მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის იურიდიული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 06.12.2012
ძალის დაკარგვა 12.02.2013
გამომცემი ორგანო მცხეთის მუნიციპალიტეტი
ნომერი №50
სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.153.016138
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 11/12/2012
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 459 სიტყვა · ~2 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
06.12.2012 მიღება
12.02.2013 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ილია იორდანიშვილი მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის იურიდიული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ მცხეთის  მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება  №50 2012 წლის 6 დეკემბერი ქ. მცხეთა მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის იურიდიული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 39-ე მუხლის მე-3 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის, 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის, 43-ე მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე, მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს „მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის იურიდიული სამსახურის დებულება“ დანართი №1- ის შესაბამისად. მუხლი 2🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეილია იორდანიშვილი დანართი №1 მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის იურიდიული სამსახურის დ ე ბ უ ლ ე ბ ა მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები  მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის (შემდგომში – გამგეობა) იურიდიული სამსახური (შემდგომში – სამსახური) წარმოადგენს გამგეობის სტრუქტურულ ერთეულს, რომელიც სამართლებრივად უზრუნველყოფს მცხეთის მუნიციპალიტეტის საქმიანობასა და სამსახურის კომპეტენციაში შემავალი სხვა საკითხების გადაწყვეტას.  სამსახური თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით, „საჯარო სამსახურის შესახებ“  საქართველოს კანონით, მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ 2011 წლის 21 იანვრის  №3 დადგენილებით დამტკიცებული მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულებით,  ამ დებულებითა და სხვა სამართლებრივი აქტებით.  საკუთარი ფუნქციების განხორციელებისას სამსახური წარმოადგენს გამგეობას.  სამსახური ანგარიშვალდებულია გამგებლის წინაშე და ასრულებს კანონით გათვალისწინებულ და გამგებლის მიერ კანონის საფუძველზე დაკისრებულ ამოცანებს.  სამსახურის დაფინანსების წყაროა მცხეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი.  სამსახურის სრული სახელწოდებაა „მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის იურიდიული  სამსახური.“ მუხლი 2🔗. სამსახურის კომპეტენცია სამსახური თავისი კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს: მცხეთის მუნიციპალიტეტის სამართლებრივ მომსახურებას. მცხეთის მუნიციპალიტეტის ინტერესების სამართლებრივ დაცვას ყველა ინსტანციის სასამართლოში, აგრეთვე სახელმწიფო ორგანოებთან, ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან ურთიერთობისას. სამსახურში შემოსული განცხადებების, წერილებისა და მომართვების განხილვას. მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის, მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის, მცხეთის მუნიციპალიტეტის სტრუქტურული ერთეულებისა და ტერიტორიული ორგანოების იურიდიულ კონსულტირებას და სამართლებრივი დასკვნების მომზადებას. გამგეობაში შემუშავებული სამართლებრივი აქტების პროექტების, გარიგებების, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმებისა და სხვა დოკუმენტების სამართლებრივ ექსპერტიზასა და მათ ვიზირებას. მოქმედი კანონმდებლობითა და მცხეთის მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას. მუხლი 3🔗. სამსახურის ხელმძღვანელი 1.     სამსახურს ხელმძღვანელობს სამსახურის უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს გამგებელი. 2.    სამსახურის უფროსი ანგარიშვალდებულია გამგებლის წინაშე. 3.  სამსახურის უფროსი: უშუალოდ წარმართავს და ხელმძღვანელობს სამსახურის საქმიანობას; 4.  პასუხს აგებს გამგეობის მიერ სამსახურზე დაკისრებული ამოცანებისა და    ფუნქციების შესრულებაზე; 5.  ანაწილებს სამსახურებრივ დავალებებს თანამშრომელთა შორის, ისმენს   ანგარიშებს მათ მიერ გაწეული სამუშაოს შესრულების შესახებ,  კონტროლს უწევს სამსახურში მომუშავე მოსამსახურეთა მიერ გამგეობის შინაგანაწესის დაცვას. 6.  გამგებელს წარუდგენს წინადადებებს სამსახურის თანამშრომელთა მორიგი და დამატებითი შვებულების, მივლინების, წახალისებისა და მათზე დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე; 7.  ახორციელებს კანონმდებლობით და გამგეობის დებულებით გათვალისწინებულ სხვა ფუნქციებს. 8.  სამსახურის უფროსის არყოფნის შემთხვევაში, გამგებლის დავალებით სამსახურის უფროსის უფლება-მოვალეობებს ახორციელებს სამსახურის ერთ-ერთი მოსამსახურე. 9.  სამსახურის თანამშრომლები არიან საჯარო მოსამსახურეები, რომლებიც ახორციელებენ კანონმდებლობით, წინამდებარე დებულებითა და თანამდებობრივი ინსტრუქციებით მათთვის დაკისრებული ამოცანების შესრულებას. მუხლი 4🔗. დასკვნითი დებულებები სამსახურის დებულებას გამგებლის წარდგინებით ამტკიცებს მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო. ობიექტური მიზეზებიდან გამომდინარე ან/და ფორს-მაჟორულ შემთხვევებში, შესაბამისი ადმინისტრაციული აქტების საფუძველზე, შესაძლებელია დებულებაში ცვლილების ან/და დამატების  შეტანა.  წინამდებარე დებულებაში ცვლილების ან/და დამატების  შეტანა ხორციელდება საქართველოში მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით. ყველა ის საკითხი, რომელსაც არ ითვალისწინებს წინამდებარე დებულება, რეგულირდება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობითა და შესაბამისი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებით.