⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (08.11.2022)
გაუქმებულია:

ზოგიერთი კატეგორიის ოჯახისათვის სოციალური უზრუნველყოფის მიზნით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ

მიღების თარიღი 28.11.2012
ძალაში შესვლა 28.11.2012
ძალის დაკარგვა 08.11.2022
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №454
სარეგისტრაციო კოდი 280120000.10.003.017130
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 29/11/2012
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,480 სიტყვა · ~7 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
28.11.2012 მიღება
28.11.2012 ძალაში შესვლა
08.11.2022 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი პრემიერ-მინისტრი
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
📤 მითითებული ნორმატიული აქტები (10)

დოკუმენტის ტექსტი

ზოგიერთი კატეგორიის ოჯახისათვის სოციალური უზრუნველყოფის მიზნით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილება №454 2012 წლის 28 ნოემბერი    ქ. თბილისი ზოგიერთი კატეგორიის ოჯახისათვის სოციალური უზრუნველყოფის მიზნით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ მუხლი 1🔗 „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის, „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამო­სი­ლ­ებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხ­ლ­ის „ე“ ქვეპუნქტისა და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 39-ე მუხ­ლის მე-2 ნაწილის „ო“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დამტკიცდეს: 1. „ზოგიერთი კატეგორიის ოჯახისათვის სოციალური დახმა­რე­ბ­ის გაცემის წესი და პი­რობები“ (დანართი №1). 2. „უწყებათაშორისი კომისიის შექმნისა და საქმიანობის წესი“  (და­­ნართი №2). მუხლი 2🔗 ამ დადგენილების პირველი მუხლით გათვალისწი­ნე­ბუ­ლი ღონისძიებების შეუფერხებელი შესრულების მიზნით: 1. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაც­ვ­ის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული სსიპ – სო­ციალური მომსახურების სააგენტო (შემდგომში – სააგენტო), ამ დად­გ­ე­ნილებით დამტკიცებული წესისა და პირობების საფუძველზე, უზრუნ­ვ­ელ­ყოფს შესაბამისი ღონისძიებების ჩატარებას. 2. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ და/ან მის სისტემაში შე­მა­ვალმა ადმინისტრაციულმა ორგანოებმა (სსიპ – შემოსავლების სამ­სა­ხ­უ­რი და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახური), სა­ქ­არ­თველოს იუსტიციის სამინისტრომ და/ან მის სისტემაში შემავალმა ად­მინისტრაციულმა ორგანომ (სსიპ – საჯარო რეესტრის ეროვნული სა­ა­გ­ენტო ან სსიპ – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო) და სა­ქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გა­და­ად­გი­ლ­ე­ბულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ ქმედითი დახ­მარება გაუწიონ და მიაწოდონ ყველა საჭირო ინფორმაცია (მონაცემი) საა­გენტოს ამ დადგენილებით გათვალისწინებული ღონისძიებების გან­სა­ხორციელებლად. 3. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაც­ვის სამინისტრო  საჭიროების შემთხვევაში უფლებამოსილია ამ დადგე­ნი­ლ­ე­ბის მიზნებისთვის გამოსცეს შესაბამისი სამართლებრივი აქტები. 4. