„თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის მერიის სტრუქტურული ერთეულის – კეთილმოწყობის სამსახურის დებულებისა და ბეჭდის ნიმუშის დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 29.11.2012
ძალის დაკარგვა 17.06.2013
გამომცემი ორგანო თვითმმართველი ქალაქი ქუთაისი
ნომერი №170
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.123.016122
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 04/12/2012
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,186 სიტყვა · ~6 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
29.11.2012 მიღება
17.06.2013 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
საკრებულოს თავმჯდომარე ამირანი ხვადაგიანი საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

„თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის მერიის სტრუქტურული ერთეულის – კეთილმოწყობის სამსახურის დებულებისა და ბეჭდის ნიმუშის დამტკიცების შესახებ თვითმმართველი  ქალაქ ქუთაისის  საკრებულოს   დადგენილება №170 2012 წლის 29 ნოემბერი ქ. ქუთაისი „თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის მერიის სტრუქტურული ერთეულის – კეთილმოწყობის სამსახურის დებულებისა და ბეჭდის ნიმუშის დამტკიცების შ ე ს ა ხ ე ბ „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის, 43-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 44-ე მუხლის მეორე პუნქტისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის საფუძველზე, ქალაქ ქუთაისის საკრებულო ა დ გ ე ნ ს : მუხლი 1🔗 ძალადაკარგულად გამოცხადდეს „თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის მერიის სტრუქტურული ერთეულის – კეთილმოწყობის სამსახურის დებულებისა და ბეჭდის ნიმუშის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ქუთაისის საკრებულოს 2009 წლის 30 სექტემბრის №235 დადგენილება. მუხლი 2🔗 დამტკიცდეს თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის მერიის სტრუქტურული ერთეულის – მერიის კეთილმოწყობის სამსახურის დებულება №1 დანართის შესაბამისად. /დანართი №1 დადგენილებას თან ერთვის/ მუხლი 3🔗 დამტკიცდეს თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის მერიის სტრუქტურული ერთეულის – მერიის კეთილმოწყობის სამსახურის ბეჭდის ნიმუში №2 დანართის შესაბამისად. /დანართი №2 დადგენილებას თან ერთვის/ მუხლი 4🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.საკრებულოს თავმჯდომარეამირანი ხვადაგიანი დანართი № 1 თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის მერიის კეთილმოწყობის სამსახურის დ ე ბ უ ლ ე ბ ა მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები 1. კეთილმოწყობის სამსახური /შემდგომში – სამსახური/ არის „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის საფუძველზე შექმნილი თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის მერიის სტრუქტურული ერთეული, რომელიც უზრუნველყოფს ქალაქ ქუთაისის ტერიტორიაზე კეთილმოწყობის სფეროს მომსახურების, გარემოს დაცვის საკითხების კოორდინირებას, კეთილმოწყობის ღონისძიებების განხორციელებას, ქალაქის ტერიტორიის გამწვანებასთან დაკავშირებული საკითხების გადაწყვეტის ხელშეწყობას და ზედამხედველობას. 2. სამსახური თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოს კონსტიტუციის, „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის, საქართველოს კანონებისა და მათგან გამომდინარე, სხვა ნორმატიული აქტების, აგრეთვე, საკრებულოს თავმჯდომარისა და მერის სამართლებრივი აქტების საფუძველზე, დადგენილი წესის შესაბამისად. 