საქართველოს მთავრობასა და უნგრეთის მთავრობას შორის ხელმოწერილი ოქმის დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 10.12.2012
გამომცემი ორგანო საქართველოს პრეზიდენტი
ნომერი №1098
სარეგისტრაციო კოდი 480140000.08.002.016703
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 11/12/2012
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
10.12.2012 მიღება
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი | საქართველოს პრეზიდენტი |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობასა და უნგრეთის მთავრობას შორის ხელმოწერილი ოქმის დამტკიცების შესახებ
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №1098
2012 წლის 10 დეკემბერი
ქ. თბილისი
საქართველოს მთავრობასა და უნგრეთის მთავრობას შორის ხელმოწერილი ოქმის დამტკიცების შესახებ
„საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის შესაბამისად:1.
ძალაში შესვლის მიზნით დამტკიცდეს 2012 წლის 27 ნოემბრის „საქართველოს მთავრობასა და უნგრეთის მთავრობას შორის საქართველოსა და ევროკავშირს შორის „უნებართვოდ მცხოვრებ პირთა რეადმისიის შესახებ“ ბრიუსელში, 2010 წლის 22 ნოემბერს ხელმოწერილი შეთანხმების საიმპლემენტაციო ოქმი“.2.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ აცნობოს საქართველოს პარლამენტს ამ ბრძანებულების პირველ პუნქტში აღნიშნული ოქმის დადების თაობაზე და უზრუნველყოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება.საქართველოს პრეზიდენტიმიხეილ სააკაშვილი