„ტერორისტთა და ტერორიზმის ხელშემწყობ პირთა სიის შესახებ“ საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2006 წლის 31 ოქტომბრის №116 ბრძანების დანართებში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის
ბრძანება №1212/10-1
2012 წლის 10 დეკემბერი
ქ. თბილისი
„ტერორისტთა და ტერორიზმის ხელშემწყობ პირთა სიის შესახებ“ საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2006 წლის 31 ოქტომბრის №116 ბრძანების დანართებში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
„უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
1. „ტერორისტთა და ტერორიზმის ხელშემწყობ პირთა სიის შესახებ“ საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2006 წლის 31 ოქტომბრის №116 ბრძანების (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №32, ნაწილი IV, 02.11.06) №3 დანართს, სადაც მოცემულია იმ იურიდიულ პირთა სია, რომლებიც დაკავშირებულნი არიან მოძრაობა თალიბანთან და ორგანიზაცია ალ-ქაიდასთან, დაემატოს ამ ბრძანების დანართში მოცემული მონაცემები.
2. „ტერორისტთა და ტერორიზმის ხელშემწყობ პირთა სიის შესახებ“ საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2006 წლის 31 ოქტომბრის №116 ბრძანების (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №32, ნაწილი IV, 02.11.06) №2 დანართიდან, სადაც მოცემულია იმ ფიზიკურ პირთა სია, რომლებიც შედიან ორგანიზაცია ალ-ქაიდაში ან დაკავშირებულნი არიან მასთან, ამოღებულ იქნეს ნომრები 47, 74, 108, 208, 232 და 240.
3. „ტერორისტთა და ტერორიზმის ხელშემწყობ პირთა სიის შესახებ“ საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2006 წლის 31 ოქტომბრის №116 ბრძანების (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №32, ნაწილი IV, 02.11.06) №3 დანართიდან, სადაც მოცემულია იმ იურიდიულ პირთა სია, რომლებიც დაკავშირებულნი არიან მოძრაობა თალიბანთან და ორგანიზაცია ალ-ქაიდასთან, ამოღებულ იქნეს ნომრები 20, 68, 69, 75, 108 და 115.
4. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
მ. როინიშვილი
| დანართი იურიდიულ პირთა სია, რომლებიც დაკავშირებულნი არიან მოძრაობა თალიბანთან და ორგანიზაცია ალ-ქაიდასთან
| |||||
| № | ორგანიზაციის დასახელება | დასახელების სხვა ვარიანტები | მისამართი | სიაში შეყვანის თარიღი | სხვა ინფორმაცია |
| 1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 |
| 136 | Mouvement pour l’Unification et le Jihad en Afrique de l’Ouest (MUJAO)
|
| ა) მალი (Mali) ბ) ალჟირი (Algeria) | 05.12.12 | აქვს კავშირი The Organization of Al-Qaida in the Islamic Maghreb–თან და მოხტარ ბელმოხტართან (Mokhtar Belmokhtar). მოქმედებს საჰელის/საჰარას რეგიონში (Sahel/Sahara region). |