საქართველოს კანონის პროექტი - „იუსტიციის უმაღლესი სკოლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
ნორმატიული აქტების პროექტები მოქმედი
მიღების თარიღი 30.11.2012
გამომცემი ორგანო პროექტის ავტორი
ნომერი №0
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.00.016196
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 30/11/2012
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
30.11.2012 მიღება
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი - „იუსტიციის უმაღლესი სკოლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
/* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;}
@font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;}
@font-face {font-family:Sylfaen; panose-1:2 15 5 2 2 2 4 3 2 4;}
@font-face {font-family:Consolas; panose-1:2 11 6 9 2 2 4 3 2 4;}
/* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","sans-serif";}
p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {mso-style-link:"Plain Text Char"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.5pt; font-family:Consolas;}
p.MsoListParagraph, li.MsoListParagraph, div.MsoListParagraph {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:.5in; line-height:115%; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","sans-serif";}
p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebixml; margin-right:0in; margin-left:0in; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";}
p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:sataurixml; margin-right:0in; margin-left:0in; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";}
p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzacixml; margin-right:0in; margin-left:0in; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";}
p.abzacixml0, li.abzacixml0, div.abzacixml0 {mso-style-name:abzaci_xml; mso-style-link:"abzaci_xml Char"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";}
span.abzacixmlChar {mso-style-name:"abzaci_xml Char"; mso-style-link:abzaci_xml; font-family:"Sylfaen","serif";}
span.PlainTextChar {mso-style-name:"Plain Text Char"; mso-style-link:"Plain Text"; font-family:Consolas;}
p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.sataurixml0, li.sataurixml0, div.sataurixml0 {mso-style-name:satauri_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;}
p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";}
p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
@page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:.75in 1.0in 1.0in 1.0in;}
div.Section1 {page:Section1;}
/* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;}
ul {margin-bottom:0in;}
პროექტი
საქართველოს კანონი
„იუსტიციის უმაღლესი სკოლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1🔗. „ იუსტიციის უმაღლესი სკოლის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №5, 20.01.2006, მუხ. 42) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-3 მუხლს მე-2 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 პუნქტი:
„21. დამოუკიდებელი საბჭოს წევრი არ შეიძლება იყოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე.“.
2. მე-3 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. დამოუკიდებელი საბჭოს თავმჯდომარეს, რომელიც იმავდროულად არის დამოუკიდებელი საბჭოს წევრი, თავისი წევრებისგან 3 წლის ვადით ირჩევს საქართველოს მოსამართლეთა კონფერენცია. ერთიდაიგივე პირი დამოუკიდებელი საბჭოს თავმჯდომარედ შეიძლება არჩეულ იქნეს ზედიზედ მხოლოდ ორჯერ.
4. დამოუკიდებელი საბჭოს ხუთ წევრს, რომელთაგან ერთი საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრია, ამტკიცებს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო დამოუკიდებელი საბჭოს თავმჯდომარის მიმართვის საფუძველზე, 3 წლის ვადით.”.
3. მე-31 მუხლის:
ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. დამოუკიდებელი საბჭოს წევრს ათავისუფლებს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო დამოუკიდებელი საბჭოს თავმჯდომარის მიმართვის საფუძველზე, ხოლო დამოუკიდებელი საბჭოს თავმჯდომარეს - საქართველოს მოსამართლეთა კონფერენცია.“;
ბ) მე-3 პუნქტი ამოღებულ იქნეს.
მუხლი 2🔗
1. ამ კანონის ამოქმედებიდან 1 კვირის ვადაში მოსამართლეთა კონფერენციამ უზრუნველყოს დამოუკიდებელი საბჭოს თავმჯდომარის არჩევა კანონმდებლობით დადგენილი წესით.
2. თავმჯდომარის არჩევიდან 3 კვირის ვადაში დამოუკიდებელი საბჭო დაკომპლექტდეს ამ კანონით დადგენილი პროცედურების დაცვით.
3. უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს დამოუკიდებელი საბჭოს თავმჯდომარის არჩევის შემდეგ, ხოლო დამოუკიდებელი საბჭოს მოქმედ შემადგენლობას ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული პროცედურების დასრულებისთანავე, უწყდებათ უფლებამოსილება.
მუხლი 3🔗
ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი
გ ა ნ მ ა რ ტ ე ბ ი თ ი ბ ა რ ა თ ი
„იუსტიციის უმაღლესი სკოლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტზე
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი :
კანონ პროექტის მიღების მიზეზს წარმოადგენს იუსტიციის უმაღლესი სკოლის ფორმირებისა და საქმიანობის დამოუკიდებლობის უზრუნველმყოფი მექანიზმების სისუსტე - იუსტიციის უმაღლესი სკოლის დამოუკიდებელ საბჭოს თავმჯდომარეობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე, რომელიც თავადვე ამტკიცებს დამოუკიდებელი საბჭოს 5 წევრს იუსტიციის უმაღლეს საბჭოსთან შეთანხმებით.
ა.ბ) კანონპროექტის მიზანი :
წინამდებარე კანონ პროექტის მიღების მიზანია იუსტიციის უმაღლესი სკოლის ფორმირებისა და საქმიანობის დამოუკიდებლობის ხელშეწყობ და სკოლის დამოუკიდებელი საბჭოს თავმჯდომარის მოსამართლეთა კონფერენციის მიერ არჩევის დემოკრატიული წესის შემოღება, ასევე დამოუკიდებელი საბჭოს დაკომპლექტების ახალი წესის დადგენა.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი :
1. კანონპროექტის შესაბამისად, იუსტიციის უმაღლესი სკოლის დამოუკიდებელი საბჭოს თავმჯდომარე/წევრი აღარ იქნება უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე.
2. დამოუკიდებელი საბჭოს თავმჯდომარის არჩევა მოხდება საქართველოს მოსამართლეთა კონფერენციის მიერ, ხოლო საბჭოს წევრებს დაამტკიცებს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო დამოუკიდებელი საბჭოს თავმჯდომარის მიმართვის საფუძველზე.
3. დამოუკიდებელი საბჭოს წევრს გაათავისუფლებს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო დამოუკიდებელი საბჭოს თავმჯდომარის მიმართვის საფუძველზე, ხოლო დამოუკიდებელი საბჭოს თავმჯდომარეს - საქართველოს მოსამართლეთა კონფერენცია.
ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება:
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო .
კანონპროექტის მიღება არ მოითხოვს ბიუჯეტიდან დამატებითი სახსრების გამოყოფას.
ბ.ბ ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე
კანონპროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე
კანონპროექტის მიღება გავლენას არ იქონიებს ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფოსათვის ახალი ფინანსური ვალდებულებების წარმოქმნას .
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის , რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს ფინანსურ შედეგებს იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც გავრცელდება კანონპრ ო ექტის მოქმედება .
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებელი ს ან სხვა სახის გადასახდელი ოდენობის განსაზღვრის წესი (პრინციპი)
კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის ოდენობის განსაზღვრას და შესაბამისად არ ადგენს მისი განსაზღვრის წესს.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს .
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან
კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება საქართველოს მიერ საერთაშორისო ორგანიზაციებში წევრობასთან დაკავშირებით აღებულ ვალდებულებებს.
გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან
კანონპროეტის მიღება არ არღვევს და არ ეწინააღმდეგება საქართველოს მიერ დადებულ ორმხრივ და მრავალმხრვ საერთაშორისო ხელშეკრულებებით ნაკისრ ვალდებულებებს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში.
კანონპროექტების შემუშავებისას კონსულტაციები მიმდინარეობდა საერთო სასამართლოებისა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროეტის მიმართ
ასეთი არ არსებობს.
ე ) კანონპროექტის ავტორი
კანონპროექტის ავტორია საქართველოს იუსტიციის სამინისტრო.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი.
კანონპროექტის ინიციატორია საქართველოს მთავრობა .