„სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში შესყიდვებთან დაკავშირებული დავების განხილვის საბჭოს საქმიანობის წესის შესახებ” სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2010 წლის 30 ნოემბრის №11 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანება (1)
დოკუმენტის ტექსტი
|
კონკურენციისა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანება №14 |
|
2012 წლის 6 დეკემბერი ქ. თბილისი |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2010 წლის 30 ნოემბრის №11 ბრძანებით დამტკიცებული „სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში შესყიდვებთან დაკავშირებული დავების განხილვის საბჭოს საქმიანობის წესში” (სსმ, 156, 30/11/2010) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
ა) მე-3 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,3. არასამთავრობო სექტორის (სამოქალაქო საზოგადოების) სამი წარმომადგენელი საბჭოს წევრად არასამთავრობო სექტორის (სამოქალაქო საზოგადოების) მაქსიმალურად ფართო შემადგენლობის მიერ შეირჩევა როტაციის პრინციპით, ერთი წლის ვადით და შერჩეული წევრების სია წარედგინება საბჭოს აპარატს. საბჭოს აპარატი აღნიშნულ კანდიდატურებს დასამტკიცებლად წარუდგენს სააგენტოს თავმჯდომარეს. საბჭოს არჩევნები ტარდება საბჭოს წევრის უფლებამოსილების ვადის ამოწურვამდე სულ ცოტა ოცდაათი დღით ადრე. იმ შემთხვევაში, თუ ვერ მოხდა არჩევნების ჩატარება ან საბჭოს წევრის არჩევა, საბჭოს შესაბამის წევრს უფლებამოსილება უგრძელდება საბჭოს ახლადარჩეული წევრის დამტკიცებამდე, მაგრამ არა უმეტეს ექვსი თვის ვადით.”; ბ) მე-8 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,მუხლი 8. ცვლილებების შეტანის წესი წესში ცვლილებების ან/და დამატებების შეტანა ან/და მისი ძალადაკარგულად გამოცხადება ხდება სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანებით.“. |
| მუხლი 2 |
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|