3. სამსახური ანგარიშვალდებულია ქალაქ ქუთაისის მერის წინაშე. 4. სამსახურის კომპეტენცია და საქმიანობის წესი განისაზღვრება სამსახურის დებულებით, რომელსაც ამტკიცებს ქალაქ ქუთაისის საკრებულო. 5. სამსახური თავის საქმიანობას ახორციელებს კანონიერების, საჯაროობის, სახელმწიფო და ადგილობრივი ინტერესების ერთიანობის, საზოგადოებრივი აზრის გათვალისწინების, თავის საქმიანობაში მოქალაქეთა მონაწილეობის პრინციპების დაცვით. 6. სამსახურს აქვს დებულება, დოკუმენტების სარეგისტრაციო შტამპი, ბლანკი, ბეჭედი №7 სახელწოდების აღნიშვნით; 7. სამსახურის დაფინანსების წყაროა თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტი. 8. სამსახურის საქმიანობაზე ზედამხედველობას ახორციელებს ქალაქ ქუთაისის მერი. 9. სამსახურის იურიდიული მისამართია: ქალაქი ქუთაისი, რუსთაველის გამზირი №3. მუხლი 2🔗. სამსახურის სტრუქტურა სამსახურის სტრუქტურა შედგება უფროსის, უფროსის მოადგილისა და დარგის სპეციალისტებისაგან. მუხლი 3🔗. სამსახურის ძირითადი ფუნქციები 1. სამსახურის ძირითადი ფუნქციაა მის კომპენტენციას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებით, ქალაქ ქუთაისის ტერიტორიაზე ერთიანი საჯარო ხელისუფლების განხორციელების ხელშეწყობა. 2. თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის კეთილმოწყობის სფეროში მომსახურების, რეაბილიტაციის, განვითარებისა და გარემოს დაცვის საკითხების კოორდინაცია. 3. კეთილმოწყობის ღონისძიებების განხორციელების ხელშეწყობა და კოორდინაცია. 4. ქალაქის გამწვანების, გაფორმების, ქალაქგანათების, შუქნიშნების, შადრევნების, სანიაღვრე მეურნეობის სრულფასოვანი ფუნქციონირების უზრუნველყოფის ხელშეწყობა და კოორდინაცია. 5. შიდა სარგებლობის გზების, ხიდების, გვირაბების, მიწისქვეშა გადასასვლე­ლების, მდინარეთა სანაპირო, საყრდენი კედლებისა და სხვა საინჟინრო ნაგებობების შეკეთებისა და ექსპლუატაციის უზრუნველყოფის, სარეკონსტრუქციო და სამშენებლო სამუშაოების განხორციელების ხელშეწყობა და კოორდინაცია. 6. ქუჩებსა და მოედნებზე, ქალაქ ქუთაისის საპატრულო პოლიციასთან შეთანხმებით, საგზაო ნიშნებისა და მოძრაობის ორგანიზების სხვა საშუალებების დაყე­ნებასა ან მოხსნაზე, მონიშვნითი სამუშაოების განხორციელებაზე წინადადების მომზადება და კოორდინაცია. 7. ელექტრომომარაგების, გაზმომარა­გებისა და კავშირგაბმულობის რეაბილიტაციისა და განვითარების მიზნით, წინადადებების მომზადება და განხორციელების ხელშეწყობა;  წყალმომარაგებისა და საკანალიზაციო სისტემების რეაბილიტაციისა და განვითარების მიზნით, წინადადებების მომზადება და განხორციელების ხელშეწყობა, კომპეტენციის ფარგლებში; 8. წყალმომარაგებისა და საკანალიზაციო მაგისტრალური და შიდასაქალაქო ქსელების მდგომარეობის მონიტორინგი, ავარიულ სიტუაციებში გასატარებელი ღონისძიებების კოორდინირება, სარეაბილიტაციო სამუშაოების დაგეგმვის შესახებ წინადადებების მომზადება და განხორციელების ხელშეწყობა. 9. სოციალური ინფრასტრუქტურის, სამშენებლო და სარეკონსტრუქციო საქმიანობის კოორდინაციისა და რეგულირების ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის გატარების ხელშეწყობა. 10. კეთილმოწყობის სფეროს პრობლემატიკისა და პროცესების კვლევა, დარგის განვითარების პერსპექტივების განსაზღვრა, შესაბამისი პროექტების მომზადება. 11. სამსახურის საქმიანობის სფეროში შემავალი დარგების განვითარებისათვის ბიუჯეტგარეშე კაპიტალის /ინვესტიციების, კრედიტებისა და ა.