განჩინება შპს ,,ქობულეთის ვენდისპანსერის’’ გაკოტრების მმართველად სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს დანიშვნის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
№ 2/1200
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
შპს ,,ქობულეთის ვენდისპანსერის’’ გაკოტრების მმართველად სსიპ – აღსრულების ეროვნული ბიუროს დანიშვნის თაობაზე
2012 წლი ს 12 ნოემბერი
ქ. ქუთაისი
ქუთაისის საქალაქო სასამართლო
მოსამართლე გენადი მაკარიძე
ანა გაბრიჭიძის მდივნობით
შპს ,,ქობულეთის ვენდისპანსერის’’ მეურვის –სსიპ „აღსრულების ეროვნული ბიუროს ” წარმომადგენლის თამაზ კიკიანის, კრედიტორის სსიპ შემოსავლების სამსახურის წარმომადგენლის მადონა გეწაძის მონაწილეობით განიხილა შპს ,,ქობულეთის ვენდისპანსერის’’ გაკოტრების მმართველის დამტკიცების საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
2012 წლის 19 სექტემბერს შპს ,,ქობულეთის ვენდისპანსერის’’ სახელით ქუთაისის საქალაქო სასამართლოს განცხადებით მომართა დირექტორმა ნატო მოწყობილმა და შპს ,,ქობულეთის ვენდისპანსერის მიმართ გაკოტრების საქმის წარმოების გახსნა ითხოვა, ამასთან აღნიშნა, რომ საზოგადოებას გააჩნია კრედიტორული დავალიანება – 31 187 ლარის ოდენობით, რომელთა შორის საბიუჯეტო დავალიანება შეადგენს – 26 898 ლარს, რომელიც წარმოადგენს უზრუნველყოფილ კრედიტორულ დავალიანებას.
შპს ,,ქობულეთის ვენდისპანსერის’’ მეურვის –სსიპ „აღსრულების ეროვნული ბიუროს ” წარმომადგენლის თამაზ კიკიანის მიერ კრებაზე წარმოდგენილი იქნა მოხსენება.
კრედიტორმა –სსიპ შემოსავლების სამსახურის წარმომადგენელმა გაკოტრების მმართველად სასამართლოს მიერ აღსრულების ეროვნული ბიუროს დანიშვნა მოითხოვა, რასაც დაეთანხმა –სსიპ „აღსრულების ეროვნული ბიუროს ” წარმომადგენ ე ლი.
სასამართლო გაეცნო რა კრედიტორთა კრების გადაწყვეტილებას, მიაჩნია, რომ შპს ,,ქობულეთის ვენდისპანსერის’’ გაკოტრების მმართველად დანიშნული უნდა იქნეს სსიპ– „აღსრულების ეროვნული ბიურო ” შემდეგ გარემოებათა გამო:
სასამართლო აღნიშნავს, რომ ,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, თუ მოვალე გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებით მოითხოვს გაკოტრებას, მაშინ კრედიტორთა კრებაზე ინიშნება გაკოტრების მმართველი და იწყება გაკოტრების საქმის წარმოება ამ კანონით დადგენილი წესით.
„გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის 37-ე მუხლის პირვ ე ლი პუნქტის თანახმად, გაკოტრების პროცესში საწარმოს მართვასა და წარმომადგენლობას ახორციელებს გაკოტრების მმართველი. გაკოტრების მმართველი აღჭურვილია „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონითა და შესაბამისი სამეწარმეო საქმიანობის სუბიექტთა მართვაზე, ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირებისათვის მინიჭებული ყველა უფლებამოსილებით. გაკოტრების პროცესში მოვალის ხელმძღვანელობაზე უფლებამოსილ პირს ხელმძღვანელობითი და წარმომადგენლობითი უფლებამოსილებები უჩერდება, გარდა ამ კანონის 361 მუხლით გათვალისწინებული შემთხვევისა.
ამავე მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით, გაკოტრების მმართველი შესაძლებელია იყოს როგორც ფიზიკური, ისე იურიდიული პირი. გაკოტრების მმართველი უნდა იყოს მხარეთაგან დამოუკიდებელი, მიუკერძოებელი, კეთილსინდისიერი (იურიდიული პირის შემთხვევაში – საქმიანი რეპუტაციის მქონე) პირი. გაკოტრების მმართველად არ შეიძლება დაინიშნოს პირი, რომელიც ახორციელებს იმავე ან მსგავს საქმიანობას, როგორსაც მოვალე.