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ: ა) ამ დადგენილებით განსაზღვრული ღონისძიებების გან­ხორ­ციე­ლებისათვის საჭირო ასიგნების გათვალისწინების მიზნით, სა­ქარ­თველოს საბიუჯეტო კოდექსის 31-ე მუხლის მე-2 ნაწილის შე­სა­ბა­მი­სად, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სა­მი­ნისტროს წინადადებების საფუძველზე, განახორციელოს შესაბამისი ცვლი­ლებები „საქართველოს 2012 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ სა­ქართველოს კანონით საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სო­ც­ი­ა­ლური დაცვის სამინისტროსათვის გამოყოფილ ასიგნებათა ფარ­გ­ლ­ებ­ში; ბ) ამ დადგენილებით გათვალისწინებულ ღონისძიებათა განხორ­ცი­ელ­ების შედეგად, დამატებითი ფინანსური რესურსების საჭიროების შემ­თხვევაში, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაც­ვის სამინისტროს წინადადების საფუძველზე, უზრუნველყოს შესა­ბა­მ­ი­სი ღონისძიებების გატარება; გ) საქართველოს 2013 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ კანონ­პრო­ექტში გაითვალისწინოს ამ დადგენილების შესრულებისათვის საჭი­რო ხარჯები. 5. ამ დადგენილებით გათვალისწინებული ღონისძიებების შემ­ჭი­დ­როებულ ვადებში უზრუნველყოფის მიზნით, საჭირო საქონლისა და/ან მო­მსახურების შესყიდვა სააგენტომ განახორციელოს „სახელმწიფო შეს­ყიდ­ვების შესახებ“ საქართველოს კანონის 10​1 მუხ­ლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვე­პუნქტის შესაბამისად, გა­მარ­­ტივებული შესყიდვის საშუალებით. 6. ამ დადგენილებით გათვალისწინებული ღონისძიებების დაფი­ნ­ა­ნ­სება განხორციელდეს „საქართველოს 2012 წლის სახელმწიფო ბიუჯე­ტ­ის შესახებ“ საქართველოს კანონით „სოციალური დახმარებების“ პროგ­რა­­მი­ს­ათვის (პროგრამული კოდი – 35 02 02) გამოყოფილი ასიგ­ნებ­ებ­ი­დან, ხოლო 2013 წელს – სოციალური დახმარებების პროგრამისათვის გათ­­ვალისწინებული შესაბამისი ასიგნებებიდან. მუხლი 3🔗 დადგენილება ამოქმედდეს 2012 წლის 28 ნოემბრიდან.პრემიერ-მინისტრიბიძინა ივანიშვილი დანართი №1 ზოგიერთი კატეგორიის ოჯახისათვის სოციალური დახმარების გაცემის წესი და პირობები მუხლი 1🔗 1. ეს წესი განსაზღვრავს „კერძო და/ან სახელმწიფო სა­კუ­თრებაში არსებულ ფართობებში უკანონოდ მყოფ პირთა აღრიცხვის მიზ­ნით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 31 ოქტომბრის №1915 განკარგულების (შემდგომში – განკარ­გ­უ­ლება) საფუძველზე, 2012 წლის 15 ნოემბრის ჩათვლით სსიპ – სო­ცია­ლ­ური მომსახურების სააგენტოს მიერ აღრიცხული ზო­გ­ი­ერთი კა­ტეგორიის  ოჯ­ახისათვის სოციალური დახმარების ოდენობას, სოცია­ლ­უ­რი დახ­მა­რე­ბის გაცემის წესსა და პირობებს და მათთან დაკავ­ში­რ­ებ­ით გა­სა­ტა­რ­ე­ბელ სხვა ღონისძიებებს. 2. ამ წესით გათვალისწინებული სარგებელი გაიცემა სოციალური დახ­მარების სახით და ის არ გაითვალისწინება „სოციალურად და­უ­ც­ვე­ლი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“ რეგისტრირებული ან რეგის­ტ­რა­ციის მაძიებელი ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის (შინა­მეურნეობების) შეფასების დროს. მუხლი 2🔗 1. ამ წესის მიზნებისათვის ოჯახს წარმოადგენს განკარგულების სა­ფუძველზე განსაზღვრული და აღრიცხული ოჯახი, თუ: ა) ოჯახის არც ერთი წევრი არ ცხოვრობს (არ არის რეგის­ტრ­ირ­ე­ბ­უ­ლი) საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადა­ად­გილებულ პირთა – დევნილთა კომპაქტურად განსახლების ობიექ­ტებ­ში ან დევნილთა იმ კერძო განსახლების ობიექტებში, რომლებსაც დევნ­ი­ლ­თა კომპაქტურად განსახლების ობიექტის