შ./ მოზიდვისა და საინვესტიციო გარემოს ფორმირების ხელშეწყობა. 12. სამშენებლო და სარეკონსტრუქციო საქმიანობის კოორდინაცია და რეგული­რება, კომპეტენციის ფარგლებში. 13. სოციალური ინფრასტრუქტურის განვითარებასთან დაკავშირებული პროგრამების შემუშავების მიზნით წინადადებების მომზადება. 14. ინსპექტირების პროცესში მონაწილეობა, შესრულებული სამუშაოების მიღება, საანგარიშსწორებო და სხვა სახის დოკუმენტების მომზადება და მერისათვის წარდგენა. 15. მონაწილეობის მიღება სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადებაში, კომპეტენციის ფარგლებში. 16. მიღებული კორესპოდენციების განხილვა და შესწავლა. 17. ქალაქ ქუთაისის საკრებულოს, საკრებულოს თავმჯდომარისა და მერიის შესაბამისი თანამდებობის პირების დავალებების შესრულება. მუხლი 4🔗. სამსახურის უფლება–მოვალეობები 1. სამსახურს უფლება აქვს: ა. მიიღოს ინფორმაცია საჯარო დაწესებულებებიდან, მერიას დაქვემდებარებული საწარმოებიდან და ორგანიზაციებიდან, თავის ფუნქციებს მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებით, დადგენილი წესით; ბ. მოამზადოს წინადადებები სამსახურის წლიური ხარჯების თაობაზე, აუცილებ­ლობის შემთხვევაში, დამატებითი ხარჯების გაწევის შესახებ, კომპეტენციის ფარგლებში; გ. საჭიროების შემთხვევაში მონაწილეობა მიიღოს სასამართლოში წარსადგენი სარჩელის მომზადებაში, კომპეტენციის ფარგლებში; დ. მოამზადოს წინადადებები და მონაწილეობა მიიღოს სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებულ საკითხებზე, კომპეტენციის ფარგლებში; ე. მონაწილეობა მიიღოს ქალაქ ქუთაისის ბიუჯეტის პროექტის შედგენაში, კომპენტენციის ფარგლებში; ვ. ითანამშრომლოს საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან და მედიასაშუალებებთან, იზრუნოს საზოგადოების სისტემატურ ინფორმირებაზე სამსახურის საქმიანობასთან და სამომავლო პერსპექტივებთან დაკავშირებით; ზ. დადგენილი წესით განახორციელოს ყველა აუცილებელი ქმედება, რაც დაკავშირებულია დებულებით გათვალისწინებული ფუნქციებისა და ვალდებულებების შესრულებასთან. 2. სამსახური ვალდებულია: ა. პასუხი აგოს მისთვის გადაცემული ქონების შენახვასა და მოვლაზე; ბ. კეთილსინდისიერად შეასრულოს მოქმედი კანონ­მდებ­ლობისა და შესაბამისი სამართლებრივი აქტების მოთხოვნები, უზრუნველყოს ამ დებულებით განსაზღვრული ფუნქციების შესრულება; გ. ანგარიში წარუდგინოს ქალაქ ქუთაისის მერს თავისი საქმიანობის შესახებ; დ. წარუდგინოს მერიის სტრუქტურული ერთეულის – ადმინისტრაციული სამსახურის ბუღალტრული აღრიცხვის განყოფილებას ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხის ხარჯვასთან დაკავშირებული დოკუმენტები; ე. მოამზადოს ინფორმაციები თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის ოფიციალურ ვებ-გვერდზე /www.kutaisi.gov.ge/ განთავსების მიზნით; ვ. დაიცვას ქალაქ ქუთაისის მერის მიერ დამტკიცებული შინაგანაწესი. მუხლი 5🔗. სამსახურის უფროსი 1. სამსახურის საქმიანობას ხელმძღვანელობს სამსახურის უფროსი, რომელსაც „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს ქალაქ ქუთაისის მერი. 2. სამსახურის უფროსი: ა. პასუხს აგებს სამსახურისათვის დაკისრებული ფუნქციებისა და მოვალეობების შესრულებაზე; ბ. ამზადებს და აწვდის წინადადებებს ქალაქ ქუთაისის მერს სამსახურის საშტატო ნუსხის თაობაზე, ქალაქ ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარისათვის დასამტკიცებლად წარსადგენად; გ. ორგანიზებას უწევს და აკონტროლებს სამსახურის თანამშრომელთა მიერ მათზე დაკისრებული მოვალეობების