ამავე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, გაკოტრების მმართველსა და კრედიტორებს შორის იდება ხელშეკრულება, რომლითაც განისაზღვრება გაკოტრების მმართველის უფლებამოსილების ფარგლები, მისი ანაზღაურებისა და პასუხისმგებლობის საკითხები. პასუხისმგებლობის უზრუნველსაყოფად შესაძლებელია საბანკო გარანტიის ან/და პასუხისმგებლობის დაზღვევის გამოყენება; ,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის მე-5 პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, კრედიტორთა კრება , ამ კანონით დადგენილი წესით განიხილავს საკითხს და იღებს გადაწყვეტილებას გაკოტრების მმართველის დანიშვნის შესახებ, ხოლო მე-8 პუნქტის თანახმად, კრედიტორთა კრებაზე გადაწყვეტილება მიიღება მასზე წარმოდგენილ ხმათა უბრალო უმრავლესობით, თუ კანონით სხვა რამ არ არის განსაზღვრული.
„გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის 37-ე მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, გაკოტრების მმართველს ირჩევენ კრედიტორები გაკოტრების შესახებ სასამართლოს განჩინების გამოქვეყნებიდან 3 დღის ვადაში. თუ გაკოტრების მმართველი კრედიტორთა კრებაზე ვერ აირჩევა ან კრედიტორები არ წარადგენენ გაკოტრების მმართველის კანდიდატურებს, გაკოტრების მმართველად სასამართლო ნიშნავს აღსრულების ეროვნულ ბიუროს. ამავე მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, გაკოტრების მმართველად აღსრულების ეროვნული ბიუროს დანიშვნის შემთხვევაში მმართველის უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული აღსრულების ეროვნული ბიუროს მომსახურების საფასურის ოდენობას განსაზღვრავს საქართველოს იუსტიციის მინისტრი. მომსახურების საფასური ანაზღაურდება სამეურვეო ქონებიდან.
„გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის 551 მუხლის პირველი პუნქტის თ ა ნახმად, სასამართლოს გადაწყვეტილებები გადახდისუუნარობის, გაკოტრების ან რეაბილიტაციის საქმის წარმოების დაწყების, შეწყვეტის, გადახდისუუნარობის საქმის წარმოების მეურვის, გაკოტრების ან რეაბილიტაციის მმართველის დანიშვნის (ასევე მათი ცვლილების), რეაბილიტაციის საქმის წარმოების დასრულების და გაკოტრების საქმის წარმოების დასრულების საფუძველზე იურიდიული პირის რეგისტრაციის გაუქმების შესახებ რეგისტრირდება მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში.
ამავე მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, გ ადახდისუუნარობის, გაკოტრების ან რეაბილიტაციის საქმის წარმოება დაწყებულად, შეწყვეტილად, მეურვის, გაკოტრების ან რეაბილიტაციის მმართველის უფლებამოსილება (ასევე მათი ცვლილება) წარმოშობილად, რეაბილიტაციის საქმის წარმოება დასრულებულად და გაკოტრების საქმის წარმოების დასრულების საფუძველზე იურიდიული პირის რეგისტრაცია გაუქმებულად ჩაითვლება მხოლოდ შესაბამისი გადაწყვეტილების საფუძველზე, მისი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში რეგისტრაციის შემდეგ.
სასამართლომ იხელმძღვანელა „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4, მე-5, მე-7, მე-8, 27-ე, 37-ე, 39-ე, 551 მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე მუხლებით დად ა ა დ გ ი ნ ა:
1. შპს ,,ქობულეთის ვენდისპანსერის’’ (ს/კ 246956030) მიმართ გაიხსნას გაკოტრების საქმის წარმოება.
2. შპს ,,ქობულეთის ვენდისპანსერის’’ (ს/კ 246956030) გაკოტრების მმართველად დაინიშნოს სსიპ– „აღსრულების ეროვნული ბიურო ”.
3. დაევალოს სსიპ აღსრულების ეროვნულ ბიუროს შპს ,,ქობულეთის ვენდისპანსერის’’ გაკოტრების საქმესთან დაკავშირებით განახორციელოს „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული მოქმედებები .
4. შპს ,,ქობულეთის ვენდისპანსერის’’ გაკოტრების მმართველად სსიპ – „აღსრულების ეროვნული ბიუროს ” დაინიშვნის შესახებ ინფორმაცია დარეგისტრირდეს მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში;
5. განჩინება გაეგზავნოთ მხარეებს, შესასრულებლად სსიპ– „აღსრულების ეროვნული ბიუროს ” და სსიპ– საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრს.
6. განჩინებაზე შეუძლია კერძო საჩივრის შეტანა გადახდისუუნარობის საქმის წარმოების პროცესის მხარეებს, აგრეთვე იმ პირებს, რომელთაც უშუალოდ ეხებათ ეს განჩინება მისი გადაცემიდან 5 (ხუთი) დღის ვადაში , ქუთაისის საქალაქო სასამართლოში (მის. : ქ. ქუთაისი , კუპრაძის №11). ამ ვადის გაგრძელება დაუშვებელია. თუ განჩინების გამოცხადებას ესწრებოდა კერძო საჩივრის შეტანის უფლების მქონე პირი, კერძო საჩივრის შეტანის ვადა დაიწყება მისი გამოცხადების მომენტიდან.
მოსამართლე გენადი მაკარიძე