მდგომარეობას და ინფორმაციას წარუდგენს შესაბამის ორგანოებს.
რ) მონაწილეობს მოქალაქეთა სამხედრო აღრიცხვაზე აყვანის და სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევის, სამხედრო სასწავლო შეკრებების ჩატარების, დაწყებითი სამხედრო სწავლების, სამხედრო-პატრიოტული აღზრდის და სამოქალაქო თავდაცვის ორგანიზების საკითხებში;
ს) ასრულებს „ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონით მისთვის მინიჭებულ უფლებამოსილებებს;
ტ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობითა და დებულებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.
5. რწმუნებული ვალდებულია პერიოდულად, დადგენილი ფორმით წარუდგინოს გამგებელს ინფორმაცია ადმინისტრაციულ ერთეულში:
ა) მუნიციპალიტეტის შესაბამის დასახლებაში მოსახლეობის რაოდენობის შესახებ;
ბ) მუნიციპალიტეტის შესაბამის დასახლებაში პირების დაბადებისა და გარდაცვალების და ამ სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის მდგომარეობის შესახებ;
გ) მუნიციპალიტეტის შესაბამის დასახლებაში უძრავ ნივთებზე ფიზიკურ პირთა უფლებების რეგისტრაციის მდგომარეობის შესახებ;
დ) მუნიციპალიტეტის შესაბამის დასახლებაში დასაქმებისა და მიგრაციის შესახებ;
ე) იმ პირთა შესახებ, რომელთა დახმარება ხდება სახელმწიფო ან თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტიდან;
ვ) ჩასახლებული ეკომიგრანტებისა და დევნილების რაოდენობის და მათი საყოფაცხოვრებო და სამეურნეო პირობებით უზრუნველყოფის მდგომარეობის შესახებ;
ზ) მოსახლეობის ელექტროენერგიით, გაზით, შეშით, სასმელი და სარწყავი წყლით უზრუნველყოფის მდგომარეობის შესახებ;
თ) სოციალური (ჯანდაცვის, განათლების, კულტურის, დასვენების, კეთილმოწყობის და სხვა) და ინფრასტრუქტურის ობიექტების (გზები, ხიდები, სტიქიისაგან დამცავი ნაგებობები და სხვა) მდგომარეობისა და მათ სარეაბილიტაციოდ პირველ რიგში გასატარებელი ღონისძიებების შესახებ.
6. რწმუნებული ვალდებულია საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის _ სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ქობულეთის სამსახურს მიაწოდოს პირის გარდაცვალების ფაქტის დადასტურების შესახებ ოქმი. თუ მუნიციპალიტეტის რწმუნებულს არ გააჩნია საკმარისი და უტყუარი ინფორმაცია პირის გარდაცვალების ფაქტის შესახებ და შეუძლია ოქმის შედგენა, იგი ვალდებულია სააგენტოს აცნობოს მხოლოდ გარდაცვალების შესახებ შესაბამისი ოქმის შედგენის გარეშე.
7. რწმუნებულს აქვს ბეჭედი, რომლის გამოყენების წესს განსაზღვრას საკრებულო.
8. რწმუნებული ანგარიშვალდებულია გამგებლის წინაშე.
9. მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ორგანოს საქმიანობაზე სამსახურებრივ ზედამხედველობას ახორციელებს გამგებელი.
მუხლი 4🔗
1. ტერიტორიული ორგანოს შემადგენლობაში არიან საჯარო მოსამსახურეები, რომლებიც ასრულებენ კანონმდებლობით, მოცემული დებულებით და მათ შესაბამისად, ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს და გამგებლის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრულ უფლებამოსილებებს.
2. ტერიტორიული ორგანოს საჯარო მოსამსახურეებს უფლება აქვთ:
ა) წარუდგინონ რწმუნებულს წინადადებები ტერიტორიული ორგანოს საქმიანობის სრულყოფის თაობაზე;
ბ) ისარგებლონ გამგეობაში არსებული და მათი მუშაობისათვის საჭირო სამართლებრივი აქტებით, საინფორმაციო და სხვა მასალით;
გ) დადგენილი წესით ისარგებლოს საკრებულოს შესაბამისი მატერიალურ-ტექნიკური საშუალებებით;
დ) ისარგებლონ „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საჯარო მოსამსახურის სხვა უფლებებითა და გარანტიებით.
3. ტერიტორიული ორგანოს საჯარო მოსამსახურეები ვალდებულნი არიან:
ა) დროულად, სრულყოფილად და სწორად შეასრულონ ამ მუხლის 1-ლი პუნქტის შესაბამისად მათზე დაკისრებული მოვალეობები;
ბ) დაიცვან გამგეობის შინაგანაწესის მოთხოვნები;
გ) იმუშაონ თავიანთი კვალიფიკაციისა და პროფესიონალური მომზადების დონის ასამაღლებად;
დ) გაუფრთხილდნენ მათ სარგებლობაში არსებულ ინვენტარსა და სხვა ქონებას.
თავი IV
დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის წესი
მუხლი 5🔗
ამ დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა შეიძლება საკრებულოს დადგენილებით.