შესრულებას; დ. ახორციელებს სამსახურის საქმიანობის დაგეგმვას და შეიმუშავებს წინადადებებს სამსახურის მუშაობის სრულყოფის საკითხებზე; ე. ქმნის სამსახურის თანამშრომლებისათვის მათზე დაკისრებული მოვალეობების შესრულებისა და შინაგანაწესის მოთხოვნების დაცვისათვის აუცილებელ პირობებს; ვ. ამზადებს წინადადებებს სამსახურის მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის მიზნით; ზ. შეიმუშავებს და მერს დასამტკიცებლად წარუდგენს სამსახურის სამუშაო გეგმას, ამ დებულებით განსაზღვრული სამსახურის საქმიანობის ძირითადი მიმართულებების შესაბამისად; თ. წარუდგენს მერს წერილობით ინფორმაციას მოსამსახურეთა წახალისების ან დისციპლინური პასუხისმგებლობის  თაობაზე, შემდგომი რეაგირების მიზნით; ი. წარუდგენს მერს წინადადებებს სამსახურის მოსამსახურეთა შვებულებებისა და მივლინებების თაობაზე; კ. ამზადებს სამსახურის თანამშრომელთა სამუშაოთა აღწერილობებისა და თანამდებ­ობრივი ინსტრუქციების პროექტებს და წარუდგენს მერს შემდგომი რეაგირებისათვის; ლ. ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობითა და ამ  დებულებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს. 3. სამსახურის უფროსი ანგარიშვალდებულია მერის წინაშე. 4. სამსახურის უფროსის არყოფნის შემთხვევაში, მერის ბრძანებით, მის მოვალეობას ასრულებს სამსახურის უფროსის მოადგილე. მუხლი 6🔗. სამსახურის თანამშრომლები 1. სამსახურის თანამშრომლები არიან ადგილობრივი თვითმმართველობის საჯარო მოსამსახურეები, რომელთა თანამდებობაზე დანიშვნა და გათავისუფლება ხდება „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნების დაცვით. 2. სამსახურის თანამშრომლებს უფლება აქვთ: ა. დააყენონ ხელმძღვანელობის წინაშე საკითხი მათზე დაკისრებული მოვალეობების შესრულებისათვის საჭირო პირობების უზრუნველყოფის შესახებ; ბ.  ისარგებლონ საინფორმაციო-საკომუნიკაციო და კომპიუტერული ტექნიკით, სხვადასხვა ტექნიკური საშუალებებით; გ. მიიღონ მათი მუშაობისათვის აუცილებელი კონსულტაციები; დ. ისარგებლონ „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საჯარო მოსამსახურის სხვა უფლებებითა და გარანტიებით. 3. სამსახურის თანამშრომლები ვალდებულნი არიან: ა. შეასრულონ და დაიცვან „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით, საქართველოს კანონმდებლობითა და ამ დებულებით განსაზღვრული მოთხოვნები; ბ.  შეასრულონ უშუალო და ზემდგომი ხელმძღვანელების დავალებები; გ. იზრუნონ თავისი პროფესიული მომზადების დონის ასამაღლებლად; დ. შეასრულონ და დაიცვან შინაგანაწესის მოთხოვნები. 4. სამსახურის თანამშრომელთა თანამდებობათა დასახელება, სამუშაოთა აღწერილობები და თანამდებობრივი ინსტრუქციები განისაზღვრება „საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი რეესტრისა“ და ამ დებულების შესაბამისად. მუხლი 7🔗. სამსახურის ქონება სამსახურის სარგებლობაში არსებული ქონება შეადგენს თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის საკუთრებას. მუხლი 8🔗. მუხლი 8🔗.  დასკვნითი დებულებები სამსახურის რეორგანიზაცია, ლიკვიდაცია ან დებულებაში ცვლილებების შეტანა ხდება კანონით დადგენილი წესით.                                                                                                                                                                                                   დანართი №2 თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის მერიის სტრუქტურული ერთეულის – კეთილმოწყობის სამსახურის ბეჭდის  ნ ი მ უ შ ი