სს ”წყალმშენი-1”-ის აქციონერთა საერთო კრების ჩატარების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
შ ე ტ ყ ო ბ ი ნ ე ბ ა
სააქციო საზოგადოება „წყალმშენი-1”-ის აქციონერთა საერთო კრების მოწვევის შესახებ
სააქციო საზოგადოება „წყალმშენი-1”-ის სამეთვალყურეო საბჭო იწვევს აქციონერთა საერთო კრებას, რომელიც გაიმართება 2012 წლის 28 დეკემბერს, 15 საათზე, შემდეგ მისამართზე: ქალაქი თბილისი, პეკინის ქუჩა №34, მე-3 სართული, ოთახი 325.
სააქციო საზოგადოება „წყალმშენი-1”-ის სამეთვალყურეო საბჭოს მიერ საერთო კრების მონაწილე აქციონერთა სააღრიცხვო თარიღად დადგენილია 2012 წლის 7 დეკემბერი.
დღის წესრიგი:
1. 2012 წლის შედეგების განხილვა;
2. 2012 წლის დივიდენდების საკითხი;
3. საწარმოს აქტივების და პასივების ჩამოწერა და რეალიზაცია;
4. 2013 წელს საწარმოს ფინანსირების საკითხი;
5. საწარმოს ლიკვიდაციის საკითხი.
დღის წესრიგის საკითხების შესახებ ინფორმაციის მიღება აქციონერებს შეუძლიათ სს „წყალმშენი-1”-ს ადმინისტრაციაში, (ტელ: 599 41 39 43; 2 30 61 88), ხოლო განმარტებების მისაღებად, მოთხოვნა წერილობით უნდა იქნეს წარდგენილი ადმინისტრაციაში საერთო კრებამდე 7 დღით ადრე პირადად.
კრების მუშაობაში მონაწილეობის მისაღებად მოწვეულნი არიან:
ჩვეულებრივი აქციის მფლობელი აქციონერები, თუ ისინი რეგისტრირებული არიან საზოგადოების აქციონერთა რეესტრში 2012 წლის 7 დეკემბრის მდგომარეობით და საერთო კრებაზე წარმოადგენენ საკუთარ პირადობის მოწმობას.
აქციონერები კრებაზე მონაწილეობის მიღების უფლებას შეამოწმებენ სს „წყალმშენი-1”-ის რეგისტრატორთან შპს „საქართველოს ფასიანი ქაღალდების გაერთიანებულ რეგისტრატორთან”, შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი, ი. ჭავჭავაძის გამზირი №74ა, ტელ: 2-22-53-51, 2-91-31-42.
გენერალური დირექტორი თ. გედევანიშვილი
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „სს ”წყალმშენი-1”-ის აქციონერთა საერთო კრების ჩატარების შესახებ“?
- დიახ, განცხადება „სს ”წყალმშენი-1”-ის აქციონერთა საერთო კრების ჩატარების შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 03.12.2012.
- როდის იქნა მიღებული „სს ”წყალმშენი-1”-ის აქციონერთა საერთო კრების ჩატარების შესახებ“?
- „სს ”წყალმშენი-1”-ის აქციონერთა საერთო კრების ჩატარების შესახებ“ მიღებულია 03.12.2012. მიმღები ორგანო — ს.ს."წყალმშენი-1". დოკუმენტის ნომერი — №18.
- სად არის „სს ”წყალმშენი-1”-ის აქციონერთა საერთო კრების ჩატარების შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 03.12.2012 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
განცხადება „სს ”წყალმშენი-1”-ის აქციონერთა საერთო კრების ჩატარების შესახებ“, №18, 03.12.2012 (კონსოლიდირებული რედაქცია 03.12.2012). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1787867/