სს ”წყალმშენი-1”-ის აქციონერთა საერთო კრების ჩატარების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
განცხადება მოქმედი
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№18
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 05/12/2012
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

შ ე ტ ყ ო ბ ი ნ ე ბ ა

სააქციო საზოგადოება „წყალმშენი-1”-ის აქციონერთა საერთო კრების მოწვევის შესახებ

 

სააქციო საზოგადოება „წყალმშენი-1”-ის სამეთვალყურეო საბჭო იწვევს აქციონერთა საერთო კრებას, რომელიც გაიმართება 2012 წლის 28 დეკემბერს, 15 საათზე, შემდეგ მისამართზე: ქალაქი თბილისი, პეკინის  ქუჩა №34, მე-3 სართული, ოთახი 325.

სააქციო საზოგადოება „წყალმშენი-1”-ის სამეთვალყურეო საბჭოს მიერ საერთო კრების მონაწილე აქციონერთა სააღრიცხვო თარიღად დადგენილია 2012 წლის 7 დეკემბერი.

 

დღის წესრიგი:

1. 2012 წლის შედეგების განხილვა;

2. 2012 წლის დივიდენდების საკითხი;

3. საწარმოს აქტივების და პასივების ჩამოწერა და რეალიზაცია;

4. 2013 წელს საწარმოს ფინანსირების საკითხი;

5. საწარმოს ლიკვიდაციის საკითხი.

 

დღის წესრიგის საკითხების შესახებ ინფორმაციის მიღება აქციონერებს შეუძლიათ სს „წყალმშენი-1”-ს ადმინისტრაციაში, (ტელ: 599 41 39 43; 2 30 61 88), ხოლო განმარტებების მისაღებად, მოთხოვნა წერილობით უნდა იქნეს წარდგენილი ადმინისტრაციაში საერთო კრებამდე 7 დღით ადრე პირადად.

კრების მუშაობაში მონაწილეობის მისაღებად მოწვეულნი არიან:

ჩვეულებრივი აქციის მფლობელი აქციონერები, თუ ისინი რეგისტრირებული არიან საზოგადოების აქციონერთა რეესტრში 2012 წლის 7 დეკემბრის მდგომარეობით და საერთო კრებაზე წარმოადგენენ საკუთარ პირადობის მოწმობას.

აქციონერები კრებაზე მონაწილეობის მიღების უფლებას შეამოწმებენ სს „წყალმშენი-1”-ის რეგისტრატორთან შპს „საქართველოს ფასიანი ქაღალდების გაერთიანებულ რეგისტრატორთან”, შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი, ი. ჭავჭავაძის გამზირი №74ა, ტელ: 2-22-53-51, 2-91-31-42.

 

გენერალური დირექტორი                    თ. გედევანიშვილი