2012 წლის გამოშვების 100 ლარის ნომინალის ბანკნოტების მიმოქცევაში გაშვების თაობაზე

მიღების თარიღი 11.12.2012
გამომცემი ორგანო საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭო
ნომერი №7
სარეგისტრაციო კოდი 220010070.11.004.016017
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 12/12/2012
matsne.gov.ge 155 სიტყვა · ~1 წთ
დამატებითი მეტამონაცემები (1)
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძე საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი

დოკუმენტის ტექსტი

2012 წლის გამოშვების 100 ლარის ნომინალის ბანკნოტების მიმოქცევაში გაშვების თაობაზე საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს დადგენილება №7 2012 წლის 11 დეკემბერი ქ. თბილისი  2012 წლის გამოშვების 100 ლარის ნომინალის ბანკნოტების მიმოქცევაში გაშვების თაობაზე ,,საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-9 მუხლის „ვ“ და „ი” ქვეპუნქტების, 35-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 პუნქტების შესაბამისად, საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭო   ა დ გ ე ნ ს:  მუხლი 1🔗 2012 წლის 17 დეკემბრიდან მიმოქცევაში გაშვებულ იქნეს 2012 წლის გამოშვების 100 ლარის ნომინალის ბანკნოტები, როგორც კანონიერი საგადამხდელო საშუალება 2008 წლის გამოშვების იგივე ნომინალის ბანკნოტების იდენტური დიზაინისა და სხვა მახასიათებლების მიხედვით, გამოშვების წლით „2012“, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტისა და საქართველოს ფინანსთა მინისტრის ხელმოწერების ცვლილებების გათვალისწინებით.   მუხლი 2🔗 2012 წლის გამოშვების 100 ლარის ნომინალის ბანკნოტები მიმოიქცევა წინა წლების გამოშვების იგივე ნომინალის ბანკნოტების პარალელურად.  მუხლი 3🔗 საქართველოს ტერიტორიაზე 2012 წლის გამოშვების 100 ლარის ნომინალის ბანკნოტებით ანგარიშსწორება უნდა განხორციელდეს შეუფერხებლად.  მუხლი 4🔗 ეს დადგენილება ამოქმედდეს 2012 წლის 17 დეკემბრიდან. საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტიგიორგი ქადაგიძე