სტატუსი მოეხსნათ „საქართ­ვე­ლოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირ­თა – დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის 1​1 მუხლის „ი“ და „კ“ ქვე­პუნქტების საფუძველზე (საქართველოს ოკუპირებული ტერიტორი­ე­ბ­ი­დან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტო­ლ­ვ­ი­ლ­თა სამინისტროს მიერ მოწოდებული მონაცემების მიხედვით); ბ) ოჯახის არც ერთ წევრს სახელმწიფოსაგან ან კერძო ინვესტორ­ი­ს­აგან არ მიუღია ფულადი კომპენსაცია საცხოვრებელი ფართობის სანაც­ვ­ლოდ, ან ოჯახის არც ერთ წევრს პრივატიზების პირდაპირი მიყიდვის ფო­რ­მით არ აქვს დაკანონებული საცხოვრებელი ფართობი (საქართველ­ოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირ­თა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მიერ მოწოდებული მო­ნაცემების მიხედვით); გ) სსიპ – საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში ოჯახის არც ერთ წევრზე არ არის რეგისტრირებული საცხოვრებელი ფართობი (ბინა); დ) ოჯახის ყველა წევრის ერთობლივი შემოსავალი საშუალოდ, თვე­ში, 2012 წლის განმავლობაში, 193 ლარზე ნაკლებია. ერთობლივ შე­მო­ს­ა­ვალში არ გაითვალისწინება სააგენტოს მიერ ადმინისტრირებადი შემ­დე­გი სოციალური დახმარებები: საარსებო შემწეობა, მინდობით აღზრ­დ­ის ანაზღაურება, რეინტეგრაციის შემწეობა და დევნილის, ლტოლვილისა და ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირთა ყოველთვიური შემწეობა. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ოჯახების განსა­ზღ­ვ­რ­ას უზრუნველყოფს სააგენტო, თავის ხელთ არსებული და შესაბამისი ად­მინისტრაციული ორგანოებიდან მიღებული ინფორმაციის (მონაც­ემე­ბ­­ის) საფუძველზე. მუხლი 3🔗 1. სააგენტოს მიერ ამ წესის მე-2 მუხლის შესაბამისად და­მუ­შა­ვე­ბ­უ­ლი ოჯახების შესახებ ინფორმაციას განიხილავს უწყებათა­შო­­რისი კო­მ­ი­სია. 2. უწყებათაშორისი კომისია სააგენტოს მიერ წარდგენილი მო­ნა­ცე­მ­ე­ბისა და კომისიის წევრთა მიერ მოპოვებული დამატებითი ინფორმა­ცი­ის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) განხილვის შედეგად თითოეულ ოჯ­ახ­თან დაკავშირებით იღებს გადაწყვეტილებას სოციალური დახმარების სა­ხით ფულადი გასაცემლის გაცემის თაობაზე. მუხლი 4🔗 1. ამ წესის მიზნებისათვის სოციალური დახმარება წარმოადგენს დროის განსაზღვრულ პერიოდში ერთჯერადი, დროებითი ხასიათის ფულად გასაცემელს, რომელიც გაიცემა ოჯახზე უწყებათაშორისი კო­მისიის გადაწყვეტილების შესაბამისად. 2. სოციალური დახმარების გაცემა ხორციელდება ოჯახის მიერ სპე­ციალური განცხადების ფორმით სააგენტოში მომართვის შემთ­ხვე­ვა­ში. 3. სოციალური დახმარების გაცემა ხორციელდება ყოველთვიუ­რ­ად, ექვსი თვის განმავლობაში. სოციალური დახმარების პირველი გაცემა გან­ხორციელდება უწყებათაშორისი კომისიის მიერ დაკმაყოფილებული ოჯ­ახის წერილობითი განცხადებით სააგენტოში მომართვიდან 10 სამუ­შაო დღის ვადაში. 4. სოციალური დახმარების ოდენობა ყოველთვიურად შეადგენს 200 ლარს. 5. უწყებათაშორისი კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილება სო­ციალური დახმარების გაცემის თაობაზე სააგენტოს მხრი­დან დამატებით შესწავლას და/ან გადახედვას არ ექვემდებარება. 6. სააგენტო ვალდებულია, უწყებათაშორისი კომისიის მიერ მი­ღე­ბუ­ლი გადაწყვეტილების საფუძველზე, ოჯახის მხრიდან წერილობითი მო­მართვის შემთხვევაში, თითოეულ ოჯახზე გასცეს სოციალური და­ხ­მა­რ­ე­ბა. 7. ოჯახის მიერ საცხოვრებელი ადგილის და/ან ოჯახის წევრთა შე­მ­ად­გენლობის ცვლილება გავლენას არ ახდენს სოციალური დახმარების ოდ­ენობაზე და/ან მის გაცემაზე. 