„მეზღვაურის წიგნაკის ფორმის, მისი დამზადების, გაცემისა და გამოყენების წესის“ დამტკიცების შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის 2012 წლის 16 იანვრის №001 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№29
სარეგისტრაციო კოდი
300160070.55.067.016034
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 05/12/2012
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სა მინისტრ ო ს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის

ბრძანება №29

2012 წლის 5 დეკემბერი

ქ. ბათუმი

 

„მეზღვაურის წიგნაკის ფორმის, მისი დამზადების, გაცემისა და გამოყენების წესის“ დამტკიცების შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის 2012 წლის 16 იანვრის №001 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 14 აპრილის №1-1/585 ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-4 მუხლის მეორე პუნქტის „დ" ქვეპუნქტის  შესაბამისად,  ვბრძანებ:

მუხლი 1
„მეზღვაურის წიგნაკის ფორმის, მისი დამზადების, გაცემისა და გამოყენების წესის“ დამტკიცების შესახებ” საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის 2012 წლის 16 იანვრის №001 ბრძანებაში შეტანილი იქნეს ცვლილება და ბრძანების მე-2 – მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. დაევალოს სსიპ „საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს“ შესაბამის სამსახურს უზრუნველყოს მეზღვაურის წიგნაკის ახალი ფორმის დამზადებისა და მათი გაცემისათვის საჭირო ორგანიზაციული ღონისძიებების განხორციელება არაუგვიანეს 2013 წლის 1 იანვრისა.

3. სსიპ „საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო „უფლებამოსილია გასცეს ამ ბრძანების გამოცემის მომენტისათვის მოქმედი მეზღვაურის წიგნაკები არა  უგვიანეს 2013 წლის 1 იანვრისა.

4. 2013 წლის 1 იანვრამდე მეზღვაურის წიგნაკის გაცემა იწარმოებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის 2011 წლის 29 აგვისტოს ბრძანება №002 ტექნიკური რეგლამენტის „მეზღვაურის წიგნაკის დამზადების, გაცემისა და გამოყენების წესების" დამტკიცების შესახებ” შესაბამისად."

მუხლი 2.  

 

ბრძანება ამოქმედდეს 2012 წლის 1 დეკემბრიდან.


საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორიმამუკა ახალაძე

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „მეზღვაურის წიგნაკის ფორმის, მისი დამზადების, გაცემისა და გამოყენების წესის“ დამტკიცების შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის 2012 წლის 16 იანვრის №001 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ?
არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 05.12.2012.
როდის იქნა მიღებული „მეზღვაურის წიგნაკის ფორმის, მისი დამზადების, გაცემისა და გამოყენების წესის“ დამტკიცების შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის 2012 წლის 16 იანვრის №001 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ?
„მეზღვაურის წიგნაკის ფორმის, მისი დამზადების, გაცემისა და გამოყენების წესის“ დამტკიცების შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის 2012 წლის 16 იანვრის №001 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ მიღებულია 05.12.2012. მიმღები ორგანო — საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორი. დოკუმენტის ნომერი — №29. სარეგისტრაციო კოდი — 300160070.55.067.016034.
რომელი დოკუმენტები უთითებენ „მეზღვაურის წიგნაკის ფორმის, მისი დამზადების, გაცემისა და გამოყენების წესის“ დამტკიცების შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის 2012 წლის 16 იანვრის №001 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ-ზე?
legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
სად არის „მეზღვაურის წიგნაკის ფორმის, მისი დამზადების, გაცემისა და გამოყენების წესის“ დამტკიცების შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის 2012 წლის 16 იანვრის №001 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 05.12.2012 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის ბრძანება „მეზღვაურის წიგნაკის ფორმის, მისი დამზადების, გაცემისა და გამოყენების წესის“ დამტკიცების შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის 2012 წლის 16 იანვრის №001 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ, №29, 05.12.2012, სარეგისტრაციო კოდი 300160070.55.067.016034 (კონსოლიდირებული რედაქცია 05.12.2012). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1788315/