გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოს განსაზღვრის შესახებ

მიღების თარიღი 30.11.2012
გამომცემი ორგანო გორის მუნიციპალიტეტი
ნომერი №39
სარეგისტრაციო კოდი 190040000.35.148.016123
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 04/12/2012
matsne.gov.ge 199 სიტყვა · ~1 წთ
დამატებითი მეტამონაცემები (10)
1 საკრებულოს თავმჯდომარე
2 საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე
3 საკრებულოს კომისიის თავმჯდომარე
4 საკრებულოს ფრაქციის თავმჯდომარე
5 საკრებულოს აპარატის უფროსი
6 უფროსი საჯარო თანამდებობის პირი - საკრებულოს თავმჯდომარის თანაშემწე
7 უმცროსი საჯარო თანამდებობის პირი -  მთავარი სპეციალისტი
8 დამხმარე  მოსამსახურე (დამლაგებელი)
საკრებულოს თავმჯდომარე ზვიად ხმალაძე საკრებულოს თავმჯდომარე
თანამდეობობა
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

დოკუმენტის ტექსტი

გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოს განსაზღვრის შესახებ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №39 2012 წლის 30 ნოემბერი ქ.გორი  გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოს განსაზღვრის შესახებ ,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „ი“ ქვეპუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, „ავტონომიური რესპუბლიკების ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საჯარო მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურების მოწესრიგების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 29 აგვისტოს №726 ბრძანებულების შესაბამისად, გორის მუნიციპალიტეტის საკრებულო ა  დ  გ  ე  ნ  ს: მუხლი 1🔗 განისაზღვროს გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოს განაკვეთები თანდართული დანართის მიხედვით. მუხლი 2🔗 ძალადაკარგულად გამოცხადდეს „გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირების და სხვა საჯარო მოსამსახურეების თანამდებობრივი სარგოს განაკვეთების დამტკიცების შესახებ“  გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 28 იანვრის №1 დადგენილება. მუხლი 3🔗 ეს დადგენილება ძალაში შევიდეს გამოქვეყნებისთანავე და მისი მოქმედება ვრცელდება 2012 წლის 19 ოქტომბრიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე.საკრებულოს თავმჯდომარეზვიად ხმალაძე დანართი გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს  მოსამსახურეების თანამდებობრივი სარგო № თანამდეობობა თანამდებობრივი სარგო (ლარებში) 1 საკრებულოს თავმჯდომარე 2650 2 საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე 1700 3 საკრებულოს კომისიის თავმჯდომარე 1350 4 საკრებულოს ფრაქციის თავმჯდომარე 1350 5 საკრებულოს აპარატის უფროსი 1000 6 უფროსი საჯარო თანამდებობის პირი - საკრებულოს თავმჯდომარის თანაშემწე 790 7 უმცროსი საჯარო თანამდებობის პირი -  მთავარი სპეციალისტი           560 8 დამხმარე  მოსამსახურე (დამლაგებელი) 330