განჩინება შპს ,,ბათუმი რივიერა’’-ს გაკოტრებულად გამოცხადების და რეგისტრაციის გაუქმების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№2/1364-12
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 10/12/2012
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქმე №2/1364-12

 

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

მოვალის გაკოტრებულად გამოცხადების და რეგისტრაციის

გაუქმების შესახებ

 

2012 წ ლის 5 დეკემბერი

ქ. ქუთაისი

 

ქუთაისის საქალაქო სასამართლო

მოსამართლე გენადი მაკარიძე

 

განმცხადებელი მოვალე შპს ,,ბათუმი რივიერა’’;

(საიდენტიფიკაციო ნომერი 245427024

წარმომადგენელი –ჯემალ ზოსიძე (დირექტორი)

მოთხოვნა –მოვალის გაკოტრებულად გამოცხადება რეგისტრაციის გაუქმების გზით.

 ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა შპს ,,ბათუმი რივიერას’’ გაკოტრებულად გამოცხადების და საწარმოს რეგისტრაციის გაუქმების საკითხი

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :

  2012 წლის 24 ოქტომბერს ქ უთაისის საქალაქო სასამართლოს განცხადებით მომართა შპს ,,ბათუმი რივიერას’’ დირექტორმა ჯემალ ზოსიძემ და აღნიშნა, რომ საზოგადოებას გააჩნია დიდი ოდენობით კრედიტორული დავალიანება 37 598 649 ლარის ოდენობით, რომელთა შორის არის საბიუჯეტო დავალიანება 8 476 332 ლარი და რომელიც წარმოადგენს უზრუნველყოფილ კრედიტორულ დავალიანებას. ვინაიდან მოვალე თავისი ქონებით გაკოტრების საქმის წარმოების გახსნის შემთხვევაში ვერ უზრუნველყოფს საპროცესო ხარჯების დაფარვას, ითხოვს განცხადების წარმოებაში მიღებაზე უარის თქმას იმ მითითებით, რომ შპს ,,ბათუმი რივიერა’’ გაკოტრებულად გამოცხადდეს რეგისტრაციის გაუქმების გზით.

  2012 წლის 29 ოქტომბრის განჩინებით შპს ,,ბათუმი რივიერას’’ დირექტორს ჯემალ ზოსიძეს უარი ეთქვა განცხადების წარმოებაში მიღებაზე, ვინაიდან მოვალე თავისი ქონებით ვერ უზრუნველყოფდა საპროცესო ხარჯების დაფარვას.ამასთან, განემარტათ კრედიტორებს, რომ შეეძლოთ მოემართათ სასამართლოსათვის შპს ,,ბათუმი რივიერას’’ მიმართ გადახდისუუნარობის შესახებ საქმის წარმოების დაწყებისა და მოვალის ქონებიდან მათი მოთხოვნის დაკმაყოფილების თაობაზე სასამართლოში გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების შეტანის გზით. თუ განჩინების გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში კრედიტორი გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებას არ შეიტანდა სასამართლოში, სასამართლო მოვალეს გაკოტრებულად გამოაცხადებდა, რაც მოვალის რეგისტრაციის გაუქმების საფუძველი იყო.

  ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 29 ოქტომბრის განჩინება გადახდისუუნარობის განცხადების წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის შესახებ საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს ვებგვერდზე გამოქვეყნდა 2012 წლის 31 ოქტომბერს და განჩინების გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში კრედიტორს გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებით არ მოუმართავს სასამართლოსათვის.

  ,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მიხედვით , თუ მოვალე გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებით მოითხოვს გაკოტრებას და სასამართლო ამ კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ ვადაში მოვალის მიერ ამავე კანონის მე-16 მუხლით გათვალისწინებული გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების საფუძველზე დაადგენს, რომ გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების შეტანის დროისათვის გაკოტრების დაწყების შემთხვევაში მოვალე თავისი ქონებით ვერ უზრუნველყოფს საპროცესო ხარჯების დაფარვას, სასამართლოს გამოაქვს განჩინება გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის შესახებ და მასში უთითებს, რომ მოვალე გაკოტრებულად გამოცხადდება რეგისტრაციის გაუქმების გზით, თუ ამ განჩინების გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში კრედიტორმა იმავე მოვალის მიმართ არ შეიტანა სასამართლოში გადახდისუუნარობის შესახებ განცხადება.

 ,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-9 პუნქტის მიხედვით, თუ ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში კრედიტორი ამავე მუხლის მე-7 პუნქტით განსაზღვრულ გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებას არ შეიტანს სასამართლოში, სასამართლო მოვალეს გაკოტრებულად აცხადებს, რაც მოვალის რეგისტრაციის გაუქმების საფუძველია.

  გამომდინარე აღნიშნულიდან, შპს ,,ბათუმი რივიერა’’ უნდა გამოცხადდეს გაკოტრებულად და უნდა გაუქმდეს შპს ,,ბათუმი რივიერას’’ რეგისტრაცია სამეწარმეო რეესტრში.

 სასამართლომ იხელმძღვანელა ,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის 1-ლი, მე-5, მე-7, მე-8, მე-19, მე-20 მუხლებით, სამოქალაქო ს ა პროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე მუხლებით,

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. შპს ,,ბათუმი რივიერა’’ (ს/ნ 245427024) გამოცხადდეს გაკოტრებულად და გაუქმდეს შპს ,,ბათუმი რივიერას’’ რეგისტრაცია სამეწარმეო რეესტრში.

2. განჩინება გამოქვეყნდეს ,,საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს” ვებგვერდზე.

3. განჩინებაზე შეიძლება კერძო საჩივრის შეტანა ქუთაისის საქალაქო სასამართლოში(ქ. ქუთაისი, კუპრაძის ქ. №11 ), განჩინების განმცხადებლისათვის გადაცემიდან 5 დღის ვადაში.

 

მოსამართლე           გენადი მაკარიძე