8. სააგენტო არ არის უფლებამოსილი დამატებით გადაამოწმოს ოჯ­ახი, შეაჩეროს და/ან შეწყვიტოს სოციალური დახმარების გაცემა, გარ­და იმ შემთხვევებისა, როდესაც: ა) უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მოწოდე­ბუ­ლი ინფორმაციით დასტურდება, რომ ამ მუხლის მე-3 პუნქტით და­დ­გე­ნ­ილ ვადაში ადგილი აქვს სოციალური დახმარების მიმღები ოჯახის ყვე­ლა სრულწლოვანი, ქმედუნარიანი წევრის გარდაცვალებას; ბ) წარმოდგენილია ოჯახის სრულწლოვანი ქმედუნარიანი წევრის გან­ცხადება სოციალური დახმარების მიღებაზე უარის თქმის შესახებ. 9. ამ მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული საფუძვლით სო­ც­იალური დახმარების შეწყვეტის შემთხვევაში სოციალური დახმარება გან­მეორებით აღარ ინიშნება. მუხლი 5🔗 1. სოციალური დახმარების გაცემას სააგენტო უზრუნველყოფს კო­მერ­ციულ საბანკო დაწესებულებაში გახსნილ ანგარიშზე თანხის ჩარი­ცხ­ვ­ით, სააგენტოსა და მომსახურე კომერციულ საბანკო დაწესებულებას შო­რის გაფორმებული ხელშეკრულების პირობებით. 2. სოციალური დახმარების გასაცემად სააგენტო უფლებამოსილია გა­მოიყენოს/ისარგებლოს იმ საბანკო დაწესებულების მომსახურებით, რო­მელთანაც უკვე გაფორმებული აქვს ხელშეკრულება სხვა სახელმწიფო (სოციალური) გასაცემლის გაცემის მიზნით. 3. სოციალური დახმარება გაიცემა ოჯახის იმ წევრის სახელზე უკ­ვე არსებულ ანგარიშზე, რომელიც წარმოადგენს სააგენტოს მიერ ადმი­ნ­ი­ს­­ტრირებადი სხვა სახელმწიფო (სოციალური) გასაცემლის მიმღებს. იმ შე­მ­თხვევაში, თუ ოჯახში სახელმწიფო (სოციალური) გასაცემლის მიმღები არ­ის ერთზე მეტი წევრი, სოციალური დახმარება გადაერიცხება საა­გენ­ტ­ოს მიერ პირობითად შერჩეულ ნებისმიერ ასეთ წევრს. ოჯახი უფლება­მო­სილია, მოითხოვოს სოციალური დახმარების გაცემა თავის მიერ გახს­ნ­ილ სხვა ანგარიშზე. 4. თუ ოჯახის არც ერთი წევრი არ წარმოადგენს სააგენტოს მიერ ად­მინისტრირებადი სხვა სახელმწიფო (სოციალური) გასაცემლის მიმღებს და არც ოჯახის მხრიდან განხორციელდება საბანკო ანგარიშის წარმო­დ­გ­ე­ნა, სააგენტო ვალდებულია, სოციალური დახმარების ად­მი­ნის­ტრი­რები­სა­თვის გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში, გაუხსნას ან­გა­რი­ში ოჯ­ა­ხ­ის იმ წევრს, რომელიც სოციალური დახმარების დანიშვნის მოთ­ხოვნით გან­ცხადებით მიმართავს სააგენტოს. 5. გაცემული (გადარიცხული) სოციალური დახმარება ეკუთვნის მთლი­ა­ნად ოჯახს და მის მიზნობრივ გამოყენებაზე პასუხისმგებელია მხო­ლოდ ოჯახი.  დანართი №2 უწყებათაშორისი კომისიის შექმნისა და საქმიანობის წესი მუხლი 1🔗 ეს წესი ადგენს №1 დანართით განსაზღვრულ ოჯახ­თა­თ­ვის სო­ც­ია­­ლ­უ­რი დახმარების განმსაზღვრელი უწყებათაშორისი კომის­ი­ის შექმ­ნ­ი­სა და მისი საქმიანობის პირობებს. მუხლი 2🔗 1. უწყებათაშორისი კომისიის პერსონალურ შემადგენლობას ამტკ­ი­ცებს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მი­ნისტრი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტ­ით. 2. უწყებათაშორისი კომისიის შემადგენლობაში შედიან საქართვე­ლ­ოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის, სა­ქარ­თველოს ფინანსთა, საქართველოს იუსტიციის, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების, საქართველოს შინაგან საქმეთა, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გა­დაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროების და რეინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპ­ა­რატის წარმომადგენლები. 