„საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის ხელყოფის ან სხვაგვარად ხელშეშლის აღკვეთის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 24 მაისის №747 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№944
სარეგისტრაციო კოდი
140130000.22.034.016146
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 06/12/2012
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის

ბრძანება №944

2012 წლის 5 დეკემბერი

ქ. თბილისი

 

„საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის ხელყოფის ან სხვაგვარად ხელშეშლის აღკვეთის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 24 მაისის №747 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის და ,,საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ" საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 27 დეკემბრის №614 ბრძანებულებით დამტკიცებული ,,საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების" მე-11 პუნქტის ,,ნ" ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
„საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის ხელყოფის ან სხვაგვარად ხელშეშლის აღკვეთის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 24 მაისის №747 ბრძანებით (სსმ III, 29.05.2007წ.,  №75,  მუხ. 809) დამტკიცებულ წესში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-2 მუხლის:
ა) „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტი:

ა.ა) ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, ხოლო ამ წესის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, საჭიროების შემთხვევაში აგრეთვე – საკადასტრო რუკა, საკადასტრო გეგმა ან/და საინვენტარიზაციო გეგმა;

 ა.ბ) უძრავი  ნივთის მართლზომიერად (კეთილსინდისიერად) ფლობის დამადასტურებელი დოკუმენტი, ხოლო ამ წესის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში აგრეთვე – საკადასტრო რუკა, საკადასტრო გეგმა ან/და საინვენტარიზაციო გეგმა;“.

ბ)  „ა“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ა1“და „ა2“ქვეპუნქტები:

„ა1) უძრავი ნივთის მესაკუთრე – ფიზიკური ან იურიდიული პირი, აგრეთვე სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო, რომელსაც საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში გააჩნია უძრავი ნივთი;

ა2) საკუთრება – ამ ბრძანების მიზნებისთვის, უძრავი ნივთზე საკუთრების ან მართლზომიერი (კეთილსინდისიერი) მფლობელობის უფლება;“.

2. მე-3 მუხლის:
ა) მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) საჯარო რეესტრიდან ამონაწერი და საკადასტრო რუკა, საკადასტრო გეგმა ან/და საინვენტარიზაციო გეგმა – თუ საჯარო რეესტრიდან ამონაწერის მიხედვით შეუძლებელია უძრავი ნივთის ზუსტი მისამართის ან სხვა პარამეტრების დადგენა;

 

ბ) მე-3 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „დ“ ქვეპუნქტი:

„დ) უძრავ ნივთის მართლზომიერ (კეთილსინდისიერ) მფლობელობაში არსებობის შემთხვევაში – მართლზომიერი (კეთილსინდისიერი) მფლობელობის დამადასტურებელი დოკუმენტი, აგრეთვე საკადასტრო რუკა, საკადასტრო გეგმა ან/და საინვენტარიზაციო გეგმა – თუ მართლზომიერი (კეთილსინდისიერი) მფლობელობის დამადასტურებელი დოკუმენტის მიხედვით შეუძლებელია უძრავი ნივთის ზუსტი მისამართის, ადგილმდებარეობის ან სხვა პარამეტრების დადგენა.“.

მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

შინაგან საქმეთა მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის ხელყოფის ან სხვაგვარად ხელშეშლის აღკვეთის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 24 მაისის №747 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 05.12.2012.
როდის იქნა მიღებული „საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის ხელყოფის ან სხვაგვარად ხელშეშლის აღკვეთის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 24 მაისის №747 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
„საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის ხელყოფის ან სხვაგვარად ხელშეშლის აღკვეთის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 24 მაისის №747 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 05.12.2012. მიმღები ორგანო — საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №944. სარეგისტრაციო კოდი — 140130000.22.034.016146.
რომელი დოკუმენტები უთითებენ „საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის ხელყოფის ან სხვაგვარად ხელშეშლის აღკვეთის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 24 მაისის №747 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ზე?
legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
სად არის „საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის ხელყოფის ან სხვაგვარად ხელშეშლის აღკვეთის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 24 მაისის №747 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 05.12.2012 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მინისტრის ბრძანება „საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის ხელყოფის ან სხვაგვარად ხელშეშლის აღკვეთის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 24 მაისის №747 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე, №944, 05.12.2012, სარეგისტრაციო კოდი 140130000.22.034.016146 (კონსოლიდირებული რედაქცია 05.12.2012). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1785078/