„საქართველოს მთავრობის კანცელარიის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 6 ივლისის №244 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№455
სარეგისტრაციო კოდი
010220000.10.003.017131
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 30/11/2012
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №455

2012 წლის 28 ნოემბერი

   ქ. თბილისი

 

„საქართველოს მთავრობის კანცელარიის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 6 ივლისის №244 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე‑20 მუხლის მე‑4 პუნქტის შესაბამისად, „საქართველოს მთავრობის კანცელარიის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 6 ივლისის №244 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 06/07/2012, 010220000.10.003.016913) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული დებულების:

1. მე‑2 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) საქართველოს პრემიერ‑მინისტრისა და მთავრობის საქმიანობის ინფორმაციულ და ანალიტიკურ უზრუნველყოფას;“.

2. მე‑3 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საქართველოს მთავრობის კანცელარიის სტრუქტურული ერთეულებია:

ა) იურიდიული დეპარტამენტი;

ბ) ადმინისტრაციული დეპარტამენტი;

გ) საფინანსო დეპარტამენტი;

დ) საზოგადოებასთან ინტეგრირებული კომუნიკაციების დეპარტამენტი;

ე) სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტი.“.

3. მე‑5 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საქართველოს მთავრობის კანცელარიის სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრემიერ‑მინისტრი. სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელს შეიძლება ჰყავდეს მოადგილე/მოადგილეები, რომელსაც/რომლებსაც ხელმძღვანელის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრემიერ‑ მინისტრი.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს 2012 წლის 1 დეკემბრიდან.

პრემიერ-მინისტრიბიძინა ივანიშვილი

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „საქართველოს მთავრობის კანცელარიის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 6 ივლისის №244 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ?
არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 28.11.2012.
როდის იქნა მიღებული „საქართველოს მთავრობის კანცელარიის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 6 ივლისის №244 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ?
„საქართველოს მთავრობის კანცელარიის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 6 ივლისის №244 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ მიღებულია 28.11.2012. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №455. სარეგისტრაციო კოდი — 010220000.10.003.017131.
რომელი დოკუმენტები უთითებენ „საქართველოს მთავრობის კანცელარიის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 6 ივლისის №244 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ-ზე?
legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
სად არის „საქართველოს მთავრობის კანცელარიის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 6 ივლისის №244 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 28.11.2012 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მთავრობის დადგენილება „საქართველოს მთავრობის კანცელარიის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 6 ივლისის №244 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ, №455, 28.11.2012, სარეგისტრაციო კოდი 010220000.10.003.017131 (კონსოლიდირებული რედაქცია 28.11.2012). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1784421/