3. უწყებათაშორის კომისიას ხელმძღვანელობს კომისიის თავმჯ­დო­მარე, თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში – თავმჯდომარის მოა­დ­გ­ილე. 4. უწყებათაშორისი კომისიის თავმჯდომარე ორგანიზებას უწევს კო­მისიის მუშაობას, ნიშნავს კომისიის სხდომებს და უძღვება მათ, ამ­ტკ­ი­ც­ებს სხდომის დღის წესრიგსა და საჭიროების შემთხვევაში შეაქვს მასში ცვლი­ლებები და დამატებები. 5. კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით, თავმჯდომარის გა­და­წყვე­ტილებით, კომისიის სხდომაზე მონაწილეობის მისაღებად შეიძლება მო­წვეულ იქნენ სხვა პირებიც. მუხლი 3🔗 1. უწყებათაშორისი კომისიის საქმიანობისათვის სააგენტო ვალდე­ბ­ულია კომისიას მიაწოდოს №1 დანართის მე-2 მუხლით გათვალის­წი­ნე­ბ­უ­ლი მონაცემები  და ოჯახ(ებ)ის შესახებ მოპოვებული დამატებითი მა­სა­ლები (ასეთის არსებობის შემთხვევაში). 2. უწყებათაშორისი კომისია მიღებულ მასალებზე, ასევე კომისიის წევ­რთა მხრიდან დამატებით მოპოვებულ მასალებზე (ასეთის არსებობის შე­მ­თხვევაში) დაყრდნობით იღებს გადაწყვეტილებას თითოეული ოჯ­ახ­ი­ს­ათვის სოციალური დახმარების დანიშვნის ან დანიშვნაზე უარის თქმის შესახებ. 3. უწყებათაშორისი კომისიის წევრებისათვის კომისიის სხდომაზე დას­წ­რება სავალდებულოა. კომისიის წევრის მიერ უფლებამოსილების დე­ლეგირება დაუშვებელია. 4. იმ შემთხვევაში, თუ უწყებათაშორისი კომისიის წევრი ვერ ეს­წ­რ­ება სხდომას, იგი ვალდებულია გააფრთხილოს კომისიის მდივანი, რო­მ­ე­ლიც, თავის მხრივ, ინფორმაციას აწვდის თავმჯდომარეს. 5. უწყებათაშორისი კომისიის წევრი გადაწყვეტილებას იღებს სა­ქარ­თველოს მოქმედი კანონმდებლობის, წარმოდგენილი დოკუმენ­ტ(ებ)­ის სხდომაზე განხილვის საფუძველზე. კო­მი­სიის წევრს არ აქვს უფლება თავი შეიკავოს გადაწყვეტილების მიღე­ბი­ს­ას. კომისიის წევრი არ არის ვალდებული დაასაბუთოს საკუთარი პოზი­ცია ოჯახთან დაკავშირებით სოციალური დახმარების დანიშვნის ან დან­ი­შ­ვნაზე უარის თქმის თაობაზე. 6. უწყებათაშორისი კომისია უფლებამოსილია, თუ მას ესწრება წე­ვ­­რ­თა ნახევარზე მეტი. კომისიის სხდომაზე გადაწყვეტილება მიიღება კო­ლეგიური წესით, დამსწრეთა ხმების უმრავლესობით, ხმათა თანაბარი გა­ყოფის შემთხვევაში გადამწყვეტია თავმჯდომარის ხმა. მუხლი 4🔗 1. უწყებათაშორისი კომისიის სხდომები და მიღებული გადაწყვე­ტ­ი­ლებები კონკრეტული ოჯახებისათვის სოციალური დახმარების დან­იშ­ვ­ნის ან დანიშვნაზე უარის თქმის შესახებ ფორმდება ოქმით, რომელსაც ხელს აწერენ კომისიის თავმჯდომარე, სხდომაზე დამსწრე კომისიის წევ­რ­ე­ბი და მდივანი. უწყებათაშორისი კომისიის წევრს უფლება აქვს მოით­ხ­ო­ვოს და მიიღოს კომისიის სხდომის ხელმოწერილი ოქმი. 2. უწყებათაშორისი კომისიის მდივანი ხელმოსაწერად ამზადებს კო­მ­ი­ს­იის სხდომის ოქმს. ხელმოწერილი სხდომის ოქმის დამოწმებული ას­ლ(ებ)ი და კომისიის სხდომაზე განსახილველად წარდგენილი მასალე­ბი ეგზავნება (უბრუნდება) შესაბამის სააგენტოს. 3. სააგენტო უზრუნველყოფს ოჯახების ინფორმირებას სოციალური და­ხ­მარების დანიშვნის შესახებ. მუხლი 5🔗 უწყებათაშორისი კომისიის საქმიანობის ორგანიზაციულ-ტექ­ნი­კურ უზრუნველყოფას ახორციელებს საქართველოს შრომის, ჯანმრთელ­ო­­ბ­ისა და სოციალური დაცვის სამინისტრო.